23 ნოემბერი, შაბათი, 2024

იტალიური ენის საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია მსურველებს 24 ივლისიდან შეუძლიათ

spot_img

31 აგვისტოს იტალიური ენის მასწავლებლობლის მსურველები საგნობრივ გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდისათვის რეგისტრაცია 24 ივლისს დაიწყება და 2 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაციისათვის აუცილებელია: ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი ეწვიოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge განთავსებულ ბმულს; შეიყვანოს სარეგისტრაციო გვერდის შესაბამის ველში თავისი მონაცემები, ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტოები და დაეთანხმოს გამოცდაში მონაწილეობის პირობებს.

საგნის გამოცდა იტალიურ ენაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მის.: ე. მინდელის ქ. N9) ჩატარდება.

გამოსაცდელები, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ვალდებულნი არიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2 აგვისტოს ჩათვლით წარადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად დაუბრუნდება, თუ რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე.

გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულაა 90. გამოცდის ხანგრძლივობა: მოსმენის, წერითი და კითხვის ნაწილები – 4სთ; ლაპარაკის ნაწილი კი – 15 წუთი.

დეტალური ინფორმაცია გამოცდაზე რეგისტრაციასთან და გადახდის შესაძლო საშუალებებთან დაკავშირებით მოგვიანებით გამოქვეყნდება.

⇒ 2023 წლიდან ცვლილება შევიდა „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ. იტალიური ენის ტესტური დავალებები შეიმუშავა იტალიური ენის სწავლების კოორდინატორმა ორგანიზაცია „მინერვამ“ და მემორანდუმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გადასცა. იტალიური ენის საგნობრივი გამოცდა წელს 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება – პროცესს ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები