13 მაისი, სამშაბათი, 2025

მანდატურობის მსურველი 73 კანდიდატი მოსამზადებლ კურსს გაივლის

spot_imgspot_img

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის მსურველი 73 კანდიდატი, რომელიც საჯარო კონკურსის წესით შეირჩა, მოსამზადებელ კურსს შსს აკადემიაში გაივლის.

მანდატურობის კანდიდატები, სასწავლო კურსის განმავლობაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. მათთვის სპეციალურად შექმნილი სასწავლო მოდულის მიხედვით, ისინი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს, კონფლიქტების პრევენციასა და მართვას, ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან.

მოსამზადებელი კურსი ჰიბრიდული მოდელით წარიმართება – კანდიდატები თეორიულ ნაწილს ონლაინ საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, ხოლო ფიზიკურ მომზადებას – პირისპირ სწავლების გზით გაივლიან.

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ახალი მანდატურები თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება