1 აპრილი, სამშაბათი, 2025

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი „პა­ტა­რა პრინ­ცის სამ­ყა­რო­ში“

spot_imgspot_img

პრო­ექ­ტი „პა­ტა­რა პრინ­ცის სამ­ყა­რო­ში“ შექ­მ­ნი­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, კრი­ტი­კუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. პრო­ექ­ტი აერ­თი­ა­ნებს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის, მუ­სი­კი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის საგ­ნებს, რაც მას სა­გან­თა­შო­რის სწავ­ლე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ მო­დე­ლად აქ­ცევს.

ამ სტა­ტი­ა­ში დე­ტა­ლუ­რად წარ­მო­გიდ­გენთ ჩვენს პრო­ექტს, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ, თქვენს სკო­ლა­ში მი­სი ანა­ლო­გის წარ­მა­ტე­ბით გა­ნ­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა: „პა­ტა­რა პრინ­ცის სამ­ყა­რო­ში“

პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი: სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დარ­ჩე­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-8ა კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მა­თი მშობ­ლე­ბი; მას­წავ­ლებ­ლე­ბი: იამ­ზე ბე­რაია, ვა­ლენ­ტი­ნა აბ­ხა­ზა­ვა, ირი­ნა კა­კა­ჩია, გურ­გენ ცა­ნა­ვა;

პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი: თა­მარ წურ­წუ­მია, ლე­ლა ცარ­ცი­ძე;

პრობ­ლე­მის ანა­ლი­ზი: ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­ში ვკითხუ­ლობთ, რომ სკო­ლამ უნ­და შეძ­ლოს:

♦ ეროვ­ნუ­ლი და ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შემ­ც­ნო­ბი, ეთ­ნი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის პა­ტი­ვის­მ­ცე­მე­ლი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და;

♦ ანა­ლი­ტი­კუ­რი და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი­თა და სის­ტე­მუ­რი აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი წიგ­ნი­ე­რი, პროგ­რე­სულ სი­ახ­ლე­თა მიმ­ღე­ბი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ იც­ნობს და აღი­ა­რებს სხვა­თა მიღ­წე­ვებს, არა­მედ თა­ვა­დაც ქმნის ახალ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, სუ­ლი­ერ თუ მა­ტე­რი­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა სას­კო­ლო სა­ფე­ხურ­ზე ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი უნარ-ჩვე­ვე­ბი­თა და სა­ჭი­რო ცოდ­ნით, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა იყოს რო­გორც ეროვ­ნუ­ლი, ასე­ვე გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე და ჰქონ­დეს კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი.

მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად აუცი­ლე­ბე­ლია, დავ­გეგ­მოთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა, რაც  მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნონ და გა­ნა­ვი­თა­რონ სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი, მოხ­დეს მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა. სა­მო­ქალ­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის საგ­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლე­ებს ხე­ლი შე­ვუწყოთ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში. მათ უჭირთ სა­გან­თა­შო­რი­სი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა, ამი­ტომ ერ­თი წიგ­ნის შეს­წავ­ლა, ორი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი საგ­ნის ჭრილ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მის­ცემთ.

პრო­ექ­ტის იდეა იძ­ლე­ვა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის საგ­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი:

♦ მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვი იგ­რ­ძ­ნონ ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო კულ­ტუ­რის ნა­წი­ლად და შე­მოქ­მე­დად;

♦ შეძ­ლონ ტო­ლე­რან­ტუ­ლი ქცე­ვის და­ნახ­ვა და გა­მოვ­ლე­ნა;

♦ იმ­ს­ჯე­ლონ მო­ქალა­ქის როლ­ზე და ამ კუთხით შე­ა­ფა­სონ პერ­სო­ნა­ჟე­ბი;

♦ გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ, და­ა­ფა­სონ და აღი­ა­რონ სხვა­დას­ხ­ვა მწერ­ლი­სა თუ შე­მოქ­მე­დის მიღ­წე­ვე­ბი. ამავ­დ­რო­უ­ლად, თა­ვა­დაც გახ­დ­ნენ შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი. შეძ­ლონ და ამო­იც­ნონ ლი­ტე­რა­ტუ­რის და­ფა­რუ­ლი სათ­ქ­მე­ლი;

♦ გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ რო­გორ გარ­და­იქ­მ­ნე­ბა ეს სათ­ქ­მე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გ­ში და იმ­ს­ჯე­ლონ გა­მო­ხატ­ვის ფორ­მებ­ზე.

შე­სა­ბა­მი­სო­ბა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან:

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა

მოქ.საბ.1. სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, ქცე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბა და კო­რექ­ტი­რე­ბა, ემო­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა (თვით­რეფ­ლექ­სია);

მოქ.საბ.2. სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფის (მა­გა­ლი­თად, სას­კო­ლო თე­მის) წევ­რად აღ­ქ­მა;

მოქ.საბ.4. დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბა.

მოქ.საბ.5. მოკ­ლე და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა; იდე­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნა და მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯე­ბის და­გეგ­მ­ვა;

მოქ.საბ.6. მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის შერ­ჩე­ვის­თ­ვის სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა;

მოქ.საბ.9. სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ქვეყ­ნის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის ამოც­ნო­ბა და სა­კუ­თა­რი ჩარ­თუ­ლო­ბით მათ გა­მოს­წო­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა; კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი გზე­ბით მოგ­ვა­რე­ბა;

ქარ­თუ­ლი

ქართ.საბ.1. ტექ­ს­ტ­ში მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამოც­ნო­ბა-გა­აზ­რე­ბა;

ქართ.საბ.2. ტექ­ს­ტის ცალ­კე­ულ ნა­წი­ლებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მი­მარ­თე­ბე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და სა­თა­ნა­დო დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა;

ქართ.საბ.3. ტექ­ს­ტის ჟან­რობ­რი­ვი და კომ­პო­ზი­ცი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის გა­აზ­რე­ბა მთლი­ა­ნი ტექ­ს­ტის ფარ­გ­ლებ­ში;

ქართ.საბ.4. ტექ­ს­ტის კრი­ტი­კუ­ლი გა­აზ­რე­ბა კონ­ტექ­ს­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ქართ.საბ.7. სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ტექ­ს­ტის შე­ფა­სე­ბა, ტექ­ს­ტის მი­მართ პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა და ახ­ს­ნა-და­სა­ბუ­თე­ბა;

ქართ.საბ.8. სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პი­სა და ჟან­რის ტექ­ს­ტე­ბის შედ­გე­ნა-გა­ზი­ა­რე­ბა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (ზე­პი­რი ან/და წე­რი­თი მეტყ­ვე­ლე­ბის დროს).

მუ­სი­კა

მუს.საბ.1. სხვა­დას­ხ­ვა რიტ­მუ­ლი, ინ­ტო­ნა­ცი­უ­რი ფორ­მუ­ლე­ბი­სა და სხვა მუ­სი­კა­ლუ­რი ელე­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ­პ­რო­ვი­ზა­ცი­ის დროს;

მუს.საბ.4. ნა­წარ­მო­ე­ბის მოს­მე­ნი­სას მუ­სი­კის გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ხერ­ხე­ბის ამოც­ნო­ბა და მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხის შექ­მ­ნა­ში მა­თი რო­ლის გან­საზღ­ვ­რა.

ხე­ლოვ­ნე­ბა

ს.გ.საბ.2. ნა­მუ­შევ­რის შექ­მ­ნი­სას თა­ვად და­სა­ხოს და გა­დაჭ­რას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ამო­ცა­ნა, მიზ­ნის შე­სა­ბა­მი­სად შე­არ­ჩი­ოს მხატ­ვ­რულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ხერ­ხე­ბი, მა­სა­ლა, ტექ­ნი­კა, მხატ­ვ­რუ­ლი სტი­ლი.

ისტ

ის­ტექნ.VI.1. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ციფ­რუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შერ­ჩე­ვა და გა­მო­ყე­ნე­ბა ციფ­რუ­ლი მა­სა­ლის შექ­მ­ნი­სას.

პრო­ექ­ტის ამო­ცა­ნე­ბი:

♦ მოს­წავ­ლე­ებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა;

♦ სა­გან­თა­შო­რი­სი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა;

♦ ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­გე­ბი­სას ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა;

♦ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა;

♦ წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა;

♦ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა;

♦ სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა (ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, ურ­თი­ერ­თ­მოს­მე­ნის…);

♦ მზრუნ­ვე­ლო­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბა;

♦ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბი იგ­რ­ძ­ნო­ბენ თავს ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო კულ­ტუ­რის ნა­წი­ლად და შე­მოქ­მე­დად;

♦ შეძ­ლე­ბენ ტო­ლე­რან­ტუ­ლი ქცე­ვის და­ნახ­ვას და გა­მოვ­ლე­ნას;

♦ შე­ა­ფა­სე­ბენ და აღი­ა­რე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა მწერ­ლი­სა თუ შე­მოქ­მე­დის მიღ­წე­ვებს;

♦ ამო­იც­ნო­ბენ ლი­ტე­რა­ტუ­რის და­ფა­რულ სათ­ქ­მელს და გა­ა­ა­ნა­ლი­ზე­ბენ, რო­გორ გარ­და­იქ­მ­ნე­ბა ის ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გ­ში;

♦ იმ­ს­ჯე­ლე­ბენ ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გ­ში გა­მო­ხატ­ვის ფორ­მებ­ზე და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად და­ა­ფიქ­სი­რე­ბენ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს;

♦ შექ­მ­ნი­ან ციფ­რულ პრო­დუქტს და მას მიზ­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ;

♦ თა­ვა­დაც შექ­მ­ნი­ან და წარ­მო­ად­გე­ნენ სპექ­ტაკლს.

მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფი: სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დარ­ჩე­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მშობ­ლე­ბი.

ამო­ცა­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

აქ­ტი­ვო­ბა 1

მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის პრო­ექ­ტის იდე­ის გაც­ნო­ბა და სა­მიზ­ნე ჯგუ­ფის შერ­ჩე­ვა. მშობ­ლე­ბი­სა­გან თან­ხ­მო­ბის ფორ­მე­ბის შევ­სე­ბა (20-25 სექ­ტემ­ბე­რი)

აქ­ტი­ვო­ბა 2

წიგ­ნის წა­კითხ­ვა (21-28 სექ­ტემ­ბე­რი)

(ან­ტუ­ან დე სენტ ეგ­ზი­უ­პე­რის „პა­ტა­რა პრინ­ცი“)

აქ­ტი­ვო­ბა 3

წიგ­ნის გარ­ჩე­ვა სხვა­დას­ხ­ვა სა­აზ­როვ­ნო სქე­მე­ბი­სა და დე­ბა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით (28-29 სექ­ტემ­ბე­რი)

აქ­ტი­ვო­ბა 4

ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის ნახ­ვა

(26-27 ოქ­ტომ­ბე­რი)

აქ­ტი­ვო­ბა 5

კითხ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა რე­ჟი­სორ­თან შე­სახ­ვედ­რად (25-30 სექ­ტემ­ბე­რი)

აქ­ტი­ვო­ბა 6

სე­ნა­კის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რ­ში სპექ­ტაკ­ლ­ზე დას­წ­რე­ბა (1 ოქ­ტომ­ბე­რი)

აქ­ტი­ვო­ბა 7

ინ­ტერ­ვიუ რე­ჟი­სორ­თან  (1 ოქ­ტომ­ბე­რი)

აქ­ტი­ვო­ბა 8

სპექ­ტაკ­ლი­სა და ინ­ტერ­ვი­უს რეფ­ლექ­სია (2-3 ოქ­ტომ­ბე­რი)

აქ­ტი­ვო­ბა 9

სპექ­ტაკ­ლის სცე­ნა­რის შექ­მ­ნა და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი (4 ოქ­ტომ­ბე­რი-15 დე­კემ­ბე­რი)

სცე­ნა­რი:

https://docs.google.com/document/d/1LCgGrKy0gFCTa37idym20ynv8OeiRiL2/edit?usp=sharing&ouid=111246630114474435100&rtpof=true&sd=true

აქ­ტი­ვო­ბა 10

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­სა და ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში (4 ნო­ემ­ბე­რი)

გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა:

https://docs.google.com/document/d/1bBvoRAV9Ph–0Juo0Bl8IF2epsk9SXXv/edit?usp=sharing&ouid=111246630114474435100&rtpof=true&sd=true

აქ­ტი­ვო­ბა 11

აფი­შა­ზე მუ­შა­ო­ბა. https://www.canva.com/ პროგ­რა­მის შეს­წავ­ლა. ეს­კი­ზე­ბის შექ­მ­ნა და მათ­გან სა­უ­კე­თე­სოს არ­ჩე­ვა (5-15 ნო­ემ­ბე­რი)

აქ­ტი­ვო­ბა 12

მო­საწ­ვე­ვე­ბის დამ­ზა­დე­ბა https://www.canva.com/ პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბით (15-22 ნო­ემ­ბე­რი)

აქ­ტი­ვო­ბა 13

დე­კო­რა­ცი­ე­ბის შერ­ჩე­ვა და დამ­ზა­დე­ბა (23 ნო­ემ­ბე­რი-5 დე­კემ­ბე­რი)

აქ­ტი­ვო­ბა 14

სპექ­ტაკ­ლის ჩა­ტა­რე­ბა (9-12დეკემბერი)

აქ­ტი­ვო­ბა 15

პრო­ექ­ტის შე­ჯა­მე­ბა ღია გაკ­ვე­თი­ლით (15-16 დე­კემ­ბე­რი)

პრო­ექ­ტის შე­ფა­სე­ბა: მოს­წავ­ლე­თა და მშო­ბელ­თა უკუ­კავ­ში­რი

♦ პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბა: რამ­დე­ნად სწო­რად და სრულ­ყო­ფი­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი;

♦ შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბა: მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის შე­და­რე­ბა პირ­ვე­ლად მიზ­ნებ­თან;

♦ ეფექ­ტუ­რო­ბა: რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იყო პრო­ექ­ტი და მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი;

პრო­ექ­ტის ან­გა­რი­ში:

https://docs.google.com/document/d/1mYayF0eTof2pvTJv30-Dgo9wnDPg0nD_/edit?usp=sharing&ouid=111246630114474435100&rtpof=true&sd=true

ლე­ლა ცარ­ცი­ძე

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. დარ­ჩე­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი 

თა­მარ წურ­წუ­მია

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. დარ­ჩე­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი
spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება