31 იანვარი, პარასკევი, 2025

თსსუ-ს 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

spot_imgspot_img

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ჯამში, 1100-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის არიან – მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტების, საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი და სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უკვე 100 წელზე მეტია, ემსახურება საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების საქმეს. ამ ეტაპზე, უნივერსიტეტი მსურველებს სთავაზობს დიპლომამდელ (ერთსაფეხურიან, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო), დიპლომის შემდგომ და უწყვეტი პროფესიული განვითარების, სამედიცინო და პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების მრავალფეროვან არჩევანს.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები