22 დეკემბერი, კვირა, 2024

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების კოალიციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

spot_img

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების კოალიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ და განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს განათლების კოალიციის მიერ ორგანიზებული პროექტის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მხარდაჭერასა და ორგანიზაციების თანამშრომლობას კონკურსის წარმართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფის საკითხებში. ღონისძიებათა ფარგლებში თანამშრომლობა მიზნად ისახავს განათლების სისტემაში ჩართულ პირთა დაფასებას, მათი დამსახურების აღიარებას, სფეროს პოპულარიზაციასა და მეტი პროფესიონალის მოზიდვას.

√ √ √ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის ინიციატივით 2017 წელს დაწესდა და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები