3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

იმ­დე­ნად მძაფ­რია გან­ც­და იმი­სა, რომ შენ მათ სჭირ­დე­ბი, არ ფიქ­რობ უკან და­ხე­ვას

spot_img

ქე­თე­ვან ლი­ქო­კე­ლი

ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. აკა­ურ­თის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მე ვარ ქე­თე­ვან ლი­ქო­კე­ლი, ჩემს სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხევ­სუ­რი. ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბის წი­აღ­ში გა­ვი­ზარ­დე. მჯე­რა უფ­ლის ძა­ლის და რწმე­ნით ვაღ­წევ ყვე­ლა­ფერს, რა­საც გუ­ლით მო­ვინ­დო­მებ, მაქვს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის მი­მართ. უზო­მოდ მიყ­ვარს ჩე­მი საქ­მე. გუ­ლი მწყდე­ბა, რომ დღეს წიგ­ნე­ბის წა­სა­კითხად ვე­ღარ ვიც­ლი, მხო­ლოდ ვყი­დუ­ლობ და ვე­ლო­დე­ბი არ­და­დე­გებს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და, რო­გორც კი დროს გა­მოვ­ნა­ხავ, „ჩა­მო­ვუქ­რო­ლებ“ ხოლ­მე ჩე­მი ქვეყ­ნის კუთხე-კუნ­ჭუ­ლებს. ჩე­მი ჰო­ბი, გან­ტ­ვირ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა, დე­კო­რა­ტი­უ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბაა.

ვა­მა­ყობ – იმით, რაც ჩე­მი შრო­მით მაქვს. გავ­ზარ­დე ორი ვაჟ­კა­ცი, ავა­შე­ნე ორი სახ­ლი, დავ­რ­გე და გა­ვა­ხა­რე 60-მდე ნერ­გი. მსი­ა­მოვ­ნებს – რო­ცა გავ­ცემ, ვეხ­მა­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს. ამის გა­მო ხში­რად მეს­მის ახ­ლობ­ლე­ბის­გან: „შენ ვე­რა ხარ, ხო იცი!“ არ იცი­ან, რომ ამ დროს ყვე­ლა­ზე კარ­გად ვარ. ვუფ­რ­თხილ­დე­ბი – ურ­თი­ერ­თო­ბებს და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. მე­ში­ნო­და იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბა ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს რა­ი­მე და­მარ­თო­დათ. ბო­ლოს ეს მოხ­და და მოხ­და სრუ­ლი­ად უეც­რად, სულ მოკ­ლე ხან­ში, სა­მი უძ­ვირ­ფა­სე­სი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე… ჯერ გულს ვე­რა­ფერს ვშვე­ლი, ხში­რად ტკი­ვი­ლი, სევ­და მძლავ­რობს… ვი­ცი, არ მაქვს უფ­ლე­ბა, ამი­ტომ ვცდი­ლობ, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყო; ვხა­რობ გა­თე­ნე­ბუ­ლი დღით, ვცხოვ­რობ მო­მავ­ლის იმე­დით!

2013 წლი­დან, მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით, ჩა­ვერ­თე „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მა­ში“ და მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სოფ. აკა­ურ­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლად.

მა­ნამ­დე მას­წავ­ლებ­ლო­ბის 24-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და, გა­მარ­ჯ­ვე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად. 1990 წლი­დან დღემ­დე, ვმუ­შა­ობ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან. მშობ­ლი­უ­რი სკო­ლა ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბის დაძ­ლე­ვი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვილ­მა და­მათ­მო­ბი­ნა. ძა­ლი­ან მინ­დო­და, გავ­ც­ნო­ბო­დი ახალ კულ­ტუ­რას და წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს.

თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, ამ­დე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის პატ­რონს რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და შემ­ხ­ვედ­რო­და მუ­შა­ო­ბა­სა და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას­თან თა­ნაცხოვ­რე­ბის პრო­ცეს­ში. ნამ­დ­ვი­ლად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და… სრუ­ლი­ად უცხო, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­რე­მო… მო­ვემ­ზა­დე­ბო­დი, დავ­გეგ­მავ­დი, შე­ვი­დო­დი გაკ­ვე­თილ­ზე, მაგ­რამ შე­დეგ­ზე ვერ გავ­დი­ო­დი, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვე­ლო­დე­ბო­დი პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის დამ­თავ­რე­ბას, რომ უკან დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი… თუმ­ცა, აგერ უკ­ვე 10 წე­ლია, აქ ვარ. იმ­დე­ნად მძაფ­რია გან­ც­და იმი­სა, რომ შენ მათ სჭირ­დე­ბი, არ ფიქ­რობ უკან და­ხე­ვას, მი­დი­ხარ წინ და გე­მა­ტე­ბა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. უკ­ვე ათი წე­ლია, 7 სა­ათ­ზე გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან და, რამ­დე­ნი­მე ტრან­ს­პორ­ტის გა­მოც­ვ­ლით, მი­ვემ­გ­ზავ­რე­ბი ჩემს პა­ტა­რა, სიყ­ვა­რუ­ლით გამ­თ­ბარ სკო­ლა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 3 სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში ვარ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი (I-IV დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი, ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა V-XII კლა­სე­ბი, ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა I-XII კლა­სე­ბი), დამ­ჭირ­და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვის და­ხარ­ჯ­ვა, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ვეს­წ­რე­ბო­დი მე­ო­რე ენის მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ყვე­ლა ტრე­ნინგს, დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას კი ჩემს კო­ლე­გებს ვუ­ზი­ა­რებ­დი, ვეს­წ­რე­ბო­დი და ვის­წ­რებ­დი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე.

სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­თა სხვა­დას­ხ­ვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ის­წავ­ლონ არა მარ­ტო სა­ხელ­მ­წი­ფო ენა, არა­მედ უკეთ გა­იც­ნონ ქვეყ­ნის ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა, ასე­ვე გა­აც­ნონ ერ­თ­მა­ნეთს თა­ვი­ან­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი.

ჩე­მი, რო­გორც ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლის მი­ზა­ნია, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გან­ც­და. ვცდი­ლობ, შე­ვაყ­ვა­რო ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლის პრო­ცე­სი და სამ­შობ­ლო­სა და მი­სი კულ­ტუ­რის მი­მართ ჰქონ­დეთ პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

თა­ნა­მედ­რო­ვე ეტაპ­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცოდ­ნი­სა და მოხ­მა­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის და­უფ­ლე­ბა. ამი­ტომ ვსწავ­ლობ­დი და ვას­წავ­ლი­დი ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. სწო­რედ ამ მიზ­ნით, ქარ­თუ­ლი ენის კლუბს და­ე­მა­ტა გა­და­ცე­მა „აკა­ურ­თის მაც­ნე“, რო­მე­ლიც თვე­ში ერ­თხელ აშუ­ქებ­და ჩვე­ნი სკო­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს, მიღ­წე­ვებს. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კლუ­ბის წევ­რებ­მა 12 გა­და­ცე­მა მო­ამ­ზა­დეს და გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სკო­ლის ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე: ქარ­თუ­ლი ენის კლუ­ბი „შე­ი­ცან თა­ვი შე­ნი“. თი­თო­ე­ულ­მა მოს­წავ­ლემ სა­კუ­თა­რი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პორ­ტ­ფო­ლიო შექ­მ­ნა და ჩა­ა­ლა­გა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სე­ბი.

„ადა­მი­ა­ნი ჰგავს იმ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც მი­სი სამ­შობ­ლო ჰქვია“ (ოთარ ჭი­ლა­ძე). ამ ადა­მი­ა­ნებს კი ვქმნით ჩვენ – მშობ­ლე­ბი, პე­და­გო­გე­ბი და გა­რე­მო. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს ჩე­მი მი­სია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბა. ჩვენ უნ­და გავ­დოთ ხი­დი თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს შო­რის. ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა წი­ნაპ­რე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ და­სახ­ლ­დ­ნენ საქა­რ­თ­ვე­ლო­ში, თავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რე­ბად უნ­და გრძნობ­დ­ნენ. ამი­სათ­ვის კი მთა­ვა­რი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნაა. ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მათ ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სა და ტრა­დი­ცი­ას ვაც­ნობ, ვაწ­ვ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ ქვეყ­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ძა­ლი­ან მწირ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ.

მას­წავ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ პრო­ფე­სია არ არის, ის გა­ცი­ლე­ბით მეტ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, პირ­ველ რიგ­ში, უდი­დეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გვა­კის­რებს, რად­გან საქ­მე გვაქვს ბავ­შ­ვებ­თან, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ აქვთ სას­წავ­ლი და შე­საც­ნო­ბი. ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ეს პე­რი­ო­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს, მას­წავ­ლე­ბელს ამ გზა­ზე შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს.

„არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მა“ და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით, მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბამ ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი ითა­მა­შა ჩემს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ვიც­ნობ ამ­დენ პრო­ფე­სი­ო­ნალ­სა და თა­ვის საქ­მე­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს. მათ­თან მუ­შა­ო­ბით, ურ­თი­ერ­თო­ბით ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, და ვხვდე­ბი, კი­დევ ბევ­რი მაქვს სას­წავ­ლი.

10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლა­ში ბევ­რი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტი და ღო­ნის­ძი­ე­ბა გვქონ­და: სის­ტე­მა­ტუ­რად ვა­ხორ­ცი­ე­ლებ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს, ღო­ნის­ძი­ე­ბებს, აქ­ტი­ვო­ბებს, დავ­დი­ვართ ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე.

მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ სკო­ლის ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ვა­ტა­რებ ვე­ბი­ნა­რებს სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კას. ად­გი­ლობ­რივ პე­და­გო­გებს ვუ­ტა­რებ­დი ქარ­თუ­ლი ენის შემ­ს­წავ­ლელ კურსს, ხო­ლო მა­ძი­ებ­ლებს, რო­გორც ტუ­ტო­რი, ვეხ­მა­რე­ბო­დი თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სის გავ­ლა­ში,  რაც მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რა.

ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბის გარ­და, აუცი­ლე­ბე­ლია, შემ­ს­წავ­ლე­ლებს გა­ვაც­ნოთ და გა­ვა­თა­ვი­სე­ბი­ნოთ იმ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა, ყო­ფა, რო­მელ­საც თა­ვა­დაც წარ­მო­ად­გე­ნენ.  ინ­ტეგ­რა­ცია აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის­თ­ვის. არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში სწავ­ლე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა კლას­გა­რე­შე პრო­ექ­ტით, კულ­ტუ­რულ-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ხელს ვუწყობთ ამ პრო­ცე­სებს, მათ და­ახ­ლო­ე­ბას და ინ­ტეგ­რი­რე­ბას სა­ხელ­მ­წი­ფო­ში.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ჩვენს სკო­ლას კლუ­ბურ­მა მუ­შა­ო­ბამ მო­უ­ტა­ნა. კლუ­ბი „იმე­დი“, რო­მე­ლიც შე­იქ­მ­ნა ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის აკა­ურ­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, 2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, დღემ­დე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და დიდ როლს ას­რუ­ლებს სკო­ლი­სა და მოს­წავ­ლე­თა წარ­მა­ტე­ბა­ში. კლუბს სა­ხე­ლი „იმე­დი“ მოს­წავ­ლე­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ვურ­ჩი­ეთ. კლუ­ბის შექ­მ­ნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, მოს­წავ­ლე­ებს შე­ეს­წავ­ლათ ქარ­თუ­ლი ენა, აემაღ­ლე­ბი­ნათ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე; წარ­მოგ­ვე­ჩი­ნა აქ­ტი­უ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი და მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი; დაგ­ვეძ­ლია კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბა, სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და ხე­ლი შეგ­ვეწყო მა­თი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან.

კლუბ­მა და­სა­ხულ მიზ­ნებს მი­აღ­წია და 2021 წელს შევ­ც­ვა­ლეთ კლუ­ბის სა­ხელ­წო­დე­ბა, ლო­გო და, ახა­ლი სლო­გა­ნით, ახა­ლი მიზ­ნე­ბი და­ვი­სა­ხეთ. ამ­ჟა­მად სოფ აკა­ურ­თის სა­ჯა­რო სკო­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბის სა­ხელ­წო­დე­ბაა „შე­ი­ცან თა­ვი შე­ნი“. ეს არის სკო­ლის ბა­ზა­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. კლუბს აქვს წეს­დე­ბა, ლო­გო, სლო­გა­ნი: „ყმაწ­ვი­ლი უნ­და სწავ­ლობ­დეს საც­ნობ­ლად თა­ვი­სა­დაო, ვინ არის, სი­დამ მო­სუ­ლა, სად არის, წა­ვა სა­დაო“; ფორ­მა – თეთ­რი მა­ი­სუ­რე­ბი წარ­წე­რით, გვერ­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში – ქარ­თუ­ლი ენის კლუ­ბი „შე­ი­ცან თა­ვი შე­ნი“  და „აკა­ურ­თის სა­ჯა­რო სკო­ლა“.

კლუბს ჰყავს კუ­რა­ტო­რი და ლი­დე­რი მოს­წავ­ლე, ჩი­ნა­რა ნა­ბი­ე­ვა, რო­მე­ლიც არ­ჩე­უ­ლია მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით (ერ­თი წლის ვა­დით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს კლუ­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას) და დამ­ხ­მა­რე  მშო­ბელ­თა ჯგუ­ფი (სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, ეხ­მა­რე­ბა ლი­დერ მოს­წავ­ლე­სა და კუ­რა­ტორ მას­წავ­ლე­ბელს საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბის წარ­მარ­თ­ვა­ში).

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბის მი­ზა­ნია ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია; მოს­წავ­ლე­ებ­ში წიგ­ნი­ე­რე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაზ­რ­და და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის დახ­ვე­წა; მშობ­ლი­ურ, ქარ­თულ და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ზი­ა­რე­ბა; აქ­ტი­უ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; სა­ლო­ნუ­რი ტი­პის სა­ღა­მო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა; მწერ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა, დის­კუ­სია; სხვა­დას­ხ­ვა კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა; საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ქარ­თუ­ლი ენის კლუ­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი:

  1. სსე­მას (სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მას­წავ­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის) მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ქსე­ლუ­რი პრო­ექ­ტი „ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი ჩე­მი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა“, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის 100 წლის­თავს მი­ეძღ­ვ­ნა. პრო­ექ­ტ­ში 70-მდე ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მრა­ვალ სკო­ლას შო­რის, ხუ­თე­ულ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დით და ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გუნ­დი გავ­ხ­დით.

პრო­ექ­ტის მიმდინარეობისას, მოს­წავ­ლე­ებ­მა უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლეს, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბი, სა­სა­უბ­რო ლექ­სი­კა, სულ სხვა კუთხი­თა და ინ­ტე­რე­სით გა­ი­აზ­რეს მხატ­ვ­რო­ბა, მუ­სი­კა, ლი­ტე­რა­ტუ­რა და, რაც მთა­ვა­რია, ბევ­რი რამ ის­წავ­ლეს თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი­სა და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

  1. აკა­ურ­თის სა­ჯა­რო სკო­ლამ, 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, სი­ქა-ს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი მცი­რე გრან­ტის კონ­კურ­ს­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მო­ი­პო­ვა გრან­ტი პრო­ექ­ტის „ტუ­რიზ­მი ჩემს სო­ფელ­ში“ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

ჩვე­ნი პრო­ექ­ტი „ტუ­რიზ­მი ჩემს სო­ფელ­ში“ ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო აღ­მოჩ­ნ­და წარ­მოდ­გე­ნილ პრო­ექ­ტებს შო­რის და ჩვე­ნი სკო­ლა კომ­პი­უ­ტე­რით და­ჯილ­დოვ­და, ხო­ლო მო­ნა­წი­ლე­ებს სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი გად­მოგ­ვ­ცეს.

ჩვე­ნი სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ პრო­ექ­ტებ­სა თუ კონ­კურ­სებ­ში.

3. კონ­კურ­ს­ში „ჩე­მი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რო­ლი“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ვი­მუ­შა­ვეთ თე­ატ­რა­ლურ კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე „გა­და­არ­ჩი­ნე ბუ­ნე­ბა, გა­და­არ­ჩი­ნე სი­ცოცხ­ლე“. სამ­წუ­ხა­როდ, გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­თა შო­რის ვერ მოვ­ხ­ვ­დით. თუმ­ცა, სპექ­ტაკ­ლ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ბევ­რი რამ ის­წავ­ლეს და იხა­ლი­სეს.

4. გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძის და­ბა­დე­ბი­დან 130 წლის იუბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით „ჩე­მი გა­ლაკ­ტი­ო­ნი“, წარ­ვად­გი­ნეთ სას­კო­ლო კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ჩი­ნა­რა ნა­ბი­ე­ვას ნა­მუ­შე­ვა­რი, რომელმაც ასა­ხე­ლა ჩვე­ნი სკო­ლა ჩი­ნა­რა ნა­ბი­ე­ვამ და ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გახ­და. და­სა­ჩუქ­რ­და 250-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რით

5. დი­დი მონ­დო­მე­ბით ჩა­ვერ­თეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვი­რე­ულ­ში „ჩე­მი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი აფხა­ზე­თი“. კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, წა­ვი­კითხეთ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, გა­ვე­ცა­ნით ინ­ფორ­მა­ცი­ას და შევ­ქ­მე­ნით სა­კონ­კურ­სო ანი­მა­ცია, დავ­წე­რეთ ესე, მო­ვაწყ­ვეთ ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა, და­ვამ­ზა­დეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რა.

ჟი­უ­რიმ შე­ა­ფა­სა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი და უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭა ანი­მა­ცი­ას (ავ­ტო­რე­ბი: ჩი­ნა­რა ნა­ბი­ე­ვა და არ­ზუ ხა­ლი­ლო­ვა), რო­მე­ლიც, სხვა ნა­მუ­შევ­რებ­თან შე­და­რე­ბით, უკეთ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და პრო­ექ­ტის ში­ნა­არსს. შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყო ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და იდე­აც ორი­გი­ნა­ლუ­რად იყო მო­წო­დე­ბუ­ლი.

  1. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით მწე­რალ­თა სახ­ლის პრო­ექ­ტ­ში „ბავ­შ­ვე­ბი ურ­ჩე­ვენ ბავ­შ­ვებს“. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო, მო­ზარ­დებს თვი­თონ შე­ერ­ჩი­ათ და ერ­ჩი­ათ თა­ნა­ტო­ლე­ბის­თ­ვის, რა წიგ­ნე­ბი წა­ი­კითხონ ზაფხულ­ში.

ამა­ვე დროს, ვი­მუ­შა­ვეთ დღი­უ­რებ­ზე, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­მა წა­კითხუ­ლი წიგ­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გად­მოს­ცეს. პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ VIII-IX კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი.

პრო­ექ­ტის პირ­ველ ეტაპ­ზე, ჩავ­წე­რეთ მოკ­ლე ვი­დეო, სა­დაც რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევ­დით ერთ კონ­კ­რე­ტულ წიგნს და მოკ­ლედ ვა­სა­ბუ­თებ­დით მო­საზ­რე­ბას, რა­ტომ უნ­და წა­ე­კითხათ თა­ნა­ტო­ლებს ეს წიგ­ნი.

სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში პოს­ტე­რით წარ­მო­ვად­გი­ნეთ ამ პრო­ექ­ტის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ა­მა­ყო იყო ჩვე­ნი უნი­ჭი­ე­რე­სი მოს­წავ­ლის ჩი­ნა­რა ნა­ბი­ე­ვას ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ა­და­სა და კონ­კურს „დიდ­გო­რელ­ში“ გა­მარ­ჯ­ვე­ბა.

 

ასე­ვე სა­ა­მა­ყოა, რომ 2021 წლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის, „ეტა­ლო­ნის“, ჩემ­პი­ო­ნატ­ში ბოლ­ნი­სის ეტა­ლო­ნი მოს­წავ­ლე გახ­და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი არ­ზუ ხა­ლი­ლო­ვა.

 

გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, ქველ­მოქ­მე­დე­ბის მიზ­ნით, ვეს­ტუმ­რეთ ბოლ­ნი­სის მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახლს, რითაც გა­ვა­ხა­რეთ ბენეფიციარები და ჩვენც ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით მა­თი სი­ხა­რუ­ლით.

წელს ჩვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ბა­ტო­ნი ნო­ფალ ალი­ე­ვის ხელ­შეწყო­ბით, კლუბს გად­მო­ე­ცა ოთა­ხი, სა­დაც უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა: კლუ­ბის წევ­რ­თა შეხ­ვედ­რე­ბი – სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის (ლაშ­ქ­რო­ბა, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო, ექ­ს­კურ­სია) და­გეგ­მ­ვა; მშობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა და ინ­ფორ­მი­რე­ბა-და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გაც­ნო­ბა; იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სა და გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძის და­ბა­დე­ბის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი; სკო­ლის აქ­ტი­ურ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ჩა­ა­ტა­რეს ვე­ბი­ნა­რი: რო­გორ მო­ვამ­ზა­დოთ პრე­ზენ­ტა­ცია ელექ­ტ­რო­ნუ­ლად, ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის დახ­მა­რე­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბი­სა, კლუ­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის მან­ძილ­ზე, შეგ­ვ­ხ­ვ­და დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი მშობ­ლე­ბის მხრი­დან, რად­გან შვი­ლებს, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის თუ თემ­ში არ­სე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ზე­ზით, არ აძ­ლევ­დ­ნენ კლუ­ბის წევ­რე­ბის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ შეხ­ვედ­რებ­ზე მოს­ვ­ლი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად, მშო­ბელ­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბის მიზ­ნით, გავ­ზარ­დეთ მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა კლუ­ბის აქ­ტი­ვო­ბებ­ში; სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, კლუ­ბის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბით, ვაწყობთ მშობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რას. რამ­დე­ნი­მე პრე­ზენ­ტა­ცი­ით ვაც­ნობთ კლუ­ბის წეს­დე­ბას, მი­ზანს, და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებს და კლუბ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის წე­სებს. ვცდი­ლობთ, ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა სკო­ლის დი­რექ­ცი­ის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მშო­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. დღეს კლუ­ბის ყვე­ლა წევ­რი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თა­ნაბ­რად ერ­თ­ვე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. მშობ­ლე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან შვი­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბით, სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბით და ყო­ველ­მ­ხ­რივ გვერ­დ­ში გვიდ­გა­ნან მა­წავ­ლებ­ლებ­სა და სკო­ლას.

მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ქმნის მო­მა­ვალს, ხვა­ლინ­დელ დღეს. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მოს­წავ­ლემ, რო­მელ­საც ჩვენ დღეს ვაძ­ლევთ ცოდ­ნას, ვძენთ უნა­რებს, რომ­ლე­ბიც ხვალ, 10 წლის შემ­დეგ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს, ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, იფიქ­როს და იზ­რუ­ნოს იმა­ზე, რამ­დე­ნად გა­მო­ად­გე­ბა მო­მა­ვალ­ში ახალ­გაზ­რ­დას სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის ჩვენ მი­ერ გა­და­ცე­მუ­ლი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი.

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ დღეს აკა­ურ­თე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად (ამ­ჯე­რად მხო­ლოდ რჩე­ვე­ბით ვეხ­მა­რე­ბი) აორ­გა­ნი­ზე­ბენ შეხ­ვედ­რებს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­სა თუ კონ­კურ­ს­ში; გო­გო­ნე­ბი, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, თბი­ლის­ში ეუფ­ლე­ბი­ან ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და ფო­ტოგ­რა­ფის პრო­ფე­სი­ას, გეგ­მა­ვენ და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

ასე­თი შე­დე­გის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა სკო­ლას ჰყავს ისე­თი ერ­თ­გუ­ლი, თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და მზრუნ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რი, რო­გო­რიც ბა­ტო­ნი ნო­ფალ ალი­ე­ვია; მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნა­ვენ შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე და გვერ­დ­ში უდ­გა­ნან სკო­ლას; მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იშუ­რე­ბენ ძა­ლის­ხ­მე­ვას, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის თა­ო­ბა აღ­ვ­ზარ­დოთ და, რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლე­ვენ. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ მათ­განს გა­წე­უ­ლი შრო­მის­თ­ვის, საქ­მის ერ­თ­გუ­ლე­ბის­თ­ვის.

უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია ვარ კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი. პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში კლა­სის დამ­რი­გებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაა. ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა ნამ­დ­ვი­ლად ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია კლა­სის დამ­რი­გებ­ლო­ბის გა­რე­შე.

მინ­და მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო თქვე­ნი გა­ზე­თის მი­მარ­თაც. დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მას­წავ­ლებ­ლის როლ­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა და ზრუნ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და თქვენ სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­გაქვთ ამ ღი­რე­ბულ საქ­მე­ში.

ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში მაქვს იმე­დი, რომ დი­რექ­ცი­ის თა­ნად­გო­მით, მშობ­ლებ­თან და კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე წე­ლი უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩემ­თ­ვის, ჩე­მი წარ­მა­ტე­ბა კი ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სკო­ლის წარ­მა­ტე­ბა­ცაა.

რამ­დენ­ჯერ­მე მთხო­ვა ჩვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, გა­ნაცხა­დი გა­მე­კე­თე­ბი­ნა სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მაც და­მი­რე­კა, რა თქმა უნ­და, უარი ვუთხა­რი, რად­გან ვთვლი, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის, ჩე­მი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის, მშობ­ლე­ბის, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლია ჩემ­თ­ვის სტა­ტუ­სიც, ნო­ბე­ლის პრე­მი­აც და უფ­რო მე­ტიც. მე რაც მინ­და, და რაც მა­ბედ­ნი­ე­რებს, უკ­ვე მაქვს, ეს ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლია. ამა­ზე მე­ტი არც არას­დ­როს მი­ნატ­რია.

მას­წავ­ლებ­ლო­ბა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. სა­ო­ცა­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბაა, რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბის ან­თე­ბულ თვა­ლებ­ში სიყ­ვა­რულს, პა­ტი­ვის­ცე­მას, მად­ლი­ე­რე­ბას ხე­დავ.

პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ათ­მაგ­დე­ბა, რო­ცა მოს­წავ­ლე შენ­ში საყ­რ­დენ­სა და სა­ი­მე­დო ადა­მი­ანს ხე­დავს. რო­ცა იგი არა მხო­ლოდ საგ­ნის, არა­მედ ცხოვ­რე­ბის მას­წავ­ლებ­ლა­დაც გთვლის.

ამო­ნა­რი­დი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ სი­ურ­პ­რი­ზად მოძღ­ვ­ნი­ლი გა­და­ცე­მი­დან:

„ჩვე­ნი იმე­დით სავ­სე ქე­თი­ნო მას­წავ­ლე­ბე­ლი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლი­თი და მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნი გახ­და. მი­ხა­რია, რომ ჩე­მი მას­წავ­ლე­ბე­ლი და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. მის­თ­ვის ყვე­ლა მოს­წავ­ლე პი­როვ­ნე­ბაა. მი­სი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი­თა და სა­ხა­ლი­სო და­ვა­ლე­ბე­ბით. ყო­ველ­თ­ვის ცდი­ლობს, რომ ბევრ პრო­ექ­ტ­ში, კონ­კურ­ს­ში ჩა­ერ­თოს აკა­ურ­თის სა­ჯა­რო სკო­ლა. ამი­ტომ, დღე და ღა­მე და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ობს. მი­სი მი­ზა­ნია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო და სა­ხელ­მ­წი­ფო ენა შე­აყ­ვა­როს ბავ­შ­ვებს, გო­გო­ებს და­ეხ­მა­როს სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, გა­აც­ნოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია, ყო­ველ­მ­ხ­რი­ვად გა­ნა­ვი­თა­როს მოს­წავ­ლე­ე­ბი. სკო­ლის წარ­მა­ტე­ბე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნოს და სა­ჯა­როდ გა­აც­ნოს სხვებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს მოს­წავ­ლე­ებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა.

მის მი­ერ და­გეგ­მი­ლი სკო­ლის ექ­ს­კურ­სი­ე­ბით იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა და მო­ტი­ვა­ცია. კლას­გა­რე­შე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი: კლუ­ბებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა წრე­ში მუ­შა­ო­ბა, „ქარ­თუ­ლი ენის მოყ­ვა­რულ­თა ჯგუ­ფის“ შეხ­ვედ­რე­ბი დაგ­ვეხ­მა­რა ქარ­თუ­ლი ენი­სა და, ზო­გა­დად, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გაზ­რ­და­ში. სა­ბედ­ნი­ე­რო, სა­სი­ხა­რუ­ლო, სა­სი­ა­მოვ­ნო და სი­ა­მა­ყეა, რომ დღეს ქე­თი­ნო მას­წავ­ლებ­ლის უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი — ქარ­თუ­ლი ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია — მიღ­წე­უ­ლია. ჩვენ, მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად ვსა­უბ­რობთ ქარ­თუ­ლად, უზო­მოდ გვიყ­ვარს სა­ქარ­თ­ვე­ლო, ვი­ცით ჩვე­ნი მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლი­სა და სამ­შობ­ლოს ის­ტო­რია…

და რაც მთა­ვა­რია, ქე­თი­ნო მას­წავ­ლე­ბელ­მა გვას­წავ­ლა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ადა­მი­ა­ნუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი: მე­გობ­რო­ბა, ერ­თ­გუ­ლე­ბა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ტო­ლე­რან­ტო­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, „ოქ­როს წე­სე­ბი“: „ცოდ­ნა გვა­თა­ვი­სუფ­ლებს“, „მო­ე­ქე­ცი სხვას ისე, რო­გორც გინ­და, რომ მო­გექ­ც­ნენ შენ“… და დღეს ის ჩვე­ნი სკო­ლის ლა­მა­ზი, თბი­ლი, ძვირ­ფა­სი, გულ­კე­თი­ლი, გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი პე­და­გო­გი, სა­ნი­მუ­შო და მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნია.“

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები