23 ნოემბერი, შაბათი, 2024

კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი მე­თო­დე­ბი და რე­სურ­სე­ბი ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის სწავ­ლე­ბი­სას

spot_img
იამზე მსხვილიძე

 

 

ლელა ბუთურიშვილი

მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბა სწავ­ლაა, სწო­რედ ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე. ვი­ნა­ი­დან სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი უნა­რი კითხ­ვის უნა­რია, სა­ჭი­როა დრო­უ­ლად აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აფერ­ხებს წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბას. ჩვენ, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, დიდ ყუ­რადღე­ბას ვაქ­ცევთ ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის სწავ­ლე­ბი­სას ისე­თი მე­თო­დე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას და წა­კითხუ­ლის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბას. ჩვე­ნი პრაქ­ტი­კი­დან გა­მოვ­ყა­ვით რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მა, რო­მელ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა, ვფიქ­რობთ, ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებს, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ რო­გორც კითხ­ვის უნარ-ჩვე­ვა, ასე­ვე წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ წიგ­ნი­ე­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი სწრა­ფად და ხა­რის­ხი­ა­ნად სწავ­ლო­ბენ სხვა საგ­ნებ­საც და გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან პო­ზი­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რე­ბით. მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თაც მე­ოთხე კლა­სამ­დე სა­თა­ნა­დოდ არ გა­ნუ­ვი­თარ­დათ კითხ­ვი­სა და წე­რის უნარ-ჩვე­ვე­ბი, უჭირთ ამ უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მომ­დევ­ნო კლა­სებ­ში.

ამი­ტომ, ამ უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ენე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ­თ­ვის ფიქ­რობს და სვამს კითხ­ვას, რო­გორ გავ­ხა­დო ჩე­მი მოს­წავ­ლე გა­წა­ფუ­ლი მკითხ­ვე­ლი?

გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვა წარ­მო­ად­გენს ხიდს სიტყ­ვე­ბის ამოც­ნო­ბა­სა და წა­კითხუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის გა­გე­ბას შო­რის. გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის სა­ბა­ზი­სო ინ­დი­კა­ტო­რე­ბია ტექ­ს­ტ­ში სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რად ამოც­ნო­ბა და გა­დაბ­მა, ასე­ვე, უც­ნო­ბი სიტყ­ვე­ბის სწრა­ფი დე­კო­დი­რე­ბა. გვეს­მის, რომ გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვა გა­აზ­რე­ბის გა­რან­ტი არ არის, მაგ­რამ გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის გა­რე­შე გა­გე­ბა რთულ­დე­ბა. თუ მოს­წავ­ლეს სიტყ­ვე­ბის ამო­კითხ­ვა უჭირს და ამის­თ­ვის დიდ დრო­სა და ძა­ლის­ხ­მე­ვას ხარ­ჯავს, კითხ­ვის პრო­ცე­სი მის­თ­ვის დამ­ღ­ლელ პრო­ცე­სად გა­და­იქ­ცე­ვა, ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­მარ­თუ­ლი კითხ­ვის უნა­რის დრო­უ­ლად და სა­თა­ნა­დოდ გან­ვი­თა­რე­ბა, რაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­იღ­წე­ვა.

ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის სწავ­ლე­ბის დროს, წა­კითხუ­ლის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის პრობ­ლე­მის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი მრა­ვა­ლია, ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­ებს ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და ჟან­რობ­რი­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ასა­კის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი სა­კითხა­ვი მა­სა­ლა შევ­თა­ვა­ზოთ. ხში­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ერ­თობ­ლი­ვი, მარ­თუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კითხ­ვა სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ამი­ტომ ისე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც კითხ­ვა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ, პე­რი­ო­დუ­ლად ვი­ყე­ნებ­დით მო­დე­ლი­რე­ბის მე­თოდს: ექო­სე­ბუ­რი კითხ­ვა, წყვი­ლებ­ში კითხ­ვა, გო­გო­ე­ბი-ბი­ჭე­ბი, კითხ­ვის მა­ტა­რე­ბე­ლი და ა.შ.

გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის უნა­რის და­სა­უფ­ლებ­ლად არ­სე­ბობს შემ­დე­გი ინ­ტერ­ვენ­ცია: გან­მე­ო­რე­ბი­თი ხმა­მა­ღა­ლი კითხ­ვა (ერ­თი და იმა­ვე ტექ­ს­ტის რამ­დენ­ჯერ­მე წა­კითხ­ვა და მოს­მე­ნა) და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტექ­ს­ტე­ბის ერ­თ­ჯე­რა­დად წა­კითხ­ვა (სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ტექ­ს­ტე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლად კითხ­ვა). ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბამ ძა­ლი­ან გა­ა­ხა­ლი­სა და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­ხა­და მოს­წავ­ლე­ე­ბი. ეს მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სკრი­ნინ­გი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დროს, მაგ­რამ ჩვენს კლას­ში ამ აქ­ტი­ვო­ბის მო­დე­ლი­რე­ბას ვახ­დენ­დით, და­ვა­წე­სეთ „კითხ­ვის დღე“ და ხში­რად ვა­კითხებ­დით კლას­ში, ვი­ნიშ­ნავ­დით წამმ­ზომს, ვი­წერ­დით შე­დეგს, შემ­დეგ სიტყ­ვებს სახ­ლ­ში წა­სა­კითხად ვა­ტან­დით და ვთხოვ­დი, რამ­დენ­ჯერ­მე წა­ე­კითხათ, რომ სკო­ლა­ში უკე­თე­სი შე­დე­გი და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ. მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან ხა­ლი­სობ­დ­ნენ და შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ცდი­ლობ­დ­ნენ. ხში­რად მთხოვ­დ­ნენ, ამ მე­თო­დით გვე­მუ­შა­ვა.

გან­მე­ო­რე­ბი­თი კითხ­ვის მე­თო­დის აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბამ ხე­ლი შე­უწყო მოს­წავ­ლე­ებს, კითხ­ვის ტემ­პი გა­ე­ზარ­დათ, უშეც­დო­მოდ ამო­ე­კითხათ სიტყ­ვე­ბი, სა­თა­ნა­დო ინ­ტო­ნა­ცი­ით წა­ე­კითხათ ტექ­ს­ტი, მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ე­წი­ათ თა­ვი­ან­თი შე­დე­გის პროგ­რე­სი­სათ­ვის.

კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ბევ­რ­ნა­ი­რი რე­სურ­სი შევ­ქ­მე­ნით, მაგ­რამ გვინ­და გა­მოვ­ყოთ ერთ-ერ­თი – ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს რო­გორც ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბას, ასე­ვე გა­წა­ფულ კითხ­ვას. ჩვენ ავი­ღეთ ჯიპ­რა­ი­დის სა­კითხა­ვი ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც შექ­მ­ნი­ლია ჩემ მი­ერ (იამ­ზე მსხვი­ლი­ძის), ჩვე­ნი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად. ეს წიგ­ნია „ნა­ტო და კა­ტა“.

რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბას, აქ ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბაა პა­სუ­ხის გა­ცე­მა, ე.წ. „ში­ნა­არ­ს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ“ შე­კითხ­ვებ­ზე, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია მო­ცე­მულ რე­სურს­ში (რე­სურ­სი „ნა­ტო და კა­ტა“), მა­გა­ლი­თად — რა ჰქვია გო­გოს? რა და­არ­ქ­ვა კნუტს? და ა.შ. ასე­თი ტი­პის შე­კითხ­ვებ­ზე არ უჭირ­დათ პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რად­გან ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვი შე­კითხ­ვე­ბი, რო­მე­ლიც მო­ითხოვს პირ­და­პირ პა­სუხს ტექ­ს­ტი­დან, მაგ­რამ ეს ვერ გა­ნუ­ვი­თა­რებს კითხ­ვის უნარ-ჩვე­ვას. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნე აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რათ კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში – ფარ­და, გი­სო­სე­ბი­ა­ნი ტექ­ს­ტი, წრე­ზე კითხ­ვა, უკუღ­მა კითხ­ვა, მოძ­რა­ვი ტექ­ს­ტი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ტექ­ს­ტი.

მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან ახა­ლი­სებ­დათ ეს აქ­ტი­ვო­ბა, ფე­რე­ბის მი­ხედ­ვით ირ­ჩევ­დ­ნენ წიგ­ნებს, მათ­ზე და­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია და წა­კითხ­ვის სტი­ლი წიგ­ნის გახ­ს­ნის შემ­დეგ ხდე­ბო­და მათ­თ­ვის ცნო­ბი­ლი. „დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი“ მათ­თ­ვის სა­ხა­ლი­სო აღ­მოჩ­ნ­და და ცდი­ლობ­დ­ნენ, კი­დევ მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ყვე­ლა ფე­რის წიგ­ნი გა­ეხ­ს­ნათ. ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბამ ასე­ვე შე­უწყო ხე­ლი მოს­წავ­ლე­ებს, კითხ­ვა სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ხა­ლი­სო გამ­ხ­და­რი­ყო, ტემ­პი გა­ე­ზარ­დათ, უშეც­დო­მოდ ამო­ე­კითხათ სიტყ­ვე­ბი, სა­თა­ნა­დო ინ­ტო­ნა­ცი­ით წა­ე­კითხათ ტექ­ს­ტი, მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ე­წი­ათ თა­ვი­ან­თი შე­დე­გის პროგ­რე­სი­სათ­ვის.

⇒ ასე­ვე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ „ემო­ცი­ე­ბით კითხ­ვას“.

მოს­წავ­ლე­ე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა ემო­ცი­ით და ხმის ტო­ნა­ლო­ბის ცვლით, კითხუ­ლო­ბენ ტექ­ს­ტებს. ეს აქ­ტი­ვო­ბა კლას­ში ხა­ლი­სი­ან გან­წყო­ბას ქმნის, მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან, არის მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა და ტექ­ს­ტის მრა­ვალ­ჯე­რა­დად წა­კითხ­ვა და მოს­მე­ნა ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებს, გახ­დ­ნენ გა­წა­ფუ­ლი მკითხ­ვე­ლე­ბი.

გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვი­სათ­ვის აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ­დი „კითხ­ვის მა­ტა­რე­ბელს“, მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან ახა­ლი­სებ­დათ ეს აქ­ტი­ვო­ბა, კითხ­ვის პრო­ცე­სი ტექ­ს­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე გრძელ­დე­ბო­და, ხან გა­მე­ო­რე­ბი­თაც კითხუ­ლობ­დ­ნენ ტექსტს. ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბამ ხე­ლი შე­უწყო, ასე­ვე, კითხ­ვის ტემ­პის გაზ­რ­დას.

ვი­ყე­ნებ­დი რო­ლურ კითხ­ვას, მოს­წავ­ლე­ებს წყვი­ლებ­ში ან ჯგუფ­ში ვაძ­ლევ­დი ტექსტს, რომ ევარ­ჯი­შათ დი­ა­ლო­გუ­რი ტი­პის ეპი­ზო­დის რო­ლუ­რად წა­კითხ­ვა­ში. წარ­მო­ვად­გი­ნეთ მი­ნი-სპექ­ტაკ­ლი „ხელ­თათ­მა­ნი“, „ბე­ლა და ბლის ხე“, „სო­ფელ­ში“ — მა­სა­ლა ავი­ღეთ ჯიპ­რა­ი­დის სა­კითხა­ვი წიგ­ნე­ბი­დან, ასე­ვე „სა­ა­ხალ­წ­ლო ზღა­პა­რი“.

მი­ზა­ნი: ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბა; სიტყ­ვის ამოც­ნო­ბა კონ­ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით.

წი­ნას­წარ შე­ვარ­ჩიე მცი­რე ზო­მის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტი („მარ­თა და სა­მი დათ­ვი“, „თალ­გა­მი“, „ჭკვი­ა­ნი ბო­ცო“), სა­ი­და­ნაც ამო­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა. ეს სიტყ­ვე­ბი ად­ვი­ლად ამო­საც­ნო­ბი იყო მათ­თ­ვის რო­გორც კონ­ტექ­ს­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისე ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი­დან. მოს­წავ­ლე­ებს ყუ­რადღე­ბით უნ­და წა­ე­კითხათ ტექ­ს­ტი და მო­ე­ძებ­ნათ „და­კარ­გუ­ლი სიტყ­ვე­ბი“.

რო­დე­საც ვაძ­ლევ ახალ ტექსტს, ვცდი­ლობ, სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ე­ბით გა­ვუ­ი­ო­ლო კითხ­ვის პრო­ცე­სი. პირ­ველ ეტაპ­ზე, უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ აღ­ქ­მი­თი ხა­სი­ა­თის სა­ვარ­ჯი­შო­ებს (ამო­ი­ცა­ნი, და­აჯ­გუ­ფე, იპო­ვე, და­ა­კავ­ში­რე, შე­ა­და­რე, გა­და­ა­ხა­რის­ხე და სხვა), მაგ­რამ მიზ­ნის­კენ სვლის პრო­ცეს­ში თან­და­თა­ნო­ბით იმა­ტებს და პრი­ო­რი­ტე­ტულ ად­გილს იჭერს შექ­მ­ნა-წარ­მო­ე­ბა­ზე მი­მარ­თუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი (ნი­მუ­შის მი­ხედ­ვით შეც­ვა­ლე, გა­და­ა­კე­თე, შე­ად­გი­ნე, და­ას­რუ­ლე და სხვა).

ტექ­ს­ტამ­დელ ფა­ზა­ში მოს­წავ­ლე­ებს ისეთ და­ვა­ლე­ბებს ვა­წო­დებ, რომ გა­ვუ­ი­ო­ლო ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა. ვაჩ­ვე­ნებ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბას, გა­მო­მაქვს ახა­ლი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბი, ერ­თობ­ლი­ვად ვცდი­ლობთ გან­ვ­მარ­ტოთ კონ­ტექ­ს­ტ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით. ტექ­ს­ტის კითხ­ვის დროს, ვკითხუ­ლობთ ცალ­კე­ულ ნა­წი­ლებს და ვა­სა­თა­უ­რებთ, ვა­კავ­ში­რებთ ილუს­ტ­რა­ცი­ას­თან, ვპა­სუ­ხობთ ფაქ­ტობ­რივ შე­კითხ­ვებს. ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის შემ­დ­გომ ფა­ზა­ში ვსა­უბ­რობთ პერ­სო­ნაჟ­ზე – ვა­ხა­სი­ა­თებთ, გა­მოვ­ყოფთ მსგავ­სე­ბა-გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას, ვა­და­რებთ თა­ნა­ტო­ლებს და ა.შ. მოს­წავ­ლე სვამს სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის შე­კითხ­ვებს ტექ­ს­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ: „ვინ? რა? სად? რა­ტომ? რო­გორ?..“

გა­დავ­წყ­ვი­ტე, კითხ­ვის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მოქ­ნი­ლი კითხ­ვის­თ­ვის შე­მექ­მ­ნა დი­დი წიგ­ნე­ბი – „მარ­თა და სა­მი დათ­ვი“, „ბე­ლა და ბლის ხე“, „მო­უს­ვე­ნა­რი ფი­სო“, „ან­ბა­ნე­თის ამ­ბე­ბი“, „ნა­ტო და კა­ტა“ და ა.შ. გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის­თ­ვის. ასე­ვე, კო­ლე­გებ­თან ერ­თად, შევ­ქ­მე­ნით ფო­ნე­ტი­კურ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი ტექ­ს­ტე­ბი, რო­მელ­საც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვი­ყე­ნებ­დი. ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან ახა­ლი­სებ­და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის იქ­მ­ნე­ბო­და.

                                                                 

ამ მე­თო­დე­ბის აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბამ მი­მიყ­ვა­ნა ეფექ­ტურ შე­დე­გამ­დე:

♦  მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლეს მთლი­ა­ნი სიტყ­ვის ამო­კითხ­ვა;

♦  გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეს კითხ­ვის ტექ­ნი­კა, წა­კითხუ­ლი­დან აზ­რის გა­მო­ტა­ნა; ტექ­ს­ტის მთლი­ა­ნო­ბა­ში აღ­ქ­მა და თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა წა­კითხუ­ლის მი­მართ.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ დაწყე­ბით კლა­სებ­ში გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის სწავ­ლე­ბას უდი­დე­სი რო­ლი ენი­ჭე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­ებს გა­ვუმ­დიდ­როთ ლექ­სი­კა, შევ­თა­ვა­ზოთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რად­გან გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი სწო­რედ ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის სიმ­წი­რეა, ამის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ რო­გორც ვერ­ბა­ლუ­რი, ისე არა­ვერ­ბა­ლუ­რი მე­თო­დე­ბი, გა­მო­ვი­ყე­ნოთ რე­ა­ლუ­რი საგ­ნე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი, ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი, პოს­ტე­რე­ბი, რო­ლებ­ში თა­მა­ში.

კითხ­ვის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და მრა­ვალ­გ­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს. თუმ­ცა, სკრი­ნინ­გი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, შე­საძ­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა და შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მა­სა­ლა ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე –  „სკო­ლა ევ­რო2 000“-ში  ერ­თობ­ლი­ვად წა­რად­გი­ნეს: იამ­ზე მსხვი­ლი­ძემ, ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. დი­ლის­კის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბელ­მა და ლე­ლა ბუ­თუ­რიშ­ვილ­მა, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. თა­ზა­კენ­დის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბელ­მა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები