26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

ინტერვიუ მაია ბაქრაძესთან „ქალები საკუთრების უფლებისთვის“

spot_img

კავშირი ფრეიას“ კამპანიისქალები საკუთრების უფლებისთვისფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციაფიფლინნიდ“-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისსამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაშიფარგლებში, მომზადდა ბლოგების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელიაკავშირი ფრეია“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

მაია ბაქრაძე პროფესიით იურისტია, აქვს მუშაობის 23 წლიანი სტაჟი.  აქედან 13 წელი  საადვოკატო, პედაგოგიურ  და არასამთავრობო სექტორში მუშაობას, ხოლო 10 წელი სამოსამართლო საქმიანობას დაუთმო. ძირითადი მიმართულებები – სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი, ბავშვთა და ქალთა უფლებები.

როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა ქონების გადანაწილების საკითხს მემკვიდრეობის მიღებისას ან ოჯახური დავის შემთხვევაში?

კანონმდებლობა მემკვიდრეებს სქესით არ განასხვავებს. სამკვიდრო აქტივის, ისევე როგორც პასივის განაწილებისას, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს  სქესის ნიშნით განსხვავებულ მიდგომებს. უფრო მეტიც, საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით აკრძალულია სქესის ნიშნით დისკრიმინაცია.

რა რეალობაა დღეს საქართველოში ქალთა საკუთრების უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით?

საკუთრების უფლების ჯეროვანი რეალიზების მცდელობისას ქალები მრავალ პრობლემას აწყდებიან. მათ არ აქვთ სათანადო ეკონომიკური თავისუფლება. საქართველოს სინამდვილეში, ქალებს მუდმივად აქვთ დაახლოებით 30-40 – % იანი სახელფასო სხვაობა კაცებთან,  ქალები ხშირად განიცდიან ეკონომიკური ძალადობას. კვლავ „მოქმედებს“ ქონების გადანაწილების სტერეოტიპული წესი, რომლის მიხედვითაც, ქმრებს, მამებს, ძმებს უპირატესობა ენიჭებათ ოჯახის ქალ წევრებთან შედარებით

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ქალები თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების მაჩვენებლით. როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს მონაცემთა დისბალანსს?

დისბალანსი სავარაუდოდ გამოწვეულია სხვადასხვა რეგიონში მაცხოვრებელი სოციალური ჯგუფების განსხვავებული ტრადიციებით, ცხოვრების წესით, რელიგიური ჩვეულებებით. შესაძლოა ამის მიზეზი იყოს ქალთა შრომითი მიგრაციაც.

ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, რა სახის წინააღმდეგობებს ხვდებიან ყველაზე ხშირად ქალები?

ზემოთ ჩამოთვლილი დამაბრკოლებელი ფაქტორების გათვალისწინებით, ქალებს არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა და წახალისება, რომ საკუთრებად დაირეგისტრირონ ქონება. პირველ წინააღმდეგობას ისინი ოჯახებში აწყდებიან (ხშირად ოჯახის წევრი სხვა ქალებისგანაც). დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ქალებს უჭირთ საჭიროების შემთხვევაში მიმართონ ოჯახის წევრ კაცებს საკუთრებაზე პრეტენზიით.

მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორიც. ხშირად ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ სარეგისტრაციო მოსაკრებლები, ქონებასთან ს  დაკავშირებული გადასახადები, არ არიან საკმარისად მიღებული ქონების მართვის სფეროში (ბიზნეს და მესაკუთრეთა გაერთიანებები, დეველოპერული ბიზნესი და სხვა)

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა არსებული პრობლემების მოგვარებაზე და როგორ წარმოგიდგენიათ პრობლემის გადაჭრის გზები? რამდენად ხედავთ საკანონმდებლო ცვლილების საჭიროებას?

მნიშვნელოვანია ქალების წახალისება და მხარდაჭერა. საჭიროა სკოლებსა თუ სხვა სასწავლო დაწესებულებებში დაინერგოს ბავშვთა მხარდამჭერი პროგრამები მუნიციპალურ თუ სახელმწიფო დონეზე; სარეგისტრაციო პოლიტიკაში შესაძლებელია დაინერგოს წამახალისებელი პრაქტიკა, მაგალითად ოჯახის ქონების მეუღლეთა ერთობლივ ქონებად რეგისტრაციის წახალისება.

აგრეთვე საჭიროა საჯარო მოხელეების გადამზადება ქალთა წახალისებისთვის საკუთრების უფლების რეალიზებისკენ. სამოქალაქო რეესტრისა და ნოტარიუსებისთვის სპეციალური სარეკომენდაციო პოლიტიკის განსაზღვრა, საქორწინო ხელშეკრულების მექანიზმის და ქალთა მემკვიდრეობის უფლების გააქტიურების წამახალისებელი კონსულტაციების გაწევის მიზნით, სასურველია გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ  ქალთა საკუთრების უფლების რეალიზების წამახალისებელი პოლიტიკაზე მეტი კონცენტრირება

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები