7 მარტი, პარასკევი, 2025

მათემატიკური მიდგომების გამოწვევები და სიახლეები

spot_imgspot_img

ამირან თავაძე
მათემატიკის მასწავლებელი
სამტრედია, საჯავახოს საჯარო სკოლა

 

 

მოგეხსენებათ, ზუსტი მეცნიერებები სწავლების თანამედროვე მიდგომების აქილევსის ქუსლია. ხშირად გსმენიათ, რომ ცალკეულ საკითხებს არგებენ ხოლმე სხვადასხვა მეთოდებს, მაგრამ, როცა საქმე მათემატიკურ სიღრმეებთან მიდის, მაშინ მხოლოდ რუტინული შრომა, ნიჭიერება და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებაა აუცილებელი.

მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივების და მოტივაციის ამაღლების მიზნით, ხშირად ვიყენებ სახალისო ამოცანებს, რაც მათ ძალიან მოსწონთ. ერთ-ერთ შემთხვევაში წამოიჭრა საკითხი,თუ როგორ დაგვეთვალა კვადრატები მარტივად, სადაც ერთი ,,დიდი’’ კვადრატი იყო დაყოფილი, ვთქვათ, k∙k რაოდენობის კვადრატებად (იგულისხმება დასათვლელად ყველა (ზომის) კვადრატი).  გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოვიყვანე ეს ფორმულა, რომლის შესახებ ჩემი მოსაზრება გავანდე ერთ- ერთ პროფესორსა და სახელმძღვანელოს ავტორს. მან მითხრა, რომ ეს უკვე დამტკიცებული იყო და გამომიგზავნა კიდეც საკმაოდ რთული გზით დამტკიცება, რაც საშუალო საფეხურის მყოფი მოზარდებისთვის არ აღმოჩნდა მარტივი.

გამუდმებული ფიქრის შემდეგ მივაგენი მარტივ ხერხს, რომელიც გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა. მათემატიკის მოყვარულებს და არა მარტო მათ, ვთავაზობ ერთ-ერთ მათემატიკურ მიგნებას, პასუხს კითხვაზე – ,,რამდენი კვადრატია?“

განვიხილოთ რაიმე ზომის კვადრატი და  დავყოთ ის,  როგორც ნახაზზეა ნაჩვენები, 100 მცირე ზომის ტოლ  კვადრატად (ნახ.1).  დავსვათ კითხვა: სულ რამდენი კვადრატია? (სხვადასხვა ზომის). ცხადია, ძალიან რთულია უშუალოდ დათვლა. არსებობს თუ არა რაიმე ფორმულა ყველა კვადრატის დასათვლელად? მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. განვიხილოთ შემთხვევები, როდესაც კვადრატებად დაყოფა არ გამოისახება დიდი რიცხვით, როდესაც შეგვიძლია დავთვალოთ უშუალოდ ყველა კვადრატის რაოდენობა.  1 კვადრატი (ნახ.2). 5 კვადრატი (ნახ.3).14 კვადრატი (ნახ.4).

ეს რიცხვები ასე წარმოვადგინოთ:

1=12; 5=12+22; 14=12+22+32; 30=12+22+32+42 და  ა.შ.  ანუ  კვადრატების რაოდენობა იზრდება იმ რიცხვის კვადრატით,  რომელიც წარმოადგენს ერთ გვერდთან მდებარე ყველაზე მცირე კვადრატების რაოდენობას.

ახლა დავამტკიცოთ, რომ ამ კანონზომიერების განზოგადება შეიძლება, ანუ თუ გარკვეული ზომის კვადრატს დავყოფთ რაიმე ზომის ტოლ კვადრატებად, ისე რომ თავდაპირველი კვადრატის ერთ გვერდთან მდებარე ყველაზე მცირე კვადრატების რაოდენობაა k (ნახ.5), მაშინ ყველა კვადრატის რაოდენობა (აღვნიშნოთ ის SK-თი) გამოითვლება ფორმულით: SK =12+22+32+…+k 2

დავამტკიცოთ მათემატიკური ინდუქციის მეთოდით.

  1. როცა k=1      გვაქვს  S1 =12=1        ჭეშმარიტია
  2. დავუშვათ, რომ  სამართლიანია  Sk =12+22+32+…+k2 ფორმულა  და დავამტკიცოთ დაშვების საფუძველზე, რომ
  3. Sk+1=12+22+32+…+k2+(k+1)2

ამ უკანასკნელ კვადრატში (ნახ.6) გადანომრილია წინა კვადრატს ,,მიერთებული“ ,,ახალი“ მცირე კვადრატები. დავითვალოთ რამდენი კვადრატი ,,წარმოიქმნა“ მათ მიერ და დავუმატოთ ის SK-ს,რომელიც დაშვების თანახმად (12+22+32+…+k2)-ის ტოლია.

1-ლი კვადრატი შედის k+1 რაოდენობის კვადრატში, მე-2კვადრატი  შედის k რაოდენობის კვადრატში

(k+1)-ე  კვადრატი                  1 ცალი

(k+2)-ე კვადრატი შედის k რაოდენობის კვადრატში

(2k+1)-ე კვადრატი 1 ცალი

შევნიშნოთ, რომ, მაგალითად, (k+2)-ე კვადრატი შედის უფრო მეტ კვადრატში, მაგრამ ისინი ზემოთ ათვლილი გვაქვს. შევკრიბოთ ეს რაოდენობები:

(k+1)+k+(k-1)+…+1+k+(k -1)+…+1=k+1+2(1+2+…+k)=k+1+(k+1)k=(k+1)2

ეს რაოდენობა დავუმატოთ Sk-ს, მივიღებთ Sk+1-ის ფორმულას:

Sk+1=Sk+(k+1)2=12+22+32+…+k2+(k+1)2  ე.ი. დამტკიცდა (k+1)-სთვისაც, საბოლოოდ გვაქვს:

Sk=12+22+32+…+k2

ცნობილია, რომ     

ესეც მათემატიკური ინდუქციით მტკიცდება ამის გათვალისწინებით

ახლა შეგვიძლია დასაწყისში მოცემულ ნახაზზე გამოვთვალოთ ყველა კვადრატის რაოდენობა:

spot_img

მკითხველთა კლუბი

ჰო­ლო­კოსტს გა­დარ­ჩე­ნი­ლი კა­ცი – პრი­მო ლე­ვის „გა­ნა ეს ადა­მი­ა­ნია“

„აუშ­ვი­ცის გა­მოც­დი­ლე­ბა რომ არა, არას­დ­როს არა­ფერს დავ­წერ­დი. მი­ზე­ზი არ მექ­ნე­ბო­და, მე­წე­რა, არც არა­ფე­რი მი­ბიძ­გებ­და სა­ა­მი­სოდ: იტა­ლი­ურ­ში სა­შუ­ა­ლო მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ის­ტო­რი­ა­ში - სუს­ტი, უფ­რო ფი­ზი­კა...

ბლოგი

„დე­და­ზე მე ისე­თი რა უნ­და ვთქვა?!“

„დე­და­ზე მე ისე­თი რა უნ­და ვთქვა, მაგ­რამ ჩე­მი მო­სა­ყო­ლი მა­ინც უნ­და მოვ­ყ­ვე,“ — ასე იწყე­ბა რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლის ნო­ვე­ლა „მე დე­და­ზე ისე­თი რა უნ­და ვთქვა“....

კულტურა

მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ფრა­ზის მე­ლო­დი­ას აყუ­რა­დებ­და

ინტერვიუ მწერლის მეუღლესთან, მთარგმნელთან და ლიტერატორთან, დოდო ყვავილაშვილთან        16 წლის წინ, 2009 წლის 10 თე­ბერ­ვალს, გარ­და­იც­ვა­ლა მწე­რა­ლი ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე. გა­სულ წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ სე­რი­ა­ში „გორ­გი­ლა­ძის აუტა­ნე­ლი...

უმაღლესი განათლება

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ბუსსს ანრი), 20 წელიწადზე მეტია, ემსახურება საზღვაო განათლებას და მეზღვაურთა წვრთნას. სასწავლებელი, ეფუძნება რა პროფესიული განათლების, ასევე მეზღვაურთა...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები