21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის და­დე­ბი­თი ას­პექ­ტე­ბი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა

spot_img

ნინო სამხარაული

სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. სარ­თი­ჭა­ლის №3 და №1 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ქი­მი­ის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი, დრო­ის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, იხ­ვე­წე­ბა და ვი­თარ­დე­ბა. კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა ჯერ კი­დევ ბერ­ძე­ნი სწავ­ლუ­ლის, სოკ­რა­ტეს, დროს არ­სე­ბობ­და ჩვ.წ .აღ­რიცხ­ვამ­დე მე-5 სა­უ­კუ­ნე­ში.

მე-20 სა­უ­კუ­ნის ამე­რი­კე­ლი ფსი­ქო­ლო­გის, ჰ. გარ­დ­ნე­რის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დროს, მოს­წავ­ლეს უვი­თარ­დე­ბა ფი­ზი­კურ-კი­ნეს­თე­ტი­კუ­რი, ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი, ინ­ტერ-პერ­სო­ნა­ლუ­რი და ლო­გი­კურ-მა­თე­მა­ტი­კუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი. ამას­თან, კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მიდ­გო­მაა, რო­მე­ლიც კვლე­ვი­თა და აღ­მო­ჩე­ნე­ბით სწავ­ლას­თან ერ­თად, ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

რო­გორც ლე­ვე­ლი­ნი აღ­წერს თა­ვის ნაშ­რო­მებ­ში, კვლე­ვა არის და იყო უამ­რა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, მა­გა­ლი­თად: ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის (NSF), სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბ­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (NSTA), დე­და­მი­წის შემ­ს­წავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ფი­ზი­კის, ქი­მი­ი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ვე­ლი ამე­რი­კა­ში. მეც­ნი­ე­რის თქმით, კვლე­ვა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია პრობ­ლე­მის ლო­გი­კუ­რად გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბა­ზე, რის­თ­ვი­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო მე­თო­დე­ბი და ეტა­პე­ბი, რო­მე­ლიც არ მო­ითხოვს კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი­სა და გა­წე­რი­ლი ნა­ბი­ჯე­ბის და­გეგ­მ­ვას. სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხის ირ­გ­ვ­ლივ ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა­ზე, რე­ა­ლუ­რად, მოს­წავ­ლეს არას­რულ­ყო­ფილ ცოდ­ნას აძ­ლევს. კვლე­ვა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა კი ეხ­მა­რე­ბა მო­ზარდს, შე­ი­ძი­ნოს რო­გორც კონ­კ­რე­ტუ­ლი ცოდ­ნა, ისე შეძ­ლოს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც სა­მეც­ნი­ე­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერ­თი წი­ნა­პი­რო­ბაა.

დუ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ცენ­ტ­რის ერთ-ერ­თი პე­და­გო­გის, ჰებ­რან­კის ჩა­ნა­წე­რებ­ში კვლე­ვის შე­სა­ხებ ვკითხუ­ლობთ: „კვლე­ვა არის ცოდ­ნის მო­პო­ვე­ბის გზა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი შორ­საა ნამ­დ­ვი­ლი კვლე­ვის­გან, რად­გან კითხ­ვა, რო­მელ­ზეც ტარ­დე­ბა ექ­ს­პე­რი­მენ­ტი, დას­მუ­ლია არა მოს­წავ­ლის, არა­მედ მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ. პე­და­გო­გი წყვეტს, თუ რა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ, რა მო­ნა­ცე­მე­ბი შე­აგ­რო­ვონ მოს­წავ­ლე­ებ­მა და რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ეტა­პე­ბი. მოს­წავ­ლე­ებს არა აქვთ დრო იმის­თ­ვის, რომ კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­რონ მას­წავ­ლე­ბელ­თან და შე­ას­წო­რონ შეც­დო­მე­ბი, ვერ ახ­დე­ნენ შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას და, რაც მთა­ვა­რია, მათ­თ­ვის პა­სუ­ხე­ბი ყო­ველ­თ­ვის წი­ნას­წარ არის ცნო­ბი­ლი“.

ბო­ლო ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე, ევ­რო­პის არა­ერ­თი ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ზრუ­ნავს, გა­ნა­ვი­თა­როს ეროვ­ნუ­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მი. სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მას აქვს კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის­თ­ვის მდგრა­დი ჩარ­ჩო. თან­და­თან იქ­მ­ნე­ბა და იხ­ვე­წე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა, ვი­ღებთ პო­ზი­ტი­ურ უკუ­კავ­ში­რებს მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ტრა­დი­ცი­უ­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი­დან გა­და­დის არა­ფორ­მა­ლურ, მოქ­ნილ, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით და მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, კავ­შირ­შია მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე.

კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­ებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ი­ღონ გა­მოც­დი­ლე­ბა და ააგონ ცოდ­ნა, ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ და გა­ნუ­ვი­თარ­დეთ კრი­ტი­კუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბა, რეფ­ლექ­სი­ის უნა­რი, ასე­ვე გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი.

ევ­რო­პა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და­იწყო სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ცე­სი. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, 2004 წლი­დან, შე­მუ­შავ­და და და­ი­ნერ­გა ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რო­მელ­შიც დი­დი ად­გი­ლი უკა­ვია მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მიდ­გო­მებ­სა და კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბას (ესგ, 2005). სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სწავ­ლე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. მი­სი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მოს­წავ­ლე­ებ­ში კვლე­ვი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაზ­რ­და, ასე­ვე კვლე­ვი­თი პრო­ცე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას საკ­მა­ოდ დი­დი ის­ტო­რია აქვს. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვებ­ში, ბევრ რე­სურსს, დრო­სა და სივ­რ­ცეს მო­ითხოვს. ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხში­რად სვა­მენ შე­კითხ­ვას, რა სა­ჭი­როა ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და რა რო­ლი აქვს კე­თე­ბით სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბი­სას. გთა­ვა­ზობთ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მუშაობის გა­მოც­დი­ლე­ბის და­დე­ბით ას­პექ­ტებს:

 

ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი:

◊ მოს­წავ­ლე­ებს უვი­თა­რებს სენ­სო-მო­ტო­რულ უნა­რებს. მა­გა­ლი­თად: აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას­თან მუ­შა­ო­ბა, თვა­ლი­სა და ხე­ლის კო­ორ­დი­ნა­ცია;

გა­ნამ­ტ­კი­ცებს ისეთ სა­მეც­ნი­ე­რო უნა­რებს, რო­გო­რი­ცაა: დაკ­ვირ­ვე­ბა, მო­ნა­ცე­მე­ბის აღ­რიცხ­ვა, კლა­სი­ფი­ცი­რე­ბა, გა­ზომ­ვა, დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნა;

◊ გა­ნამ­ტ­კი­ცებს სა­მეც­ნი­ე­რო მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მოს­წავ­ლე­ე­ბი აყა­ლი­ბე­ბენ ჰი­პო­თე­ზებს, აკ­ვირ­დე­ბი­ან ან ზო­მა­ვენ ცვლად სი­დი­დე­ებს, აგ­რო­ვე­ბენ მო­ნა­ცე­მებს, აანა­ლი­ზე­ბენ შე­დე­გებს;

◊ ხელს უწყობს ისე­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რო­გო­რი­ცაა: კითხ­ვა, სა­უ­ბა­რი, მოს­მე­ნა, მოხ­სე­ნე­ბის გა­კე­თე­ბა;

◊ ავი­თა­რებს პრაქ­ტი­კულ უნარ-ჩვე­ვებს;

◊ გა­ნამ­ტ­კი­ცებს ჯგუ­ფურ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით უნა­რებს, ასე­ვე, ხელს უწყობს ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბას და კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბადს ხდის;

◊ ხელს უწყობს შე­მეც­ნე­ბი­თი და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის, სინ­თე­ზის, ანა­ლი­ზი­სა და შე­ფა­სე­ბის უნა­რე­ბის, კრი­ტი­კუ­ლი და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას;

◊ ავი­თა­რებს ისეთ თვი­სე­ბებს, რო­გო­რი­ცაა: ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, სი­ზუს­ტე, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. ხელს უწყობს ნას­წავლ კონ­ცეფ­ცი­ებ­სა და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას შო­რის კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას.

სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგნების სწავ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტ­თა, მკვლე­ვარ­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა აზ­რით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცია ნა­თე­ლი და აღ­ქ­მა­დი იყოს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სას, ტრა­დი­ცი­ულ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ სტრუქ­ტუ­რა­ში მცი­რე ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნით, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და სწავ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ხა­დოს, რი­თაც ტრა­დი­ცი­ულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ მიდ­გო­მას მარ­ტი­ვად გა­და­აქ­ცევს კვლე­ვით სა­მუ­შა­ოდ.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ხე­ლი შე­უწყოს სა­მეც­ნი­ე­რო მე­თო­დებ­სა და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბად გა­დაქ­ცე­ვას, გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ასე:

 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შა­ოს დაწყე­ბამ­დე, პე­და­გოგ­მა უნ­და იცო­დეს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის დო­ნე, რა­თა მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­გეგ­მოს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შაო;

  მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სის გაზ­რ­დი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, პე­და­გოგ­მა მუ­შა­ო­ბა და­იწყოს მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბით;

  მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და შე­ე­ცა­დოს, იყოს მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცე­მი, ე.წ. დამ­ხ­მა­რე რგო­ლი, რა­თა სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს მოს­წავ­ლეს, თვი­თონ მო­ი­ფიქ­როს საკ­ვ­ლე­ვი შე­კითხ­ვა. მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ეხ­მა­როს, ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხა­ვი ან და­მა­ზუს­ტე­ბე­ლი შე­კითხ­ვე­ბის დას­მით;

  პრო­ცე­სის სა­ინ­ტე­რე­სოდ წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის, სა­სურ­ვე­ლია, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნეს სია მა­სა­ლის ასარ­ჩე­ვად. შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის იმ­დაგ­ვა­რად მი­წო­დე­ბა, რომ მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ, თვი­თონ მო­ი­ფიქ­რონ, და­ა­ლა­გონ და ააწყონ ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ოს ეტა­პე­ბი და თან­მიმ­დევ­რო­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ასე­ვე, არას­რუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მოს­წავ­ლე­ებს, თა­ვად ივა­რა­უ­დონ და გან­საზღ­ვ­რონ კვლე­ვის შემ­დ­გო­მი ეტა­პე­ბი;

  მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბის ეტა­პი, რო­მე­ლიც კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, თუ თა­ვად მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ი­ფიქ­რე­ბენ მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბის, ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გა­მო­სახ­ვის ხერ­ხებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებს;

  მოს­წავ­ლე­ებ­ში დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია გა­და­ა­კე­თოს შე­დე­გე­ბის სექ­ცია, მა­გა­ლი­თად, სთხო­ვოს მათ, დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რონ კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას გან­ვ­ლი­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. მათ, ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა ივა­რა­უ­დონ „რა მოხ­დე­ბო­და, თუ რო­მე­ლი­მე ცვლა­დი შე­იც­ვ­ლე­ბო­და“ და ა.შ.

  ანა­ლი­ზი­სა და შე­კითხ­ვე­ბის დას­მით, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია გა­ა­ფარ­თო­ვოს მოს­წავ­ლე­თა გა­მოც­დი­ლე­ბა. მის­ცეს მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მო­იკ­ვ­ლი­ონ, „რა იქ­ნე­ბო­და, რომ…?“, „მე მა­ინ­ტე­რე­სებს, რომ…?“, მა­გა­ლი­თად: მოს­წავ­ლე­ებ­მა ჩა­ა­ტა­რონ იგი­ვე ექ­ს­პე­რი­მენ­ტი ცვლა­დი სი­დი­დე­ე­ბის შეც­ვ­ლით ან მი­ე­ცეთ ისე­თი კითხ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ახა­ლი კვლე­ვე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ტა­რე­ბის­კენ უბიძ­გებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კვლე­ვი­თი აქ­ტი­ვო­ბა ხდე­ბა მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბას ტრა­დი­ცი­ულ სწავ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით? კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის დროს მას­წავ­ლე­ბე­ლი უფ­რო მოქ­ნი­ლია, წი­ნას­წარ და­გეგ­მილ და მომ­ხ­დარ მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებს შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად უძღ­ვე­ბა; ამ დროს, საკ­ვ­ლე­ვი შე­კითხ­ვა მუდ­მი­ვად უკავ­შირ­დე­ბა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის სტრა­ტე­გი­ებს, რაც მოს­წავ­ლე­ებ­ში ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გაღ­ვი­ძე­ბი­სა და სტი­მუ­ლის მი­ცე­მის სა­უ­კე­თე­სო მიდ­გო­მაა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და თე­მის მიზ­ნობ­რი­ვად შერ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში უნ­და იყოს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან.

კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სას, მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მი­ვად უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს მოს­წავ­ლე­თა ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბას და ეხ­მა­რე­ბო­დეს დას­მულ ამო­ცა­ნა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და დას­კ­ვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბელ­მა წა­ა­ხა­ლი­სოს მოს­წავ­ლე­თა კო­მუ­ნი­კა­ცია ასო­ცი­ა­ცი­უ­რი რუ­კე­ბის, გრა­ფი­კე­ბის, მო­დე­ლე­ბის შექ­მ­ნი­თა და გა­მო­ყე­ნე­ბით, რა­თა ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბი­სა და პრე­ზენ­ტი­რე­ბის უნა­რებს. მკვლე­ვა­რი პე­და­გო­გი მუდ­მი­ვად უნ­და აწარ­მო­ებ­დეს მოს­წავ­ლე­თა პროგ­რე­სის მო­ნი­ტო­რინგს, ეხ­მა­რე­ბო­დეს თვით­შე­ფა­სე­ბა­ში. თა­ვა­დაც იყე­ნებ­დეს შე­ფა­სე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მებ­სა და რუბ­რი­კებს.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქ­მუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გი­ზი­ა­რებთ სა­კუ­თარ პე­და­გო­გი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თ­ვას სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით სა­მუ­შა­ო­ებ­ში, რო­მე­ლიც და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, STEM-ასის­ტენ­სის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში.

2023-2024 სას­წავ­ლო წელს, სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სარ­თი­ჭა­ლის №1 და სო­ფელ მუ­ღან­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ბა­ზა­ზე, ჩემ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ქი­მი­ის კლუ­ბე­ბის წევრ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, გა­ი­მარ­თა ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა STEM-ასის­ტენ­სის კონ­სულ­ტანტ სტუ­დენ­ტებ­თან, სა­დაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ იქ­ნა ის საკ­ვ­ლე­ვი თე­მე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში. მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­ი­გეგ­მა ვი­ზი­ტი (2 ვი­ზი­ტი სხვა­დას­ხ­ვა დროს) სა­ქარ­თ­ვე­ლოს აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. STEM-ასის­ტენ­სის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გა­დაწყ­და კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მარ­თ­ვა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით: მოს­წავ­ლე­თა პირ­ველ­მა ჯგუფ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კვლე­ვი­თი სა­მუ­შაო, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და C ვი­ტა­მი­ნის შემ­ც­ვე­ლო­ბის გან­საზღ­ვ­რას სხვა­დას­ხ­ვა ხილ­სა და ნა­ტუ­რა­ლურ წვე­ნებ­ში; მოს­წავ­ლე­თა მე­ო­რე ჯგუფ­მა ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა — რკი­ნა (III)-ის იონე­ბის შემ­ც­ვე­ლო­ბის გან­საზღ­ვ­რა­ზე სპექ­ტ­რო­ფო­ტო­მეტ­რუ­ლად, სო­ფელ სარ­თი­ჭა­ლის სხვა­დას­ხ­ვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის წყალ­სა (სას­მე­ლად ვარ­გი­სი და ჭის წყლე­ბი) და საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში.

რკი­ნის სპექ­ტ­რო­ფო­ტო­მეტ­რუ­ლი გან­საზღ­ვ­რა ემ­ყა­რე­ბა რკი­ნა (III)-ის იონე­ბის ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბას კა­ლი­უ­მის რო­და­ნიდ­თან, მჟა­ვა გა­რე­მო­ში მკვეთ­რი წი­თე­ლი ფე­რის ხსნა­რის წარ­მოქ­მ­ნით. ხსნა­რის მკვეთ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, სპექ­ტ­რო­ფო­ტო­მეტ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­ი­ზო­მოს ხსნა­რის ოპ­ტი­კუ­რი სიმ­კ­ვ­რი­ვე, რო­მე­ლიც პირ­და­პირ წრფივ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შია ხსნა­რის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას­თან.

სწო­რედ ამ მიდ­გო­მის გა­მო­ყე­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ახ­დი­ნეს რკი­ნა (III)-ის იონე­ბის სპექ­ტ­რო­ფო­ტო­მეტ­რუ­ლი გან­საზღ­ვ­რა მდი­ნა­რე ივ­რის, სას­მე­ლად ვარ­გი­სი ჭის და ტექ­ნი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ჭის წყალ­ში. ასე­ვე, მე­თო­დის მცი­რე მო­დი­ფი­ცი­რე­ბით, გან­საზღ­ვ­რეს რკი­ნის ჯა­მუ­რი შემ­ც­ვე­ლო­ბა სხვა­დას­ხ­ვა შერ­ჩე­ულ ხილ­ში (კი­ვი, ფორ­თო­ხა­ლი, ვაშ­ლი, სტა­ფი­ლო).

სა­ა­ნა­ლი­ზო ნი­მუ­შებ­ში, რკი­ნის იონე­ბის გან­საზღ­ვ­რამ­დე, ააგეს სა­კა­ლიბ­რო მრუ­დი, რის­თ­ვი­საც რკი­ნა (III)-ის იონე­ბის შემ­ც­ვე­ლი სტან­დარ­ტუ­ლი ხსნა­რი­დან (კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ით 100 მკგ/მლ) და­ამ­ზა­დეს შემ­დე­გი კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის ხსნა­რე­ბი: I – 0მკგ/მლ; II – 1,0მკგ/მლ; III – 2,0მკგ/მლ; IV – 4,0მკგ/მლ; V – 6,0მკგ/მლ; VI – 8,0მკგ/მლ; VII – 10მკგ/მლ; 15 წუ­თის და­ყოვ­ნე­ბის შემ­დეგ, მი­ღე­ბუ­ლი ხსნა­რე­ბის ოპ­ტი­კუ­რი სიმ­კ­ვ­რი­ვე­ე­ბი გა­ზო­მეს 490 ნმ ტალ­ღის სიგ­რ­ძე­ზე და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი ჩა­ი­ნიშ­ნეს. ხსნა­რე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ე­ბი­სა და ოპ­ტი­კუ­რი სიმ­კ­ვ­რი­ვე­ე­ბის მი­ხედ­ვით, ააგეს სა­კა­ლიბ­რო მრუ­დი, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ საკ­ვ­ლევ ნი­მუ­შებ­ში რკი­ნის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის გან­საზღ­ვ­რი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნეს.

საკ­ვ­ლევი წყლის ნი­მუ­შებს, მო­ცუ­ლო­ბით 44 მლ (მდ. ივ­რის წყა­ლი; ჭის სას­მე­ლად ვარ­გი­სი წყა­ლი; ჭის ტექ­ნი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის წყა­ლი) და­უ­მა­ტეს 1მლ აზოტ­მ­ჟა­ვა და 5მლ კა­ლი­უ­მის რო­და­ნი­დის ხსნა­რე­ბი. მი­ღე­ბუ­ლი ნა­რე­ვე­ბი და­ა­ყოვ­ნეს 15 წთ., შემ­დეგ კი გა­ზო­მეს ოპ­ტი­კუ­რი სიმ­კ­ვ­რი­ვე­ე­ბი. გა­ზომ­ვით მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი ჩას­ვეს შე­სა­ბა­მის ფორ­მუ­ლა­ში და აწარ­მო­ეს გა­მოთ­ვ­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ხი­ლის ნი­მუ­შებ­ში რკი­ნა (III)-ის იონე­ბის გან­საზღ­ვ­რას მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ახ­დი­ნეს მე­თო­დის მცი­რე მო­დი­ფი­ცი­რე­ბა, რის­თ­ვი­საც გან­საზღ­ვ­რუ­ლი მა­სის ხი­ლის საკ­ვ­ლე­ვი ნი­მუ­შე­ბი აზოტ­მ­ჟა­ვას სა­შუ­ა­ლე­ბით და­ა­ჰო­მო­გე­ნი­ზეს. მოს­წავ­ლე­თა ნა­წილ­მა, პა­რა­ლე­ლუ­რად, რამ­დენ­ჯერ­მე pH-მეტ­რით გა­და­ა­მოწ­მა ხსნა­რე­ბი, რა­თა კა­ლი­უ­მის რო­და­ნი­დის და­მა­ტე­ბი­სას ოპ­ტი­მა­ლუ­რი წყალ­ბად-იონე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცია ყო­ფი­ლი­ყო შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. წყლის ნი­მუ­შე­ბის მსგავ­სად, ჰო­მო­გე­ნა­ტებს და­უ­მა­ტეს კა­ლი­უ­მის რო­და­ნი­დი და 15 წთ-იანი ინ­კუ­ბა­ცი­ის და­ყოვ­ნე­ბი­სას გა­ზო­მეს თი­თო­ე­უ­ლი ნი­მუ­შის ოპ­ტი­კუ­რი სიმ­კ­ვ­რი­ვე. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის და­მუ­შა­ვე­ბით გა­მოთ­ვა­ლეს რკი­ნის ჯა­მუ­რი შემ­ც­ვე­ლო­ბა, 100 გრამ ნი­მუშ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა C ვი­ტა­მინს, მი­სი რა­ო­დე­ნობ­რი­ვი გან­საზღ­ვ­რის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იოდით გა­ტიტ­ვ­რის მე­თო­დი, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ჟან­გ­ვა-აღ­დ­გე­ნის რე­აქ­ცია იოდ­სა და ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვას შო­რის. ამ დროს, ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვა იჟან­გე­ბა დი­ჰიდ­რო­ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვად, ხო­ლო იოდი აღ­დ­გე­ბა იოდიდ-იონე­ბამ­დე. ინ­დი­კა­ტო­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ხა­მე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფალ იოდ­თან ლურჯ შე­ფე­რი­ლო­ბას წარ­მოქ­მ­ნის. მო­ცე­მუ­ლი პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­თა მე­ო­რე ჯგუფ­მა C ვი­ტა­მი­ნის შემ­ც­ვე­ლო­ბა გან­საზღ­ვ­რა სხვა­დას­ხ­ვა ხილ­სა (ლი­მო­ნი, მან­და­რი­ნი, ფორ­თო­ხა­ლი, ვაშ­ლი) და ნა­ტუ­რა­ლურ წვე­ნებ­ში.

ექ­ს­პე­რი­მენ­ტის დაწყე­ბამ­დე, მოს­წავ­ლე-მკვლევ­რებ­მა იოდის სტან­დარ­ტუ­ლი, სა­ხა­მებ­ლი­სა და C ვი­ტა­მი­ნის ხსნა­რე­ბი და­ამ­ზა­დეს; ააწყ­ვეს ბი­უ­რე­ტი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს საკ­ვ­ლე­ვი ხსნა­რე­ბის გა­ტიტ­ვ­რა. მე­ტი სი­ზუს­ტის­თ­ვის, გა­ტიტ­ვ­რა აწარ­მო­ეს სამ­ჯერ. კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის და­მუ­შა­ვე­ბი­თა და  ანა­ლი­ზით მო­ახ­დი­ნეს შე­და­რე­ბა, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს ფორ­თოხ­ლის, ვაშ­ლის, ლი­მო­ნის, მან­და­რი­ნის ახ­ლად და­წუ­რუ­ლი და მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი, ამა­ვე ხი­ლი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვით სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თ­ვამ მოს­წავ­ლე-მკვლევ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, და­უფ­ლე­ბოდ­ნენ და გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ოს­თ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ქცე­ვის წე­სე­ბი; სტან­დარ­ტუ­ლი ხსნა­რის მეშ­ვე­ო­ბით სხვა­დას­ხ­ვა კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის ხსნა­რე­ბის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კა; გა­ტიტ­ვ­რის მე­თო­დის გაც­ნო­ბა და უშუ­ა­ლოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა; ხსნარ­თა მჟა­ვი­ა­ნო­ბის გან­საზღ­ვ­რა; ელექ­ტ­რო­ნულ სას­წორ­თან და PH-მეტ­რ­თან მუ­შა­ო­ბის ტექ­ნი­კა; რკი­ნა (III)-ის იონე­ბის გან­საზღ­ვ­რის­თ­ვის სპექ­ტ­რო­ფო­ტო­მეტ­რ­თან მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბის გაც­ნო­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა; სა­კა­ლიბ­რო მრუ­დის აგე­ბა; მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა; სწო­რი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნის, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ოს შე­ფა­სე­ბი­სა და ანა­ლი­ზის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა, ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვით სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით, შექ­მ­ნეს სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით წა­რად­გი­ნეს მოს­წავ­ლე­თა 77-ე სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით კონ­ფე­რენ­ცი­ა­სა და მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის 19 მა­ისს აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თულ ქი­მი­ის მე-3 სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე „ოქ­როს რიცხ­ვი — 2024“. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის იყო ახა­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­მაც ვფიქ­რობ, მათ მო­ტი­ვა­ცია აუმაღ­ლა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლე­ბა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და.

წარ­მო­გიდ­გენთ აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლის, ლი­ზი კა­პა­ნა­ძის აზრს კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ოს ირ­გ­ვ­ლივ:

„ჩემ­თ­ვის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ნიშ­ნავს, სკო­ლის გარ­და, კი­დევ სხვა ცოდ­ნის შე­ძე­ნას, სხვა­დას­ხ­ვა შე­მეც­ნე­ბით და კვლე­ვით პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თ­ვას, რა­თა უკე­თე­სად შე­ვის­წავ­ლო სამ­ყა­რო.

ერთ-ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, იყო კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი. ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს აგ­რა­რულ უნი­ვე­სი­ტეტ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, გან­ვ­საზღ­ვ­რეთ რკი­ნა (III)-ის იონე­ბის შემ­ც­ვე­ლო­ბა სხვა­დას­ხ­ვა წყლის ნი­მუ­შებ­სა და საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ გან­მი­ვი­თა­რა კვლე­ვი­თი, პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის უნა­რე­ბი…

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გვაძ­ლევს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ჩვენ­თ­ვის სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო გზე­ბით გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ოთ, გა­ვიც­ნოთ ჩვენ გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სამ­ყა­რო.

მოს­წავ­ლე­ებს, ჩემს თა­ნა­ტო­ლებს ვურ­ჩევ, ჩა­ერ­თონ მსგავს არა­ფორ­მა­ლურ, კვლე­ვით აქ­ტი­ვო­ბებ­ში. მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, რად­გან და­უგ­როვ­დეთ გა­მოც­დი­ლე­ბა, მი­ი­ღონ მე­ტი ცოდ­ნა და რაც მთა­ვა­რია, ეზი­ა­რონ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო საქ­მი­ა­ნო­ბას…“

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა. 2005 წე­ლი.
  2. ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა. https://shorturl.at/uYO0A
  3. კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის. გა­მომ­ცემ­ლო­ბა მე­რი­დი­ა­ნი. 2018 წე­ლი.
  4. კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა-ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი. აილ­კ­სი. ი., მარ­კი­ჩი. ს. 2012 წელი.
  5. კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, სას­წავ­ლო მიდ­გო­მე­ბი და მე­თო­დე­ბი. ჟურ­ნა­ლი mastsavlebeli.ge., 16.04. 2018 წე­ლი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები