24 ნოემბერი, კვირა, 2024

კავ­ში­რი ორ უძ­ვე­ლეს კულ­ტუ­რას შო­რის

spot_img

7 მარტს, თბი­ლი­სის სსიპ 141-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჩა­ტარ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია თე­მა­ზე: ქარ­თულ-იაპო­ნუ­რი კულ­ტუ­რის სინ­თე­ზი. „სტუ­მარ-მას­პინ­ძელ­ში“. XI კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა კი­დევ ერ­თხელ გა­ა­ცოცხ­ლეს, ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტის, მწერ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტი­სა და მო­აზ­როვ­ნის, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სის, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ე­მა „სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი“. სკო­ლა­ში მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და: იაპო­ნე­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი და მთარ­გ­მ­ნე­ლი, ბა­ტო­ნი იასუ­ჰი­რო კო­ჯი­მა.

პო­ე­მა „სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლის“ შეს­წავ­ლის შემ­დეგ გაჩ­ნ­და იდეა, რომ ქარ­თ­ვე­ლი ხე­ლო­ვა­ნის, ივა­ნე მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლის ნა­ხა­ტი­სა და იაპო­ნე­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რის, იასუ­ჰი­რო კო­ჯი­მას მი­ერ ნა­თარ­გ­მ­ნი „სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლის“ სა­ფუძ­ველ­ზე დაგ­ვე­გეგ­მა პრო­ექ­ტი და ასე დაგ­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნა ორი უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რა „იაპო­ნუ­რი მან­გის“ სა­ხით.

პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა. ის მოს­წავ­ლეს კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ეხ­მა­რე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ძი­რი­თა­დი  კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­უფ­ლე­ბა­ში, კვლე­ვი­თი ხა­სი­ა­თის და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა­სა და ცოდ­ნის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში, ხელს უწყობს ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ძი­ე­ბა­სა და მი­სი ში­ნა­არ­სის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას.

მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­თა სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტი აღ­ძ­რავს მათ­ში მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბას პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. ეს ჩარ­თუ­ლო­ბა ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია. რო­გორც წე­სი, პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა  რამ­დე­ნი­მე ეტაპს მო­ი­ცავს. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მოს­წავ­ლე­ებს სა­მუ­შაო პრო­ცე­სის დე­ტა­ლუ­რად და­გეგ­მ­ვა, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა-და­ხა­რის­ხე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტი­რე­ბა უწევთ. სას­კო­ლო პრო­ექ­ტი კე­თე­ბით სწავ­ლე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა. პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დის პრი­ო­რი­ტე­ტად, და­გეგ­მ­ვის პრო­ცეს­ში პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბი­სა და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მი­იჩ­ნე­ვა.

პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას კლა­სი ორ ჯგუ­ფად გა­ი­ყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პო­ე­მა „სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი“, 15 თავისგან შედ­გე­ბა. I ჯგუფ­მა და­ა­მუ­შა­ვა I- VII თა­ვი, ხო­ლო მე­ო­რემ, მომ­დევ­ნო VIII -XV თა­ვი. ტექ­ს­ტის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებ­მა საკ­ვან­ძო ეპი­ზო­დე­ბი ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლად გა­ა­შუ­ქეს „იაპო­ნუ­რი მან­გის“ სა­ხით.

ბავ­შ­ვებ­მა იაპო­ნუ­რი სა­კუ­რას შე­სა­ხებ გა­მარ­თეს პრე­ზენ­ტა­ცია. დე­კო­რა­ტი­უ­ლი ალუბ­ლის გვა­რის მერ­ქ­ნი­ა­ნი მცე­ნა­რე იაპო­ნი­ი­სა და იაპო­ნუ­რი კულ­ტუ­რის სიმ­ბო­ლოდ ით­ვ­ლე­ბა. სა­კუ­რა ყვა­ვი­ლო­ბას მარ­ტის ბო­ლოს იწყებს და და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში ყვა­ვის. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, იაპო­ნე­ლე­ბი ძი­რი­თად დროს ხე­ე­ბის ქვეშ ატა­რე­ბენ. მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­კუ­რას ხე და­უ­კავ­ში­რეს ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას. ვა­ჟა და ბუ­ნე­ბა ხომ გა­ნუ­ყო­ფე­ლია. თა­ვად მწერ­ლის პორ­ტ­რე­ტი ხე­ში ჩა­ხა­ტეს, პო­ე­მის პერ­სო­ნა­ჟე­ბი კი, ტო­ტებ­ზე გა­და­ა­ნა­წი­ლეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი, სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლის ორ­მა მოს­წავ­ლემ გა­მოთ­ქ­ვა: თბი­ლი­სის 22-ე სა­ჯა­რო სკო­ლის XII კლა­სის მოს­წავ­ლემ, ან­დ­რია გა­ბუ­ნი­ამ და თბი­ლი­სის კერ­ძო სკო­ლა „სა­დუ­ნის“ XI კლა­სის მოს­წავ­ლემ, ლუ­კა ხუ­ციშ­ვილ­მა.

ან­დ­რია გა­ბუ­ნი­ამ სა­ინ­ტე­რე­სოდ ისა­უბ­რა ქარ­თ­ვე­ლი ხე­ლო­ვა­ნის, ივა­ნე მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ნა­ხა­ტის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნა რომ, ნა­ხა­ტი დატ­ვირ­თუ­ლია სა­ხე-სიმ­ბო­ლო­ე­ბით. იგეგ­მე­ბა ნაშ­რო­მის შეს­წავ­ლა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ.

ლუ­კა ხუ­ციშ­ვილ­მა შთამ­ბეჭ­და­ვად წარ­მო­ად­გი­ნა სლა­იდ­შოუ:

„ბა­ლა­და ვეფხ­ვი­სა და მოყ­მი­სა“ და­უ­კავ­ში­რა ვა­ჟას „სტუ­მარ-მას­პინ­ძელს“. თა­ვი­სი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით და­ას­რუ­ლა , ივა­ნე მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლის მი­ერ წა­მოწყე­ბუ­ლი სლა­ი­დი. ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა აღ­ნიშ­ნულ პო­ე­მებს შო­რის არ­სე­ბულ პა­რა­ლე­ლებ­ზე. კერ­ძოდ:

♦  ორი­ვე პო­ე­მა­ში მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მო­ნა­დი­რეა

♦  ორი­ვე­გან აღ­წე­რი­ლია კლდე-მთა

♦  ორი­ვე მო­ნა­დი­რე მო­ი­ნა­დი­რებს ჯიხვს

♦  ორი­ვე პო­ე­მა ტრა­გი­კუ­ლად სრულ­დე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი და­ეთ­მო დის­კუ­სი­ას, კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში ჩა­ერ­თ­ნენ სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბი. იმ­ს­ჯე­ლეს აღა­ზა­სა და ზვი­ა­და­უ­რის მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე­ების შე­სა­ხებ. აღი­ნიშ­ნა, რომ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟ­თა შო­რის, ხა­სი­ა­თის ში­ნა­გა­ნი სირ­თუ­ლი­თა და დრა­მა­ტიზ­მით, გა­მორ­ჩე­უ­ლია აღა­ზას მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე. სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შე­ნიშ­ნუ­ლია, რომ „…აღა­ზას მა­გა­ლით­ზე გვიჩ­ვე­ნა ვა­ჟამ სინ­დი­სის ტრა­გე­დია“. თავ­და­პირ­ვე­ლად, აღა­ზა პო­ე­მის მე­სა­მე თავ­ში ჩნდე­ბა. ზვი­ა­და­ურ­თან ერ­თად სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჯო­ყო­ლა სტუმ­რის გა­სა­მას­პინ­ძ­ლებ­ლად მო­უხ­მობს ცოლს. აღა­ზას შე­მოს­ვ­ლას წინ უძღ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი მხატ­ვ­რუ­ლი პა­უ­ზა, რი­თაც პო­ე­ტი თით­ქოს სა­გან­გე­ბოდ ამ­ზა­დებს მკითხ­ველს ახალ, გა­მორ­ჩე­ულ პერ­სო­ნაჟ­თან შე­სახ­ვედ­რად. მწე­რა­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი პო­ე­ტუ­რი ლექ­სი­კის დახ­მა­რე­ბით, აღ­წერს ქა­ლის ნა­თელ­მო­სილ გა­რეგ­ნო­ბას: „გა­მოჩ­ნ­და ქა­ლი ლა­მა­ზი, შა­ვის ტან­საც­მ­ლით მო­სი­ლი, რო­გო­რაც ალ­ყა ტა­ნა­და, ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ცი­დამ მოც­ლი­ლი“ [ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა, 2009:276].

დის­კუ­სია წა­რი­მარ­თა აგ­რეთ­ვე პა­რა­ლე­ლებ­ზე – „ან­ტი­გო­ნე და აღა­ზა, რო­გორც სუ­ლი­ე­რი დე­ბი“:

ან­ტი­გო­ნე და აღა­ზა მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ორი გა­მორ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟია. ისი­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ დრო-სივ­რ­ცე­ში არ­სე­ბო­ბენ, მაგ­რამ ხვდე­ბი­ან იმ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში, რო­მელ­შიც ყო­ველ­გ­ვა­რი პი­რო­ბი­თი საზღ­ვა­რი და ჩარ­ჩო უქ­მ­დე­ბა. ორი­ვემ თა­ვი­სი სიკ­ვ­დი­ლით და­ა­მოწ­მა ადა­მი­ა­ნო­ბის გა­დამ­რ­ჩე­ნი, მხსნე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, და-ძმო­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის უკ­ვ­და­ვე­ბა. ორი­ვე იქ­ცა წმინ­და მსხვერ­პ­ლად, რო­მე­ლიც დღემ­დე აფო­რი­ა­ქებს, აღელ­ვებს მკითხ­ველს და თვალს უხელს, აღ­ვი­ძებს, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ძი­ე­ბის­კენ უბიძ­გებს.

ვრცლად ისა­უბ­რეს პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის დაც­ვა­სა და სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლო­ბის ადათ­ზე:

პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბე­ბის დაც­ვა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყვე­ლა დრო­ის პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხე­ბია, ვა­ჟა­სი არ იყოს, „ამის თქმით ვწა­რა­მა­რა­ობთ“, თუმ­ცა პრობ­ლე­მა დღე­საც, ჯერ­ კი­დევ გა­და­უჭ­რე­ლია. ვინ უნ­და მო­აგ­ვა­როს ეს და რო­გორ? – სწო­რედ ამას იძი­ებს ვა­ჟა თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით.

ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბა ადა­მი­ა­ნის ფა­რია! ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხუ­ლი, ღირ­სე­ბა­წარ­თ­მე­უ­ლი, ღირ­სე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბის უნარს მოკ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა აღარ არის სრუ­ლი სა­ხე ადა­მი­ა­ნი­სა – ის ან მო­ნაა ან პი­რი­ქით, დამ­მო­ნე­ბე­ლი. თუ სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა არ გა­გაჩ­ნია, ვერც სხვი­სას შე­იგ­რ­ძ­ნობ.

ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის წარ­მო­ჩე­ნის ას­პა­რე­ზად ვა­ჟამ სის­ხ­ლის აღე­ბი­სა და სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლო­ბის ადათ-წე­სი გა­მო­ი­ყე­ნა, რა­მაც ერ­თ­მა­ნეთს და­უ­პი­რის­პი­რა პი­როვ­ნე­ბა და თე­მი. სწო­რედ ესაა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბა­ში პი­როვ­ნე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და თვით პი­როვ­ნე­ბებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი. ამ ჭი­დი­ლის ბრძო­ლის ფო­ნად „სტუ­მარ-მას­პინ­ძელ­ში“ ორი ადათ-წე­სის ურ­თი­ერ­თ­და­პი­რის­პი­რე­ბაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ­ლის აქეთ და იქით მდგარ­ნი, უპირ­ვე­ლე­სად, პი­რა­დი ღირ­სე­ბის დაც­ვას ფა­რად აღ­მარ­თ­ვი­ან, რა­მე­თუ სხვაგ­ვა­რად მათ სი­ცოცხ­ლე არ ძა­ლუძთ.

მოს­წავ­ლე­ებ­მა ხა­ზი გა­უს­ვეს „სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლის“ ფი­ნალ­ში ხილ­ვას, ისა­უბ­რეს სიმ­ბო­ლო­ებ­ზე:

სიმ­ბო­ლუ­რად, ფე­რის­ც­ვა­ლე­ბა მთა­ზე, კლდის თავ­ზე ხდე­ბა. მთა ზნე­ობ­რი­ვი სრულ­ყო­ფის მე­ტა­ფო­რაა. ყვე­ლა­ზე მკა­ფი­ოდ ეს ფსალ­მუ­ნებ­შია გა­მოთ­ქ­მუ­ლი: „ვინ ავა უფ­ლის მთა­ზე, ან ვინ დად­გე­ბა მის წმინ­და ად­გილ­ზე? ვი­საც ხე­ლე­ბი სუფ­თა აქვს და გუ­ლი სპე­ტა­კი“ (ფსალმ. 23.3,4) მთის სიმ­ბო­ლი­კით მდი­და­რია სა­ხა­რე­ბა: თა­ბო­რის მთა უფ­ლის ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის, მი­სი ჭეშ­მა­რი­ტი სა­ხის გა­მოვ­ლი­ნე­ბის სიმ­ბო­ლოა, გოლ­გო­თა კი მაცხოვ­რის ჯვარ­ც­მის ად­გი­ლი, სიკ­ვ­დი­ლის ძლე­ვის სიმ­ბო­ლო. ვა­ჟას­თ­ვის მთა წმინ­და ად­გი­ლია:

„მთას ვი­ყავ, მწვერ­ვალ­ზე ვი­დექ,

თვალ­წინ მე­ფი­ნა ქვე­ყა­ნა,

გულ­ზე მეს­ვე­ნა მზე-მთვა­რე,

ვლა­პა­რა­კობ­დი ღმერ­თ­თა­ნა“.

ამ მთა­ზე მხო­ლოდ რჩე­უ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ას­ვ­ლა. ამ სი­მაღ­ლი­დან ხდე­ბა ხში­რად ვა­ჟას თხზუ­ლე­ბა­თა მთა­ვა­რი იდე­ის გა­მოცხა­დე­ბაც. „სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლის“ ფი­ნალ­ში ამ­გ­ვა­რი სი­მაღ­ლი­დან ცხად­დე­ბა რჩე­უ­ლე­ბის მი­ერ ჭეშ­მა­რი­ტი ქველ­მოქ­მე­დე­ბის არ­სი.

კლდე სიმ­ტ­კი­ცის, გამ­ძ­ლე­ო­ბის, მა­რა­დი­უ­ლო­ბის, პა­ტი­ოს­ნე­ბის სიმ­ბო­ლოა. კლდე – ბიბ­ლი­უ­რი მე­ტა­ფო­რა, სიმ­ტ­კი­ცეს გა­მო­ხა­ტავს. ის გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლია ღვთის მა­ცოცხ­ლე­ბელ ძა­ლას­თან, რო­მე­ლიც წყა­როს სა­ხით მო­დის კლდი­დან მო­სეს კვერ­თხის დარ­ტყ­მი­სას. ქრის­ტე იწო­დე­ბა „სა­უ­კუ­ნო კლდედ“, ხო­ლო თა­ვის უსაყ­ვარ­ლეს მო­ცი­ქულს – პეტ­რეს, ქრის­ტემ უწო­და ეს სა­ხე­ლი (პეტ­რე) იმ თვი­სე­ბის გა­მო, რო­მელ­საც იგი შემ­დ­გომ გა­მო­ავ­ლენ­და — სიმ­ტ­კი­ცის (ბერ­ძ­ნუ­ლად „ეტ­როს“ – კლდე) (16:330):  „ამი­ტომ ყვე­ლას, ვინც ის­მენს ამ ჩემს სიტყ­ვებს და ას­რუ­ლებს, მათ ვამ­ს­გავ­სებ კე­თილ­გო­ნი­ერ კაცს, რო­მელ­მაც სახ­ლი კლდე­ზე აიშე­ნა. მო­ვი­და წვი­მა, გად­მოს­კ­დ­ნენ მდი­ნა­რე­ე­ბი, ამო­ვარ­დ­ნენ ქა­რე­ბი და ეკ­ვეთ­თ­ნენ იმ სახლს; ის კი არ და­ე­ცა, ვი­ნა­ი­დან კლდე­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი“ (მა­თე. 7. 24-25).

სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლო­ბის აქ­ტი ამ პო­ე­მა­ში სწო­რედ ასე­თი მტკი­ცე პი­როვ­ნე­ბე­ბი­თაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი – ჯო­ყო­ლა, აღა­ზა, ზვი­ა­და­უ­რი. ამი­ტომ მა­თი, ასე ვთქვათ, ჟეს­ტი, მხო­ლოდ ჟეს­ტად კი არ რჩე­ბა, არა­მედ მტკი­ცე, შთამ­ბეჭ­დავ მე­ტა­ფო­რად იქ­ცე­ვა და ასე წარ­მო­დ­გე­ბა ქის­ტე­ბის თვალ­წინ.

დასასრულ, ბავ­შ­ვებ­მა შე­კითხ­ვე­ბი და­უს­ვეს სტუ­მარს  და სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღეს. კი­დევ ერ­თხელ, დი­დი მად­ლო­ბა ბა­ტონ იასუ­ჰი­რო კო­ჯი­მას, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, პე­და­გო­გებს, ბავ­შ­ვებს, მშობ­ლებს მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის.

ნი­ნო ჯა­ლა­ღო­ნია
ფი­ლო­ლო­გი, 141-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ლი­დერ-მას­წავ­ლე­ბე­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის ავ­ტო­რი, პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები