2021 წლის 9 თებერვალს სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ (ხელმძღვანელი მაია არახამია), eTwinning -ის ჯგუფის ( ხელმძღვანელები: ლულა ხვიჩავა, ირინა სოსელია, მზია ქარდავა) და „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“- ის ეკო კლუბის (ხელმძღვანელი მზია ქარდავა) ერთობლივი ძალისხმევით ჩხორიის საჯარო სკოლაში ინტერნეტ უსაფრთხოების დღე აღინიშნა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ინტერნეტ უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობისა და „ციფრული წიგნიერების“ დონის ამაღლების ხელშეწყობა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პრეზენტაციები თემაზე: კიბერბულინგი, კიბერუსაფრთხოება, ივენთი Code Week 2021, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სხვადასხვა პროგრამების დახმარებით ( Canva.com, Word Art, Postermywall, Pixel Art და სხვ.), შექმნეს პოსტერები და ნახატები.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ელექტრონული სერთიფიკატები მიიღეს.
სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“.