18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

თი­თო­ე­ულ ბავ­შ­ვ­ში არის თვი­სე­ბა და უნა­რი, რო­მე­ლიც შე­ქე­ბას იმ­სა­ხუ­რებს 

spot_img

ია ნაროუშვილი

სსიპ-თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაქალაქარის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

⇒ დამ­რი­გებ­ლის ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მთის სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის სიმ­ცი­რეა და ჩემს სა­დამ­რი­გებ­ლო კლა­სებ­ში, მეტ­წი­ლად, ორი-სა­მი ბავ­შ­ვია, ამი­ტომ მერ­ვე, მე­ა­თე და მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ბის დამ­რი­გე­ბე­ლი ვარ. სა­მი­ვე კლას­ში, ჯამ­ში, მხო­ლოდ 10 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს.

სკო­ლა­ში დამ­რი­გებ­ლის ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვია. აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მელ­საც დამ­რი­გე­ბე­ლი ეწე­ვა, მოს­წავ­ლის კოგ­ნი­ტუ­რი, სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. ეს ყო­ვე­ლი­ვე კი მხო­ლოდ დი­დი შრო­მით, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით და მოს­წავ­ლე­თა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით მი­იღ­წე­ვა. დამ­რი­გე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­თ­ვის მთა­ვა­რი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი რგო­ლის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად, მის ძა­ლის­ხ­მე­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად მჭიდ­რო, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა მათ შო­რის.

⇒ სკო­ლის, ოჯა­ხი­სა და მოს­წავ­ლის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი გა­და­ლახ­ვა­დია

ვფიქ­რობ, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ისე­ვე რო­გორც ეს ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­თან ხდე­ბა, არის აღ­მას­ვ­ლის, დაღ­მას­ვ­ლის და შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი ეტა­პე­ბი. ვცდი­ლობ, არც ერ­თი მათ­გა­ნი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არ დამ­რ­ჩეს, რად­გან სა­მი­ვე ეტაპს პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად და­უ­კარ­გავს სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია. რა თქმა უნ­და, მსგავ­სი ცვლი­ლე­ბე­ბი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ უნ­და დარ­ჩეს, თუმ­ცა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ მიდ­გო­მა, რა­თა ბავ­შ­ვ­მა დამ­რი­გებ­ლის მხრი­დან გა­მო­ჩე­ნი­ლი ყუ­რადღე­ბა და ძა­ლის­ხ­მე­ვა თავ­დას­ხ­მად არ აღიქ­ვას. ჩემ­თ­ვის უმ­თავ­რე­სია, რომ მოს­წავ­ლეს თა­ნად­გო­მა ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნო. ვცდი­ლობ, მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და­ვიმ­სა­ხუ­რო მოს­წავ­ლის­გან გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა, გა­ვი­გო, რა იწ­ვევს მას­ში ამა თუ იმ ცვლი­ლე­ბას. იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს მშობ­ლე­ბის მი­მარ­თაც. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს გვაძ­ლევს. მო­ცე­მულ შემ­თხ­ვე­ვა­ში პრობ­ლე­მის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი ეკ­რან­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის სი­ჭარ­ბე აღ­მოჩ­ნ­და, რომ­ლის დაძ­ლე­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სკო­ლის, ოჯა­ხი­სა და მოს­წავ­ლის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით გა­და­ლახ­ვა­დი დაბ­რ­კო­ლე­ბაა. ჩემს პრაქ­ტი­კა­ში, ყვე­ლა­ზე ხში­რად, სწო­რედ სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბის პრობ­ლე­მას ვაწყ­დე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვის გა­მოვ­ლე­ნა სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მჭირ­დე­ბა.

