3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

„კე­თე­ბით სწავ­ლე­ბის“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გი

spot_img

თბი­ლი­სის 175-ე სა­ჯა­რო სკო­ლის XII კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა – ელე­ნემ, ნი­ნიმ, გი­ორ­გიმ და თა­მარ­მა გა­მო­ი­გო­ნეს ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ხე­ლის პრო­თე­ზი, რო­მე­ლიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი და უნი­კა­ლუ­რია. ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­თე­ზი ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი კი­დუ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ხე­ლის ბუ­ნებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბით, შე­იგ­რ­ძ­ნონ საგ­ნებ­თან შე­ხე­ბა და ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­ურ სტილს და­უბ­რუნ­დ­ნენ.

თა­მარ მორ­გო­შია, თბი­ლი­სის 175-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, არ­ჩე­ვით სა­განს – „მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს“ ას­წავ­ლის, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რი­თა და Junior Achievemnt სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მით და სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბით, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ის­წავ­ლე­ბა. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა, მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, არა­ერ­თი იდე­ის გე­ნე­რი­რე­ბა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­მე­წარ­მეო იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შეძ­ლეს. „მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი“ ერ­თა­დერ­თი სა­გა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, რო­მე­ლიც „კე­თე­ბით სწავ­ლე­ბა­ზეა“ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

თა­მარ მორ­გო­შია, 175-ე სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, მე­წარ­მე­ო­ბის და ეკო­ნო­მი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „მოს­წავ­ლე­ე­ბი მე­წარ­მე­ო­ბას და ბიზ­ნესს პრაქ­ტი­კა­ში სწავ­ლო­ბენ, რაც უმარ­ტი­ვებთ ამ რთუ­ლი დის­ციპ­ლი­ნის შეს­წავ­ლას. ეს პროგ­რა­მა, ძი­რი­თა­დად, სა­მე­წარ­მეო იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ეს არ არის მხო­ლოდ პრო­ექ­ტი, არა­მედ პრო­ცე­სია, რომ­ლის დრო­საც, მოს­წავ­ლე­ე­ბი ქმნი­ან რე­ა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის მო­დელს, რო­მე­ლიც ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ის რე­გის­ტ­რა­ცია Junior Achevement სა­ქარ­თ­ვე­ლოს ვებ­გ­ვერ­დ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა. იდე­ის ფორ­მი­რე­ბის შემ­დეგ, ირ­ჩე­ვენ კომ­პა­ნი­ის პრე­ზი­დენტს, ასე­ვე, ავ­სე­ბენ CV ფორ­მას და გა­დი­ან გა­სა­უბ­რე­ბას და შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბით კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო. მუ­შა­ო­ბენ ბიზ­ნესგეგ­მის შედ­გე­ნა­ზე, გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ და ბა­ზარ­ზე გა­ი­ტა­ნენ სა­ქო­ნელს ან მომ­სა­ხუ­რე­ბას. იმი­სათ­ვის, რომ გა­ყიდ­ვე­ბი და­იწყონ, Junior Achevement სა­ქარ­თ­ვე­ლოს­გან კომ­პა­ნი­ის რე­გის­ტ­რა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს იღე­ბენ. წლის ბო­ლოს ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შის ფორ­მას ად­გე­ნენ აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის­თ­ვის, გას­ცე­მენ ხელ­ფასს, დი­ვი­დენდს. ვი­ნა­ი­დან მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია სას­წავ­ლო მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, გა­და­სა­ხადს არ იხ­დის და სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს მი­სი ლიკ­ვი­და­ცია ხდე­ბა. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ იდეა სტარ­ტა­პად და­ა­რე­გის­ტ­რი­რონ და რე­ა­ლუ­რი კომ­პა­ნია შექ­მ­ნან.

ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა პროგ­რეს­მა გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ ბო­ლო წლებ­ში, მე­წარ­მე­ო­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, ძი­რი­თა­დად, ვფიქ­რობთ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შექ­მ­ნა­ზე, რო­მე­ლიც, ამავ­დ­რო­უ­ლად, სო­ცი­ა­ლურ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა – პრობ­ლე­მე­ბი­დან ვირ­ჩევთ ერთ-ერთს და ვცდი­ლობთ ისე­თი პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნას, რო­მე­ლიც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­დაჭ­რის გზად შეგ­ვიძ­ლია შევ­თა­ვა­ზოთ მათ, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა. სწო­რედ ასე­თი პრო­ექ­ტია „დი­დოს­ტა­ტი“.

ერ­თი წლის წინ, მე­წარ­მე­ო­ბის გაკ­ვე­თილ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­მა, მას­წავ­ლე­ბელ­თან – თა­მარ მორ­გო­ში­ას­თან ერ­თად, მუ­შა­ო­ბა და­იწყეს ახალ პრო­ექ­ტ­ზე „დი­დოს­ტა­ტი“. სა­უბ­რი­სას გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბევრ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა კი­დუ­რის ამ­პუ­ტა­ცია. ავად­მ­ყო­ფო­ბე­ბის, უბე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბის, ომე­ბი­სა და ტე­რო­რიზ­მის გა­მო, მსოფ­ლი­ო­ში, კი­დუ­რე­ბამ­პუ­ტი­რე­ბულ­თა რიცხ­ვი ყო­ველ წამს იზ­რ­დე­ბა.

მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ი­ძი­ეს ინ­ფორ­მა­ცია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც დახ­მა­რე­ბას უწევს თბი­ლის­ში მცხოვ­რებ ომის ვე­ტე­რა­ნებს. შეხ­ვ­დ­ნენ გმი­რებს, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა­ში მი­ი­ღეს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სას მო­ის­მი­ნეს ის­ტო­რი­ე­ბი, ყვე­ლა ის გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი და სირ­თუ­ლე, რომ­ლებ­საც ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად აწყ­დე­ბი­ან. მოს­წავ­ლე­ებ­მა ვე­ტე­რა­ნებს გა­უ­ზი­ა­რეს თა­ვი­ან­თი იდეა, მი­ი­ღეს უკუ­კავ­ში­რი და რჩე­ვე­ბი. ეს კი­დევ ერ­თი მო­ტი­ვა­ცია იყო იმის­თ­ვის, რომ და­ეწყოთ ზრუნ­ვა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ასე შე­იქ­მ­ნა კომ­პა­ნია „დი­დოს­ტა­ტი“. გუნ­დის წევ­რებს სა­ხელ­წო­დე­ბა­ზე ბევ­რი არ უფიქ­რი­ათ, რად­გან „დი­დოს­ტატს“ ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი ხე­ლის პრო­თე­ზე­ბი უნ­და ეწარ­მო­ე­ბი­ნა, ინ­ს­პი­რა­ცია კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნა“ გახ­და.

კომ­პა­ნია „დი­დოს­ტატს“ 175-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ოთხი წამ­ყ­ვა­ნი მოს­წავ­ლე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს:√ ელე­ნე ლა­ცა­ბი­ძე – CEO; √ გი­ორ­გი ნემ­სა­ძე – წარ­მო­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი;√ ნი­ნი თავ­ბე­რი­ძე – 3D მო­დე­ლი­რე­ბის ექ­ს­პერ­ტი;√ თა­მარ ბუხ­რი­კი­ძე – მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი.

ოთხი­ვე პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე XII კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სფე­რო­თი მა­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა X კლას­ში და­იწყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია „მა­ჯა“ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს. საწყის­მა ეტაპ­მა, შემ­დ­გომ­ში, დი­დი ამ­ბი­ცი­ე­ბის გა­ჩე­ნას და სირ­თუ­ლე­ებ­თან შე­ჭი­დე­ბას შე­უწყო ხე­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა ხე­ლის პრო­თე­ზებს შო­რის, კომ­პა­ნია „დი­დოს­ტა­ტის“ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ხე­ლის პრო­თე­ზი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და უნი­კა­ლუ­რია, ტრა­დი­ცი­უ­ლი პრო­თე­ზის­გან რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა: პირ­ვე­ლი – აღად­გენს შეგ­რ­ძ­ნე­ბას საგ­ნებ­თან შე­ხე­ბი­სას, მე­ო­რე — არ აქვს მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა, არა­მედ მთე­ლი ყუ­რადღე­ბა მის ფუნ­ქ­ცი­ო­ნალს ეთ­მო­ბა, მე­სა­მე — ამ­პუ­ტი­რე­ბულ კი­დურ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის გა­რე­შე მაგ­რ­დე­ბა.

პრო­დუქ­ტის ფა­სი 500-დან 700 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს და კი­დუ­რის ზო­მა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. „დი­დოს­ტა­ტი“ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მორ­გე­ბად პრო­თე­ზებს ამ­ზა­დებს, ამის­თ­ვის 3D სკა­ნერს იყე­ნებს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი კი­დუ­რის სკა­ნი­რე­ბა. შემ­დეგ იქ­მ­ნე­ბა 3D მო­დე­ლი, რო­მე­ლიც ამ­პუ­ტი­რე­ბულ კი­დურ­ზე მარ­ტი­ვად მაგ­რ­დე­ბა, ყო­ველ­გ­ვა­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის გა­რე­შე.

პრო­თე­ზის ტექ­ნი­კურ მხა­რე­ზე კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რი გი­ორ­გი ნემ­სა­ძე გვი­ამ­ბობს: „ჩვე­ნი პრო­თე­ზი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მომ­ხ­მა­რე­ბელს, და­იბ­რუ­ნოს შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი, საგ­ნებ­თან შე­ხე­ბი­სას. პრო­თე­ზის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს Myoware-ის კუნ­თე­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბის სენ­სო­რე­ბი, რო­მე­ლიც კუნ­თის მოძ­რა­ო­ბას აღიქ­ვამს და ელექ­ტ­რო­დე­ბის სიჩ­ქა­რის ცვლი­ლე­ბას აფიქ­სი­რებს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ადა­მი­ანს, აკონ­ტ­რო­ლოს პრო­თე­ზის მოძ­რა­ო­ბა. თი­თე­ბის ბა­ლი­შებ­ში ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ვიბ­რა­ცი­ის ძრა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზე­წო­ლის სენ­სო­რე­ბი, რაც მომ­ხ­მა­რე­ბელს საგ­ნებ­თან კონ­ტაქ­ტის შეგ­რ­ძ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. პრო­დუქ­ტი ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ წესს უბ­რუ­ნებს, შე­უძ­ლი­ათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ყო­ველ­დღი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ჩა­ერ­თონ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის მსგავ­სად“.

მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი ამ პრო­ცეს­ში ფა­სი­ლი­ტა­ციაა: „ისი­ნი დაბ­რ­კო­ლე­ბებ­მა არ უნ­და შე­ა­ში­ნოს, უნ­და იცოდ­ნენ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მათ სა­მე­წარ­მეო უნა­რებს ვუ­ვი­თა­რებ — პრო­ექ­ტის მარ­თ­ვის (მე­ნეჯ­მენ­ტის) უნარს. ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ პრო­ექ­ტით ვცხოვ­რობ, ვეხ­მა­რე­ბი სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში, ვა­რე­გის­ტ­რი­რებ სხვა­დას­ხ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კონ­კურ­სსა თუ ჰა­კა­თონ­ზე. ვცდი­ლობთ, ღირ­სე­უ­ლად წარ­ვად­გი­ნოთ პრო­ექ­ტი სხვა­დას­ხ­ვა ფეს­ტი­ვალ­ზე, ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ“ – ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი.

175-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა გაგ­ვი­ზი­ა­რეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ე­ბის შექ­მ­ნა და მუ­შა­ო­ბა სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში.

 

ელე­ნე ლა­ცა­ბი­ძე:

„პრო­ექ­ტ­მა ათას­გ­ზის ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა, რო­გორც ადა­მი­ა­ნი და, ამას­თან ერ­თად, უამ­რა­ვი რამ შემ­ძი­ნა, რო­გორც წარ­მა­ტე­ბის­კენ მის­წ­რა­ფულ მო­ზარდს. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეს ჩე­მი გუნ­დია. რო­გორც CEO-ს, რა თქმა უნ­და, უამ­რა­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მქონ­და, მაგ­რამ ჩე­მი გუნ­დის წევ­რე­ბის გა­რე­შე ამ ყო­ვე­ლი­ვეს მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. მა­თი სა­ხით, არა მარ­ტო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და უდი­დე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დე­ბი გა­ვი­ცა­ნი, არა­მედ ნამ­დ­ვი­ლი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბით და ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დ­ში დგო­მით მი­ვაღ­წი­ეთ წარ­მა­ტე­ბას. ამავ­დ­რო­უ­ლად, ამ პრო­ექ­ტ­მა მომ­ცა მი­მარ­თუ­ლე­ბა, თუ რო­გორ წარ­ვ­მარ­თო ჩე­მი მო­მა­ვა­ლი, მივ­ხ­ვ­დი, რა პრო­ფე­სია უნ­და ავირ­ჩიო და რო­გორ გა­ვუმ­კ­ლავ­დე სირ­თუ­ლე­ებს კრი­ტი­კულ მო­მენ­ტ­ში. კონ­კურ­ს­ზე გამ­გ­ზავ­რე­ბამ კი კულ­ტუ­რუ­ლი გაც­ვ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და არ­სი მას­წავ­ლა. ამ­რი­გად, ეს პრო­ექ­ტი ნამ­დ­ვი­ლად წარ­მო­ად­გენს ჩე­მი არც თუ ისე დი­დი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბელ, ბედ­ნი­ერ და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით აღ­სავ­სე ეტაპს.“

 

ნი­ნი თავ­ბე­რი­ძე:

„გუნ­დ­ში ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რის და 3D მო­დე­ლი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის ფუნ­ქ­ცი­ას ვას­რუ­ლებ. „დი­დოს­ტა­ტის“ წევ­რო­ბა ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი წარ­მა­ტე­ბაა, რად­გან პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ბევ­რი ახა­ლი და ჩემ­თ­ვის უცხო უნა­რი შე­ვი­ძი­ნე, რო­გო­რი­ცაა: ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა, კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, 3D მო­დე­ლი­რე­ბა და სხვა. ვფიქ­რობ, ეს უნა­რე­ბი და­მეხ­მა­რე­ბა არა მარ­ტო ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, არა­მედ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის და დაბ­რ­კო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში, ასე­ვე დი­დი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც.“

 

გი­ორ­გი ნემ­სა­ძე:

„მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ა­ში ტექ­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას ვი­კა­ვებ. მე ვარ პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პრო­თე­ზის აწყო­ბა­სა და მის ფუნ­ქ­ცი­ურ გა­მარ­თუ­ლო­ბა­ზე. პრო­ექ­ტ­მა უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა, და­მეხ­მა­რა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი უფ­რო გახ­ს­ნი­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. ჩემ­თ­ვის დი­დი გა­მოწ­ვე­ვა იყო, 16 წლის ასაკ­ში, ჩემს გუნ­დ­თან ერ­თად, შევ­ჭი­დე­ბო­დი ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, რა­საც კი­დუ­რის ამ­პუ­ტა­ცია იწ­ვევს.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს სკო­ლას, მას­წავ­ლე­ბელს, ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტს, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კონ­კურსს, რად­გან მა­თი დახ­მა­რე­ბით ჩე­მი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა უფ­რო შე­მეც­ნე­ბი­თი, სა­ინ­ტე­რე­სო და სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი გახ­და. ვფიქ­რობ, ეს პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სას­კო­ლო პე­რი­ოდ­ში და­ვიწყე, ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა.“

 

თა­მარ ბუხ­რი­კი­ძე:

„პირ­ველ რიგ­ში, ამ პრო­ექ­ტ­მა უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა, მო­მი­წია ისეთ სფე­რო­ებ­ში გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ­ლებ­შიც აქამ­დე ნაკ­ლე­ბად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი უნა­რე­ბი და ცოდ­ნა შე­ვი­ძი­ნე. რა თქმა უნ­და, გა­მუდ­მე­ბით ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით და ჩვენ­მა გუნ­დუ­რო­ბა­მაც დი­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია რო­გორც ჩვენს, ასე­ვე ჩვე­ნი პრო­დუქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. დავ­ხ­ვე­წე ჩე­მი ცოდ­ნა ისეთ სა­კითხებ­ში, რო­გო­რი­ცაა: ინ­ჟი­ნე­რია, მარ­კე­ტინ­გი, 3D მო­დე­ლი­რე­ბა, ვის­წავ­ლე რო­გორ წარ­მო­ვა­ჩი­ნო ჩე­მი ნა­მუ­შე­ვა­რი, პრო­ექ­ტი ან პრო­დუქ­ტი სრულ­ყო­ფი­ლად და და­ვა­ინ­ტე­რე­სო მსმე­ნე­ლი. პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, უამ­რავ ადა­მი­ან­თან მოგ­ვი­წია კო­მუ­ნი­კა­ცია, რა­მაც ჩე­მი სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი კი­დევ უფ­რო დახ­ვე­წა. ეს პრო­ექ­ტი ასე­ვე და­მეხ­მა­რა უფ­რო ზუს­ტად გან­მე­საზღ­ვ­რა ჩე­მი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია.“

გა­სულ წელს, ელე­ნემ, ნი­ნიმ, გი­ორ­გიმ და თა­მარ­მა, სას­კო­ლო პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შექ­მ­ნეს GPS სა­მა­ჯუ­რი „სა­და­რი“ 5-დან 10 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ასე­ვე, ალ­ცჰაი­მე­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის და აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. სა­მა­ჯუ­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტე­ლე­ფო­ნის აპ­ლი­კა­ცი­ას­თან, რომ­ლის დახ­მა­რე­ბით, მშო­ბელს ან მზრუნ­ველს შე­უძ­ლია თვალ­ყუ­რი ადევ­ნოს სა­მა­ჯუ­რის მფლო­ბე­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბას, რაც, თა­ვის­თა­ვად, უზ­რუნ­ველ­ყოფს სიმ­შ­ვი­დის და უსაფ­რ­თხო­ე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას. სა­მა­ჯუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლია NFC ჩი­პით, სა­დაც და­ტა­ნი­ლია მშობ­ლის ან მზრუნ­ვე­ლის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია. პრო­დუქ­ტი მო­ხა­ტუ­ლია აკ­რი­ლის სა­ღე­ბა­ვე­ბით, ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2024 წლის იან­ვ­რ­ში „დი­დოს­ტატ­მა“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ალ­ტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჰა­კა­თონ­ში, სა­დაც მო­ი­პო­ვა ჯილ­დო – „ტექ­ნო პარ­კის მხარ­და­ჭე­რა“ და ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა.

Junior Ahievement Georgia-ს მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია „DIDOSTATY“ და­სა­ხელ­და 5 სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ა­თა შო­რის, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის დაც­ვის ეტაპ­ზე გა­და­ვიდ­ნენ. კომ­პა­ნი­ამ „DIDOSTATY“ გა­ი­მარ­ჯ­ვა ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით და და­იმ­სა­ხუ­რა 2024 წლის მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ის სტა­ტუ­სი — „Company of the year 2024“.

2024 წლის ზაფხულ­ში, მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ამ „დი­დოს­ტა­ტი“, ქვეყ­ნის სა­ხე­ლით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო Junior Ahievement Europe-ის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბურ სა­მე­წარ­მეო გა­ნათ­ლე­ბის ფეს­ტი­ვალ­ში, რო­მე­ლიც ივ­ლის­ში, იტა­ლი­ა­ში, კუნ­ძულ სი­ცი­ლი­ის ქა­ლაქ კა­ტა­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­მა ღირ­სე­უ­ლად წა­რად­გი­ნეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა.

გუნ­დი ათას­წ­ლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ე­ბის ფი­ნა­ლის­ტია, რომ­ლის მი­ზა­ნიც ახალ­გაზ­რ­დებ­ში მეც­ნი­ე­რე­ბის და ინო­ვა­ცი­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ციაა. გუნ­დის წევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ათას­წ­ლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კონ­კურ­სია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რა მათ­თ­ვის უკ­ვე დი­დი გა­მარ­ჯ­ვე­ბაა, თუმ­ცა აქვთ მო­ლო­დი­ნი, რომ „დი­დოს­ტა­ტი“ აუცი­ლებ­ლად მოხ­ვ­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­მე­ულ­ში.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები