ჩხორიის საჯარო სკოლა, უკვე მეშვიდე წელია, ჩართულია eTwinning-ის ქსელში, რაც საინტერესო პროექტების განხორციელების, სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლების გამოცდილების გაზიარებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, ასევე, ხელს უწყობს სწავლების თანამედროვე მეთოდების დაუფლებას, საკუთარი პროექტების შექმნას და ა.შ.
eTwinning-ის პროექტებში მონაწილე მოსწავლეები თანამშრომლობენ უცხოელ თანატოლებთან, ხალისით ერთვებიან ერთობლივ კონფერენციებში, აკეთებენ პრეზენტაციებს, თამაშობენ Kahoot-ს, ამზადებენ სხვადასხვა რესურსს, გაიმდიდრეს ლექსიკა, უკეთ დაეუფლენ უცხო ენას, გახდნენ თავდაჯერებულნი.
სკოლას, eTwinning პროექტების განხორციელების შედეგად, მიღებული აქვს 40-მდე ეროვნული და 30-ზე მეტი ევროპული ხარისხის ნიშანი. 2021-2022 სასწავლო წელს ჩვენს სკოლას „eTwinning სკოლის“ ტიტული მიენიჭა (მიმდინარე სასწავლო წელსაც წარდგენილი გვაქვს აპლიკაცია), რაც იმის დასტურია, რომ ჩვენი მოსწავლეების საქმიანობა ევროპულ დონეზეა აღიარებული.
მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში განხორციელდა eTwinning-პროექტი „კლიმატის ცვლილებები და ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირების პრევენცია“, რომლის დამფუძნებელი ვიყავი მე და თანაავტორი იყო თურქი მასწავლებელი. პროექტში მონაწილე ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი.
მონაწილე სკოლები:
♦ თურქეთი (50. Y?l Ahmet Merter Ilkokulu Güngören Turkey) – ხელმძღვანელები – ფატმა საჰინი,ოზგუნ საჰინი;
♦ თურქეთი – Murat Kölük Ilkokulu Bak?rköy-Turkey – ხელმძღვანელი: სერპილ აკოლი;
♦ საბერძნეთი – 1st Markopoulo Junior High School Markopoulo/ Attiki Greece – ხელმძღვანელი: ვასილიკი დოღანი;
♦ საქართველო
⇒ ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის №94 საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი: ნარგიზ ქილიფთარი;
⇒ სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, ხელმძღვანელები: ლულა ხვიჩავა, ნინო ჯოჯუა, ირინა სოსელია, მზია ქარდავა;
⇒ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლა, ხელმძღვანელები: მანანა ქარდავა, ლელა ჯღამაია, რიმა ჯანჯღავა;
⇒ სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი: მაკა თოლორდავა;
⇒ სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის №1 საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი: მაყვალა ნარმანია.
ჩვენი მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებაზე და მის შედეგებზე, მოსწავლეების მიერ მათი საქმიანობის მნიშვნელობის უკეთ გააზრება და პასუხისმგებლობის გაზიარება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში. სხვადასხვა ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესწავლა (გამოკითხვების ჩატარება სკოლაში, საზოგადოებაში კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ ადამიანებზე და დასკვნების გაკეთება), ერთმანეთისთვის გაზიარება და მათი შემცირების გადაჭრის გზების ძიება, სურათების, პლაკატების, პოსტერების, ვიდეოების, ბუკლეტების, თამაშების შექმნა, პრეზენტაციების მოწყობა, ფილმის ჩვენება და დისკუსიის გამართვა; კაჰუტის თამაში მდგრადი განვითარების მე-13 მიზანთან დაკავშირებულ საკითხებზე; პრეზენტაციების მომზადება და ერთმანეთისთვის გაზიარება ონლაინ ჩართვების საშუალებით; გამწვანებისა და დასუფთავების აქციების მოწყობა; შემოქმედებითობის, კრეატიულობის, სწავლის, გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება; პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში; სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობა, ციფრული წიგნიერებისა და ისტ-ის უნარების განვითარება; ტოლერანტული გარემოს შექმნა თამაშის საშუალებით.
პროექტის ფარგლებში, შედგა პირველი ონლაინ შეხვედრა მონაწილე სკოლების მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, რომელთაც გავაცანით პროექტის მიზნები. შემდგომ, მასწავლებლებმა, ჩვენს მოსწავლეებთან, განვიხილეთ პროექტის გეგმა და გადავანაწილეთ ფუნქციები ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით. მოსწავლეებმა იმუშავეს მცირე ჯგუფებში, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. დამოუკიდებლად აწარმოებდნენ მცირე კვლევებს, მოიძიეს ინფორმაციები კლიმატის ცვლილების შესახებ /მდგრადი განვითარების მიზანი 13/. პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა განათავსეს ინფორმაცია თავიანთ შესახებ მითითებულ გვერდზე; იმუშავეს პროექტის ლოგოს შექმნაზე, რომელიც ასახავდა პროექტის სახელწოდების „კლიმატის ცვლილებები და ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირების პრევენცია“ სიმბოლოს. აქტივობის ბოლოს შეირჩა საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც პროექტის მთავარი ლოგო გახდა. ერთმანეთს გავუზიარეთ წინადადებები და იდეები ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესების შესახებ, Padlet-ის ბმულზე. მონაწილე სკოლებმა შექმნეს პროექტის რუკა, წარადგინეს სკოლები, ქვეყნები, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით შექმნეს პოსტერები, ნახატები. პარტნიორი სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შექმნეს, ასევე, ონლაინ თამაშები (KAHOOT: LEARNINGAPP, Word wall.net, Jigsawplanet.com, Im-a-puzzle.com, Quizizz.com და სხვ.), რომელსაც ყველა სიამოვნებით შეუერთდა. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ ონლაინ ჩართვებში და ითამაშეს კაჰუტი; შექმნეს ვიდეოები კლიმატის ცვლილებების შესახებ.
აღვნიშნეთ ინტერნეტ უსაფრთხოებისა და eTwinning-ის დღეები, ასევე დედამიწის, წყლისა და ტყის საერთაშორისო დღეები; გამოვთვალეთ ეკონაკვალევი, ჩავერთეთ Code Week აქტივობებში.
თანამშრომლობით შეიქმნა:
⇒ ინტერნაციონალური გუნდი
⇒ პროექტის ფეისბუქ ჯგუფი
⇒ პროექტის რუკა Pictra map-ში
⇒ პროექტის ლოგოები და შეირჩა საუკეთესო
⇒ შედგა ერთობლივი ონლაინ თამაში კაჰუტი, მდგრადი განვითარების მე-13 მიზანზე
⇒ Story jumper-ში შევქმენით კოლაბორაციული წიგნი თემაზე: „სტიქიური უბედურებები ჩემს ქვეყანაში“
⇒ Answergarden-ში ავაგეთ ასოციაციური რუკა ფრაზაზე „კლიმატის ცვლილება“
⇒ ჩატარდა მოსწავლეთა ონლაინ კონფერენცია, სადაც მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნების ეკოლოგიური პრობლემებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ინფორმაციები, მოამზადეს მრავალფეროვანი პრეზენტაციები მდგრადი განვითარების მე-13 მიზანზე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს:
♦ თურქეთი
სერრა და სეუდა – მდგრადი განვითარების მე-13 მიზანი, სკოლა – 0. Y?l Ahmet Merter Ilkokulu Güngören /მასწავლებელი: ფატმა საჰინი/;
ალპარსლანი და აიშეგული – კლიმატის ცვლილება, სკოლა – 50. Y?l Ahmet Merter Ilkokulu Güngören /მასწავლებელი: ოზგუნ საჰინი/;
♦ საქართველო
ნინო არდია – კლიმატის ცვლილება და მოდის ინდუსტრია, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა /მასწავლებელი: ლულა ხვიჩავა/;
გვანცა გერგედავა – კლიმატის ცვლილების დაძლევა, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა /მასწავლებელი: ლულა ხვიჩავა/;
გიგი შუკვანი – პრობლემები და გადაწყვეტილებები, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა /მასწავლებელი: ლულა ხვიჩავა/;
მარიამ გობეჩია – კლიმატის ცვლილება – დაძლევა, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა /მასწავლებელი: ირინა სოსელია/;
ნინი ჯინჯოლავა – ადამიანის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა /მასწავლებელი: მზია ქარდავა/;
თამარ როგავა – კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა /მასწავლებელი: ნინო ჯოჯუა/;
ანანო იზორია – მდგრადი განვითარების მე-13 მიზანი, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა /მასწავლებელი: მაკა თოლორდავა/;
სესილი ჭკადუა და სოფია ჭანტურია – სტიქიური უბედურებები საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის №1 საჯარო სკოლა /მასწავლებელი: მანანა ქარდავა/;
ნიკა ფიფია, ბექა ქანთარია, ლიზი მატუა, ქრისტინა ქარდავა – კლიმატის ცვლილების პრევენცია და ბუნებრივი საფრთხის რისკის შემცირება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის №1 საჯარო სკოლა /მასწავლებელი: რიმა ჯანჯღავა/;
თამარ მანია – კლიმატის ცვლილება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის №1 საჯარო სკოლა /მასწავლებელი: ლელა ჯღამაია/.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაწერეს პროექტის რეფლექსია, გუგლი ფორმსის დახმარებით; შეიქმნა საბოლოო პროდუქტი – წიგნი Bookcreator-ში, პროექტზე მუშაობის ამსახველი ფოტოების გამოყენებით; პროექტის ფარგლებში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სკოლაში, ისინი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში.
პროექტმა სერიოზული სტიმული მისცა მოსწავლეებს, შედეგის მისაღწევად სხვადასხვა თემა გამოეყენებინათ. მოსწავლეებს განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის, კვლევის, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და პრობლემების გადაჭრის უნარები. მათ შეძლეს ახალი ცოდნის აგება წინასწარი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე. ინგლისურ ენაში გაიუმჯობესეს წერა, კითხვა და ლაპარაკი; შეძლეს კომპიუტერული უნარების განვითარება, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, სხვადასხვა პროგრამის შესწავლა (პროექტზე მუშაობისას გამოვიყენეთ შემდეგი კომპიუტერული პროგრამები: Pictra.map, Canva, Answergarden, Padlet.com, Story Jumper, WordArt, Zoom, Befunky, Youtube.com, Docs.Google.com, Bookcreator.com, Kahoot.com, www.footprintcalculator.org, Kudobox, Pixiz.com, Power.point, Sway.office.com და სხვ.), გაეცნენ კლიმატის ცვლილებას და დედამიწაზე დაბინძურების გავლენას.
პროექტის შედეგად შედგა კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებთან. დავუმეგობრდით ევროპელ მასწავლებლებს, ერთმანეთს იდეები და გამოცდილებები გავუზიარეთ. პროექტმა ხელი შეუწყო სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებას და უფრო ინოვაციური გახადა ის. შევთანხმდით, მომავალშიც ერთად დავგეგმოთ საგანმანათლებლო პროექტი საინტერესო თემაზე.
პროექტის მონაწილეებმა შეიძინეს ისეთი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათში აქტიური გარემოსდაცვითი პოზიციის ჩამოყალიბებას, თანამედროვე ისტ რესურსების გამოყენებით შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას, პრეზენტაციების მომზადებას, სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან თანამშრომლობას, სწავლების ეფექტურობისა და მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, საპრეზენტაციო უნარების განვითარებას, ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებას.
ლულა ხვიჩავა
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი