24 ნოემბერი, კვირა, 2024

ინტერვიუ რესურსცენტრის უფროსთან

spot_img
რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ქე­დის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი დურ­მიშ­ხან შა­ვიშ­ვი­ლი.  რეს­პონ­დენ­ტი სა­უბ­რობს თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვებ­სა და პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­ზე, რამაც სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, მათ შო­რის სკო­ლე­ბი­საც. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, ქე­დის მი­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლებ­ში  წლე­ვან­დე­ლი სას­წავ­ლო წლის პირ­ველ­მა სე­მეს­ტ­რ­მა შე­და­რე­ბით მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა – 4 ოქ­ტომ­ბ­რის შემ­დეგ, რაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დას­წ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში გაგ­რ­ძელ­და, დის­ტან­ცი­ურ სწავლება­ზე არც ერ­თი სკო­ლა არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ.

🔗 სკო­ლა: 29 (ყვე­ლა სა­ჯა­რო); მოს­წავ­ლე: 2 400;  მას­წავ­ლე­ბე­ლი:600 (90% – უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი)

 რო­გორ აისა­ხა პან­დე­მია სკო­ლებ­ზე 

სკო­ლებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა და­ცუ­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. ამას ჩვენც ვა­კონ­ტ­რო­ლებთ, მაგ­რამ თვი­თონ სკო­ლე­ბიც კარ­გად იცა­ვენ დად­გე­ნილ წე­სებს. მოს­წავ­ლე­ე­ბი, მშობ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი — ყვე­ლა ერ­თა­დაა ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში და კო­ვი­დის მცი­რე, ერ­თე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, 4 ოქ­ტომ­ბ­რის შემ­დეგ, რაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გაგ­რ­ძელ­და, არც ერ­თი სკო­ლა არ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნია დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა­ზე, მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი კლა­სე­ბი გვყავ­და. ამ­ჟა­მად ამ რე­ჟიმ­ში მხო­ლოდ სა­მი კლა­სია.

სკო­ლე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლაფ­რით მო­მა­რა­გე­ბუ­ლი არი­ან, რაც სა­ჭი­როა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­სა­ცა­ვად — სა­დე­ზინ­ფექ­ციო სითხე­ე­ბი, დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი, პირ­ბა­დე­ე­ბი, თერ­მო­მეტ­რე­ბი, ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სხვა. ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან, გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს თვი­თო­ნაც ყი­დუ­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით. ასე რომ, ამ მხრივ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია.

ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა სრუ­ლი, 100%-იანი ვაქ­ცი­ნა­ცია გვაქვს, სა­ერ­თო ჯამ­ში კი, პე­და­გოგ­თა 90%-მდეა აც­რი­ლი. მშო­ბელს რომ აც­რის­კენ მო­უ­წო­დო, პე­და­გო­გიც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს.

ონ­ლა­ინ ­სის­ტე­მა იმ­დე­ნად კარ­გად აეწყო, პე­და­გო­გებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა არ გვქო­ნია და არც — მშობ­ლებ­თან. მას­წავ­ლებ­ლებს დახ­მა­რე­ბა უფ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ურ სა­კითხებ­ში სჭირ­დე­ბათ, რაც პან­დე­მი­ამ წარ­მოშ­ვა. მა­გა­ლი­თად, თიმ­ს­-თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, დი­რექ­ტო­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მათ­თან მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ერ­თად გავ­დი­ვართ კონ­სულ­ტა­ცი­ებს.

 ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა

ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ ნა­წილს რაც შე­ე­ხე­ბა, რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა სკო­ლა გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი და რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლია. 2016 წელს და­იწყო გე­გე­ლი­ძე­ე­ბის და ვა­ი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რაც წელს დას­წ­რულ­და.

2005 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თით­ქ­მის ყვე­ლა სკო­ლას ჩა­უ­ტარ­და ნა­წი­ლობ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ახ­ლა მე­ო­რე წრე­ზე ვიწყებთ იმა­ვეს, რად­გან მა­შინ არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბის რე­მონ­ტი. ახ­ლა კი ამის­თ­ვის ცალ­კე პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი კარ­გა­დაა და­გეგ­მი­ლი, აუდი­ტის სამ­სა­ხურს შეს­წავ­ლი­ლი აქვს სკოლების საჭიროებები. ამი­ტომ ზუს­ტად ვი­ცით, სად რა იგეგ­მე­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­მო­მავ­ლოდ გვინ­და, სო­ფელ მე­ძიბ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ხის შე­ნო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ნო­ბით შევ­ც­ვა­ლოთ… ბუ­ნებ­რი­ვია, ბო­ლო წლებ­ში რაც გა­რე­მონ­ტ­და, ყველ­გან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის მოთხოვ­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, ძენ­წ­მა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა მარ­თ­ლაც თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლით გა­კეთ­და. ასე­ვე ყველ­გან მო­წეს­რიგ­და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი და სა­დაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ფარ­თი გვაძ­ლევ­და, შე­ნო­ბის შიგ­ნით შე­ვი­ტა­ნეთ – სკოლების 90 პრო­ცენ­ტში ასეა. ჩვენ­თან არის ძი­რი­თა­დი სკო­ლე­ბი და მათ­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სა­ბა­ზო სკო­ლე­ბი – I-IV კლა­სე­ბი. წო­ნი­ა­რი­სის სკო­ლას 5 აქვს ასე­თი, მე­რისს – 6 და ა.შ. ძი­რი­თად სკო­ლებ­ში სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი ყველ­გან შე­ნო­ბა­შია, სა­ბა­ზო­ებ­შიც – უმე­ტე­სო­ბა­ში, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე­გა­ნაა გა­რეთ, თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გა­ნი კე­თილ­მოწყო­ბი­ლია.

 კად­რე­ბი

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს პროგ­რა­მით – „ას­წავ­ლე მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“ ფარ­გ­ლებ­ში, მხო­ლოდ 3 სკო­ლა­ში გვყავს მოწ­ვე­უ­ლი პე­და­გო­გი, სხვა შემ­თხ­ვე­ვებ­ში კი ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბი­თაა სკო­ლე­ბი და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი. ეს პროგ­რა­მა მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა დე­ფი­ცი­ტის შე­სავ­სე­ბად მოქ­მე­დებს და ჩვენც ამ პროგ­რა­მით მოვ­ლი­ნე­ბუ­ლი ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვყავს. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ღალ­მ­თი­ან ზო­ნა­ში ხში­რია კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე არც ერთი სკო­ლა არაა, სა­დაც პე­და­გო­გე­ბი გვაკ­ლ­დეს.

 ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი

ზოგ­ჯერ არის ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ, ძი­რი­თა­დად, მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. თუ ბავშვს ან პე­და­გოგს დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყოფს სპე­ცი­ა­ლური ფართით, რომ მი­ვი­დეს და იქი­დან ჩა­ერ­თოს. ცხა­დია, თა­ვი­დან გა­ცი­ლე­ბით მე­ტი პრობ­ლე­მა იყო, მაგ­რამ უკ­ვე ყვე­ლამ კარ­გად აით­ვი­სა ეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. თიმ­ს-იც ბევ­რად გვეხ­მა­რე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში. თან ტექ­ნო­ლო­გი­უ­რა­დაც და­იხ­ვე­წა, ახ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძ­ლავ­რის ინ­ტერ­ნე­ტი აღარ სჭირ­დე­ბა და უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია.

 პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა

ამ სა­კითხ­ზე სა­მი­ნის­ტ­როს ექ­ს­პერ­ტე­ბი მსჯე­ლო­ბენ. ჩე­მი აზ­რით კი, კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თუ და­ე­მა­ტე­ბი­ან, შე­იძ­ლე­ბა, უკე­თე­სი იყოს. თუმ­ცა დღეს არც ამის პრობ­ლე­მა აღარაა, რად­გან არ­სე­ბობს მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი, არის ონ­ლა­ინ ­ტ­რე­ნინ­გე­ბიც, რა­მაც შეც­ვა­ლა ეს რე­ა­ლო­ბა — მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ინ­ტერ­ნე­ტით მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი ტრე­ნინ­გი მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი­დან თუ შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან.

♦ ♦ ♦ 

რე­ა­ლუ­რად, ჩვენ წი­ნა­შე არ დგას გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მა. მცი­რე წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა ყო­ველ­თ­ვის წარ­მო­ი­შო­ბა, ეს ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, მაგ­რამ ქრო­ნი­კუ­ლი და მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბი არაა.

ესაუბრა ირაკლი თავაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები