23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლის სტა­ტუ­სი ნიშ­ნავს, რომ აქამ­დე სწო­რი გზით ვი­ა­რე

spot_img

წელს, პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, პრო­ფე­სი­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი ერ­თი დღით ად­რე და­იწყო „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ გა­მორ­ჩე­უ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლით. ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა, 5 ოქ­ტომ­ბ­რის ნაც­ვ­ლად, 4 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­და. 2017 წლის 13 მა­ისს დაწყე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, უკ­ვე მერ­ვედ გან­ხორ­ცი­ელ­და და მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის – „The Global Teacher Prize“ ნა­წი­ლად იქ­ცა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, კონ­კურ­ს­მა ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია და­წე­რა და „ათე­ულ­თა კლუბ­ში“ უკ­ვე 80 გა­მორ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი შეკ­რი­ბა, მათ­გან 8 სა­უ­კე­თე­სო ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. ეს მხო­ლოდ ციფ­რე­ბი არ არის, რად­გან ამ პრო­ექ­ტით აღ­მო­ჩე­ნი­ლი ათე­უ­ლო­ბით სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის უკან არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა, ინი­ცი­ა­ტი­ვა, ღო­ნის­ძი­ე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა დგას.

🔶 წლე­ვან­დე­ლი ფი­ნა­ლის­ტე­ბი იყ­ვ­ნენ: გი­ორ­გი ლი­პა­რიშ­ვი­ლი, ნა­თია ნარ­სა­ვი­ძე, დი­მიტ­რი პო­პო­ვი, სო­ფიო ქუ­ხი­ლა­ვა და ნა­თია უჩა­ვა. ჟი­უ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, 2024 წლის ჯილ­დო ნა­თია უჩა­ვას ერ­გო. სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის და­სა­ხე­ლე­ბას და­ძა­ბუ­ლი ელო­და, რად­გან და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე მი­სუ­ლი არც ერ­თი ადა­მი­ა­ნი იქ შემ­თხ­ვე­ვით არ მოხ­ვედ­რი­ლა – სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მი­სულ „მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის ქო­მა­გებს“ თა­ვი­ან­თი ფა­ვო­რი­ტე­ბი ჰყავ­დათ.

პირ­ვე­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი, ყვე­ლას­თ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი „მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩი­ბა­თი­დან“ – ლა­დო აფხა­ზა­ვა, ჯერ­ჯე­რო­ბით, შე­უც­ვ­ლელ პო­ზი­ცი­ა­ზეა, რად­გან ის გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს („The Global Teacher Prize“) ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­აც­ნო, არამ­ხო­ლოდ მსოფ­ლი­ოს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­საც. ყვე­ლა ოჯახ­ში შე­ვი­და „ჩი­ბა­თე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ხმა“ და  ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის გულ­შე­მატ­კივ­რად გა­ხა­და დი­დი და პა­ტა­რა. რე­ა­ლუ­რად, გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის – მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა.

სა­ზო­გა­დე­ო­ბას კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნებთ იმ პე­და­გო­გე­ბის ვი­ნა­ო­ბას, რომ­ლებ­მაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გა­მორ­ჩე­ულ კონ­კურ­ს­ში პირ­ვე­ლო­ბა მო­ი­პო­ვეს – ლა­დო აფხა­ზა­ვა, მა­ნა­ნა კა­პე­ტი­ვა­ძე, გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე, სო­ფიო გო­გო­ხია, ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე, რო­ლანდ შა­ვა­ძე, ნი­ნო ფსუ­ტუ­რი და ნა­თია უჩა­ვა.

2024 წლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯ­ვე­ბულს გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის­გან – „გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის“ ფონ­დის­გან 15 000 ლა­რი გა­და­ე­ცა.

გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უკ­ვე მერ­ვე წე­ლია, ფონ­დი აფი­ნან­სებს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ ჯილ­დოს, რომ­ლის ინ­ვეს­ტი­ცი­ამ მხო­ლოდ ამ პრო­ექ­ტ­ში 1 მი­ლი­ონ ლარს მი­აღ­წია. „გვი­ხა­რია და გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ წლი­დან წლამ­დე იზ­რ­დე­ბა მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა და პრო­ექ­ტის პო­პუ­ლა­რო­ბა­მაც თა­ვის მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია. ვფიქ­რობთ, კონ­კურ­ს­მა შეძ­ლო და შეც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ი­სად­მი. რაც მთა­ვა­რია, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი, მი­სა­ბა­ძე­ბი და თა­ვი­სი საქ­მის ერ­თ­გუ­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლი­ან არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ კლას­სა და სკო­ლას, არა­მედ ცვლი­ან გა­რე­მოს და ამით ბიძგს აძ­ლე­ვენ ახალ­გაზ­რ­დებ­საც, რომ აირ­ჩი­ონ მარ­თ­ლაც ფას­და­უ­დე­ბე­ლი პე­და­გო­გის პრო­ფე­სია. ჩვენ­თ­ვი­საც ყო­ვე­ლი ახა­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და მი­სი სი­ხა­რუ­ლი, ერ­თ­გ­ვა­რად, ჩვე­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბა და სი­ხა­რუ­ლი­ცაა, რად­გან ვხე­დავთ, რომ ის ინ­ვეს­ტი­ცია, რა­საც ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ფონ­დი დებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში, უკ­ვა­ლოდ არ იკარ­გე­ბა და მო­აქვს შე­დე­გი, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალ­ზეც აისა­ხე­ბა,“ – ამ­ბობს ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი.

მთა­ვა­რი პრი­ზის გარ­და, ფი­ნა­ლის­ტე­ბი „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ ოქ­როს სპონ­სორ­მა – ლი­ბერ­თიმ 5000 ლა­რით, ხო­ლო სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი 2500 ლა­რით და­ა­ჯილ­დო­ვა. ასე­ვე, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის წევ­რებ­მა სხვა­დას­ხ­ვა პრი­ზე­ბი მი­ი­ღეს, რო­მელ­საც ყო­ველ წელს ჯილ­დოს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აწე­სე­ბენ.

„ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“, ჯილ­დოს დაწყე­ბი­დან დღემ­დე, სის­ტე­მა­ტუ­რად აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ებს კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბის, სა­ზე­ი­მო და­ჯილ­დო­ე­ბი­სა და კონ­კურ­სის მი­ერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ. წელ­საც გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­თან, თბი­ლი­სის №126 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თან, ნა­თია უჩა­ვას­თან.

🔸 ნა­თია, გი­ლო­ცავთ ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან აღი­ა­რე­ბას! პირ­ველ რიგ­ში, სა­უ­ბა­რი მინ­და და­ვიწყოთ კითხ­ვით – რა რე­ა­ლო­ბა­ში უწევს მას­წავ­ლე­ბელს დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა?

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი დღეს მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგა­ნან. იქ­ნე­ბა ეს პრო­ფე­სი­ის და­ფა­სე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც ხელ­ფას­ზეა მიბ­მუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბი, რაც ხში­რია და ა.შ. მას­წავ­ლებ­ლებს სჭირ­დე­ბათ რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა, ასე­ვე პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბა, რა­თა მათ შე­ეძ­ლოთ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა.

🔸 რა არის, თქვე­ნი აზ­რით, ამ პრო­ფე­სი­ის მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცია, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და რა ხელ­შეწყო­ბა გაქვთ ამ ფუნ­ქ­ცი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან?

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ ით­ვ­ლე­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლად, რაც ხელს უშ­ლის ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ზიდ­ვას. სა­ჭი­როა პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა, მი­სი და­ფა­სე­ბა და აღი­ა­რე­ბა. დღეს მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ენ­თუ­ზი­აზ­მ­ზე მუ­შა­ობს, თუმ­ცა ეს ენ­თუ­ზი­აზ­მიც გან­ლე­ვა­დია და მი­სი გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბით შევ­სე­ბაა სა­ჭი­რო. მას­წავ­ლე­ბელ­საც სჭირ­დე­ბა მო­ტი­ვა­ცია და აღი­ა­რე­ბა. უნ­და იგ­რ­ძ­ნოს, რომ ის სა­კუ­თარ სფე­რო­ში და­ფა­სე­ბუ­ლია. მას­წავ­ლებ­ლებს მუდ­მი­ვად უწევთ სხვა­დას­ხ­ვა გზით კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა, რაც ერ­თ­გ­ვა­რი წნე­ხია. ვთვლი, რომ ახ­ლა მას­წავ­ლებ­ლე­ბის შრო­მა სა­თა­ნა­დოდ არ არის ანაზღა­უ­რე­ბუ­ლი. ბევრ მას­წავ­ლე­ბელს და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბი სჭირ­დე­ბა კლას­თან სა­მუ­შა­ოდ, რის გა­მოც სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სე­ბის და­ხარ­ჯ­ვა უწევს.

🔸 და­ვუბ­რუნ­დეთ ჯილ­დოს, რას ნიშ­ნავს თქვენ­თ­ვის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა?

ყო­ვე­ლი გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მის, გა­წე­უ­ლი შრო­მის, აქამ­დე მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის, იმედ­გაც­რუ­ე­ბის, და­უ­ფა­სებ­ლო­ბი­სა თუ და­ფა­სე­ბის პა­სუ­ხია მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლის სტა­ტუ­სი. ეს ნიშ­ნავს, რომ აქამ­დე სწო­რი გზით ვი­ა­რე და ასე­ვე უნ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლო სვლა.

🔸 ელო­დით ამ აღი­ა­რე­ბას?

მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის აღი­ა­რე­ბა ყო­ველ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნოა, თუმ­ცა, ზოგ­ჯერ ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი­ცაა, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მა ბუ­ნებ­რი­ვია ჩვენ­თ­ვის. რო­დე­საც გაწეული შრო­მა აღი­ა­რე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, ეს უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ციაა, რაც უფ­რო მე­ტის კე­თე­ბის­კენ გი­ბიძ­გებს. ვცდი­ლობ­დი, ამ სა­კითხ­ზე არ მე­ფიქ­რა, რად­გან შემ­დეგ გუ­ლის­წყ­ვე­ტა არ მქო­ნო­და თუ არ გა­ვი­მარ­ჯ­ვებ­დი. ათე­ულ­ში და ხუ­თე­ულ­ში ყვე­ლა ღირ­სე­უ­ლი და, თა­ვის მხრივ, ძლი­ე­რი კან­დი­და­ტუ­რა იყო. ვფიქ­რობ, თი­თო­ე­უ­ლი იმ­სა­ხუ­რებ­და ამ ჯილ­დოს მი­ღე­ბას.

🔸 რო­გო­რია კარ­გი მას­წავ­ლებ­ლის თქვე­ნე­უ­ლი გან­მარ­ტე­ბა?

კარგ მას­წავ­ლე­ბელს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა უნ­და ჰქონ­დეს: იყოს ინო­ვა­ტო­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, გა­აჩ­ნ­დეს ცოდ­ნა, ემ­პა­თია; შე­ეძ­ლოს მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­გე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა. კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს გულ­წ­რ­ფე­ლი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და შე­ეძ­ლოს მოს­წავ­ლე­თა მოს­მე­ნა, რა­თა მათ კარ­გად იგ­რ­ძ­ნონ თა­ვი სას­კო­ლო გა­რე­მო­ში. არ უნ­და კმა­ყო­ფილ­დე­ბო­დეს მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით, უნ­და ცდი­ლობ­დეს უწყ­ვეტ გან­ვი­თა­რე­ბას და ამა­ში გარ­შე­მომ­ყო­ფებ­საც რთავ­დეს; იყოს გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­წი­ლის, ეხ­მა­რე­ბო­დეს და და­უ­ზა­რებ­ლად უნა­წი­ლებ­დეს კო­ლე­გებს სა­კუ­თარ მიგ­ნე­ბებ­სა თუ გა­მოც­დი­ლე­ბას.

🔸 თქვენ რა თვი­სე­ბას ან მიდ­გო­მას და­ა­სა­ხე­ლებთ, რაც გა­მორ­ჩე­ულ მას­წავ­ლებ­ლად გაქ­ცევთ?

ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს სხვი­სი გა­ხა­რე­ბა, დახ­მა­რე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. არას­დ­როს მე­ნა­ნე­ბა სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო აუდი­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც ათა­სო­ბით ადა­მი­ანს მო­ი­ცავს. ვარ ინო­ვა­ტო­რი და მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ გან­ვ­ვი­თარ­დე -ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა­ზე აისა­ხე­ბა.

🔸 მინ­და, ჩვენ­მა მკითხ­ველ­მა ნა­თია უჩა­ვა გა­იც­ნოს არა მხო­ლოდ რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, არა­მედ რო­გორც მო­ქა­ლა­ქე? და რა არის თქვენ­თ­ვის ის სწო­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც საგ­ნებ­თან ერ­თად ას­წავ­ლით თქვენს მოს­წავ­ლე­ებს?

ვცდი­ლობ, მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლო ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სა თუ მოვ­ლე­ნის მი­ღე­ბა, გა­ვუღ­ვი­ვო ემ­პა­თი­ის გრძნო­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ეს თვი­სე­ბა პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს, რაც შემ­დ­გომ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს აყა­ლი­ბებს.

🔸 ბუ­ნებ­რი­ვია, ისე რო­გორც და­ნარ­ჩენ სფე­რო­ებ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბებს, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­საც აქვს დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოწ­ვე­ვე­ბი. თქვე­ნი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, გად­მო­სა­ხე­დი­დან, რა არის ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის უპირ­ვე­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვა?

ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა სკო­ლა ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ჭი­რო­ე­ბებს, რაც სწავ­ლე­ბის პრო­ცესს აფერ­ხებს. მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის არ არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი რე­სურ­სე­ბი, რო­მე­ლიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ასე­ვე ხში­რია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაწ­ვა, მას­წავ­ლე­ბელს ხშირად უწევს ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ე­ბა მა­შინ, რო­დე­საც შე­უძ­ლია პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას მო­ახ­მა­როს დრო, აირ­ჩი­ოს მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი თე­მა და იმ კუთხით გან­ვი­თარ­დეს. კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბაა, რაც ხელს უშ­ლის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით დგას სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა, რო­მელ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბაც დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლებს უწევს, რა­საც, ხში­რად, პრო­ფე­სი­ულ გა­დაწ­ვამ­დე მიჰ­ყავს ისინი.

🔸 რომ შე­გეძ­ლოთ, პირ­ველ რიგ­ში, რას შეც­ვ­ლი­დით?

ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის შევ­ქ­მ­ნი­დი ისეთ გა­რე­მოს, სა­დაც სწავ­ლის მი­ღე­ბის­თ­ვის თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი ექ­ნე­ბო­დათ.

🔸 და­ბო­ლოს, რას ნიშ­ნავს მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ კონ­კურ­სი? რა შეც­ვა­ლა ან რას შეც­ვ­ლის ეს აღი­ა­რე­ბა თქვენს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში? რო­გო­რი იყო მოს­წავ­ლე­ებ­თან და სკო­ლას­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის რან­გ­ში?

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო ერ­თ­გ­ვა­რი სა­ზო­მია სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის. რეფ­ლექ­სი­ას უკე­თებ. უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხდე­ბი და აგ­რ­ძე­ლებ შენს საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას. იცი, რომ სწორ გზა­ზე დგა­ხარ. ეს აღი­ა­რე­ბა ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავს. ხში­რად არ ჩანს მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მიღ­მა რამ­ხე­ლა შრო­მა და ძა­ლის­ხ­მე­ვა დევს, რამ­დე­ნი გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე და ოჯა­ხის­თ­ვის მოკ­ლე­ბუ­ლი დროა ჩა­დე­ბუ­ლი. სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სე­ბი თუ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლებ­ლის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­შია და­მა­ლუ­ლი და ერთ დღეს, რო­დე­საც ამ­ხე­ლა აღი­ა­რე­ბა­სა და და­ფა­სე­ბას მო­ი­პო­ვებ, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი მსუ­ბუქ­დე­ბა, გა­და­ხა­ლის­დე­ბი, ახა­ლი შე­მარ­თე­ბი­თა და მო­ტი­ვა­ცი­ით ფრთი­ან­დე­ბი. სკო­ლა­ში რო­დე­საც დავ­ბ­რუნ­დი, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მა­თი მშობ­ლე­ბი სკო­ლის ეზო­ში დამ­ხ­ვ­დ­ნენ, იის­ფე­რი ბუშ­ტე­ბი­თა და ტა­შით. იის­ფე­რი ჩვე­ნი ფე­რია და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას გა­მო­ხა­ტავს. ჯილ­დო ბავ­შ­ვებს და­ვა­კა­ვე­ბი­ნე ხელ­ში. მე­ხუ­ტე­ბო­დნენ, მი­ლო­ცავ­დნენ და გულ­წ­რ­ფე­ლად უხა­რო­დათ. ყვე­ლა­ზე გულ­წ­რ­ფელ­ნი ხომ ბავ­შ­ვე­ბი არი­ან და ჩე­მი ჯილ­დოც მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

🔸 სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც გვითხა­რით რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით…

სა­მო­მავ­ლოდ, საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ვაგ­რ­ძე­ლებ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი მო­ტი­ვა­ცი­ით, შე­მარ­თე­ბი­თა და ინ­ტე­რე­სით, რად­გან პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გაზ­რ­დი­ლი მაქვს. მინ­და, სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხით, უფ­რო გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნო და იმ სკო­ლებს და­ვეხ­მა­რო, რომ­ლებ­საც რე­სურ­სე­ბზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა არ აქვთ.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

კონ­კურ­სის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი, ოქ­როს სპონ­სო­რია ლი­ბერ­თი და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: EPAM Georgia, კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რი (ctc), ალ­ტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი და პირ­ვე­ლი არ­ხი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები