21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა

spot_img

რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა და არის თუ არა თა­ნაბ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ყვე­ლას­თ­ვის. ვინ არის სსსმ მოს­წავ­ლე, ანუ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის  მქო­ნე და ვინ – შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის, რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ამ ორ სტა­ტუსს შო­რის – სა­უბ­რო­ბენ ბაია კუბ­ლაშ­ვი­ლი, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი და ლი­კა ქურ­ცი­კი­ძე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ექ­ს­პერ­ტი.

ლი­კა ქურ­ცი­კი­ძე: სა­კითხი, რო­მელ­საც დღეს გვინ­და შე­ვე­ხოთ, შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ნაც­ნო­ბია, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ცაა. და­ვიწყოთ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ სიტყ­ვა „ინკლუ­ზია“ ჩარ­თუ­ლო­ბას ნიშ­ნავს, მაგ­რამ რას გუ­ლის­ხ­მობს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა უფ­რო ფარ­თო კონ­ტექ­ს­ტ­ში და რო­გორ გან­მარ­ტავს კა­ნო­ნი „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას?

ბაია კუბ­ლაშ­ვი­ლი: ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია, რად­გან, რო­დე­საც ვახ­სე­ნებთ ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას, უმე­ტეს­წი­ლად, ვსა­უბ­რობთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა­ზე და, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხსე­ნე­ბი­სას, სწო­რედ ეს ასო­ცი­ა­ცია ჩნდე­ბა. თუმ­ცა, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს არის უფ­რო ვიწ­რო კონ­ტექ­ს­ტი, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გა­გე­ბის. რე­ა­ლუ­რად, უფ­რო ფარ­თო გა­გე­ბით, რა­საც მოწ­მობს თუნ­დაც კა­ნონ­ში „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ არ­სე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის თა­ნაბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაა ყვე­ლას­თ­ვის.

ბავ­შ­ვე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ნიშ­ნით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, ინ­ტე­რე­სე­ბი. ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნე­ბი გან­ვ­ს­ხ­ვავ­დე­ბით ერ­თ­მა­ნე­თის­გან რე­ლი­გი­უ­რი აღ­მ­სა­რებ­ლო­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბით, ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბით და ა.შ. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ფარ­თო გა­გე­ბით, სწო­რედ ამ მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას და ნორ­მა­ლი­ზე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.  თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს უნ­და შევ­ხე­დოთ, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს და, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მა­თი რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ასე­ვე სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და, ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ტე­რე­სე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ფარ­თო გა­გე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა მოს­წავ­ლე­ზე და არა მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­ზე.

ლ.ქ.: ზუს­ტად ამ ნა­წი­ლი­დან მინ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლო. პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ამომ­წუ­რა­ვი გან­მარ­ტე­ბის­თ­ვის. მარ­თა­ლია, ფარ­თო გა­გე­ბით, ინ­კ­ლუ­ზია გუ­ლის­ხ­მობს ყვე­ლას, ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს, მაგ­რამ ასე­ვე ვახ­სე­ნეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბიც და ვფიქ­რობ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კი­დევ ერ­თხელ, შე­ვახ­სე­ნოთ მკითხ­ველს ვინ არის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე ან, უფ­რო სწო­რად, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს. ხში­რად არის ხოლ­მე სა­უ­ბა­რი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თუ მოს­წავ­ლეს რა­ი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ან სა­ჭი­რო­ე­ბა, ან დი­აგ­ნო­ზი არ აღე­ნიშ­ნე­ბა, ეს არ ნიშ­ნავს მა­ინც და მა­ინც სპე­ცი­ა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბას. მო­დი, გან­ვ­მარ­ტოთ, რა არის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა და ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს ამ სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი.

ბ.კ.: ლი­კა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შე­ნი კო­მენ­ტა­რი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც ჩვენ სპე­ცი­ა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბად მო­ვი­აზ­რებთ, 100%-ით არ ნიშ­ნავს ამ სა­ჭი­რო­ე­ბას და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ეს სიტყ­ვა – „შე­იძ­ლე­ბა“, ანუ ვის შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტა­ტუ­სი, ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. პირ­ველ რიგ­ში, აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს აქვთ სირ­თუ­ლე­ე­ბი სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ნა­ტო­ლებ­თან შე­და­რე­ბით, კლა­სის და ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მათ უჭირთ, მიჰყ­ვ­ნენ გან­საზღ­ვ­რულ პროგ­რა­მას და ჰქონ­დეთ შე­სა­ბა­მი­სი მიღ­წე­ვე­ბი თუ შე­დე­გე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რი­სა და დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ.

ჩვენ გვაქვს კა­ნო­ნი, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია სწო­რედ ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, თუ ვის შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მ­ანათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა. ამ ჩა­მო­ნათ­ვლის გაც­ნო­ბამ­დე, სწო­რედ ეს სიტყ­ვა – „შე­იძ­ლე­ბა“ – არის საკ­ვან­ძო იმი­ტომ, რომ ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, 100%-ით, არც ერ­თი არ ნიშ­ნავს სტა­ტუ­სის სა­ჭი­რო­ე­ბას.

ლ.ქ.: რამ­დე­ნი­მე რომ და­ვა­სა­ხე­ლოთ, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა მდგო­მა­რე­ო­ბებ­თან გვაქვს საქ­მე, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, შემ­დ­გომ იმის მი­ზე­ზი გახ­დეს, რომ მოს­წავ­ლეს სწავ­ლა­ში შე­ექ­მ­ნას სირ­თუ­ლე­ე­ბი. კი­დევ ერ­თხელ გან­ვუ­მარ­ტოთ პე­და­გო­გებს, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი მა­ინც და მა­ინც იმას არ გუ­ლის­ხ­მობს, რომ ბავშვს აუცი­ლებ­ლად სსსმ სტა­ტუ­სი ექ­ნე­ბა.

ბ.კ.: ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა გახ­ლავთ, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვა, სენ­სო­რუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა, სმე­ნას­თან და მხედ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ, გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს გუ­ლის­ხ­მობ­დეს, ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, გრძელ­ვა­დი­ან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ან თუნ­დაც მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვა. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღ­ვ­ნიშ­ნოთ სწავ­ლის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

ეს ის ძი­რი­თა­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­კ­ვე­უ­ლი რის­კ­ფაქ­ტო­რი, წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ შემ­დ­გომ უკ­ვე პირს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს. თუმ­ცა, რო­გორც თქვენ შე­ნიშ­ნეთ, არც ერ­თი ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, 100%-ით, სტა­ტუ­სის აუცი­ლებ­ლო­ბას არ ნიშ­ნავს. შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლეს ფი­ზი­კუ­რი დარ­ღ­ვე­ვა აქვს, მაგ­რამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აქვთ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სპორ­ტ­დარ­ბა­ზი, ნე­ბის­მი­ე­რი სას­წავ­ლო რე­სურ­სი, ყვე­ლა ფი­ზი­კუ­რი სივ­რ­ცე, დაწყე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კით, სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბით, საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ე­ბით, კა­ფე­ტე­რი­ით, ნე­ბის­მი­ე­რი სივ­რ­ცე იმ­დე­ნად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია, რომ ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე პირს, რო­მელ­საც მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვა აქვს და სხვა კუთხით პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა, არ ექ­მ­ნე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ არ გახ­დეს აუცი­ლე­ბე­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა იმი­ტომ, რომ სკო­ლა ისე­დაც სთა­ვა­ზობს მას­ზე მორ­გე­ბულ გა­რე­მოს და სწო­რედ ეს არის რე­ა­ლუ­რი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რომ სის­ტე­მა იყოს მხარ­დამ­ჭე­რი მოს­წავ­ლის­თ­ვის.

ლ.ქ.: ბაია, რად­გან ჩვენ ახ­ლა სტა­ტუს­ზე ვსა­უბ­რობთ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თა­ვა­დაც ხში­რად გქო­ნია პრაქ­ტი­კა­ში ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც გარ­კ­ვე­უ­ლი ბუნ­დო­ვა­ნე­ბაა, ვინ არის სსსმ მოს­წავ­ლე, ანუ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის და ვინ — შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რი. რა არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის, რა­ზე გა­ა­კე­თონ ფო­კუ­სი, რომ ამ ორ სტა­ტუსს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მკა­ფი­ოდ და­ი­ნა­ხონ?

ბ.კ.: ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია – რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე, ერ­თა­დერ­თი სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის მი­ღე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­დეს, ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა. თა­ვის მხრივ, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეს არის პი­რის მყა­რი, ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ან ფსი­ქი­კურ­თან, ან სენ­სო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მას ხელს უშ­ლის სრულ­ფა­სოვ­ნად, და­მო­უ­კი­დებ­ლად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლის სრუ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბა­ში და სა­ჭი­რო­ებს გარ­კ­ვე­ულ მხარ­და­ჭე­რას სხვა ადა­მი­ა­ნის მხრი­დან, თუნ­დაც გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში.

ლ.ქ.: ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ალ­ბათ, აქაც ხა­ზი გა­ვუს­ვათ, რომ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რის გან­მარ­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მთე­ლი აქ­ცენ­ტი გა­დატანილია არა მა­ინც და მა­ინც დი­აგ­ნოზ­ზე, არა­მედ იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად შეს­წევს პირს, კონ­კ­რე­ტულ ადა­მი­ანს, იმის უნა­რი, რომ თა­ვი­სი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლად, ყო­ველ­დღი­უ­რად.

ბ.კ.: ბუ­ნებ­რი­ვია, არც ერ­თი დი­აგ­ნო­ზი არ გუ­ლის­ხ­მობს გარ­კ­ვე­ულ მიღ­წე­ვებს ან სა­ჭი­რო­ე­ბებს, რად­გან ერ­თი დი­აგ­ნო­ზის ორი ერ­თ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის პოვ­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ­დე­ნად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი არ­სე­ბობს რო­გორც გარ­კ­ვე­უ­ლი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს, ასე­ვე ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ადა­მი­ა­ნებს შო­რი­საც.

ლ.ქ.: ახ­ლა მინ­და, ჩვე­ნი სა­უბ­რის ფო­კუ­სი ოდ­ნავ შევ­ც­ვა­ლოთ და უფ­რო პრო­ცეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გავ­ხა­დოთ. ჩვენ გან­ვ­მარ­ტეთ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ასე­ვე სტა­ტუს­ზეც ვი­სა­უბ­რეთ… ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ჩარ­თუ­ლო­ბა, ხომ ასეა?! რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ხში­რად ვამ­ბობთ, რომ აქ არ არის მთა­ვა­რი მხო­ლოდ ის, რომ ბავ­შ­ვი ჩა­რიცხუ­ლია ამა თუ იმ კლას­ში, რომ მის­თ­ვის საკ­ლა­სო ოთა­ხის ან სკო­ლის კა­რი ღიაა. გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, არის თუ არა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე ყო­ველ­დღი­უ­რი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მუდ­მი­ვი მო­ნა­წი­ლე, ასე­ვე, იმ ფორ­მა­ლურ და არა­ფორ­მა­ლუ­რ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში ხდე­ბა…

ახ­ლა კი მინ­და შენ­თან გად­მო­ვი­დე კითხ­ვით, რო­მე­ლიც ეხე­ბა მშობ­ლე­ბი­სა და ოჯა­ხე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას. პირ­ველ რიგ­ში, რა­ტომ არის ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პე­და­გო­გე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. ეს ძა­ლი­ან ხში­რად გვეს­მის ყველ­გან, ყვე­ლა გზამ­კ­ვ­ლევ­ში ვკითხუ­ლობთ, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ – რა­ტომ, რა არის ასე­თი გა­დამ­წყ­ვე­ტი, რაც აუცი­ლე­ბელს ხდის იმას, რომ მშობ­ლე­ბი და შე­საძ­ლოა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბიც და პე­და­გო­გე­ბი ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დ­ნენ. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც რომ გაგ­ვი­ზი­ა­რო ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით და შე­ნი ხედ­ვა.

ბ.კ.: რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხს შე­ე­ხე. პირ­ველ რიგ­ში, ჩარ­თუ­ლო­ბა რომ ეფექ­ტი­ა­ნი და რე­ა­ლუ­რი იყოს და ინ­კ­ლუ­ზი­ურ­მა გა­ნათ­ლე­ბამ თა­ვი­სი სარ­გე­ბე­ლი გა­მო­ი­ღოს, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს სჯე­რო­დეს იმის, რომ ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია გა­ნი­ცა­დოს წინ­ს­ვ­ლა, პროგ­რე­სი, და­ი­ნა­ხოს მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ხე­ლი შეუწყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით, არსებული პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მშობ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, ნე­ბის­მი­ერ კონ­ტექ­ს­ტ­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. და­ვიწყოთ იმით, რომ, რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ზე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, არ­სე­ბობ­დეს ამ მოს­წავ­ლის ირ­გ­ვ­ლივ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში აერ­თი­ა­ნებს რო­გორც მშო­ბელს, ასე­ვე სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა იმ წევრს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ამ მოს­წავ­ლეს­თა­ნაა ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ჯერ მარ­ტო, თუნ­დაც, ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხა­რე და დო­კუ­მენ­ტის დო­ნე­ზე არ­სე­ბო­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა ამ მხა­რე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის.

ლ.ქ.: რო­გორ უნ­და მოხ­დეს ისე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე არ დარ­ჩეს, ალ­ბათ, ჩვე­ნი სა­უბ­რის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტიც ეს არის.

ბ.კ.: რო­დე­საც ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მხა­რე­ებ­მა გაც­ვა­ლონ პო­ზი­ცი­ე­ბი. მშო­ბე­ლი შვილს ყო­ველ­თ­ვის, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში ხე­დავს. შე­სა­ბა­მი­სად, იქ­ნე­ბა ეს მშო­ბე­ლი, მე­ურ­ვე, კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ამას არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მთა­ვა­რია მან  სკო­ლას გა­უ­ზი­ა­როს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, თუ რი­სი სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს ბავშვს, რა არის მის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იმი­სათ­ვის, რომ ის­წავ­ლოს, რო­გორ გა­და­ად­გილ­დეს ქუ­ჩა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად, სახ­ლი­დან მა­ღა­ზი­ა­ში ჩა­ვი­დეს, სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი შე­ი­ძი­ნოს, სკვერ­ში გა­ი­სე­ირ­ნოს თუ მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­გეგ­მოს კი­ნო­ში ვი­ზი­ტი, პი­რო­ბი­თად… ამი­ტომ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბელ­მა, ამ კუთხით, მშო­ბელს მო­უს­მი­ნოს, რომ მი­სი ნე­ბის­მი­ე­რი, სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მი­ზა­ნი იყოს ფუნ­ქ­ცი­უ­რი არა მხო­ლოდ საგ­ნის კონ­ტექ­ს­ტ­თან, არა­მედ – მთლი­ა­ნად ჰო­ლის­ტურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მი­მარ­თუ­ლი.

მე­ო­რე მხრივ, ბუ­ნებ­რი­ვია, მშო­ბელ­მაც უნ­და მო­ის­მი­ნოს მას­წავ­ლებ­ლის პრი­ო­რი­ტე­ტი. ჩვენ, მშობ­ლებს, არ გვაქვს ყვე­ლა სა­გან­ში ისე­თი კომ­პე­ტენ­ცია, რომ  მკა­ფი­ოდ გვქონ­დეს გან­საზღ­ვ­რუ­ლი, რა­ზე შე­იძ­ლე­ბა ვი­მუ­შა­ოთ შვი­ლებ­თან…

ლ.ქ.: რა ცოდ­ნის გა­და­ცე­მაა ღი­რე­ბუ­ლი…

ბ.კ.: …საგ­ნის კონ­ტექ­ს­ტ­ში, დი­ახ, ზუს­ტად ამას ვგუ­ლის­ხ­მობ. მშო­ბელ­მა უნ­და მო­უს­მი­ნოს მას­წავ­ლე­ბელს, რად­გან კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის ფარ­გ­ლებ­ში, მან უკეთ იცის რა არის მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვა, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს კონ­კ­რე­ტულ პე­რი­ოდ­ში პრი­ო­რი­ტე­ტი, რა­ზეც მოს­წავ­ლეს­თან უნ­და იმუ­შა­ოს და ამა­ზე შე­ჯერ­დ­ნენ. სა­უ­ბა­რია და­გეგ­მ­ვის პრო­ცეს­ზე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას. მე­ო­რე მხრივ, ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის­კენ სვლი­სას, მშობ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ძა­ლის­ხ­მე­ვის წი­ლი თა­ნა­ბა­რი უნ­და იყოს, რომ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მშო­ბელ­მა და, რაც მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვ­მა შეძ­ლოს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბა და ისევ და ისევ, სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბა. ამი­ტომ, იმ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა­ში მხარ­და­ჭე­რა და სახ­ლ­ში შეს­რუ­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე უკუ­კავ­ში­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. შე­საძ­ლე­ბე­ლია ბავშვს, სკო­ლა­ში, პი­რო­ბი­თად, უჭირ­დეს გა­დათ­ვ­ლა, მაგ­რამ სახ­ლ­ში, სა­დი­ლო­ბი­სას, ძა­ლი­ან კარ­გად თვლი­დეს, ვთქვათ, თეფ­შე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რამ­დე­ნი ოჯა­ხის წევ­რის­თ­ვის უნ­და მო­ამ­ზა­დოს. ამი­ტომ, ამ გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, რომ მოს­წავ­ლე პრაქ­ტი­კულ კომ­პო­ნენ­ტ­ზე ახ­დენს ცოდ­ნის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას, თუმ­ცა ციფ­რებ­თან მი­მარ­თე­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი უჭირს, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ციაა, რომ ამ პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით და­გეგ­მოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სწო­რედ ეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა.

ლ.ქ.: გა­მო­დის, რომ მშობ­ლე­ბის და პე­და­გო­გე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას სხვა­დას­ხ­ვამ­ხ­რი­ვი ეფექ­ტი აქვს, და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა პე­და­გო­გის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რად­გან მას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია აქვს მოს­წავ­ლე­ზე…

ბ.კ.: ასე­ვე მუდ­მი­ვი უკუ­კავ­ში­რი მოს­წავ­ლის მი­ერ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე…

ლ.ქ.: ეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა, ასე­ვე, მშო­ბელ­სა და შვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, რად­გან მშო­ბე­ლი უფ­რო მკა­ფი­ოდ ხე­დავს იმას, თუ რა მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უნ­და იმუ­შა­ოს; და მე­სა­მე, რა თქმა უნ­და, ამ ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ცენ­ტ­რა­ლუ­რი ფი­გუ­რა თა­ვად მოს­წავ­ლეა და თუ ეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მიღ­წე­ვე­ბის პრო­ცე­სიც უფ­რო სწრა­ფი და შე­დე­გი­ა­ნია.

და­ბო­ლოს, ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სარ­გე­ბე­ლიც აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რო­მე­ლიც ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას მო­აქვს. ჩვენ ბევრს ვკითხუ­ლობთ და ვინ­ტე­რეს­დე­ბით, თუ რა არის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სარ­გე­ბე­ლი, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის აქ­ცენ­ტი გა­დაგ­ვაქვს სხვა რა­მე­ზე, მა­გა­ლი­თად, იმა­ზე, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბი­ან, მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბი უფ­რო მე­ტად ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, რო­დე­საც ინ­კ­ლუ­ზი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც ჩვენ თავს და­ფა­სე­ბუ­ლად, ღირ­სე­უ­ლად ვგრძნობთ (ეს­ ყ­ვე­ლას გვე­ხე­ბა), სწო­რედ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს შე­დე­გია და ძა­ლი­ან გრძელ­ვა­დი­ა­ნი პერ­ს­პექ­ტი­ვით რომ შევ­ხე­დოთ, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა ახ­ლა, სა­მო­მავ­ლოდ, უფ­რო ჰუ­მა­ნურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს გვაძ­ლევს და ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ტო­ლე­რან­ტულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას…

ბ.კ.: ემ­პა­თი­ის გრძნო­ბით სავ­სეს… სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სარ­გე­ბე­ლი მჭიდ­რო კავ­შირ­შია იმ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მი­ზან­თან, რაც 12-წლი­ან სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცესს აქვს, იმი­ტომ, რომ რე­ა­ლუ­რად უწყობს ხელს ისე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფორ­მი­რე­ბას, რომ­ლე­ბიც შემ­დ­გომ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, უკე­თე­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მ­ნა­ზე იქნებიან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ლ.ქ.: დი­დი მად­ლო­ბა. მარ­თა­ლია, ჩვენ ბევ­რ­ჯერ გვი­სა­უბ­რია ამ სა­კითხებ­ზე, მაგ­რამ მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სო იყო კი­დევ ერ­თხელ გან­ხილ­ვა და და­ფიქ­რე­ბა იმა­ზე, თუ რა­ტომ არის ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბა – ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა – ჩვენ­თ­ვის მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები