10 ივნისი, სამშაბათი, 2025

ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ფა­სებ­ლად – საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლი ახა­ლი თა­ო­ბის თვა­ლით

spot_imgspot_img
საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ო­დი ჩვენ­თ­ვის, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, ის­ტო­რი­ის ის თა­ვია, რო­მელ­საც უფ­რო­სი თა­ო­ბა ზოგ­ჯერ ნოს­ტალ­გი­ით იხ­სე­ნებს მა­შინ,  რო­ცა რე­ა­ლო­ბა სხვაგ­ვარ სუ­რათს ხა­ტავს – ში­შით, მორ­ჩი­ლე­ბით, უსა­მარ­თ­ლო­ბი­თა და სი­ღა­რი­ბით აღ­ბეჭ­დილს.  ჩვე­ნი თა­ო­ბა ამ რე­ა­ლო­ბას უშუ­ა­ლოდ არ მოს­წ­რე­ბია, თუმ­ცა გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად მა­ინც ვგრძნობთ მის ზე­მოქ­მე­დე­ბას ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე, უფ­რო­სე­ბის მენ­ტა­ლი­ტეტ­ზე, ჩვენ მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ ვხე­დავთ სა­ჭი­რო­ე­ბას, ობი­ექ­ტუ­რად შე­ვის­წავ­ლოთ ეს პე­რი­ო­დი და გა­ვი­გოთ, რას ნიშ­ნავ­და ცხოვ­რე­ბა ისეთ სის­ტე­მა­ში, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობ­და.
ნაშ­რო­მის მი­ზა­ნია გან­ვი­ხი­ლოთ სა­მი ძი­რი­თა­დი კითხ­ვა: რო­გორ ზღუ­დავ­და საბ­ჭო­თა სის­ტე­მა ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში? რა ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ან­ტი­რე­ლი­გი­ურ­მა პო­ლი­ტი­კამ ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ზე? და რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და რე­ა­ლო­ბა „კე­თილ­დღე­ო­ბის“ იმ სუ­რათს, რო­მელ­ზეც ზოგ­ჯერ მო­ნატ­რე­ბით მოგ­ვითხ­რო­ბენ? წარ­სუ­ლის ობი­ექ­ტუ­რი შეც­ნო­ბა აუცი­ლე­ბე­ლია იმის­თ­ვის, რომ სა­თა­ნა­დოდ და­ვა­ფა­სოთ ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და არ გა­ვი­მე­ო­როთ ის­ტო­რი­უ­ლი შეც­დო­მე­ბი.

  სკო­ლა, რო­გორც იდე­ო­ლო­გი­უ­რი იარა­ღი

სკო­ლა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის სივ­რ­ცე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში უფ­რო იდე­ო­ლო­გი­ის გამ­ტარ რგო­ლად გა­და­იქ­ცა. უკ­ვე დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან ბავ­შ­ვე­ბი ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ პარ­ტი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში: ხდე­ბოდ­ნენ ოქ­ტომ­ბ­რე­ლე­ბი, პი­ო­ნე­რე­ბი და ბო­ლოს კომ­კავ­ში­რე­ლე­ბი, ატა­რებ­დ­ნენ ლე­ნი­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ან სამ­კერ­დე ნიშ­ნებს. სწავ­ლე­ბის თი­თო­ე­ულ სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლე­ებს პი­ო­ნერ­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად უზი­ა­რებ­დ­ნენ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლად შე­ფუ­თულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის აღ­ზე­ვე­ბას და და­სავ­ლე­თის კრი­ტი­კას ისა­ხავ­და მიზ­ნად. სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც იდე­ო­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, წარ­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ პარ­ტი­ის სა­დი­დე­ბელ სიტყ­ვებს, ლექ­სებ­სა და ქე­ბას.

ამ­გ­ვარ გა­რე­მო­ში ხში­რად იყო წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი ერ­თ­მა­ნე­თის დას­მე­ნა. მა­გა­ლი­თად შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ პი­ო­ნერ პრო­ნია კო­ლი­ბი­ნის მი­ერ დე­დის და­ბეზღე­ბა. პრო­ნი­ას დე­და სა­კოლ­მე­ურ­ნეო ყა­ნა­ში დაც­ვე­ნილ თავ­თა­ვებს აგ­რო­ვებ­და, რა­თა შვი­ლი და­ე­პუ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ შვილ­მა ის და­ას­მი­ნა. დე­და გა­და­ა­სახ­ლეს, პრო­ნია კო­ლი­ბი­ნი კი და­ა­ჯილ­დო­ვეს: და­სას­ვე­ნებ­ლად ყი­რიმ­ში, სა­ბავ­შ­ვო ბა­ნაკ „არ­ტეკ­ში“ გა­უშ­ვეს (რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის პი­რის­პირ, 2025). მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა არა­ერ­თია.

საბ­ჭო­თა სკო­ლა­ში არც სწავ­ლე­ბა იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი – ყვე­ლა­ფე­რი მიბ­მუ­ლი იყო იდე­ო­ლო­გი­ა­ზე. ის­ტო­რი­ა­ში მხო­ლოდ სსრკ-ის ძლი­ე­რე­ბა იყო აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი, სიღ­რ­მი­სე­უ­ლად ის­წავ­ლე­ბო­და რუ­სუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, მეც­ნი­ე­რე­ბაც ისე იყო გად­მო­ცე­მუ­ლი, რომ ხაზ­გას­მით გა­ნემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა კო­მუ­ნის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გია. რო­გორც მა­შინ­დე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის­თ­ვის მხო­ლოდ მცი­რე დრო იყო გან­საზღ­ვ­რუ­ლი, ხო­ლო შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ისე­თი მოკ­ლე და არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი გახ­ლ­დათ, რომ უფ­რო თხელ რვე­ულს წა­ა­გავ­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ის­ტო­რია იწყე­ბო­და ფრა­ზით: „ჩე­მი სამ­შობ­ლო – სსრ კავ­ში­რი“. ცალ­კე­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის, მათ შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ის­ტო­რია სა­ერ­თოდ არ შე­დი­ო­და ამ ნა­რა­ტივ­ში. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ არ­სე­ბუ­ლი და­ნაკ­ლი­სის შე­სავ­სე­ბად ხში­რად ოჯა­ხის ბიბ­ლი­ო­თე­კას მი­მარ­თავ­დ­ნენ და იქ არ­სე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბით ცდი­ლობ­დ­ნენ ეროვ­ნუ­ლი წარ­სუ­ლის გაც­ნო­ბას (საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რია, 2025).

ძა­ლი­ან მკაც­რი იყო დის­ციპ­ლი­ნაც. მა­გა­ლი­თად, მარ­ცხე­ნა ხე­ლით წე­რა აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო,  ცა­ცი­ებს ზე­წო­ლით აიძუ­ლებ­დ­ნენ მარ­ჯ­ვე­ნით წე­რა ეს­წავ­ლათ. ბურ­თუ­ლი­ა­ნი კალ­მე­ბი აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო კა­ლიგ­რა­ფი­ის „და­სა­ცა­ვად“. ტან­საც­მე­ლიც ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო ფე­რა­დი კა­ბე­ბი, ბან­ტე­ბი, მა­კი­ა­ჟი და გრძე­ლი თმა ბი­ჭე­ბის­თ­ვის. ასე­თი წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვა ხში­რად სა­ჯა­რო დამ­ცი­რე­ბით ან ფი­ზი­კუ­რი სას­ჯე­ლი­თაც სრულ­დე­ბო­და (Kvira.ge, 2021).

ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა, მოს­წავ­ლის ცე­მა, სიტყ­ვი­ე­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფა ან მი­სი მოქ­ცე­ვა ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხ­ში, საბ­ჭო­თა სკო­ლის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი, მაგ­რამ ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი აღ­ზ­რ­დის პრაქ­ტი­კა იყო. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა კი დის­ციპ­ლი­ნას ამ­ყა­რებ­და შიშ­ზე, მორ­ჩი­ლე­ბა­სა და ავ­ტო­რი­ტე­ტის ბრმა პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე.

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა საბ­ჭო­თა სკო­ლი­სა­გან. აქ აღარ არის ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა, სიტყ­ვი­ე­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფა და შიშ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნა. მოს­წავ­ლე­ებს უფ­ლე­ბა გვაქვს, გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი აზ­რი, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა და გან­ვ­ვი­თარ­დეთ უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­ში. დღე­ვან­დელ­მა ახალ­გაზ­რ­დებ­მა უნ­და და­ვა­ფა­სოთ ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მხარ­და­ჭე­რა­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას ეფუძ­ნე­ბა.

√  რე­ლი­გი­ის წარ­თ­მე­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა

რე­ლი­გია ჩემ­თ­ვის ასო­ცირ­დე­ბა პი­როვ­ნულ სიმ­შ­ვი­დეს­თან და თავ­შე­სა­ფარ­თან. სწო­რედ ამი­ტომ, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და იმის გა­გე­ბა, თუ რო­გორ გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად მოქ­მე­დებ­და საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი რწმე­ნა­ზე. იმ დროს ადა­მი­ანს არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა სა­ჯა­როდ ეცხოვ­რა თა­ვი­სი მრწამ­სით. ეკ­ლე­სი­ებ­ში შეს­ვ­ლა აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო, ტაძ­რე­ბი იკე­ტე­ბო­და, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი იდევ­ნე­ბოდ­ნენ. ბევ­რ­მა მათ­გან­მა თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად ანა­ფო­რა გა­ი­ხა­და და ე.წ. „გაკ­რე­ჭილ მღვდლად“ იქ­ცა.

ან­ტი­რე­ლი­გი­უ­რი პრო­პა­გან­და ვრცელ­დე­ბო­და გა­ზე­თებ­ში, თე­ატ­რ­ში, კი­ნო­ში. გაჩ­ნ­და ისე­თი გა­მო­ცე­მე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა „უღ­მერ­თო“, „ახალ­გაზ­რ­და ათე­ის­ტი“ და სხვ. თე­ატ­რებ­ში დგამ­დ­ნენ წარ­მოდ­გე­ნებს შო­ბი­სა და აღ­დ­გო­მის გა­სა­ქი­ლი­კებ­ლად. სა­ყუ­რადღე­ბოა ისიც, რომ საბ­ჭო­თა ფილ­მოგ­რა­ფია, ხში­რად, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს გა­შარ­ჟე­ბუ­ლად წარ­მო­ა­ჩენ­და (Myth Detector, 2024).

რწმე­ნი­სად­მი ამ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბას სულ სდევ­და თან, არამ­ხო­ლოდ პირ­ველ წლებ­ში, არა­მედ მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც. მაგ., 1961 წელს, მას შემ­დეგ, რაც იური გა­გა­რი­ნი პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­და, რო­მე­ლიც კოს­მოს­ში გაფ­რინ­და, ხრუშ­ჩოვ­მა ხაზ­გას­მით გა­ნაცხა­და, რომ „გა­გა­რინს იქ ღმერ­თი არ უნა­ხავს“ (Myth Detector, 2024).

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხალ­ხი არ ნებ­დე­ბო­და. ოჯა­ხებ­ში მა­ლავ­დ­ნენ ხა­ტებს, ლო­ცუ­ლობ­დ­ნენ ჩუ­მად, ღა­მით ტყე­ში ნათ­ლავ­დ­ნენ ბავ­შ­ვებს. მახ­სენ­დე­ბა ჩე­მი მე­გობ­რის ნა­ამ­ბო­ბიც, მი­სი ბა­ბუა სკო­ლა­ში და­სა­ჯეს იმი­ტომ, რომ აღ­დ­გო­მის დღე­სას­წა­უ­ლის გა­მო სკო­ლა­ში არ მი­ვი­და.

დღეს, რო­ცა თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია ეკ­ლე­სი­ა­ში წას­ვ­ლა, ლოც­ვა და ჩე­მი რწმე­ნის გა­მო­ხატ­ვა, ვხვდე­ბი, რომ ეს უფ­ლე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­პო­ვა­რია. წარ­სულ­ში ადა­მი­ა­ნებს ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ­თ­მევ­დ­ნენ და თა­ნაც იმ ერ­ში, რომ­ლის კულ­ტუ­რა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბას ეფუძ­ნე­ბო­და. ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე უარის თქმა და მი­სი დაკ­ნი­ნე­ბა მარ­ტო რწმე­ნა­ზე ძა­ლა­დო­ბა არ ყო­ფი­ლა, ეს ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი თვით­მ­ყო­ფა­დო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის დაკ­ნი­ნე­ბაც იყო.

ახ­ლა სხვა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ: ზოგ­ჯერ რწმე­ნა ფა­ნა­ტიზ­მ­ში გა­და­დის და ში­ნა­გან სიღ­რ­მეს კარ­გავს, ამ­დე­ნად ხდე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ყო­ფის მი­ზე­ზი. ამ პი­რო­ბებ­ში, ჩვე­ნი დრო­ის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა აღარ არის მხო­ლოდ რწმე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, არა­მედ მი­სი ღრმა გა­აზ­რე­ბა და სწო­რად გა­გე­ბა. მტე­რი დღეს არ კრძა­ლავს სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას, რო­გორც ეს ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში ხდე­ბო­და, მაგ­რამ მის და­მა­ხინ­ჯე­ბას ისევ წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებს.

რო­დე­საც ჩვე­ნი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა კარ­გავს სა­ხა­რე­ბი­სე­ულ ში­ნა­არსს: სიყ­ვა­რულს, თავ­მ­დაბ­ლო­ბა­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და მის ნაც­ვ­ლად აღიქ­მე­ბა, რო­გორც სხვა­თა გა­კიცხ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, იგი შე­იძ­ლე­ბა მე­ტად სა­ზი­ა­ნო გახ­დეს, ვიდ­რე რწმე­ნის აკ­რ­ძალ­ვა. ამი­ტომ აუცი­ლე­ბე­ლია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ლი­გი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა თა­ნაბ­რად ეფუძ­ნე­ბო­დეს ცოდ­ნა­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას.

√   საბ­ჭო­უ­რი ყო­ფის მი­თი და რე­ა­ლო­ბა

საბ­ჭო­თა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა თით­ქოს იყო თა­ნას­წო­რო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის მა­გა­ლი­თი, ასე გვიყ­ვე­ბი­ან ზოგ­ჯერ უფ­რო­სე­ბი. ლო­ზუნ­გე­ბი, რო­გო­რი­ცაა „ყვე­ლა­ფე­რი იყო უფა­სო“, „არა­ვის ში­ო­და“… დღემ­დე გვეს­მის, მაგ­რამ რო­ცა და­ვიწყე კვლე­ვა, გა­ვი­გე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ილუ­ზიაა, ნა­წი­ლი იმ პრო­პა­გან­დი­სა, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და ხალ­ხი ტყუ­ილ­ში ეცხოვ­რე­ბი­ნა.

სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში საბ­ჭო­თა ყო­ფის მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო დე­ფი­ცი­ტი. პრო­დუქ­ტებ­ზე რიგ­ში იდ­გ­ნენ სა­ა­თო­ბით, რიგ­ში კი ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევ­რი ენაც­ვ­ლე­ბო­და ერ­თ­მა­ნეთს. დე­ფი­ცი­ტი იქ­მ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ფერ­ზე: სურ­სათ­ზე, ჰი­გი­ე­ნურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, სხვა სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო საგ­ნებ­ზე.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ „1975 წელს საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხო­ლოდ 61% ფლობ­და ტე­ლე­ვი­ზორს, მა­ცი­ვარს – 45%, სა­რეცხ მან­ქა­ნას – 64%, მტვერ­სას­რუტს – 16%. სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, საბ­ჭო­თა სოფ­ლებ­ში კი ადა­მი­ა­ნე­ბი მოწყ­ვე­ტილ­ნი იყ­ვ­ნენ ყო­ველ­გ­ვარ ტექ­ნო­ლო­გი­ებს“ (On.ge, 2018).

მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა, ექიმ­თან მის­ვ­ლა – ყვე­ლა­ფე­რი ნაც­ნო­ბო­ბის გზით ხდე­ბო­და. ფორ­მა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი და რე­გის­ტ­რა­ცი­ის წე­სე­ბი, მაგ­რამ რე­ა­ლურ შე­დეგს ხში­რად სწო­რედ პი­რა­დი კონ­ტაქ­ტი წყვეტ­და. ბევ­რ­მა მითხ­რა, რომ სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, თუ ვინ­მეს არ იც­ნობ­დი იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მელ­შიც მუ­შა­ო­ბა გსურ­და. არა­ერ­თი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა და­საქ­მე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი იყო „რეკო­მენ­და­ცია“, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ნიშ­ნავ­და არა­ფორ­მა­ლურ მფარ­ვე­ლო­ბას ზემ­დ­გო­მის­გან.

იგი­ვე სუ­რა­თი იყო სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­შიც – ექიმ­თან მოხ­ვედ­რაც კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რი­გე­ბი და და­ბა­ლი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ისე იყო გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი, რომ ხში­რად მხო­ლოდ ნაც­ნო­ბი ექი­მის ან მი­სი ახ­ლობ­ლის მეშ­ვე­ო­ბით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო გა­მოკ­ვ­ლე­ვის ან მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლად მი­ღე­ბა. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რი იყო უთა­ნას­წო­რო­ბა პარ­ტი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­სა და უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვა­ო­და „შა­ვი ბა­ზა­რი“. მა­გა­ლი­თად, თუ სა­ჯა­როდ არ იყი­დე­ბო­და მე­დი­კა­მენ­ტი ან ტან­საც­მე­ლი, ხალ­ხი ეძებ­და ვინ­მეს, ვი­საც „შე­ეძ­ლო შოვ­ნა“ გა­რი­გე­ბით, სა­ჩუქ­რის მი­ტა­ნით ან გაც­ვ­ლით. ეს გზა კა­ნო­ნი­ე­რი არ იყო, მაგ­რამ ფარ­თოდ იყო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. „საბ­ჭო­თა სა­ხელ­მ­წი­ფო ამა­ზე თვალს ხუ­ჭავ­და, რად­გან კარ­გად აანა­ლი­ზებ­და, რომ ეს რე­სურ­სე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის მშვე­ნი­ე­რი ხერ­ხი იყო“ (Indigo, 2023). ფიქ­რო­ბენ, რომ სწო­რედ ამი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სიძ­ლი­ე­რე სხვა საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით. მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბობს მო­გო­ნე­ბა „სავ­სე მა­ცივ­რის შე­სა­ხებ“. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მსგავ­სი პრაქ­ტი­კა დიდ­წი­ლად სის­ტე­მის სუს­ტი მხა­რე­ე­ბის შე­დე­გი იყო და ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბო­და ნამ­დ­ვილ ეკო­ნო­მი­კურ სიძ­ლი­ე­რედ. და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი სიმ­ტ­კი­ცე ეფუძ­ნე­ბო­და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე მმარ­თ­ვე­ლო­ბას, თა­ნა­ბარ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას და კა­ნო­ნით გა­რან­ტი­რე­ბულ სო­ცი­ა­ლურ სერ­ვი­სებს. ამ­დე­ნა­დაც, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი  თვალ­საზ­რი­სი­თაც საგ­რ­ძ­ნო­ბი იყო.

ხში­რად მეს­მის უფ­რო­სე­ბის­გან სიტყ­ვე­ბი: „მა­შინ მე­ტი წეს­რი­გი იყო“, „ყვე­ლა­ფე­რი იაფი ღირ­და“, მაგ­რამ ახ­ლა ვხვდე­ბი, რომ ეს მხო­ლოდ იდე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბია, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის მი­თი­სა და რე­ა­ლო­ბის გა­მიჯ­ვ­ნას. რო­გორც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ამ „იაფის“ სა­ფა­სუ­რი ძა­ლი­ან მძი­მე იყო – თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ღირ­სე­ბა.

წარ­სუ­ლის შეს­წავ­ლის მი­ზა­ნი არ უნ­და იყოს მხო­ლოდ ის­ტო­რი­ის ცოდ­ნა, უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გაკ­ვე­თი­ლად ქცე­ვა.  დღეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, შეგ­ვეძ­ლოს ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად ფიქ­რი.

ის­ტო­რია გვას­წავ­ლის, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მეა.

სსიპ თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი: მი­ხე­ილ ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი (X კლა­სი); ნა­ნუ­კა გა­თე­ნაშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა წიკ­ლა­უ­რი (XI კლა­სი)

ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ირ­მა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ლი­ტე­რა­ტუ­რა

Indigo. (2023). საბ­ჭო­თა ქარ­თუ­ლი კო­რუფ­ცია.

https://indigo.com.ge/articles/sabchota-qartuli-korupcia

Kvira.ge. (2021). საბ­ჭო­თა სკო­ლე­ბის უც­ნა­უ­რი აკ­რ­ძალ­ვე­ბი და რე­ა­ლო­ბა. https://kvira.ge/677749

Myth Detector. (2024). კომ­კავ­ში­რუ­ლი აღ­დ­გო­მა — საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­და რე­ლი­გი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ.

https://mythdetector.­ge/ka/ko­msomo­luri-­aghdgoma-sabtchotha-propaganda-religiis-tsinaaghmdeg/

On.ge. (2018). ფაქ­ტე­ბი და ციფ­რე­ბი საბ­ჭო­თა ეკო­ნო­მი­კი­დან. https://on.ge/story/21846

რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის პი­რის­პირ (2025)

https://www.facebook.com/share/p/1BW1vQ7yQs/

საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რია (SOVLAB). (2025) —

https://www.facebook.com/reel/1604488090350470

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება