მარინე დეკანოიძე
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებელი
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მოთხოვნების გათვალისწინებით, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანია ციფრული წიგნიერება, რომლის ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. ციფრული წიგნიერება სასწავლო პროცესში საშუალებას იძლევა, გეოგრაფიას დავუკავშიროთ სხვა საგნები.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში, ამიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი საინფორმაციო-ტექნოლოგიური უნარ-ჩვევის ქონა მასწავლებლისათვის, რათა ხელი შევუწყოთ ეროვნული მიზნების განხორციელების ეფექტურობას სასწავლო პროცესში.
მინდა გავაცნო კოლეგებს სასწავლო პროცესში ციფრული წიგნიერების გამოყენების ჩემ მიერ შემუშავებული სტრატეგია. სტრატეგია კი იმაში მდგომარეობს, რომ ახალი მასალის ახსნისა და საკლასო სამუშაოს შესრულების დროს, კომპიუტერის გამოყენებით, მოსწავლეების მონაწილეობით, ვქმნი დავალებებს ციფრული რესურსის სახით, რომელსაც განსაკუთრებით ეფექტურად ვიყენებ მეშვიდე კლასში, გეოგრაფიული კოორდინატების შესწავლის დროს. დავალებების შერჩევისას ხშირად ვიყენებ დამხმარე მეთოდურ მასალებს მასწავლებლებისათვის (ჯეიმს ფ. სილვერი – გეოგრაფია, დამხმარე მეთოდური მასალა მასწავლებლებისათვის). ასეთი აქტივობის დროს, ყველა მოსწავლე მაქსიმალურადაა ჩართული სასწავლო პროცესში. მოსწავლეები თვითონ არიან ახალ-ახალი სიმულაციების შექმნის ინიციატორები, არიან მოტივირებულები, უფრო ეფექტურად ითვისებენ სასწავლო მასალას და, ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევასაც იძენენ.
ციფრული რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესს ძალზე ეფექტურს და საინტერესოს ხდის, ამიტომ ინტენსიურად უნდა იმუშაონ მასწავლებლებმა ციფრული რესურსის შექმნაზე, გაუზიარონ კოლეგებს გამოცდილება, მოაწყონ განხილვები, მოისმინონ ერთმანეთის აზრები, შეიმუშაონ ინოვაციური მეთოდები.
მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე დავალების ნიმუში:
დავალება №1. ჰორიზონტის მხარეების ლაბირინთის გავლა: მიჰყევით ისრებს და ყოველ მონაკვეთზე მიაწერეთ ის მხარე, საითკენაც მიდიხართ. გამოიყენეთ აბრევიატურები: N – ჩრდილოეთი; S – სამხრეთი; E – აღმოსავლეთი; W – დასავლეთი; NE – ჩრდილო-აღმოსავლეთი; SE – სამხრეთ-აღმოსავლეთი; SW – სამხრეთ-დასავლეთი; NW – ჩრდილო-დასავლეთი.
დავალება №2. გეოგრაფიული ობიექტების მხარეების განსაზღვრა კომპასით.
წარმოიდგინეთ, რომ დგახართ კომპასზე და განსაზღვრეთ, აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტების კოორდინატები.
დავალება №3. ლურჯი ტბის გარშემო გეოგრაფიული ობიექტების მხარეების დადგენა და მანძილის გაზომვა მასშტაბის საშუალებით.
მასშტაბი – 1:20.
გზატკეცილი –
გამოყენებული ლიტერატურა
ჯეიმს ფ. სილვერი – გეოგრაფია, მეთოდური მასალები მასწავლებლებისთვის.