⇒ მშო­ბელ­თა კრე­ბის რო­ლი სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ში

მშო­ბელ­თა კრე­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ბავ­შ­ვის სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დამ­რი­გე­ბელ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მშობ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ მშო­ბელ­თა კრე­ბის მი­მართ აქვთ. წი­ნას­წარ უნ­და გვქონ­დეს გან­საზღ­ვ­რუ­ლი მშო­ბელ­თა კრე­ბის მი­ზა­ნი და გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კითხე­ბი.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კრე­ბა კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყოს. დამ­რი­გე­ბელ­მა უნ­და იზ­რუ­ნოს მშობ­ლე­ბის­თ­ვის მე­გობ­რუ­ლი ატ­მოს­ფე­როს შექ­მ­ნის­თ­ვის, რა­თა ისი­ნი არ გა­ურ­ბოდ­ნენ კრე­ბებ­ზე სი­ა­რულს. არ მი­მაჩ­ნია, რომ მშო­ბელ­თა კრე­ბა მხო­ლოდ კლას­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვის­თ­ვის გვჭირ­დე­ბა, არა­მედ მიღ­წე­ვე­ბის შე­ჯა­მე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის უკე­თე­სი მო­მავ­ლის და­გეგ­მ­ვის­თ­ვი­საც. კონ­კ­რე­ტუ­ლი ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მშო­ბელს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, სხვა მშობ­ლე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით უნ­და მი­ვა­წო­დოთ. თი­თო­ე­ულ ბავ­შ­ვ­ში არის თვი­სე­ბა და უნა­რი, რო­მე­ლიც შე­ქე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშო­ბელ­თან ხში­რად გა­ვუს­ვათ ხა­ზი მი­სი შვი­ლის ძლი­ერ მხა­რე­ებს, რა­თა ბავ­შ­ვებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა და მშობ­ლებ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­ნა­ვი­თა­რონ სწო­რედ ეს მხა­რე­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შ­ვის სი­სუს­ტე­ებს, მსგავს სა­კითხებ­ზე მშობ­ლებს ინ­ფორ­მა­ცია კო­რექ­ტუ­ლად და სწო­რად უნ­და მი­ვა­წო­დოთ, რა­თა შე­უ­რაცხ­ყო­ფა არ მი­ვა­ყე­ნოთ მოს­წავ­ლეს და მშო­ბელს. თი­თო­ე­ულ მსგავს შე­ნიშ­ვ­ნას კი თან უნ­და ახ­ლ­დეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თუ რა­ზე უნ­და იმუ­შა­ონ მშო­ბელ­მა და მას­წავ­ლე­ბელ­მა, მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად, პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

⇒ მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში

ვცდი­ლობ, მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მას ემ­ყა­რე­ბო­დეს. დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ მათ ნდო­ბას ვიმ­სა­ხუ­რებ­დე. იმე­დია, გა­მომ­დის კი­დეც. მსურს, მშო­ბელ­მა იცო­დეს, რომ მი­სი შვი­ლი ჩემ­თ­ვის პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის ბე­დი და მო­მა­ვა­ლი გულ­წ­რ­ფე­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს. არ გა­ვურ­ბი­ვარ მშობ­ლე­ბის­გან შე­ნიშ­ვ­ნე­ბის მოს­მე­ნა­საც, ამას არ აღ­ვიქ­ვამ, რო­გორც თავ­დას­ხ­მას. ჩე­მი სურ­ვი­ლია, მშო­ბე­ლი თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ­დეს თავს და ღი­ად გა­მო­ხა­ტავ­დეს თა­ვის სატ­კი­ვარს, რა­თა არ დაგ­როვ­დეს ფა­რუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, არ გა­მომ­რ­ჩეს რა­ი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი. დამ­რი­გე­ბე­ლი და მშო­ბე­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის ორ­მა­გი ფა­რის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლე­ბენ. ორი­ვე გა­მუდ­მე­ბით ფხიზ­ლად უნ­და იყოს. ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არ უნ­და დარ­ჩეს არც ბავ­შ­ვის ნი­ჭი და არც მი­სი სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, რად­გან ორი­ვე­ზე ზრუნ­ვა თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამი­ტომ, მშო­ბელ­თან გახ­ს­ნილ, პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე დამ­ყა­რე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. ვცდი­ლობ, მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი მყავ­დეს მა­თი შვი­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის, მიღ­წე­ვე­ბის თუ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ამ პრო­ცესს მე­ტად გვი­ად­ვი­ლებს, რად­გან მშობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, სკო­ლის მიღ­მა, დის­ტან­ცი­უ­რა­დაც ვა­ხერ­ხებთ.

⇒ მო­ზარ­დ­თა პრობ­ლე­მე­ბი

ჩა­მოთ­ვ­ლილ პრობ­ლე­მებს შო­რის გარ­კ­ვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი არ­სე­ბობს. ვიტყო­დი, სკო­ლა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ხის პრობ­ლე­მა იკ­ვე­თე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად ფსი­ქო­ლო­გი­ურ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კოგ­ნი­ტურ პრობ­ლე­მებს გა­მოვ­ყოფ­დი. მო­ზარ­დებ­ში მზარ­დია ეკ­რან­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ვერ ვიტყო­დი, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც ეკ­რან­თან დიდ დროს ატა­რებს, ეკ­რან­და­მო­კი­დე­ბუ­ლია, თუმ­ცა მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის პრობ­ლე­მა ნამ­დ­ვი­ლად არ­სე­ბობს, რაც უარ­ყო­ფი­თად ზე­მოქ­მე­დებს მოს­წავ­ლე­ე­ბის დას­წავ­ლის უნარ­ზე, ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ა­სა და სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე. ვცდი­ლობ, ამ სა­კითხ­ზე აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შაო და ბავ­შ­ვებს და­ვეხ­მა­რო, გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რა პრობ­ლე­მებს ქმნის ეკ­რან­ზე არა­ჯან­სა­ღი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა.

⇒ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა

დამ­რი­გე­ბე­ლი მუდ­მი­ვად უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს, რაც აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი მიდ­გო­მე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი ცოდ­ნის აქ­ტი­ურ ძი­ე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ვცდი­ლობ, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლო, რო­გორც ჩე­მი კო­ლე­გე­ბის­გან, ასე­ვე ჩე­მი­ვე გა­მოც­დი­ლე­ბი­დან. გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ცოდ­ნის წყა­რო­ე­ბის მუდ­მი­ვი ძი­ე­ბის გა­რე­შე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის უამ­რა­ვი შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პე­და­გო­გის­თ­ვის არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ვცდი­ლობ, აქ­ტი­უ­რად ვი­კითხო, ვი­ყო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, მქონ­დეს ახა­ლი იდე­ე­ბი, თუ რო­გორ გა­დავ­ჭ­რა ესა თუ ის პრობ­ლე­მა, რო­გორ წა­ვა­ხა­ლი­სო ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­გორ ვიქ­ცე მათ­თ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­როდ.

დამ­რი­გებ­ლის­თ­ვის და­კის­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის მას­შ­ტა­ბით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, ანაზღა­უ­რე­ბა, სა­სურ­ვე­ლია, გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყოს. ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის გარ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დამ­რი­გებ­ლე­ბის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა სე­მი­ნა­რე­ბის, ტრე­ნინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რა­თა თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ებ­თან, მათ ინ­ტე­რე­სებ­თან თუ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი მიდ­გო­მე­ბი­სა და პრაქ­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბას შე­ვუწყოთ ხე­ლი.

⇒ მა­გა­ლი­თე­ბი სა­დამ­რი­გებ­ლო პრაქ­ტი­კი­დან

ჩე­მი სა­დამ­რი­გებ­ლო პრაქ­ტი­კი­დან მა­გა­ლი­თებს ხში­რად ვუ­ზი­ა­რებ კო­ლე­გებს და მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბაც ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.  თავ­და­პირ­ვე­ლად, ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, რად­გან არ ვი­ცო­დი, რო­გორ მი­მი­ღებ­დ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი. ერთ-ერთ კლასს, რომ­ლის დამ­რი­გე­ბე­ლიც გავ­ხ­დი, უჭირ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, სიფ­რ­თხი­ლით ეკი­დე­ბოდ­ნენ მას­წავ­ლებ­ლებ­თან თუ მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ვფიქ­რობ­დი, გა­მი­ჭირ­დე­ბო­და მა­თი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ვე­ცა­დე მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი და მის­წ­რა­ფე­ბე­ბი გა­მერ­კ­ვია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ მოს­წავ­ლე­ე­ბის სურ­ვი­ლე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი, საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი. ვცდი­ლობ­დი, კლას­ში აქ­ტი­ვო­ბე­ბი მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­მე­გეგ­მა. ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან გა­მო­ჩე­ნილ გულ­წ­რ­ფელ ინ­ტე­რესს მა­თი გა­ტა­ცე­ბე­ბის თუ ინ­ტე­რე­სე­ბის მი­მართ. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დამ­რი­გე­ბელ­მა, კლას­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე, გა­აც­ნოს მოს­წავ­ლე­ებს, თუ რა ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და­ე­ფუძ­ნე­ბა მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, ერ­თობ­ლი­ვად და­ი­სა­ხონ მიზ­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, ასე­ვე მა­თი სურ­ვი­ლე­ბიც. ბავ­შ­ვის­თ­ვის გა­სა­გე­ბი უნ­და გახ­დეს, რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს დამ­რი­გე­ბელს მის მი­მართ, ისე­ვე რო­გორც, დამ­რი­გე­ბე­ლი უნ­და და­ინ­ტე­რეს­დეს ბავ­შ­ვე­ბის მო­ლო­დი­ნე­ბით და ეცა­დოს, მათ უპა­სუ­ხოს. ვფიქ­რობ, ჩემ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გა­ა­მარ­თ­ლა და ბავ­შ­ვებ­თან ორ­მ­ხ­რი­ვი ნდო­ბის, გულ­წ­რ­ფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა შევ­ძე­ლი, რა­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბად მი­ვიჩ­ნევ.

⇒ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა – საკ­ლა­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით, მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვა­ტა­რებთ. ვცდი­ლობთ, მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ერ­თობ­ლი­ვად დავ­გეგ­მოთ. გა­მომ­დი­ნა­რე ეკ­რან­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, არა­საკ­მა­რი­სი ძი­ლის, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის პრობ­ლე­მე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს აწუ­ხებთ, მეტ­წი­ლად, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის ხელ­შემ­წყობ აქ­ტი­ვო­ბებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას. ასე­ვე დიდ ყუ­რადღე­ბას ვუთ­მობთ ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ას, გა­რე­მოს­დაც­ვით ღო­ნის­ძი­ე­ბებს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ექ­ს­კურ­სი­ებს, სპექ­ტაკ­ლებს. ვცდი­ლობ, აქ­ტი­ვო­ბებ­ს­ მ­ხო­ლოდ სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა არ ჰქონ­დეს  და ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გის მომ­ცე­მი იყოს.

⇒ სა­კითხე­ბი, რომ­ლებ­საც ბავ­შ­ვე­ბი დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ

ჩემს ყვე­ლა სა­დამ­რი­გებ­ლო კლას­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ერთ გუნ­დად შეკ­რულ­ნი არი­ან, რად­გან, კლას­ში, მეტ­წი­ლად, სა­მი-ოთხი ან უფ­რო ნაკ­ლე­ბი მოს­წავ­ლეა. ცხა­დია, გარ­კ­ვე­უ­ლი უთან­ხ­მო­ე­ბე­ბი მა­ინც ხდე­ბა, რაც ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თან­მ­დე­ვი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. ვცდი­ლობ, მსგავ­სი ტი­პის კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის აღ­მოფხ­ვ­რი­სას, ბავ­შ­ვებ­თან სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად გა­ვარ­კ­ვიო და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზე­ბი. ჩემ­თ­ვის არც ერ­თი, თუნ­დაც მცი­რე შე­ლა­პა­რა­კე­ბა, არ არის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო, რო­დე­საც ვხე­დავ, რომ ბავ­შ­ვი ამას გა­ნიც­დის. უფ­რო­სებს ხში­რად არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბათ გარ­კ­ვე­უ­ლი სა­კითხე­ბი, რომ­ლებ­საც ბავ­შ­ვე­ბი დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ. ვცდი­ლობ, არ და­მა­ვიწყ­დეს ჩე­მი თა­ვი მათ ასაკ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, გუ­ლი­თა­დად ვინ­ტე­რეს­დე­ბი, თუ რა მოხ­და. ვის­მენ თი­თო­ე­უ­ლი მხა­რის არ­გუ­მენტს. შემ­დეგ ვცდი­ლობ, თი­თო­ე­ულს ავუხ­ს­ნა მე­ო­რე მხა­რის პერ­ს­პექ­ტი­ვა. არ მინ­და, ბავ­შ­ვე­ბი ხათ­რით შე­უ­რიგ­ნ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. ვცდი­ლობ, ყო­ველ­თ­ვის დავ­რ­წ­მუნ­დე, რომ მათ ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­გეს და გულ­წ­რ­ფე­ლად შე­რიგ­დ­ნენ. ცხა­დია, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რომ კლას­ში არ გა­მოვ­ლინ­დეს ჩაგ­ვ­რის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რა­საც შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით წარ­მა­ტე­ბით ვა­ხერ­ხებთ.

⇒ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი და სწო­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აღ­ზ­რ­დის მე­თო­დე­ბი

ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი კარ­გად იც­ნობ­დ­ნენ რო­გორც ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებს, ასე­ვე იმ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც მათ, რო­გორც მოს­წავ­ლე­ებს და ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ებს ეკის­რე­ბათ. ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუწყო ხე­ლი მათ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, სა­კუ­თა­რი თუ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე ზრუნ­ვას, ასე­ვე სა­კუ­თა­რი თუ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას. ხში­რად მივ­მარ­თავ აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლე­ბიც მათ­ში კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. ვაწყობთ დის­კუ­სი­ებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს და ცდი­ლო­ბენ, ისი­ნი შე­სა­ბა­მი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბით გა­ამ­ყა­რონ, ასე­ვე ცდი­ლო­ბენ, სა­კუ­თა­რი სათ­ქ­მე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გა­მო­ხა­ტონ, და­ხა­ტონ ნა­ხა­ტე­ბი, მო­ამ­ზა­დონ ჩა­ნა­წე­რე­ბი, გა­ა­კე­თონ პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხ­ზე.

⇒ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ცალ­სა­ხად უარ­ყო­ფი­თად ან და­დე­ბი­თად ვერ შე­ვა­ფა­სებ, რად­გან არის გარ­კ­ვე­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, თუმ­ცა ბევ­რი რამ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია და ცვლი­ლე­ბებს სა­ჭი­რო­ებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნი­სას, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი, რაც მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვებს მივ­ცეთ ხა­რის­ხი­ა­ნი ცოდ­ნის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სა­ინ­ტე­რე­სო იყოს მოს­წავ­ლის­თ­ვის. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხში­რი ცვლი­ლე­ბა რომ აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა თა­ვი­დან, რად­გან ეს ბავ­შ­ვებ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბას იწ­ვევს.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი არ იყოს მე­ტის­მე­ტად გა­დატ­ვირ­თუ­ლი, რა­თა მოს­წავ­ლე­ებ­მა სრულ­ფა­სოვ­ნად და ხა­რის­ხი­ა­ნად შეძ­ლონ ცოდ­ნის მი­ღე­ბა. ვი­სურ­ვებ­დი, რომ მე­ტად ცხა­დი გახ­დეს სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. ეს ბევრ გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბას აგ­ვა­რი­დებ­და თა­ვი­დან. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო გან­წყო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. რო­დე­საც სა­გაკ­ვე­თი­ლო თე­მა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა, ყვე­ლა­ზე პა­სი­უ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბიც კი აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბი­ან სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ვი­სურ­ვებ­დი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სტან­დარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას, თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი მე­ტად გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რა­თა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მათ­ში ცოდ­ნის მი­ღე­ბის სურ­ვილს ახა­ლი­სებ­დეს და საგ­ნი­სად­მი ინ­ტე­რესს აღ­ვი­ვებ­დეს.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები