24 ნოემბერი, კვირა, 2024

თუ მასწავლებელი არ გყავს, ქვეყანას ვერ ააშენებ

spot_img

 

როგორ უნდა მოხდეს ახალგაზრდა კადრების სკო­ლებ­ში შეყვანა და რამდენად უზრუნველყოფს უმა­ღ­ლე­სი განათლების სისტემა მათ მომზადებას — გვე­სა­უბ­­რე­ბა ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლი, თსუ-ს პე­და­გო­გი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი.

ცო­ტა ხნის წინ, გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­მა გა­ნაცხა­და, რომ შეც­დო­მა იყო პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­უქ­მე­ბა. რო­გორ ფიქ­რობთ, შე­ა­ფერ­ხა თუ არა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა?

— ვიდ­რე ამ კითხ­ვებ­ზე გი­პა­სუ­ხებ­დეთ, ხომ არ იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო, და­ის­ვას კითხ­ვა — რა ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს ქარ­თულ სა­ხელ­მ­წი­ფოს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თან ერ­თ­გ­ვა­რი ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა, რაც აქამ­დე ამ ფორ­მა­ტით არ და­ბეჭ­დი­ლა…

ამი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია გან­ვ­მარ­ტოთ, რა არის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის მი­ზა­ნი, რა­ტომ შე­იქ­მ­ნა პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი და რა­ტომ გა­უქ­მ­და ისი­ნი.

პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის მი­ზა­ნი მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სის მომ­ზა­დე­ბაა.   ის­ტო­რი­უ­ლად, სა­ყო­ველ­თაო გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბამ, ცხა­დია, მო­ი­ტა­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რა­საც ვე­ღარ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და იმ დრო­ის­თ­ვის არ­სე­ბუ­ლი სა­მას­წავ­ლებ­ლო სას­წავ­ლებ­ლე­ბი. პირ­ვე­ლი პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან არ­სე­ბობ­დ­ნენ (რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი) და იქ სწავ­ლა არ­ჩე­ვით ხა­სი­ათს ატა­რებ­და. ვი­საც მას­წავ­ლებ­ლო­ბა სურ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, ძი­რი­თა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ან შემ­დეგ, უნ­და გა­ევ­ლო მას­წავ­ლებ­ლო­ბის პროგ­რა­მაც ამ ტი­პის პე­დინ­ს­ტი­ტუტ­ში. თუმ­ცა ეს ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი ცალ­კეც არ­სე­ბობ­და, მაგ., სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­მას­წავ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ტი, 1866 წელს გა­იხ­ს­ნა, სა­დაც სწავ­ლა 3-4 წე­ლი გრძელ­დე­ბო­და.

1918 წელს პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­არ­ს­და. იმ­დ­რო­ინ­დე­ლი მთავ­რო­ბა, ცხა­დია, სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რობ­და მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­კითხებ­ზე და უკ­ვე 1919 წელს, მსგავ­სად მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან გახ­ს­ნა პე­და­გო­გი­უ­რი/სა­პე­და­გო­გიო/ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც დი­მიტ­რი უზ­ნა­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ ამ ინ­ს­ტი­ტუ­ტი­სად­მი მთე­ლი პრო­ფე­სუ­რი­სა და ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ყუ­რადღე­ბა იყო მი­მარ­თუ­ლი, ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ზრუნ­ვის სა­გა­ნი იყო, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლამ კარ­გად იცო­და, რომ თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი არ გყავს, ქვე­ყა­ნას ვერ ააშე­ნებ. 1921 წლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნა­წი­ლია. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გა მო­სახ­ლე­ო­ბის წე­რა-კითხ­ვის უცო­დინ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით. უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გაზ­რ­დას. ამი­ტომ ქვეყა­ნა­ში მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გზა არ­სე­ბობ­და. დაწყე­ბი­თი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს, რო­გორც წე­სი, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და ქალ­თა უმაღ­ლე­სი კურ­სე­ბი (თბი­ლის­ში 1909 წ. გა­იხ­ს­ნა, ით­ვ­ლე­ბა, რომ ის პირ­ვე­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში) ამ­ზა­დებ­და, ხო­ლო სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს, რო­გორც წე­სი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ამ­ზა­დებ­დ­ნენ და, ამას­თან, სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით. ანუ, თუ შენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყა­ვი, ძი­რი­თად სპე­ცი­ა­ლო­ბას­თან ერ­თად, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­გევ­ლო პე­და­გო­გი­ურ/ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დის­ციპ­ლი­ნე­ბი, პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა (კუ­რი­კუ­ლუ­მის 11%) და უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბი­სას გე­ნი­ჭე­ბო­და რო­გორც ძი­რი­თა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლის წო­დე­ბა ამ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში. მა­ლე გახ­და ნა­თე­ლი, რომ მზარ­დი გა­ნათ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა ამ   კად­რის რა­ო­დე­ნო­ბა სრუ­ლი­ად არა­საკ­მა­რი­სია და 30-იან წლებ­ში საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით უამ­რა­ვი პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი გახ­ნას, ჯერ 4-წლი­ა­ნი, ხო­ლო შემ­დეგ 5-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბით. პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი ამ­ზა­დებ­დ­ნენ სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აღ­მ­ზ­რ­დე­ლებს და სრუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს ყვე­ლა სა­გან­სა თუ საგ­ნობ­რივ ჯგუფ­ში. 1935 წლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს 8 ქა­ლაქ­ში გა­იხ­ს­ნა პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი (თბი­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი, გო­რი, თე­ლა­ვი, ცხინ­ვა­ლი, ბა­თუ­მი, სო­ხუ­მი, ზუგ­დი­დი), რო­მელ­თა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გა­მარ­თ­ვას თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ოს­ნობ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტის /1929წ./, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის და ქვეყ­ნის მთე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. კი­დევ ერთს და­ვა­მა­ტებ, რა­თა ნა­თე­ლი გახ­დეს პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის გახ­ს­ნი­სა და არ­სე­ბო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა. ყვე­ლა პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით ინიშ­ნე­ბო­და ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში მას­წავ­ლებ­ლად და თავ­და­პირ­ვე­ლად, ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. შემ­დ­გომ­ში, კად­რის დაგ­რო­ვე­ბას­თან ერ­თად, 70-იანი წლე­ბი­დან, ეს რე­ჟი­მი მო­სუს­ტ­და, მაგ­რამ უმუ­შე­ვარ მას­წავ­ლე­ბელ­თა არ­მი­აც გა­ი­ზარ­და. ვფიქ­რობ, გა­სა­გე­ბად გა­მოვ­ხა­ტე, რომ პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის გახ­ს­ნა პე­და­გო­გი­უ­რი კად­რის დე­ფი­ციტ­მა გა­მო­იწ­ვია და სა­ხელ­მ­წი­ფოს ნე­ბა და მხარ­და­ჭე­რაც მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი­სად­მი სე­რი­ო­ზუ­ლი იყო, რაც, თა­ვის­თა­ვად, პრო­ფე­სი­ა­საც პრეს­ტი­ჟულს ხდი­და.

ახ­ლა მი­ვუბ­რუნ­დეთ მი­ნის­ტ­რის გან­ცხა­დე­ბას, რომ შეც­დო­მა იყო პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­უქ­მე­ბა. ის­მის კითხ­ვა, ვინ გა­ა­უქ­მა და რა­ტომ? ასე­თი სა­ხელ­მ­წი­ფო რე­გუ­ლა­ცია არ არ­სე­ბობს. ეს უფ­რო სა­ხელ­მ­წი­ფოს ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის სა­კითხია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში 90-იან წლებ­ში, რო­ცა სა­ხელ­მ­წი­ფო ვე­ღარ აფი­ნან­სებ­და უმაღ­ლეს სკო­ლას და ამი­ტომ დათ­მო სა­და­ვე­ე­ბი. თი­თო­ე­ულ ინ­ს­ტი­ტუტს თა­ვი უნ­და გა­და­ერ­ჩი­ნა, მას­წავ­ლებ­ლო­ბა არაპ­რეს­ტი­ჟუ­ლი პრო­ფე­სია გახ­და არ­სე­ბო­ბის­თ­ვის, ეს პრო­ფე­სია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც და­ა­ვიწყ­და, სულ უფ­რო და უფ­რო მცირ­დე­ბო­და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თა რიცხ­ვი და პე­დინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი (მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის უმ­დიდ­რე­სი პროგ­რა­მუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით) გაქ­რო­ბის წი­ნა­შე დად­გ­ნენ. ადა­მი­ა­ნებ­მა, სა­ხელ­მ­წი­ფოს ნე­ბარ­თ­ვით, გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვეს — პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბად გა­და­კეთ­და. სხვა­თა შო­რის, პო­ლი­ტექ­ნი­კურ­მა ინ­ს­ტი­ტუტ­მაც შე­იც­ვ­ალა სტა­ტუ­სი, ვი­ნა­ი­დან მა­შინ, ინ­ჟინ­რო­ბაც არაპ­რეს­ტი­ჟუ­ლი იყო. კითხ­ვის მე­ო­რე ნა­წილს — შე­ა­ფერ­ხა თუ არა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა? — ვუ­პა­სუ­ხებ­დი, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის მომ­ზა­დე­ბა დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი მოწ­მობს, ნამ­დ­ვი­ლად შე­ფერ­ხე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამის მი­ზე­ზი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის გა­და­კე­თე­ბა არ არის, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც ვერ ამ­ზა­დე­ბენ კვა­ლი­ფი­ცი­ურ კადრს. მი­ზე­ზე­ბის ანა­ლი­ზი ამ­ჯე­რად ჩვე­ნი მსჯე­ლო­ბის თე­მა არ არის. მაგ­რამ პე­და­გო­გო­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ნამ­დ­ვი­ლად სე­რი­ო­ზუ­ლად შემ­ცირ­და. თუმ­ცა, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს პე­და­გო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა კვლავ პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­თა რან­გ­ში აქვთ, თა­ნაც, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტა­ტუ­სი თით­ქოს უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი უნ­და იყოს   სტუ­დენ­ტი­სათ­ვის, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ის არაპ­რეს­ტი­ჟუ­ლო­ბას ვერ შვე­ლის უმაღ­ლე­სი სკო­ლის სტა­ტუ­სი.

აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის ბო­ლო რე­დაქ­ცი­ის თა­ნახ­მად, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 300-კრე­დი­ტი­ა­ნი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სრულ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხით, ნა­წი­ლობ­რივ წა­ა­გავს პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის სწავ­ლე­ბის მო­დელს, იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი შე­მო­დის არა რო­მე­ლი­მე სხვა პროგ­რა­მა­ზე, არა­მედ მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ხუთ­წ­ლი­ან პროგ­რა­მა­ზე სა­სურ­ვე­ლი საგ­ნის მი­ხედ­ვით. ანუ, აბი­ტუ­რი­ენ­ტი არ­ჩე­ვანს თა­ვი­დან­ვე აკე­თებს მას­წავ­ლებ­­ლის პრო­ფე­სი­ა­ზე ისე, რო­გორც პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის არ­ჩე­ვანს აკე­თებ­და. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ ეს მო­დე­ლი საგ­რ­ძ­ნობ­ლად მა­ინც ვერ გაზ­რ­დის მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბას.

— თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ უნ­და მოხ­დეს ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბის სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნა თუ­კი სქე­მა არ აღი­ა­რებს მა­ი­ნორ პროგ­რა­მა­გავ­ლი­ლებს პე­და­გო­გე­ბად? მა­შინ რა ფუნ­ქ­ცია აქვს ამ პროგ­რა­მებს და სად საქ­მ­დე­ბი­ან ისი­ნი?

— მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მო­დე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მუხ­ლი 21/3, პუნ­ქ­ტი: დ) /მას­წავ­ლებ­ლებს/ უნ­და ჰქონ­დეთ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საგ­ნის/საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის შე­სა­ბა­მი­სი ბა­კა­ლავ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გავ­ლი­ლი უნ­და ჰქონ­დეთ მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა და უნ­და ჰქონ­დეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია.

ეს პუნ­ქ­ტი ეხე­ბა ამა თუ იმ საგ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის და­მა­ტე­ბით — minor- პროგ­რა­მას და ადას­ტუ­რებს, რომ თუ სტუ­დენ­ტი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის სწავ­ლის ფარ­გ­ლებ­ში /240 კრე­დი­ტის ფარ­გ­ლებ­ში/ გა­ივ­ლის მას­წავ­ლებ­ლის 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას და დად­გე­ნი­ლი წე­სით ჩა­ა­ბა­რებს გა­მოც­დას შე­სა­ბა­მის სა­გან­ში, მას ექ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს არ აქვს და­ნა­ხარ­ჯი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ამ მო­დელ­ში, ასე­ვე, სტუ­დენ­ტიც არ იხ­დის და­მა­ტე­ბით გა­და­სა­ხადს და, ამას­თა­ნა­ვე, სტუ­დენტს არ ეხარ­ჯე­ბა ზედ­მე­ტი დრო. მან მა­ინც უნ­და გა­ი­ა­როს ის 60 კრე­დი­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი საგ­ნე­ბის ფორ­მა­ტით, სხვაგ­ვა­რად ვერ და­ამ­თავ­რებს ბა­კა­ლავ­რი­ატს. რა­ტომ არ ერ­ჩივ­ნე­ბა მას გა­ი­ა­როს მას­წავ­ლებ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა და ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და­ას­რუ­ლოს მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბით? ამას პრაქ­ტი­კაც ადას­ტუ­რებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი minor პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის მას­წავ­ლებ­ლებს ამ­ზა­დე­ბენ. თუმ­ცა აქაც არის სა­მუ­შაო საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით. მაგ., და­ბა­ლია მოთხოვ­ნა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე და, ვში­შობთ, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გა­მოც­დო პო­ლი­ტი­კა კი­დევ უფ­რო შე­ა­სუს­ტებს მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს ამ სფე­რო­ში, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა სქე­მას, იგი აღარ გან­საზღ­ვ­რავს პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის პი­რო­ბებს. ასე რომ, კა­ნო­ნის ამ­გ­ვა­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, ვე­რა­ვი­თა­რი სქე­მა ვერ აუკ­რ­ძა­ლავს პირს მას­წავ­ლებ­ლო­ბას. საქ­მე ისაა, რომ არც პრო­ფე­სი­ულ­მა და არც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არა­ფე­რი ვი­ცით რას გეგ­მავს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო თვლის, რომ რე­ფორ­მის /უკ­ვე მე­რამ­დე­ნე?/ყვე­ლა სა­კითხი თა­ვად, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს და ფაქ­ტის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნოს. რბი­ლად რომ ვთქვათ, მარ­თ­ვის ამ მო­დე­ლით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა უხერ­ხუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ამ ფონ­ზე, რო­გორ­ღა უნ­და ვი­ფიქ­როთ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე? თუ მი­სი აზ­რი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, მის გა­რე­შე წყვე­ტენ სწავ­ლა/აღ­ზ­რ­დის იმ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხებს, რომ­ლის უშუ­ა­ლო აღ­მ­ს­რუ­ლე­ბე­ლიც იგია?

— საკ­მა­რი­სია თუ არა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის მომ­ზა­დე­ბის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პე­და­გო­გი­უ­რი მა­ი­ნორ პროგ­რა­მა და თუ არა, მა­შინ   რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვთ ამ პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს?

— სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის რამ­დე­ნი­მე გზა არ­სე­ბობს და ეს ძა­ლი­ან კარ­გია. ზე­მოთ ორ გზა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, ხუთ­წ­ლი­ან პროგ­რა­მა­სა და minor პროგ­რა­მა­ზე; რო­მელს აირ­ჩევს, სტუ­დენ­ტის გა­და­საწყ­ვე­ტია. ვი­საც უნ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერ­თ­ჯე­რა­დი გა­მოც­დე­ბით და ხუთ­წ­ლი­ა­ნი სწავ­ლით მა­გის­ტ­რის დიპ­ლო­მით და­ამ­თავ­როს, ის 300-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას აირ­ჩევს, მაგ­რამ მას მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა და სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბას (მაგ. ის­ტო­რი­კო­სის) ამ ხუთ წე­ლი­წად­ში ვერ მო­ი­პო­ვებს. ვი­საც ორი­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბა უნ­და, minor პროგ­რა­მას აირ­ჩევს, რომ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბა­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რეთ. კი­დევ არ­სე­ბობს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბუ­ლი 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა, რო­მელ­ზეც სწავ­ლა შე­უძ­ლი­ათ მათ, ვი­საც ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი ან თუნ­დაც მა­გის­ტ­რა­ტუ­რა დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვთ და შე­სა­ბა­მის საგ­ნის გა­მოც­და­ზეც და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ კომ­პე­ტენ­ცია. რო­ცა სა­უბ­რობთ 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის საკ­მა­რი­სო­ბის შე­სა­ხებ, მინ­და გითხ­რათ, რომ ეს 60 კრე­დი­ტი მხო­ლოდ პე­და­გო­გი­ურ/ფსი­ქო­ლო­გი­ურ/მე­თო­დი­კუ­რი დის­ციპ­ლი­ნე­ბი და პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კაა, სა­განს ამ პროგ­რა­მა­ზე არ სწავ­ლო­ბენ. საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვთ გა­მოც­დის სა­ხით ან 60 კრე­დი­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­დი­ან ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში. ამას გარ­და, სა­ხელ­მ­წი­ფო დო­კუ­მენ­ტ­ში „მას­წავ­ლებ­ლის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი“ გა­წე­რი­ლია ის ძი­რი­თა­დი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლე­ბელს უნ­და გა­აჩ­ნ­დეს პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, რამ­დენ­კ­რე­დი­ტი­ა­ნიც უნ­და იყოს, ვალ­დე­ბუ­ლია გა­წე­როს იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბი. სხვაგ­ვა­რად, პროგ­რა­მა აკ­რე­დი­ტა­ცი­ას ვერ გა­ივ­ლის. ასე რომ, ში­ში რო­მე­ლი­მე პროგ­რა­მის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბა­ზე უსა­ფუძ­ვ­ლო მგო­ნია. პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის სხვა­დას­ხ­ვა გზა აუცი­ლე­ბე­ლია მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და მი­ნი­მა­ლურ პრობ­ლე­მებს უქ­მ­ნის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მოც­დი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს ორი­ვე — დი­დი ინ­ტე­რე­სია რო­გორც მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის minor, ისე და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბულ 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე.

— რა­ტომ უნ­და აირ­ჩი­ოს სტუ­დენ­ტ­მა მა­ი­ნო­რად თქვე­ნი პროგ­რა­მა? რა არის თქვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის ფუნ­ქ­ცია?

— ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფუნ­ქ­ცია ძი­რი­თა­დად ორ მსხვილ კომ­პო­ნენ­ტად ჩა­იშ­ლე­ბა — მას­წავ­ლებ­ლე­ბის და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ვი­საც აინ­ტე­რე­სებს ან ერ­თი, ან მე­ო­რე სპე­ცი­ა­ლო­ბა, ჩვე­ნი, ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი ყვე­ლა ფორ­მა­ტის პროგ­რა­მას სთა­ვა­ზობს. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, და­მა­ტე­ბი­თი (minor) ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის 240 კრე­დიტ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­მას­წავ­ლებ­ლო 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა იძ­ლე­ვა უნი­კა­ლურ შანსს, სტუ­დენტს დიპ­ლო­მით მი­ე­ნი­ჭოს ამა თუ იმ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია და, იმავ­დ­რო­უ­ლად, თუ­კი ეს სა­გა­ნი კო­რე­ლა­ცი­ა­შია ესგ-ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ძი­რი­თად საგ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­თან, მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით შე­ვი­დეს ნე­ბის­მი­ერ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი და­მა­ტე­ბი­თი პროგ­რა­მის არ­ჩე­ვას, რო­გორც და­საწყის­ში აღ­ვ­ნიშ­ნე, ჩვე­ნი ძლი­ე­რი მხა­რეა მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კო­ლო­სა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, ჩვე­ნი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის თით­ქ­მის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, იმავ­დ­რო­უ­ლად, მოქ­მე­დი პე­და­გო­გია ან აქვს სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. ასე­ვე, ნა­ყო­ფი­ე­რად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის სა­ვალ­დე­ბუ­ლო კომ­პო­ნენ­ტი, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც სა­ა­უ­დი­ტო­რიო, ისე თბი­ლი­სი­სა თუ რე­გი­ო­ნის სკო­ლებ­ში (100-მდე სკო­ლას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მე­ბი) აქ­ტი­ურ პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კას. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობთ, რომ თსუ-ის ნე­ბის­მი­ე­რი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში სწავ­ლის პრო­ცეს­ში თა­ვის არ­ჩე­ვანს შე­ა­ჩე­რებს მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე, სწო­რედ minor პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლებს ღირ­სე­უ­ლად და­ე­უფ­ლოს პე­და­გო­გის ურ­თუ­ლეს და ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის პრო­ფე­სი­ას.

თუ პა­თე­ტი­კუ­რო­ბა­ში არ ჩა­მო­მარ­თ­მევთ, ვიტყო­დი, რომ რე­გი­ო­ნუ­ლი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე მყო­ფი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის საკ­მა­ოდ გარ­დამ­ტეხ ფა­ზა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ეს პრო­ცე­სე­ბი თა­ვის­თა­ვად აისა­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ზეც, რო­მე­ლიც, რბი­ლად რომ ვთქვა, უკე­თე­სის სურ­ვილს ტო­ვებს. სწო­რედ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს ხოლ­მე ძი­რი­თა­დი საყ­რ­დე­ნი სკო­ლა­სა და სა­მას­წავ­ლებ­ლო კორ­პუს­ზე. ისი­ნი მი­აჩ­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს თა­ვის მი­ერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მე­ბით გან­პი­რო­ბე­ბულ შე­დე­გებ­თან   გამ­მ­კ­ლა­ვე­ბელ ძა­ლად. ამი­ტომ არის მას­წავ­ლებ­ლო­ბა რთუ­ლი პრო­ფე­სია, ამი­ტომ უნ­და აირ­ჩი­ონ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია, ამ გზით უნ­და ემ­სა­ხუ­რონ თა­ვი­ან­თი სამ­შობ­ლოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საყ­რ­დენს.

ესაუბრა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები