7 ნოემბერი, პარასკევი, 2025

კა­ხე­თი­დან ჯა­ვა­ხე­თამ­დე

ხა­ტია მე­კო­კიშ­ვი­ლი

ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გო­მა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის „ქარ­თუ­ლი ენა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი­სათ­ვის“ კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე, სტა­ტუ­სი – წამ­ყ­ვა­ნი

 

გა­ვი­ზარ­დე კა­ხე­თის ულა­მა­ზეს სო­ფელ­ში, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ სო­ფელ ვა­ზი­სუ­ბან­ში. სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი, სკო­ლა, მე­გობ­რე­ბი, ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ირ­მე­ბის გად­მო­სა­ხედ, მზი­ან კუთხეს უკავ­შირ­დე­ბა, მაგ­რამ დგე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში გა­დამ­წყ­ვე­ტი დრო, რო­ცა გი­წევს ამ ყვე­ლა­ფერ­თან გან­შო­რე­ბა. სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად გა­და­ვე­დი თბი­ლის­ში და შემ­დე­გი ეტა­პი იყო ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ულა­მა­ზე­სი და სა­ინ­ტე­რე­სო ოთხი წე­ლი. სტუ­დენ­ტო­ბი­სას ყო­ველ­თ­ვის და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბი­თა და აქ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბით. აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა იქ­ცა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გ­ზავ­რად. სწო­რედ ამ დროს, ერთ-ერ­თი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მის ყუ­რე­ბი­სას, დე­დამ მო­ის­მი­ნა პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში ქარ­თუ­ლი ენის დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლე­ბად იმუ­შა­ვებ­დ­ნენ ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (ად­გი­ლობ­რივ სო­მეხ/აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელს და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში). ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ახალ­გაზ­რ­დებს მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე სწავ­ლა უფი­ნან­ს­დე­ბო­დათ. და­ვინ­ტე­რეს­დი და ყუ­რადღე­ბით ვი­ყა­ვი, როდის გა­მოცხად­დე­ბო­და კონ­კურ­სი. მა­ლე მარ­თ­ლაც გა­მოცხად­და და მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

კონ­კუ­რი­სის ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, რო­მელ მხა­რე­სა და რე­გი­ონ­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი გა­ნა­წი­ლე­ბით. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზკის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მოვ­ხ­ვ­დი. ავი­ღე რუ­კა და აღ­ნიშ­ნულ ლო­კა­ცი­ა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას შე­ვუ­დე­ქი. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლა მქონ­და ხელთ. ასე და­იწყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი 2012 წლის 13 თე­ბერ­ვალს.

ჩავ­ჯე­ქი ჩე­მოდ­ნე­ბით, სხვა შერ­ჩე­ულ მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­ს­ში და რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ან გზას და­ვა­დე­ქით. ყვე­ლა­ნი ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის უცხო ვი­ყა­ვით, თუმ­ცა ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი გავ­ხ­დით. მივ­დი­ო­დით, ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით ჩვენს ის­ტო­რი­ებს, ვსა­უბ­რობ­დით მო­სა­ლოდ­ნელ შე­დე­გებ­ზე და ასე მხი­ა­რუ­ლად მი­ვუყ­ვე­ბო­დით გზას, რო­მე­ლიც გა­ო­ცე­ბას იწ­ვევ­და თა­ვი­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო­თი. გზა­დაგ­ზა თოვ­ლი­ა­ნი მთე­ბი და ვიწ­რო, სი­მაღ­ლე­ზე მი­მა­ვა­ლი მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლი გზე­ბი, გა­ო­ცე­ბას­თან ერ­თად, შიშ­საც იწ­ვევ­და და აი, შე­ვე­დით ქა­ლაქ ახალ­ქა­ლაქ­ში. მძღოლ­მა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მიგ­ვიყ­ვა­ნა, ყვე­ლას ჩვე­ნი მას­პინ­ძე­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გვე­ლო­დე­ბო­და. გარ­შე­მო სი­ცი­ვე და სი­თეთ­რე იდ­გა. აბუ­ზუ­ლი ჩი­ტე­ბი­ვით ვი­დე­ქით და ვე­ლო­დე­ბო­დით ჩვე­ნი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გა­მო­ძა­ხე­ბას. მეც მო­მა­კითხა მას­პინ­ძელ­მა და გა­ვუ­ყე­ვით რუ­კა­ზე მო­ნიშ­ნულ სოფ­ლის გზას. ვე­რა­ფერს ვხე­დავ­დი, თოვ­ლი­სა და მთე­ბის გარ­და. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვე­რა­ფერ­სა და არა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი. სადღაც შორს აღ­მოჩ­ნ­და სო­კო­ე­ბი­ვით ამოზ­რ­დი­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქ­ტე­ბი და რო­ცა ვი­კითხე, თუ რა იყო? მი­პა­სუ­ხეს, ეგაა ხა­ტი ჯან სოფ­ლე­ბი, სა­დაც ვცხოვ­რობ­თო. პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი იყო, ვერ ვხვდე­ბო­დი სად ვი­ყა­ვი, არ მეს­მო­და ქარ­თუ­ლი სა­უ­ბა­რი. გა­მი­მარ­თ­ლა და ჩემ­მა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ქარ­თუ­ლი იცო­და, თბი­ლის­ში ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, შვი­ლე­ბიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ჰყავ­და და ქარ­თუ­ლად კო­მუ­ნი­კა­ცია შე­ეძ­ლოთ ბავ­შ­ვებს.

მე­ო­რე დი­ლა, სკო­ლის გზა და გაც­ნო­ბა, ეს იყო ყვე­ლა­ზე და­უ­ვიწყა­რი მო­მენ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სკო­ლა და სახ­ლი ერ­თ­მა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ შორს იყო, ერ­თი — სოფ­ლის თავ­ში, მე­ო­რე – ბო­ლო­ში და -30-გრადუსიან ყინ­ვა­ში არ იყო მარ­ტი­ვად გა­სავ­ლე­ლი გზა. სკო­ლის კა­რის შე­ღე­ბა და პირ­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბი, ბევ­რი ინ­ტე­რე­სით სავ­სე თვა­ლი და სა­ხე მე­ლო­დე­ბო­და. პირ­ვე­ლი დი­დი სი­ხა­რუ­ლი იმ დროს ვიგ­რ­ძე­ნი, რო­ცა სუფ­თა, უაქ­ცენ­ტო ქარ­თუ­ლი სა­უ­ბა­რი მო­ვის­მი­ნე. ად­გილ­ზე დამ­ხ­ვ­და მე­ო­რე პროგ­რა­მის ქარ­თუ­ლი ენის ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. მას შემ­დეგ შე­ვუ­დე­ქი ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას. ჩე­მი მო­ვა­ლე­ო­ბა ად­გი­ლობ­რივ სო­მეხ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა (ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი მეხ­მა­რე­ბო­და თარ­გ­მ­ნა­ში, რად­გან სომ­ხუ­რი ენა სა­ერ­თოდ არ მეს­მო­და) და მი­სი დახ­მა­რე­ბა იყო, ასე­ვე არა­ფორ­მა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვა.

სა­მუ­შაო საკ­მა­ოდ რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი აღ­მოჩ­ნ­და, თუმ­ცა არ შევ­ში­ნე­ბულ­ვარ. მა­ლე­ვე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი კი­დევ უფ­რო დი­დი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, რო­ცა ად­გი­ლობ­რივ­მა ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბელ­მა სკო­ლა და­ტო­ვა და გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მარ­ტოს მი­წევ­და. დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა დამ­ჭირ­და, რა­თა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სრულ­ყო­ფი­ლად მი­მე­წო­დე­ბი­ნა სას­წავ­ლო მა­სა­ლა, რომ ქარ­თუ­ლი შე­ეს­წავ­ლათ. ყვე­ლა­ნა­ირ მე­თოდს ვი­ყე­ნებ­დი, რაც შე­იძ­ლე­ბო­და დაგ­ვ­ხ­მა­რე­ბო­და სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლი­სას.

თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯახ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან და მე­გობ­რებ­თან გან­შო­რე­ბა მარ­ტი­ვი არ იყო, უცხო გა­რე­მო­სა და რთულ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნა, სა­დაც 12 თვი­დან 9 თვე ზამ­თა­რია. ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი გაკ­ვირ­დე­ბა და გიჩ­ნ­დე­ბა შე­კითხ­ვა, მი­მი­ღებს უცხო გა­რე­მო ისე, რომ თა­ვი სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად ვიგ­რ­ძ­ნო? ყინ­ვა­სა და ქარ­ბუქ­ში ფე­ხით მი­წევ­და სი­ა­რუ­ლი, რაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, მძი­მე ჩან­თე­ბი მეხ­მა­რე­ბო­და, თოვ­ლ­ში რომ არ წავ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი. დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბო­და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც შე­მიმ­სუ­ბუ­ქეს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სი­შო­რე და ახ­ლობ­ლე­ბის­გან გან­შო­რე­ბა. ეს რთუ­ლი გა­რე­მოც თან­და­თან ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და და ჩე­მი­ა­ნი გახ­და. ერ­თი წლით ჩა­მო­სულ­მა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე, ათა­სი ფიქ­რი მიტ­რი­ა­ლებ­და, რო­გორ დავ­ხ­მა­რე­ბო­დი ჩემს მოს­წავ­ლე­ებს და შე­მეც­ვა­ლა მა­თი მო­მა­ვა­ლი, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­მე­გეგ­მა და გან­გ­ვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ერ­თობ­ლი­ვად. ამი­სათ­ვის სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაც იყო აუცი­ლე­ბე­ლი. გა­დავ­წყ­ვი­ტე მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და­ზე გავ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან უკ­ვე ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეძ­ლე­ო­და. არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ და პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და, რა­მაც სხვა პროგ­რა­მა­ში გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა. კონ­კურ­სის ყვე­ლა ეტა­პის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სკო­ლი­სა და სოფ­ლის შეც­ვ­ლა მო­მი­წია, თუმ­ცა რე­გი­ო­ნის და­ტო­ვე­ბა არა.

2015 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ახალ სო­ფელ­ში (სო­ფე­ლი გო­მა­ნი, ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), ახალ სკო­ლა­სა და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ახალ ოჯახ­ში შე­ვა­ბი­ჯე. ისევ ყე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­იწყო, გაც­ნო­ბა თე­მი­სა და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, დაკ­ვირ­ვე­ბა პრო­ცე­სებ­ზე და იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბის სტი­ლის მორ­გე­ბა. საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო, რო­მე­ლიც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და დღემ­დე გრძელ­დე­ბა, რად­გან მას შემ­დეგ ამ სკო­ლა­ში დავ­რ­ჩი.

ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა რო­გორც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ისე სას­კო­ლო­ში, მაგ­რამ ისევ მყა­რად ვდგა­ვარ. ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი იქ­ცა იქ დარ­ჩე­ნის მო­ტი­ვა­ტო­რად. დღეს თავს ად­გი­ლობ­რი­ვად ვთვლი და პა­ტა­რა წვლი­ლი მა­ინც მაქვს შე­ტა­ნი­ლი ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის წინ­ს­ვ­ლა­ში. ოჯა­ხი, რო­მელ­მაც მი­მი­ღო, იქ­ცა მო­ნატ­რე­ბი­სა და გან­შო­რე­ბის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი, არ მაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას მეგ­რ­ძ­ნო ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სი­შო­რე. მი­მი­ღეს ისე, რო­გორც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რი, მა­თი მი­ზა­ნი იყო, ქარ­თუ­ლი შე­ეს­წავ­ლათ. სა­ბო­ლო­ოდ, ეს მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბით მო­მი­წია ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შეც­ვ­ლის გა­მო, მაგ­რამ მხო­ლოდ საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვ­ლა მო­მი­წია, სა­მუ­შაო პრო­ცე­სი ჩვე­ულ რიტ­მ­ში გაგ­რ­ძელ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, უარი ვთქვი მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, რად­გან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბა მო­მი­წევ­და. ამი­ტომ სწავ­ლა მე თვი­თონ და­ვი­ფი­ნან­სე და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ და­ვარ­ღ­ვიე, რომ შემ­ძ­ლე­ბო­და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა. მოვ­ძებ­ნე ისე­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც ლექ­ცი­ე­ბი სა­ღა­მოს ტარ­დე­ბო­და და სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ხე­ლი არ შე­მეშ­ლე­ბო­და. გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ გავ­რ­ბო­დი და რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ ლექ­ცი­ებს ვუს­წ­რებ­დი, ხო­ლო ღა­მე სამ სა­ათ­ზე მი­წევ­და უკან დაბ­რუ­ნე­ბა, რა­თა მე­ო­რე დი­ლით სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის მი­მეს­წ­რო. ასე გა­ი­ა­რა სრულ­მა ორ­მა წელ­მა და ეს მი­ზა­ნიც მიღ­წე­უ­ლი და დაძ­ლე­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და.

ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­იც­ვა­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ცოდ­ნის ხა­რის­ხი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ თუ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა მო­ი­ძებ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ზე ისა­უბ­რებ­და და შეძ­ლებ­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, დღეს ეს მდო­მა­რე­ო­ბა საგ­რ­ძ­ნობ­ლად შეც­ვ­ლი­ლია. სკო­ლის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ზრუ­ნავს სა­კუ­თარ კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზე და ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­ში მათ გვერ­დით ვდგა­ვარ, რომ შეძ­ლონ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა. ყო­ველ წელს იზ­რ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ასე­ვე გვყავს პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბიც, რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბა­რიც კი ჭირ­და. ასე­ვე გვყავს სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტეტდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში აგ­რ­ძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას და სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლო­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი. ასე­ვე და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან, ეს ბავ­შ­ვე­ბი უკ­ვე სა­უბ­რო­ბენ ქარ­თულ ენა­ზე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ა­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. თუ სად­მე რა­მე გა­მოცხად­და და ყურს მოვ­კ­რავ, მზად ვარ, მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ვა­ინ­ტე­რე­სო და ისი­ნიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. მთე­ლი ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლა­ში, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბას ქარ­თუ­ლი ენის უკეთ შეს­წავ­ლის მიზ­ნით.

ჩე­მი მე­ო­რე ოჯა­ხი სკო­ლა და ბავ­შ­ვე­ბი არი­ან. მე მო­ვი­პო­ვე ნდო­ბა, რო­მელ­საც არა­სო­დეს გა­ვუც­რუ­ებ.

სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კე­ბი ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბაა ჩვენს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­იც­ნეს სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, შე­ი­ძი­ნეს უამ­რა­ვი ახა­ლი მე­გო­ბა­რი და მი­ი­ღეს ძა­ლი­ან დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც დაგ­ვეხ­მა­რა სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ხში­რად ვგეგ­მავთ და გვაქვს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ექ­ს­კურ­სი­ე­ბი, მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ მუ­ზე­უ­მე­ბი, ვეს­ტუმ­რეთ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ად­გილს. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მსგავ­სი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­ძი­ნა ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ, რომ­ლე­ბიც, ძი­რი­თა­დად, ქარ­თულ ენა­ზე იმარ­თე­ბა და რომ­ლის საპ­რე­ზენ­ტა­ციო ნა­წილს კარ­გად უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან.

ამ დროს, მე მყავს სა­კუ­თა­რი ორი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც აქ იზ­რ­დე­ბი­ან. აქ არ­სე­ბულ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა და ოჯა­ხის შექ­მ­ნის შემ­დე­გაც აქ დავ­რ­ჩით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც მე­უღ­ლეა ად­გი­ლობ­რი­ვი. ბევრს ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნია აქ მარ­ტო ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ გავ­ხ­დით აქა­უ­რე­ბი, ჩემს შვი­ლებს შე­ვაყ­ვა­რე აქა­უ­რო­ბა და მი­ვი­ღეთ ისე, რო­გორც ჩვენ მიგ­ვი­ღეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა. ხში­რად მოს­წავ­ლე­ე­ბი მე­კითხე­ბიან, მას­წავ­ლე­ბე­ლო, ნა­თე­სა­ვე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი გყავთ აქ? მათ ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ ჩვენ არა­ვინ არ გვყავს აქ, თუმ­ცა ვგრძნობ, რო­გორ პა­სუხს ელო­დე­ბი­ან ჩემ­გან. დი­ახ, მყავს და მათ გა­ო­ცე­ბულ სა­ხეს ვაკ­ვირ­დე­ბი. ვინ, მას­წავ­ლე­ბე­ლო ჯან? ყვე­ლა, აი, თქვენ და თი­თო­ე­უ­ლი ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ვიც­ნობ, ყვე­ლა ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლია. ამ პა­სუ­ხის შემ­დეგ მათ სა­ხე­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბას ვხე­დავ, რაც გულ­ზე მა­ლა­მო­სა­ვით მე­დე­ბა. სწო­რედ ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, თი­თო­ე­ულ მათ­გან­თან ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ დამ­ტო­ვა აქ და ალ­ბათ სა­მუ­და­მოდ, რად­გან ოფი­ცი­ა­ლურ მი­სა­მარ­თა­დაც აქ ვარ რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი. ჩე­მი ტე­ლე­ფო­ნი მოს­წავ­ლე­ებ­თან, კო­ლე­გებ­თან, ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან მი­მო­წე­რი­თა და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი­თაა გა­დავ­სე­ბუ­ლი. სახ­ლ­ში მო­სუ­ლი არ ვარ, მოს­წავ­ლე­ე­ბის შეტყო­ბი­ნე­ბა რომ მო­მე­წე­ვა უკან. გულს ათ­ბობს პა­სუ­ხის მოს­მე­ნა, რო­დე­საც ეკითხე­ბი­ან, თუ რა­ტო­მაა სა­ჭი­რო მათ­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა და ამ სიტყ­ვე­ბით იწყე­ბენ, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ ვართ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ამი­ტომ…

და­ბო­ლოს, უკან რომ მო­ვი­ხე­დავ და შვი­ლებს მო­ვუყ­ვე­ბი ჩე­მი გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, ამა­ყად ვეტყ­ვი, რომ ჩე­მი წი­ლი აგუ­რი მეც მაქვს და­დე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის შე­ნე­ბი­სას.

მსგავსი სიახლეები

აქტუალური თემები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

პროფესიული განათლება