29 სექტემბერი, კვირა, 2024

ლიტერატურის ჯგუფის მიერ მიერ მომზადებული  რჩევები აბიტურიენტებს

spot_img

გთავაზობთ ლიტერატურის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს აბიტურიენტებისათვის

  • ყურადღებით გაეცანით თითოეული დავალების პირობას და ზედმიწევნით შეასრულეთ მითითებები.
  • გამოცდაზე სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ საფუძვლიანად შეისწავლოთ და ღრმად გაიაზროთ საპროგრამო ნაწარმოებები.
  • ქართული ლიტერატურის ცოდნის შესამოწმებელი არჩევითპასუხიანი დავალებების შესრულებისას გაითვალისწინეთ, რომ ასარჩევი პასუხებიდან, შესაძლოა, არც ერთი არ იყოს ზოგადად მცდარი, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი იქნება ამ კონკრეტული შეკითხვის პასუხი.
  • ღია ტიპის დავალებების შესრულებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი პასუხები იყოს კონკრეტული და ლაკონიური. ერიდეთ ზედმეტი ინფორმაციის მოხმობას, რადგან, შესაძლოა, რომ ეს შეცდომის მიზეზი გახდეს.
  • შემოთავაზებული მხატვრული ნაწარმოებების (ან ცალკეული ნაწყვეტების) გასაანალიზებლად საჭიროა ღრმად გაიაზროთ თითოეული ტექსტი, რათა შეძლოთ ლიტერატურულ ნაწარმოებთა შორის მსგავსებებისა და განსხვავებების მიგნება და მათი შედარებითი ანალიზი.

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები