21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

კულ­ტუ­რა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის აღი­ა­რე­ბა

spot_img

იამ­ზე მსხვი­ლი­ძე
ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. დი­ლის­კის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

პე­და­გო­გო­ბა ჩემ­თ­ვის ნიშ­ნავს მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბას, წინ­ს­ვ­ლას და მოს­წავ­ლე­ე­ბის გუ­ლე­ბამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლი გზე­ბის ძი­ე­ბას. არა­ქარ­თულ თემ­ში მუ­შა­ო­ბა კი – ორ­მაგ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­სა და ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის გარ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­ებს ის უნარ-ჩვე­ვე­ბი გა­მო­ვუ­მუ­შაო, რომ­ლე­ბიც მათ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. მინ­და, ის­წავ­ლონ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბა, იყ­ვ­ნენ ემ­პა­თი­უ­რე­ბი, და­ა­ფა­სონ ერ­თ­მა­ნე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და არ შეწყ­ვი­ტონ გან­ვი­თა­რე­ბა. ვცდი­ლობ, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა ნიშ­ნავ­დეს მრა­ვალ­ფე­რო­ვან, მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და უცხო სამ­ყა­რო­ში შეს­ვ­ლას, ცხოვ­რე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნას, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, მენ­ტა­ლო­ბე­ბის გა­გე­ბას.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში ენობ­რი­ვი გა­რე­მოს შეც­ვ­ლის და სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ფუნ­ქ­ცი­ის გაზ­რ­დის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა, კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა და მი­სი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს­თ­ვის გა­მოწ­ვე­ვაა. დღეს, ტექ­ნი­კის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის გა­მო, აუცი­ლე­ბე­ლია კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა.

ამი­ტომ კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც იან­ვ­რი­დან აქ­ტი­უ­რად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ამ პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბაა „კულ­ტუ­რა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა – მე­გობ­რო­ბის ხი­დე­ბი“ – „Diversity of cultures – Bridges of friendship“, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც მე ვარ.

 

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­იწყო: სკო­ლე­ბის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ჩემ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შემ­დეგ („ემე­გობ­რე“ — სომ­ხუ­რი და ქარ­თუ­ლი სკო­ლა, „მე­გობ­რო­ბა გზად და ხი­დად“ – აქაც სომ­ხუ­რი და ქარ­თუ­ლი სკო­ლა), გა­დავ­წყ­ვი­ტე, დავ­მე­გობ­რე­ბო­დი ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სკო­ლას, მო­ვი­ძიე პარ­ტ­ნი­ო­რი ქვეყ­ნის (ლი­ე­ტუ­ვა) სკო­ლა, რო­მელ­თა­ნაც შეხ­ვედ­რე­ბი და­ვიწყე 2023 წლის თე­ბერ­ვ­ლი­დან, თიმ­სის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამ შეხ­ვედ­რებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო ჩე­მი კო­ლე­გა, კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი, ლე­ლა ჯინ­ჭა­რა­ძე, შემ­დეგ ერ­თად წარ­ვად­გი­ნეთ თე­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა გა­მოც­დი­ლე­ბა. შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტე, სხვა ეტაპ­ზე გა­და­სუ­ლი­ყო ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა. 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ლი­ე­ტუ­ვა­ში, ვსტუმ­რობ­დი კა­უ­ნა­სის პა­ლე­მო­ნა­სის გიმ­ნა­ზი­ას, ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელს, ას­ტა ვა­ლენ­ტა­ი­ტეს, რო­მე­ლიც ჩე­მი პრო­ექ­ტის თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლად ავირ­ჩიე. მო­ვი­ძიე პარ­ტ­ნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი: ლი­ე­ტუ­ვა, ეს­პა­ნე­თი, სა­ბერ­ძ­ნე­თი, თურ­ქე­თი, ეს­ტო­ნე­თი, რუ­მი­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი, მა­კე­დო­ნია და, რა თქმა უნ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო, ჩავ­რ­თე ქუ­თა­ი­სის №32 ქარ­თუ­ლი სკო­ლა და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ხი­დუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლა (აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი). და­ვიწყეთ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ლე­ბა eTwinning-ში.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, eTwinning წარ­მო­ად­გენს ევ­რო­კო­მი­სი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მას­წავ­ლებ­ლებს ევ­რო­პის 44 ქვეყ­ნი­დან, სა­ერ­თო პრო­ექ­ტე­ბი და­გეგ­მონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ა­ზი­ა­რონ და მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ითა­ნამ­შ­რომ­ლონ.

ასე­თი ტი­პის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლებ­ში დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას, მონ­დო­მე­ბას, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, სტი­მულს და მხარ­და­ჭე­რას სა­ჭი­რო­ებს.

ეს პრო­ექ­ტი ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, მე­ტი რამ გა­ი­გონ ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის, ცხოვ­რე­ბის წე­სის, ტრა­დი­ცი­ის, კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც ხომ ეს არის: სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლა, მა­თი უნი­კა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის გა­გე­ბა, ენი­სა და საგ­ნის სწავ­ლე­ბის ჭრილ­ში ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, მულ­ტი­ეთ­ნი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა, პი­როვ­ნე­ბა­თა­შო­რი­სი, კულ­ტუ­რა­თა­შო­რი­სი დი­ა­ლო­გი. ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ სკო­ლე­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რი და­მე­გობ­რე­ბაა.

პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლია 9 ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ზო­გი ქვეყ­ნი­დან 2 სკო­ლა მო­ნა­წი­ლე­ობს და რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლებ­ლი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ჯამ­ში — 21 მას­წავ­ლე­ბე­ლი და, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 სკო­ლა. ეს რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ძა­ლი­ან ბევ­რია, სირ­თუ­ლეს მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­თა (ჯამ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 176) ერთ სივ­რ­ცე­ში შეკ­რე­ბა ქმნის, მაგ­რამ დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვი­თა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბით, ვფიქ­რობ, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებ სის­ტე­მა­ტურ შეხ­ვედ­რებს ევ­რო­პელ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ასე­ვე ცალ­კე ჯგუ­ფი მაქვს პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­თა­ნაც რიგ­გა­რე­შე შეხ­ვედ­რებს ვგეგ­მავ. გარ­და იმი­სა, რომ რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტორს მი­წევს სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ასე­ვე რო­გორც ერთ-ერთ რი­გით მო­ნა­წი­ლეს – ყვე­ლა იმ აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­საც პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე სკო­ლე­ბი ას­რუ­ლე­ბენ ით­ვი­ნინ­გ­ზე.

პრო­ექ­ტი აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რად­გან ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის გა­გე­ბა და და­ფა­სე­ბა, ახა­ლი ცოდ­ნი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გაც­ვ­ლა, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა, ტო­ლე­რან­ტო­ბა, ერ­თ­მა­ნე­თის გა­გე­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნაცხოვ­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ეთ­ნო­სის, მრწამ­სის ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც თა­ნაცხოვ­რო­ბენ ერთ სივ­რ­ცე­ში და აუცი­ლე­ბე­ლია ჰარ­მო­ნი­უ­ლი და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის.

ჩარ­თუ­ლი მყავს ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის, მუ­სი­კის, ისტ-ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი. მო­ვახ­დენთ პრო­ექ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბას ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში.

ეს არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, შრო­მა­ტე­ვა­დი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა.

მე, რო­გორც ამ პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტორს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მი­წევს: 1. ითვი­ნინ­გ­ში გვერ­დე­ბის გა­მარ­თ­ვა, აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ვე­ლე­ბის გა­მო­ყო­ფა; 2. მოს­წავ­ლე­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა „პად­ლე­ტის“ დამ­ზა­დე­ბა და შე­თა­ვა­ზე­ბა, სა­დაც ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ათავ­სებს თა­ვის სუ­რათს და მო­ნა­ცე­მებს; 3. მოს­წავ­ლე­თა და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა სა­იტ­ზე (აქ ყვე­ლა თა­ვის მოს­წავ­ლეს არე­გის­ტ­რი­რებს); 4. გუგლ ფორ­მ­ს­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­სა­ხებ სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, და­ხა­რის­ხე­ბა; 5. პე­რი­ო­დუ­ლად სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა; 6. ყვე­ლა თვის აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­თავ­სე­ბა ით­ვი­ნინ­გ­ში, TwinSpace-ზე „ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის მი­ცე­მის­თ­ვის“. ზო­გა­დად, ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის, ვი­ყე­ნებთ სხვა­დას­ხ­ვა პლატ­ფორ­მას: ით­ვი­ნინ­გის ჩათ­რუმს, ფე­ის­ბუკს, ელ­ფოს­ტას, თიმსს, ზუმს, ვა­ი­ბერს; გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი: padlet.com; canva.com; menti.com; Google Forms; postermywall.com; PowerPoint, TwinSpace, poller.com; და ა.შ.

პრო­ექ­ტის ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვხვდე­ბი გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, რო­გორც სკო­ლა­ში, ასე­ვე თიმ­ს­ში, პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი მყავს მე-9, მე-10, მე-11 კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი.

ვფიქ­რობ, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა არ გვი­ჭირს. ზო­გი აქ­ტი­ვო­ბა გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად ხორ­ცი­ელ­დე­ბა,ზო­გი აქ­ტი­ვო­ბის და­მა­ტე­ბა მი­წევს. ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა მინ­და გა­მოვ­ყო, რო­მე­ლიც მა­ის­ში გვქონ­და შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. და­ვაწყ­ვი­ლეთ ქვეყ­ნე­ბი, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით, ჩვენ ეს­პა­ნე­თი შეგ­ვ­ხ­ვ­და, გა­ვე­ცა­ნით ეს­პა­ნე­თის კულ­ტუ­რას, ვის­წავ­ლეთ ეს­პა­ნუ­რი ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა. ეს იყო ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი, მაგ­რამ იმავ­დ­რო­უ­ლად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო. მინ­და გითხ­რათ, მთე­ლი სკო­ლაა ჩარ­თუ­ლი, რო­გორც შე­უძ­ლი­ათ, ისე გვეხ­მა­რე­ბი­ან, სიტყ­ვით თუ საქ­მით.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ალ­ბათ თქვენც და­გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა სარ­გე­ბელს იღე­ბენ და მი­ი­ღე­ბენ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ პრო­ექ­ტი­დან ენის შეს­წავ­ლის კუთხით, მე ხომ მათ სა­ხელ­მ­წი­ფო ენას ვას­წავ­ლი?! პრო­ექ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სოა და მარ­თა­ლია, აქ­ტი­ვო­ბებს ინ­გ­ლი­სუ­რად ვტვირ­თავთ, პარ­ტ­ნი­ორ სკო­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე გვი­წევს, მაგ­რამ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბას, პრე­ზენ­ტა­ცი­ას ამ­ზა­დე­ბენ ქარ­თუ­ლად, მე­რე ვთარ­გ­მ­ნით ინ­გ­ლი­სუ­რად, ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს ვაწ­ვ­დით ქარ­თუ­ლად, სა­იტ­ზე ნა­ვი­გა­ცი­ის­თ­ვის და სხვა სა­ჭი­რო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის სჭირ­დე­ბათ არა მხო­ლოდ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი, არა­მედ სწავ­ლა, ამი­ტომ ჩვენც ვსწავ­ლობთ და ვას­წავ­ლით. ვფიქ­რობ, მათ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ბევ­რის მომ­ცე­მი პრო­ექ­ტია, გა­ი­ზარ­და მა­თი მო­ტი­ვა­ცია და ჩარ­თუ­ლო­ბა. გან­ხ­ვა­ვე­ბით ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის­გან, მათ ორ­მა­გი ძა­ლის­ხ­მე­ვა დას­ჭირ­დათ, მაგ­რამ ორი ენის – ქარ­თუ­ლის და ინ­გ­ლი­სუ­რის ფლო­ბის დო­ნე ნამ­დ­ვი­ლად გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დათ.

აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რო­ცა და­ვიწყე ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მო­მი­ვი­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის სკო­ლე­ბი­დან და კი­დევ ჩა­ვერ­თე ორ პრო­ექ­ტ­ში. ერ­თი პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია თურ­ქე­თი, ჩარ­თუ­ლი ვართ ხუ­თი ქვე­ყა­ნა, პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბაა „ზღაპ­რე­ბის სამ­ყა­რო­ში“. ჩე­მი სკო­ლი­დან ჩავ­რ­თე მე-5 და მე-7 კლა­სე­ლე­ბი. მე­ო­რე პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რია სა­ბერ­ძ­ნე­თი – „ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა“, აქაც 5 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს და ჩე­მი სკო­ლი­დან – მე-9 კლა­სე­ლე­ბი. მთე­ლი სკო­ლა აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ვართ. ჩვე­ნი პრო­ექ­ტით ბევ­რი რამ ის­წავ­ლეს ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა, ვფიქ­რობ, ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბათ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მსოფ­ლ­ხედ­ვა და ქცე­ვა, რო­მე­ლიც და­ეყ­რ­დ­ნო­ბა ჰუ­მა­ნუ­რო­ბის, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის, სო­ლი­და­რო­ბის, ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ტო­ლე­რან­ტო­ბის პრინ­ცი­პებს.

ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ზანს ხომ სწო­რედ ეს წარ­მო­ად­გენს – რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბის, ისე უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მო­ზარ­დ­თა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ეთ­ნი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. კულ­ტუ­რა ხომ ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი სათ­ვა­ლეა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც უყუ­რებს და აფა­სებს სხვებს. ძი­რი­თა­დად, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ კულ­ტუ­რას აღიქ­ვამს, რო­გორც ნორ­მას, წესს, შე­სა­ბა­მი­სად, სხვას – „არა­ნორ­მა­ლუ­რად“ და „უწე­სოდ“ მი­იჩ­ნევს. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი კი სხვა თვა­ლით უყუ­რე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბებს, მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კულ­ტუ­რა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის აღი­ა­რე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა, მი­სი და­ფა­სე­ბა და მხარ­და­ჭე­რა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები