21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ილიას კვირეული

spot_img

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი შე­მეც­ნე­ბი­თი კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, სსიპ ქ. თბი­ლი­სის №213 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა, რომ­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა  სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კა­თედ­რის წევ­რე­ბი, კლა­სის დამ­რი­გებ­ლე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ნა­წილ­და:

მე­ხუ­თე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ბი­ოგ­რა­ფია და გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბი მო­ამ­ზა­დეს;

მე­ექ­ვ­სეკლა­სე­ლებ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლა მო­ი­ძი­ეს ილი­ას შე­სა­ხებ, და­ა­მუ­შა­ვეს და სლა­იდ­შოუ შექ­მ­ნეს; ამა­ვე კლას­მა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნაც მო­აწყო;

მეშვიდე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს მწერ­ლის ცხოვ­რე­ბა-მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ;

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა, კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში გა­მარ­თულ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რულ­მა სა­ღა­მომ, ილია  შუბ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი და შე­მოქ­მე­დი მერ­ვე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვ­ნენ; კი­დევ ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა მი­უძღ­ვ­ნა მწე­რალს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუბ­მა მაქ­სი­მუ­მი  მო­ეწყო სას­წავ­ლო ექ­ს­კურ­სია მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში, რო­მე­ლიც კვი­რე­უ­ლის ერ­თ­გ­ვა­რი შჯა­მე­ბაც გახ­ლ­დათ.

ანა ობო­ლა­ძე, 213 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: 21-ე სა­უ­კუ­ნის სკო­ლის­თ­ვი­საც ისე­თი­ვე სა­ჭი­როა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ფუნ­და­მენ­ტუ­რი და ტი­ტა­ნუ­რი აზ­რე­ბი, რო­გორც მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში. უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც მძაფ­რა­დაა ჩვენ წი­ნა­შე,  ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კა­პი­ტა­ლი­თა და სტრა­ტე­გი­ე­ბით უნ­და და­ვა­მარ­ცხოთ. გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს ჩე­მი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე მად­გე­ბა დი­დი ილი­ას პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, მო­საზ­რე­ბე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და მზა რე­ცეპ­ტე­ბია ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის. რო­ცა სკო­ლამ გა­დაწყ­ვი­ტა ილი­ას კვი­რე­უ­ლის გა­მარ­თ­ვა, ჩემ­გან სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღეს მას­წავ­ლებ­ლებ­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა. სხვაგ­ვა­რად არც შე­იძ­ლე­ბო­და. და­ვა­მა­ტებ იმას, რომ მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად ვახ­სე­ნებ ილი­ა­სე­ულ სიტყ­ვებს: ვინც თვი­თონ მო­ი­პო­ვებს სა­ხელს, იგი ბევ­რით წინ არის იმა­ზე, ვი­საც სა­ხე­ლი მა­მა-პა­პა­თა­გან რჩე­ნია და რგე­ბია.

მა­ნა­ნა ბე­გა­ძე, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი: ილია გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქეც იყო და ერთ-ერ­თი გამკვლევი  გზისა, რო­მელ­ზე სი­ა­რუ­ლიც წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნია. ამ უდი­დეს შე­მოქ­მედ­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ზე ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად ვე­სა­უბ­რე­ბი. ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ არ დარ­ჩე­ნი­ლა სფე­რო, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­შიც ილი­ას უდი­დე­სი წვლი­ლი არ ჰქონ­დეს შე­ტა­ნი­ლი. რო­ცა მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ავიყ­ვა­ნეთ, იქ დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რეთ, თუ რამ­დე­ნი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გა­და­ლა­ხა ილი­ამ იმის­თ­ვის, რომ სტაგ­ნა­ცი­ა­ში ჩა­ძი­რუ­ლი ერი გა­მო­ეფხიზ­ლე­ბი­ნა.

გი­ორ­გი ჯაგური, მე-5 კლა­სის მოს­წავ­ლე: ჩვენ­მა კლას­მა სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და­ვა­ლე­ბა მი­ვი­ღეთ  უნ­და მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა სცე­ნა­რი ილი­ას ბი­ოგ­რა­ფი­ი­სა და სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბის მი­ხედ­ვით. ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ, ვიშ­რო­მეთ, რამ­დე­ნი­მე რე­პე­ტი­ცი­აც გა­ვი­ა­რეთ და ღო­ნის­ძი­ე­ბაც გავ­მარ­თეთ, სრუ­ლად ჩვე­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვით. ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა ის, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა შეც­დო­მებ­ზე კი არ გა­ა­მახ­ვი­ლეს ყუ­რადღე­ბა, არა­მედ ჩვენს წარ­მა­ტე­ბებ­ზე. ილი­ას ბი­ოგ­რა­ფია მე წარ­ვუდ­გი­ნე მსმე­ნე­ლებს, მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის ცნო­ბი­ლი ლექ­სიც წა­ვი­კითხე. დე­კემ­ბერ­ში ანა კა­ლან­და­ძის ასი წლის იუბი­ლეც უნ­და გავ­მარ­თოთ და, ვფიქ­რობ, კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნეთ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები