15 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

მას­წავ­ლე­ბე­ლი – ხი­დი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­კენ

რო­ცა თა­ვად მას­წავ­ლე­ბე­ლი ხარ, გა­რეთ 21-ე სა­უ­კუ­ნეა და სა­კუ­თარ მი­სი­ა­ზე, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე, საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ფიქ­რობ, სათ­ქ­მელს რა გა­მო­გი­ლევს, ვერც ბა­ნა­ლუ­რო­ბას ას­ც­დე იქ­ნებ, იმ­დე­ნი უთ­ქ­ვამთ და და­უ­წე­რი­ათ ამ სა­კითხ­ზე, ვერც მე ვიქ­ნე­ბი გა­მო­ნაკ­ლი­სი და შე­იძ­ლე­ბა, დი­დი ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლე­ბიც შე­ვა­წუ­ხო, მას­წავ­ლებ­ლის როლ­ზე რომ ვი­სა­უბ­რო. უპირ­ვე­ლე­სად, ჩერ­ჩი­ლის ნათ­ქ­ვა­მი მახ­სენ­დე­ბა, სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ისეთ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ფლობს, რო­მელ­ზეც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რე­ბი მხო­ლოდ ოც­ნე­ბო­ბე­ნო. ჰო­და, კარგ მას­წავ­ლე­ბელს ამ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სწო­რედ იმით შე­უძ­ლია, რომ იქ­ცეს ხი­დად უკე­თე­სი მო­მავ­ლი­სათ­ვის.

ად­ვი­ლია? – სუ­ლაც არა.

ყვე­ლას შე­უძ­ლია? – ნამ­დ­ვი­ლად არა!

სწო­რედ ამა­ზე ფიქ­რი­სას წა­მო­ფუთ­ფუთ­დე­ბა ხოლ­მე ეჭ­ვის ჭია, რო­მე­ლიც ხან­და­ხან ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლის სიტყ­ვებ­ზე და­გა­ფიქ­რებს: „ჯერ თვი­თონ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რომ სხვა აღე­ზარ­და!“ ჰო­და, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ხარ, ფიქ­რობ: ხარ კი, რომ შეძ­ლო სხვე­ბის აღ­ზ­რ­და?

ამი­ტო­მაც მუდ­მი­ვად უნ­და ვცდი­ლობ­დეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ჯერ ჩვენ „ვი­ყოთ“ და მე­რე სხვებს ვექ­ცეთ „გზად და ხი­დად“ უკე­თე­სი მო­მავ­ლი­სა­კენ!

რო­გორ? – არც ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხია ად­ვი­ლი. რო­ცა შე­ნი და არამ­ხო­ლოდ შე­ნი ყო­ფა ძა­ლი­ან ნაც­რის­ფე­რი და გა­უ­საძ­ლი­სად უღიმ­ღა­მოა, რო­ცა თა­ვით ფე­ხე­ბამ­დე მძი­მე ყო­ფა­ში ჩაფ­ლუ­ლი კი­სერ­წაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი იყუ­რე­ბი სადღაც უკე­თე­სი სამ­ყა­რო­სა­კენ, სხვა­გან რომ გე­გუ­ლე­ბა, ძნე­ლია იმა­ზე ფიქ­რი, რო­გორ უნ­და იქ­ცე სხვის­თ­ვის უკე­თეს მო­მავ­ლამ­დე მიმ­ყ­ვან ხი­დად.

რო­გორ? – ჩე­მი აზ­რით (თუ ხმა­მა­ღალ ნათ­ქ­ვა­მად არ ჩა­მეთ­ვ­ლე­ბა), უპირ­ვე­ლე­სად იმით, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­ზ­რ­და ვაქ­ცი­ოთ უმ­თავ­რეს მიზ­ნად. ერ­თი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა, 15-16 წლი­სა ყო­ფი­ლა შალ­ვა და­დი­ა­ნი, მა­მა­მისს რომ რუ­სი სტუ­მა­რი სწვე­ვია, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბას კუ­რი­რებ­და თურ­მე იმ­ხა­ნად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ამო­დე­ნა ყმაწ­ვი­ლი შინ რომ უნა­ხავს, გაჰ­კ­ვირ­ვე­ბია, შალ­ვას მა­მის­თ­ვის უკითხავს, რად არის თქვე­ნი ყმაწ­ვი­ლი სახ­ლ­ში, სკო­ლა­ში არ და­დი­სო? – არაო, – უპა­სუ­ხია ნი­კო და­დი­ანს. – ალ­ბათ, შინ და­გი­დით მას­წავ­ლე­ბე­ლიო. – არაო, არც შინ დაგ­ვი­დი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბიო. სტუ­მარს და­ცინ­ვა გა­ნუზ­რა­ხავს, აბა, რა გინ­დათ, რომ გა­მო­ვი­დეს თქვე­ნი შვი­ლიო? – რაც მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნიო, – უთ­ქ­ვამს ნი­კო და­დი­ანს.

დი­ა­ხაც, მო­მავ­ლის ხი­დად ნამ­დ­ვი­ლად იმით იქ­ცე­ვა მას­წავ­ლე­ბე­ლი, თუ უპირ­ვე­ლე­სად ადა­მი­ა­ნებს აღ­ზ­რ­დის, ინ­დი­ვი­დე­ბად ქცე­ვას შე­აძ­ლე­ბი­ნებს, იმას გა­ა­სიგ­რ­ძე­გა­ნე­ბი­ნებს, რო­გორ არ უნ­და იქ­ც­ნენ ბრბოს მორ­ჩილ, სა­ხე­და­კარ­გულ წევ­რე­ბად, რო­გორ გა­არ­ჩი­ონ ავი და კარ­გი, რო­გორ უყ­ვარ­დეთ სამ­შობ­ლო, რო­გორ სცენ პა­ტი­ვი წი­ნაპ­რებს, რო­გორ და­იც­ვან მშობ­ლი­უ­რი ენა, რო­გორ სცენ პა­ტი­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ აზრს, რო­გორ იყ­ვ­ნენ შემ­წყ­ნა­რებ­ლე­ბი… ბა­ნა­ლუ­რია? ალ­ბათ, ასეც ჩანს, მაგ­რამ ინ­დი­ვი­დე­ბად აღ­ზ­რ­დი­ლი ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­გორც ერ­თი მწე­რა­ლი ამ­ბობ­და, შეძ­ლე­ბენ, რომ ამო­იყ­ვა­ნონ სა­კუ­თარ თმა­ში ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი თა­ვი (და არამ­ხო­ლოდ!) ყო­ფი­ე­რე­ბის ჭა­ო­ბი­დან, ამა­ში კი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ეხ­მა­რე­ბათ – ხი­დი მო­მავ­ლი­სა­კენ!

სწო­რედ ასე წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩე­მი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, რო­ლი მო­მავ­ლის შე­ნე­ბა­ში, იმ მო­მავ­ლი­სა, რომ­ლის მშე­ნე­ბე­ლი­ცაა „აწ­მ­ყო – შო­ბი­ლი წარ­სუ­ლი­სა­გან“, მე კი – მას­წავ­ლე­ბე­ლი-ხი­დი უნ­და ვი­ყო უკე­თე­სი მო­მავ­ლი­სათ­ვის და შე­ვაძ­ლე­ბი­ნო მოს­წავ­ლეს, „სრბაი აღას­რუ­ლოს“ და უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოს მერ­მი­სი.

ლე­ი­ლა ხო­ნე­ლი­ძე

ილ. ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება