24 ნოემბერი, კვირა, 2024

თუ სკო­ლა ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებ­სა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მი­ზა­ნიც მიღ­წე­უ­ლია

spot_img

♦ გე­ლა ოდი­შე­ლი­ძე – თბი­ლი­სის №177 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მ.შ.

რას მო­ითხოვს სა­ზო­გა­დო­ე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტო­რის­გან

დღეს, სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი დატ­ვირ­თუ­ლია უზარ­მა­ზა­რი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, მო­რა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, მი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და უფ­ლე­ბე­ბი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი არ არის, რაც სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვას ხში­რად ხელს უშ­ლის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მარ­თ­ლებ­რი­ვად სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი სკო­ლის ერთ-ერ­თი მმარ­თ­ვე­ლი რგო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლია და არა ერ­თა­დერ­თის, რე­ა­ლუ­რად, სა­ხელ­მ­წი­ფოც და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც პერ­სო­ნა­ლუ­რად მის­გან მო­ე­ლის და მო­ითხოვს გა­რან­ტი­ებს.

რე­ა­ლუ­რად, სკო­ლის დი­რექ­ტორს უწევს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­წი­ოს ჭა­პა­ნი — რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დერ­მა და რო­გორც მე­ნე­ჯერ­მა. ერ­თი მე­ო­რეს არ გა­მო­რიცხავს, თუმ­ცა, მე­ნე­ჯე­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ოპე­რა­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას და ბი­უ­როკ­რა­ტი­ას უკავ­შირ­დე­ბა — მო­ითხოვს სა­მუ­შაო დრო­ის დიდ ნა­წილს, რის­გა­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვა გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან ერ­თად, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც, უშუ­ა­ლოდ სკო­ლის დი­რექ­ტო­რის­გან ითხოვს პა­სუხს და რე­ა­გი­რე­ბას.

ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა აიხ­ს­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­წიფ­რო­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ლა­ბი­ლუ­რო­ბით. გან­ვი­თა­რე­ბად სა­ხელ­მ­წი­ფო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიმ­ყი­ფე ნორ­მა­ლუ­რია, თუმ­ცა, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში, და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაც სა­ხე­ზეა! თუ სკო­ლის დი­რექ­ტორს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კა­რი ღია აქვს და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის უფ­ლე­ბებს და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს შე­საძ­ლებ­ლო­ბად სთა­ვა­ზობს, მე­ტი იდეა, ინ­ტე­რე­სი, კრი­ტი­კუ­ლი აზ­რი და მხარ­და­ჭე­რა ჩნდე­ბა; შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რ­დე­ბა კონ­სო­ლი­და­ცი­ი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ხა­რის­ხი; რაც, თა­ვის მხრივ, სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. ამ დას­კ­ვ­ნამ­დე, ჩვე­ნი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მრა­ვალ­წ­ლი­ან­მა წევ­რო­ბამ მი­მიყ­ვა­ნა.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რის აუცი­ლე­ბე­ლი უნა­რე­ბი

დი­ახ, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი უნ­და იყოს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ აღი­ა­რე­ბუ­ლი, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი, ერ­თ­გ­ვა­რი ლო­კო­მო­ტი­ვი, რო­მე­ლიც არა­ვის­ზე ნაკ­ლებს იშ­რო­მებს და იქ­ნე­ბა კარ­გი მა­გა­ლი­თი. ეს სათ­ქ­მე­ლად არის ად­ვი­ლი, თო­რემ „წვრილ­მა­ნე­ბით“ სავ­სე რე­ა­ლო­ბა­ში, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის წე­სის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის ფორ­მი­რე­ბას, შემ­დეგ კი მუდ­მივ გე­ნე­რი­რე­ბას მო­ითხოვს.

აქ­ვე უნ­და ით­ქ­ვას ისიც, რომ დი­რექ­ტო­რი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რად უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რა­საც დრო და ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა. ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ არის სა­წარ­მო, სა­დაც კონ­ვე­იე­რუ­ლი შრო­მით იქ­მ­ნე­ბა შე­დე­გი, სკო­ლა ჯან­საღ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა, სა­დაც ნდო­ბას და აღი­ა­რე­ბას გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ დი­რექ­ტო­რის მიმ­ღებ­ლო­ბას და აღი­ა­რე­ბას, დი­ახ, მას თუ არა აქვს მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­მოც­დი­ლე­ბა, რთუ­ლია ადეკ­ვა­ტუ­რად გან­საზღ­ვ­როს, გა­ი­აზ­როს და იმოქ­მე­დოს. გარ­და იმი­სა, რომ დი­რექ­ტორს უნ­და შე­ეძ­ლოს მას­წავ­ლებ­ლის ღვაწ­ლის, შრო­მის, პრობ­ლე­მე­ბის ხა­სი­ა­თის რე­ა­ლუ­რი აღ­ქ­მა, მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის, მო­ლო­დი­ნე­ბის ამოც­ნო­ბა და მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის პარ­ტ­ნი­ო­რე­ბად მო­აზ­რე­ბა, იმავ­დ­რო­უ­ლად, უნ­და გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მოქ­ნი­ლი უნა­რე­ბით, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბით, ღირ­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის მიმ­ღებ­ლო­ბით.

შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ით და უნა­რე­ბით, ეფექ­ტუ­რი და ეფექ­ტი­ა­ნი მე­ნე­ჯე­რის ფუნ­ქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც უნ­და შეძ­ლოს და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რად.

სკო­ლის ხა­რის­ხის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლის მთა­ვარ ინ­დი­კა­ტო­რად აღ­ვიქ­ვამ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რო­დე­საც სას­კო­ლო კულ­ტუ­რა და გა­რე­მო ბავ­შ­ვებს იხ­მობს, რო­დე­საც მო­ზარ­დებს იქ მი­ეჩ­ქა­რე­ბათ. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ინ­ტე­რე­სი ბავ­შ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი მოთხოვ­ნი­ლე­ბაა და თუ სკო­ლა ამას უკ­მა­ყო­ფი­ლებს, მი­ზა­ნიც მიღ­წე­უ­ლია! არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, „ცოდ­ნის ძი­რი მწა­რე“ იყოს! ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა, უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო და პი­როვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო, სა­ხა­ლი­სო გა­რე­მო­ში მი­იღ­წე­ვა!

მხო­ლოდ იმ გა­რე­მო­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა, სა­დაც მოს­წავ­ლის და მას­წავ­ლებ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა და წეს­რი­გი ჰარ­მო­ნი­ა­შია.

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი, გა­რე­მოს გარ­და, ძი­რი­თა­დად, მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ა­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. თუ სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უმ­რავ­ლე­სო­ბა არ იქ­ნე­ბა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­კენ, კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბის­კენ, მო­ნი­ტო­რინ­გი­სა თუ შე­დე­გე­ბის გა­ზომ­ვის ვერც ერ­თი მე­ქა­ნიზ­მი ვერ იქ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მომ­ცე­მი. ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დერ­მა, შეძ­ლოს ისე­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა, სა­დაც რო­გორც მოს­წავ­ლე­ებს, ისე მას­წავ­ლებ­ლებს და სხვა თა­ნამ­შ­რომ­ლებს ექ­ნე­ბათ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­ტი­ვა­ცია და შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

სკო­ლის გავ­ლე­ნა მო­ზარ­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე

მო­ზარ­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მო­ვი­აზ­რებ ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბის, უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო და პი­როვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­თა­ვი­სე­ბის უწყ­ვეტ პრო­ცესს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ნორ­მა­ლურ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­ზარ­დი თა­ვი­სი აქ­ტი­უ­რი დრო­ის ნა­ხე­ვარს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ატა­რებს, ბუ­ნებ­რი­ვია, იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ კულ­ტუ­რულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ითა­ვი­სებს.

რო­გორ უნ­და შე­იც­ვა­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სკო­ლა

სკო­ლა, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სულ ცო­ტა, ერ­თი ნა­ბი­ჯით უნ­და უს­წ­რებ­დეს წინ სკო­ლის მიღ­მი­ერ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სკო­ლამ ახალ­გაზ­რ­დე­ბი უნ­და მო­ამ­ზა­დოს მო­მავ­ლის­თ­ვის, ამი­ტომ თვი­თო­ნაც მზად უნ­და იყოს.

ვფიქ­რობ, დღე­ვან­დე­ლი სკო­ლის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბად ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სია. მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, მო­ზარ­დებ­მა გა­ი­თა­ვი­სონ სა­მო­ქა­ლა­ქო და პი­როვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, შეძ­ლონ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის მი­ღე­ბა და აღი­ა­რე­ბა, პა­ტი­ვი სცენ ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას, შეძ­ლონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვის გა­თა­ვი­სე­ბა და მას­ზე ზრუნ­ვა.

მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს მრა­ვალ­მ­ხ­რივ გან­ვი­თა­რე­ბის გა­რან­ტი, ამის სა­ფუძ­ვე­ლი კი სკო­ლამ უნ­და შე­უქ­მ­ნას მო­ზარ­დებს. ზე­მოთ თქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მხო­ლოდ სკო­ლე­ბის რე­ა­ლურ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ვხე­დავ ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის აუცი­ლე­ბელ წი­ნა­პი­რო­ბას.

გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა — პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გა­სა­ღე­ბი

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და საქ­მის გუნ­დუ­რად კე­თე­ბა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის ერ­თა­დერ­თი ეფექ­ტი­ა­ნი გზაა რო­გორც პი­როვ­ნულ, ისე ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ დო­ნე­ზე. თა­ნამშ­რომ­ლო­ბა­სა და საქ­მის გუნ­დუ­რად კე­თე­ბა­ში არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის მი­მარ­თე­ბას მო­ვი­აზ­რებ, არა­მედ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ყვე­ლა მხა­რეს შო­რის. სწო­რედ ამ პრო­ცეს­შია პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გა­სა­ღე­ბი, ასე აღ­მო­ვა­ჩენთ ჩვენს სუსტ და ძლი­ერ მხა­რე­ებს, ერ­თ­მა­ნეთს, ამ პრო­ცე­სით გა­ვიძ­ლი­ე­რებთ თავს და გა­ვაძ­ლი­ე­რებთ სხვას.

გუნ­დუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­დაც ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ფა­სობს, სა­დაც ნდო­ბა, აღი­ა­რე­ბა და ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია.

ამ პრინ­ცი­პის რე­ა­ლი­ზე­ბის­თ­ვის, ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობთ ისე­თი ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი სივ­რ­ცის თუ გა­რე­მოს შექ­მ­ნის ინი­ცი­რე­ბას, რაც მრა­ვალ­მ­ხ­რივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას წა­ა­ხა­ლი­სებს.

რა ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტორს

მო­ი­აზ­რე­ბა, რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი, უნ­და იყოს სხვი­სი მო­ტი­ვა­ტო­რი, იდე­ე­ბის გე­ნე­რა­ტო­რი, ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. თუმ­ცა, ძლი­ე­რებ­საც უჭირთ და სჭირ­დე­ბათ მხარ­და­ჭე­რა. ვფიქ­რობ, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბო­და, თუ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან წა­მო­სუ­ლი მე­ტი ინი­ცი­ა­ტი­ვა და იდეა შე­ე­ხი­დე­ბა, მათ შო­რის, მარ­თ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. აგ­რეთ­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ნდო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იმ­პულ­სე­ბი მუდ­მი­ვად ჰქონ­დეს.

რო­გორ უნ­და შე­არ­ჩი­ოს სკო­ლამ დი­რექ­ტო­რი?

ფუ­ფუ­ნე­ბაა, რო­დე­საც სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა! სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის მო­დელს იდე­ა­ლუ­რად ჩავ­თ­ვ­ლი­დი, სკო­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბი რომ სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი მმარ­თ­ვე­ლო­ბი­თი რგო­ლი იყოს; უფ­რო ზუს­ტად, და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი იყოს კომ­პე­ტენ­ტუ­რი პერ­სო­ნე­ბის­გან და შე­მად­გენ­ლო­ბა უფ­რო ფარ­თო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას მო­ი­ცავ­დეს.

უნ­და ით­ქ­ვას ისიც, რომ ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში სკო­ლის­თ­ვი­საც ფუ­ფუ­ნე­ბაა, თუ მას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს დრო­ში გა­მოც­დი­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა დი­ნა­მი­კუ­რი და გან­ვი­თა­რე­ბა­დია. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ცვლი­ლე­ბა უკე­თე­სი შე­დე­გის მი­ღე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაზღ­ვე­ვით უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. არ არ­სე­ბობს გა­რან­ტია, რომ ერთ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი ნე­ბის­მი­ერ სხვა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც იმა­ვე სტა­ტუსს და­იმ­კ­ვიდ­რებს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები