3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა „იავ­ნა­ნამ რა ჰქმნა“- მე­თო­დე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი

spot_img

სოსლან სურმანიძე
სსიპ დი­მიტ­რი ხოზ­რე­ვა­ნი­ძის სა­ხელობის ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. კვა­ტი­ის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი

 

 

 

თე­მა: ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბა/ტრე­ფი­კინ­გი;

მი­მარ­თუ­ლე­ბა: სა­მო­ქა­ლა­ქო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფ­რ­თხო­ე­ბა;

თე­მა­ტუ­რი კითხ­ვე­ბი: რა არის ტრე­ფი­კინ­გი?

რა მიზ­ნით მი­დი­ან საზღ­ვარ­გა­რეთ დღეს?

რა გზის გავ­ლა უწევთ მათ?

ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა – ტრე­ფი­კინ­გი 21-ე სა­უ­კუ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად ით­ვ­ლე­ბა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფ­რ­თხო­ე­ბა ზო­გა­დი ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ვფიქ­რობთ, მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა ამ მხრივ აუცი­ლე­ბე­ლია.

იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა „იავ­ნა­ნამ რა ჰქმნა“, დე­და­ე­ნის ძა­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად, ამ მხრივ, სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლას იძ­ლე­ვა. ასა­კობ­რი­ვი ზღვრის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ვარ­ჩიე ისე­თი მე­თო­დე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებ­და სას­წავ­ლო პრო­ცესს და მოს­წავ­ლე­ე­ბის თვალ­სა­წი­ერს გა­ა­ფარ­თო­ვებ­და. შე­მოგ­თა­ვა­ზებთ თი­თო­ე­ულს.

აქ­ტი­ვო­ბა 1. მოს­წავ­ლე­ებს ვაც­ნობ სა­გაკ­ვე­თი­ლო თე­მას და სა­კითხს, ვაჩ­ვე­ნებ ინ­ტერ­ნე­ტი­დან მო­ძი­ე­ბულ ფო­ტო­ებს და ვთხოვ, გა­მოთ­ქ­ვან ვა­რა­უ­დე­ბი – რას გუ­ლის­ხ­მობს ტრე­ფი­კინ­გი.

აქ­ტი­ვო­ბა 2. ვაჩ­ვე­ნებ ეპი­ზოდს ფილ­მი­დან „მამ­ლუ­ქი“.

ქ­ტი­ვო­ბა 3. ვთხოვ, გა­მო­კითხონ მოს­წავ­ლე­ე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ჩა­ი­ნიშ­ნონ მო­ნა­ცე­მე­ბი: რამ­დე­ნი მოს­წავ­ლე გა­მო­კითხეს, რამ­დენ­მა იცო­და ტერ­მი­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რამ­დენ­მა – არა.

აქ­ტი­ვო­ბა 4. ქე­ი­სე­ბით სწავ­ლე­ბა, სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ამო­ცა­ნა – ქე­თოს შემ­თხ­ვე­ვა: ვთა­ვა­ზობ ბა­რათ­ზე ცალ­კე ამო­წე­რილ ეპი­ზოდს, რო­ცა ქე­თოს ლე­კე­ბი იტა­ცე­ბენ და ვთხოვ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას, სა­მო­მავ­ლო ვა­რა­უ­დებს პერ­სო­ნაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აქ­ტი­ვო­ბა 5. ჩა­ნა­წე­რი დღი­უ­რი­დან, სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბის მიზ­ნით, მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და მო­ი­ფიქ­რონ და გა­ა­კე­თონ ჩა­ნა­წე­რი მო­ტა­ცე­ბუ­ლი ქე­თოს შე­სა­ხებ, ამი­სათ­ვის ვეხ­მა­რე­ბი შაბ­ლო­ნუ­რი კითხ­ვე­ბით:

•  გან­ც­დე­ბი, ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ფიქ­რე­ბი მო­მა­ვალ­ზე:

• ვინ ვარ მე;

• ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი, პი­როვ­ნე­ბა, ნივ­თი, საჭ­მე­ლი, სიმ­ღე­რა…

• რა­ზე ვოც­ნე­ბობ;

•  რის წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვარ;

• ჩე­მი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი.

აქ­ტი­ვო­ბა 6. ქე­თოს ძებ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მშობ­ლე­ბის მხრი­დან: გა­ზე­თი, ტე­ლე­ვი­ზია, ინ­ტერ­ნე­ტი, ქუ­ჩის წარ­წე­რე­ბი… მოს­წავ­ლე­ე­ბი ირ­ჩე­ვენ მათ­თ­ვის სა­სურ­ველ სა­შუ­ა­ლე­ბას და ამ­ზა­დე­ბენ შე­სა­ბა­მის ტექსტს.

აქ­ტი­ვო­ბა 7. რო­ლუ­რი თა­მა­ში – ქე­თო ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებ­თან და იავ­ნა­ნას ძა­ლა.

აქ­ტი­ვო­ბა 8: ფილ­მის ნახ­ვა (მსგავ­სე­ბა-გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბის პოვ­ნა).

აქ­ტი­ვო­ბა 9: კოგ­ნი­ტურ სქე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მთე­ლი ტექს­ტის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში. სქე­მე­ბი გვეხ­მა­რე­ბა კრი­ტი­კუ­ლი მსჯე­ლო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ფაქ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ხა­რის­ხე­ბა­ში.

აქ­ტი­ვო­ბა 10: მოს­წავ­ლე­ებს ვთხოვ, დაგ­რო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ამ­ზა­დონ პა­ტა­რა ბრო­შუ­რა, სკო­ლის სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით. ბრო­შუ­რის ფორ­მატ­სა და დი­ზა­ინს ვა­ზუს­ტებთ, ბრო­შუ­რა­ში უნ­და წარ­მო­ა­ჩი­ნონ შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი:

⇒ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­ძი­ე­ბა-გან­თავ­სე­ბა;

⇒ ტრე­ფი­კინ­გის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი, შე­დე­გე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი;

⇒ ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პ­ლ­თა დახ­მა­რე­ბის სერ­ვი­სე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში;

⇒ ტრე­ფი­კინ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები