შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2023 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო – კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს“
⇔ კონკურსის სახელწოდება
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა – MR
⇔ კონკურსის მიზანი
მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.
⇔ საპროექტო განაცხადი ტიპი
ინდივიდუალური
⇔ კონკურსის ძირითადი პირობები
- საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;
- კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;
- გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;
- პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;
- ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
- მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
- დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.
⇔ კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი
- ელექტრონული რეგისტრაცია – 2023 წლის 22 აგვისტოდან 2 ოქტომბრის 16:00 საათამდე;
- ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები – 7, 18, 28 სექტემბერი 16:00 საათი (კონსულტაციებზე დასაწრებად გადადით ბმულზე )
- ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა – 2023 წლის 25 სექტემბერი;
- კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში – 2023 წლის 9 ოქტომბერი 16:00 საათი;
- რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა – 2023 წლისოქტომბერი;
- შუალედური შედეგების გამოქვეყნება – ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ – 2023 წლის ოქტომბერი;
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება – 2023 ნოემბერი;
- დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება – 2023 წლის ნოემბერი-დეკემბერი;
⇔ კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №130/ნ
- ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 22 აგვისტოს № 136 ბრძანებით
⇔ პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის პირობები – დანართი 1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ – დანართი 2, ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება – დანართი 3
- მაგისტრანტის, სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები – CV დანართი 4, ივსება GMUS-ში
- ცნობა მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესახებ – დანართი 5
- კონსულტანტის თანხმობის წერილი (დანართი № 6.1, დანართი № 6.2) (GEO/ENG)
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი – დანართი 7, ივსება GMUS-ში
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება- დანართი 8, ივსება GMUS-ში
- სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ – დანართი 9
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ – დანართი 10, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი – დანართი 11
⇔ ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები
- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა – პროექტების რეგისტრაციისათვის(ბმული)
- ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია(ბმული)
⇔ მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 25 სექტემბრის 18:00 საათამდე კონკურსისელ. ფოსტაზე mr@rustaveli.org.ge
- ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
⇔ კოორდინატორი:
ნინო აბუსელიძე – პროგრამული საკითხები – +(995 32) 2 200 220 (4016)
მირანდა თედეშვილი – პროგრამული საკითხები – +(995 32) 2 200 220 (4017)
⇔ იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონკურსის ელფოსტაზე: mr@rustaveli.org.ge
გისურვებთ წარმატებებს!