21 დეკემბერი, შაბათი, 2024

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა პირ­ველ კლას­ში

spot_img

ნო­ნა შა­ლამ­ბე­რი­ძე

საჩხე­რის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის
№1 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის
მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ხში­რად გა­ი­გო­ნებთ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია დაწყე­ბით კლა­სებ­ში კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით სწავ­ლე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, პრობ­ლე­მუ­რად ახ­სე­ნე­ბენ ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბას. სტე­რე­ო­ტი­პის და­საძ­ლე­ვად, ეტა­პობ­რი­ვად, მოკ­რ­ძა­ლე­ბით წარ­მო­გიდ­გენთ ბუ­ნე­ბის­მ­ცოდ­ნე­ო­ბის, მა­თე­მა­ტი­კის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის ჩე­მე­ულ პრაქ­ტი­კას. დღეს თქვენს ყუ­რადღე­ბას შე­ვა­ჩე­რებ ბუ­ნე­ბის­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ზე, კონ­კ­რე­ტუ­ლად კი, მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე — „ცოცხა­ლი სამ­ყა­რო“, სა­კითხი — „საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი“.

პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს შევ­თა­ვა­ზე და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა: წარ­მო­იდ­გი­ნე, ხარ მზა­რე­უ­ლი და და­გა­ვა­ლეს სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის ბავ­შ­ვებს მო­უმ­ზა­დო ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბის­გან სა­დი­ლი. მო­ი­ფიქ­რე, რო­მელ კერძს მო­ამ­ზა­დებ­დი მათ­თ­ვის. ჩა­მოთ­ვა­ლე, რო­მელ პრო­დუქ­ტებს გა­მო­ი­ყე­ნებ ამის­თ­ვის და კარ­გი იქ­ნე­ბა, სა­ხელ­წო­დე­ბა­საც თუ მო­ი­ფიქ­რებ შე­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძის­თ­ვის.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნი­სას წარ­მო­ა­ჩი­ნე:

  1. რის­თ­ვის სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს კვე­ბა?
  2. რო­გორ ფიქ­რობ, რო­მე­ლი საკ­ვე­ბია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო?
  3. შე­ნი აზ­რით, რას ნიშ­ნავს ჯან­სა­ღი კვე­ბა?
  4. ჩა­მოთ­ვა­ლე, რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე საჭ­მ­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად?
  5. ახ­სე­ნი, რა­ტომ არის სა­სარ­გებ­ლო ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის შენ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი?

პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ ისა­უბ­რე:

⇒ რამ­დე­ნად კარ­გად გა­არ­თ­ვი და­ვა­ლე­ბას თა­ვი?

⇒ რა­ტომ აირ­ჩიე მო­ცე­მუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს?

⇒ რას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებ­დი, და­ვა­ლე­ბას თა­ვი­დან რომ ას­რუ­ლებ­დე?

ახ­ლა კი, გთა­ვა­ზობთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ზო­გად აღ­წე­რას, და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მი­დან პრე­ზენ­ტა­ცი­ამ­დე.

ვიდ­რე მოს­წავ­ლე­ე­ბი კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე და­იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას, აუცი­ლე­ბე­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ მზად იყ­ვ­ნენ და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

პირ­ველ ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნი, თუ რა და­ვა­ლე­ბა ექ­ნე­ბო­დათ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი; იყო თუ არა და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა გა­სა­გე­ბი. ამის შემ­დეგ დავ­ს­ვი რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვა კვე­ბას­თან და საკ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით (რა სა­ხის საკ­ვე­ბი უყ­ვართ, რას მი­ირ­თ­მე­ვენ უმე­ტე­სად, აქვთ თუ არა მშობ­ლებ­თან „და­ვა“ რა­ცი­ონ­ზე, გა­უ­გი­ათ თუ არა ჯან­საღ და მავ­ნე საკ­ვებ­ზე…); პრე­ზენ­ტა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, გა­ვა­ცა­ნი პრო­დუქ­ტე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბი (რძის, ხორ­ცის, მცე­ნა­რე­უ­ლი, მარ­ც­ვ­ლე­უ­ლი და ა.შ.); შემ­დეგ კლას­ში ჩა­ვა­ტა­რე გა­მო­კითხ­ვა. ამი­სათ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნე ბა­რა­თე­ბი, სა­დაც მო­ცე­მუ­ლი იყო პრო­დუქ­ტე­ბის სუ­რა­თე­ბი და ბავ­შ­ვებს უნ­და შე­მო­ე­ხა­ზათ მათ­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბი. გა­მო­კითხ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, და­ვა­ხა­რის­ხეთ ჯან­სა­ღი და არა­ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბი.

სკო­ლა­ში მო­ვიწ­ვიე ექი­მი-სტო­მა­ტო­ლო­გი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს ესა­უბ­რა შემ­დეგ სა­კითხებ­ზე: რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბია სა­სარ­გებ­ლო; რა­ტომ არ უნ­და მი­ირ­თ­ვან ბევ­რი ტკბი­ლე­უ­ლი; რო­გორ მო­უ­ა­რონ კბი­ლებს, რად­გან ჯან­სა­ღი კბი­ლე­ბი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია. ბავ­შ­ვებ­მა ექი­მი­სა და პა­ცი­ენ­ტის რო­ლი კარ­გად მო­ირ­გეს და გა­ი­თა­მა­შეს სი­ტუ­ა­ცია — „ვი­ზი­ტი ექიმ­თან“.

ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის შემ­დეგ, ბავ­შ­ვებს კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა. მი­ვე­ცი მი­თი­თე­ბე­ბი: და­ვა­ლე­ბა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ ვი­დე­ო­ფორ­მა­ტით, ნა­ხა­ტის ან „ვსწავ­ლობთ თა­მა­შის“ პროგ­რა­მით.

რად­გან და­ვა­ლე­ბა პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს მი­ვე­ცი, ვფიქ­რობ­დი, რომ მათ ექ­ნე­ბო­დათ სირ­თუ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც პირ­ვე­ლი წარ­დ­გი­ნე­ბის მე­რე გა­მო­ვას­წო­რე­ბი­ნებ­დი. მაგ­რამ, რო­დე­საც და­ვა­ლე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი და გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი მოს­წავ­ლე­ე­ბის ნაშ­რო­მე­ბით. ზო­გა­დად, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მა მა­ნამ­დე არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, ვიდ­რე არ ექ­ნე­ბათ მზა­ო­ბა და­ვა­ლე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად. წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, ახა­ლი სა­კითხე­ბის და­უფ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბით — ეს უკ­ვე ნიშ­ნავს ახა­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნის­თ­ვის მზად­ყოფ­ნას.

ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია, პრე­ზენ­ტა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, დრო­უ­ლი, მიმ­დი­ნა­რე უკუ­კავ­ში­რის მი­ცე­მა. პრე­ზენ­ტა­ტორ მოს­წავ­ლეს მოს­წონს მას­წავ­ლე­ბე­ლი — აქ­ტი­უ­რი მსმე­ნე­ლი. პე­და­გოგს შე­უძ­ლია, თვით­შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კაც ჰქონ­დეს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე კარ­გი ინ­დი­კა­ტო­რი მოს­წავ­ლე­თა ემო­ცი­ე­ბია. ამ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო და მთხო­ვეს: „კი­დევ მოგ­ვე­ცი ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, მას­წავ­ლე­ბე­ლო, ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა“.

ხში­რად ჩნდე­ბა კითხ­ვა: ასეთ და­ვა­ლე­ბებს ბავ­შ­ვე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად, მშობ­ლე­ბის გა­რე­შე შე­ას­რუ­ლე­ბენ? რა თქმა უნ­და, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს, ვიდ­რე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სწავ­ლის უნა­რე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ, მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა და ყუ­რადღე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ ეს და­ვა­ლე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის იმ­დე­ნად მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ე­ჭიდ­ნენ მის შეს­რუ­ლე­ბას. მათ თა­ვი­ან­თი ჩა­ნა­ფიქ­რი­სა და იდე­ე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი. თუნ­დაც, და­უშ­ვან შეც­დო­მე­ბი, ჰქონ­დეთ ხარ­ვე­ზე­ბი, ზოგ­ჯერ იზარ­მა­ცონ კი­დეც, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბე­ლი მზად უნ­და იყოს მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის, პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რის­თ­ვის, თა­ნად­გო­მის­თ­ვის. არ გან­ვ­სა­ჯოთ, თუ და­ვა­ლე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი არ გა­მო­უ­ვი­დათ, ვერ წარ­მო­ად­გი­ნეს ლა­მა­ზი ნა­ხა­ტი, ხა­რის­ხი­ა­ნი პრე­ზენ­ტა­ცია… და­ვუ­ფა­სოთ ნაშ­რო­მი და მივ­ცეთ რჩე­ვა, რო­გორც მე­გო­ბარს. მე­გობ­რის პო­ზი­ცი­ი­დან მხარ­და­ჭე­რა და აღი­ა­რე­ბა ყვე­ლა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტი­მუ­ლა­ტო­რია.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები