Huawei-ს ფლაგმანურმა საგანმანათლებლო პროგრამამ Seeds for the Future წელს პირველად უმასპინძლა საქართველოს წარმომადგენლებს.
ჩინეთში, დუნგუანსა და შენჟენში, გამართულ ბანაკ-სტაჟირებაში მონაწილეობდნენ 14 ქვეყნის ახალგაზრდები, მათ შორის საქართველოდან შერჩეული 10 სტუდენტიდან 4 იყო ილიაუნის სტუდენტი.
პროგრამის მონაწილეები:
⇒ გაეცნენ Huawei-ს, როგორც ერთ-ერთ მოწინავე ტექნოლოგიურ ბრენდს, მის ინოვაციურ პროდუქტებსა და უსაფრთხოების სისტემებს;
⇒ დაათვალიერეს Huawei-სა და პარტნიორი კომპანიების ქარხნები;
⇒ მიიღეს ინფორმაცია კომპანიის ბიზნესმოდელებისა და განვითარების სტრატეგიების შესახებ;
⇒ ეწვივნენ ჩინეთის გამორჩეულ ქალაქებსა და ღირსშესანიშნაობებს.
ილიაუნი აგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორის კომპანიებთან, რათა სტუდენტებს შესთავაზოს ახალი საგანმანათლებლო და კარიერული შესაძლებლობები.