3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

თეოლოგობა — ერთგვარი ხიდი დაცემულ ადამიანსა და ღმერთს შორის

spot_img
რუბ­რი­კის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუ­მა­რია ირაკ­ლი ჯინ­ჯო­ლა­ვა, მი­უნ­ხე­ნის ლუდ­ვიგ-მაქ­სი­მი­ლი­ა­ნეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი
— ირაკ­ლი, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა ზუგ­დი­დის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე წლე­ბი­სა, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან თბი­ლად მახ­სენ­დე­ბა. ეს ის დრო იყო, რო­ცა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გზა­ზე ახალ­ფე­ხად­გ­მუ­ლი ქვე­ყა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ჭრი­ლო­ბებს იშუ­შებ­და. ჩემს კლას­ში 45 მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვით, მრა­ვალ­რიცხოვ­ნო­ბა კი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვ­და, რა­თა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ნორ­მა­ლუ­რად წარ­მარ­თუ­ლი­ყო. ხში­რად ვერც ხერ­ხ­დე­ბო­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუხ­ჭი­რი­სა, მშობ­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ის, რომ რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მევ­ლო. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა იგი­ვე სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. კლა­სე­ლებ­ზე, მას­წავ­ლებ­ლებ­ზე და ზო­გა­დად ბავ­შ­ვო­ბის მე­გობ­რებ­ზე ხში­რად მით­ქ­ვამს, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ ყოფ­ნის წლებ­მა უფ­რო და­მა­ახ­ლო­ვა მათ­თან. აქ ისი­ნი ჩემ­თ­ვის უფ­რო ახ­ლობ­ლე­ბი გახ­დ­ნენ, ვიდ­რე მა­ნამ­დე იყ­ვ­ნენ. რო­დე­საც თვა­ლი თვალს ხე­დავს, მა­შინ გო­ნე­ბა ისე არ მოქ­მე­დებს, ხო­ლო რო­ცა ვინ­მეს ვერ ვხე­დავთ, მა­შინ ვიწყებთ მას­ზე ფიქრს.
რაც შე­ე­ხე­ბა ჩე­მი პრო­ფე­სი­ის გან­საზღ­ვ­რა­ში სკო­ლის როლს, ვერ გეტყ­ვით, რომ თა­ვი­დან­ვე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვფიქ­რობ­დი, თუმ­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი ბიძ­გი შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ამ წლებ­მა მომ­ცა. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან, ასე 12 წლი­სა, უკ­ვე სტი­ქა­რო­სა­ნი ვი­ყა­ვი.
— სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლას თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში აგ­რ­ძე­ლებ. რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო ამ პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ?
— მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სე­მი­ნა­რი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბამ­დე და სწავ­ლის პე­რი­ოდ­შიც, მუდ­მი­ვად მსურ­და საზღ­ვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად წას­ვ­ლა, ეს ძნე­ლი გა­მოდ­გა. თუმ­ცა, ჩემ­თ­ვის სტუდენტური წლე­ბი და­უ­ვიწყა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რამ­დე­ნა­დაც უკ­მა­ყო­ფი­ლო არ უნ­და ვი­ყო სე­მი­ნა­რი­ით (მი­სი აკა­დე­მი­უ­რი დო­ნე, პი­რო­ბე­ბი, გა­რე­მოც­ვა და ა.შ.), მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე. გა­მოვ­ცა­დე, რო­გო­რე­ბი ვართ (ვგუ­ლის­ხ­მობ სე­მი­ნა­რი­ას), ვინ ვი­ყა­ვით და ამ პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან დღეს შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავს უფ­ლე­ბა მივ­ცე იმა­ზე სა­უბ­რი­სა, თუ რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა გავ­ხ­დეთ. სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლის ოთხი წე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გახ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ის, რაც სე­მი­ნა­რი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, იქ­ნე­ბა ეს კარ­გი თუ ცუ­დი, მეც ასე­ვე მი­ხა­რია და მტკი­ვა. სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დი იყო ის დრო, რო­მელ­მაც საღ­მ­რ­თის­მეტყ­ვე­ლო ცოდ­ნის სა­ფუძ­ვ­ლებ­თან ერ­თად მრა­ვალ ადა­მი­ანს და­მა­კავ­ში­რა.
— შემ­დეგ სწავ­ლას გერ­მა­ნი­ა­ში აგ­რ­ძე­ლებ. რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი, რა გზა გა­ი­ა­რე ლუდ­ვიგ-მაქ­სი­მი­ლი­ა­ნეს უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გერ­მა­ნია?
— მე­გობ­რე­ბი ხში­რად მე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ, რომ მო­ვი­ა­რე მსოფ­ლიო — ვსწავ­ლობ­დი სა­ბერ­ძ­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, ბელ­გი­ა­ში, ამე­რი­კა­ში და ა.შ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი — ვერ­სად მივ­დი­ო­დი. ჩე­მი მრა­ვა­ლი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა ცდა კრა­ხით სრულ­დე­ბო­და. იყო მრა­ვა­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ტყუ­ი­ლი, ცრუ შე­პი­რე­ბა და ბო­ლოს მა­ინც მე-4 კურ­სამ­დე მი­ვაღ­წიე. ამ დროს გა­ვი­ცა­ნი გერ­მა­ნი­ა­ში მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თე­ო­ლო­გი­ას სწავ­ლობ­დ­ნენ. თა­ვი­დან სწო­რედ მა­თი ხელ­შეწყო­ბით მოვ­ხ­ვ­დი გერ­მა­ნი­ა­ში, პირ­ველ ეტაპ­ზე — გერ­მა­ნუ­ლი ენის შე­სას­წავ­ლად. ვცხოვ­რობ­დი აღ­მო­სავ­ლურ სე­მი­ნა­რი­ა­ში, გავ­დი­ო­დი ენის კურ­სებს და ვეს­წ­რე­ბო­დი ლექ­ცი­ებს აიხ­შ­ტე­ტის (Eichstლtt) უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. ასე გა­ვი­და თით­ქ­მის ორი წე­ლი­წა­დი. მა­შინ მი­უნ­ხე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ბრძო­ლის, აც­რემ­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი­სა და ჯა­ფის ფა­სად, აღ­მოვ­ჩ­ნ­დი სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის პირ­ვე­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა­გან დიპ­ლო­მის სრუ­ლი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ავი­ღე სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა და ასე ჩა­ვი­რიცხე ლუდ­ვიგ-მაქ­სი­მი­ლი­ა­ნეს სა­ხე­ლო­ბის მი­უნ­ხე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი თე­ო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუტ­ში.
— მი­უნ­ხე­ნის ლუდ­ვიგ-მაქ­სი­მი­ლი­ა­ნეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­თა ასე­ულ­ში შე­დის. გერ­მა­ნი­ის მას­შ­ტა­ბით კი, მიმ­დი­ნა­რე მო­ნა­ცე­მე­ბით, პირ­ველ ად­გილ­ზეა. უდი­დე­სი ის­ტო­რი­ის მქო­ნე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 20 ნო­ბე­ლი­ან­ტია აღ­ზ­რ­დი­ლი. ირაკ­ლი, შენ ამ­ჟა­მად სწო­რედ ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე ბიბ­ლი­უ­რი თე­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­გორც ვი­ცი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ეს ფა­კულ­ტე­ტი სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერ­თა­დერ­თი მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი თე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტია (არის ევან­გე­ლუ­რი, ასე­ვე კა­თო­ლი­კუ­რი თე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტე­ბი), სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში შე­დის კვლე­ვი­თი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი.
— მი­უნ­ხე­ნის მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი თე­ო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტი 20-წლი­ან ის­ტო­რი­ას ით­ვ­ლის. სა­ა­მი­სოდ მზა­დე­ბა უფ­რო ად­რე, 1984 წლი­დან, იწყე­ბა ჯერ კა­თედ­რის დო­ნე­ზე, ხო­ლო უკ­ვე 1994 წელს, აკა­დე­მი­უ­რი სე­ნა­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, სა­ფუძ­ვე­ლი ეყ­რე­ბა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი თე­ო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუტს. 1999 წლი­დან მას სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მაც ემა­ტე­ბა. სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც აქ თე­ო­ლო­გი­ურ გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, კარ­გად გა­ეც­ნონ არა მარ­ტო და­სავ­ლუ­რი თე­ო­ლო­გი­ის ის­ტო­რი­ას, არა­მედ ასე­ვე ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რა­სა და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. ეს კი პირ­და­პირ გავ­ლე­ნას ახ­დენს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის (2,5 მლნ.) რე­ლი­გი­ურ და კულ­ტუ­რულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას გერ­მა­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.
მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი თე­ო­ლო­გი­ის მი­ზა­ნია, მო­ახ­დი­ნოს არა მხო­ლოდ კონ­ფე­სი­უ­რი რწმე­ნის პრე­ზენ­ტი­რე­ბა, არა­მედ გა­ნი­ხი­ლოს ეკ­ლე­სია, რო­გორც შუ­ა­მა­ვა­ლი სხვა ქრის­ტი­ან თე­ო­ლო­გებ­თან და მეც­ნი­ე­რებ­თან. ეს არა მარ­ტო თე­ო­ლო­გი­ის კრი­ტი­კულ ამო­ცა­ნებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, არა­მედ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბი­თი გა­მოც­დი­ლე­ბის ახ­ლე­ბუ­რად ამოხ­ს­ნი­საც. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­თო­დო­ლო­გი­ა­სა და სხვა ქრის­ტი­ან თე­ო­ლო­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რომ­ლე­ბიც მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ახა­ლი იმ­პულ­სე­ბის მი­ღე­ბა, ხო­ლო ეს კავ­ში­რი ჩვე­ნი — მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი თე­ო­ლო­გი­ის გა­ნახ­ლე­ბას უწყობს ხელს.
ის­მის კითხ­ვა, თუ რა რო­ლი აქვს ასეთ ძლი­ერ უნი­ვერ­სი­ტეტს ამ პა­ტა­რა ინ­ს­ტი­ტუ­ტი­სათ­ვის? უნი­ვერ­სი­ტე­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს და­წე­სე­ბუ­ლე­ბას არა მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რად, არა­მედ იძ­ლე­ვა იმის მყარ გა­რან­ტი­ას, რომ კვლე­ვი­სა და სწავ­ლე­ბის სფე­რო­ში მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი იყოს და­ცუ­ლი. ეს ყო­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლე­ბელს ხდის აზ­რ­თა გაც­ვ­ლას, დის­კუ­სი­ა­სა და დი­ა­ლოგს სა­მეც­ნი­ე­რო დო­ნე­ზე. თე­ო­ლო­გი­ას კი სჭირ­დე­ბა ეს დი­ა­ლო­გი, ანუ კავ­ში­რი სხვა მეც­ნი­ე­რებ­თან.
თუ­კი სი­მარ­თ­ლეა, რომ ევ­რო­პის ფარ­გ­ლებ­ში თა­ნაცხოვ­რე­ბა თან­ხ­ვედ­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, მა­შინ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი თე­ო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლა გერ­მა­ნი­ა­ში იძ­ლე­ვა შანსს თა­ო­ბის ახ­ლე­ბუ­რად გაზ­რ­დი­სა. თა­ო­ბი­სა, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა რა­ღაც კულ­ტუ­რუ­ლი დოგ­მე­ბით, ე.წ. „კლი­შე­ე­ბით“ იზო­ლი­რე­ბუ­ლი, არა­მედ ექ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მთლი­ა­ნო­ბა. ვგუ­ლის­ხ­მობ საქ­მის ერ­თად, თა­ნა­ზი­ა­რე­ბით კე­თე­ბას, ყო­ველ­გ­ვა­რი იზო­ლი­რე­ბი­სა და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გა­რე­შე.
— რა წე­სით გა­მო­ი­ყო­ფა სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი? არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი?
— ეს კითხ­ვა ძა­ლი­ან ბევრ დე­ტალს მო­ი­ცავს, თუმ­ცა მე მოკ­ლედ გი­პა­სუ­ხებთ. ზო­გა­დად, გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლა უფა­სოა. თუმ­ცა, სტუ­დენ­ტის­თ­ვის ცხოვ­რე­ბა და კვე­ბა წე­ლი­წად­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 8.000 ევ­რო ჯდე­ბა. არის სას­ტი­პენ­დიო ფონ­დე­ბი რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო, ასე­ვე სა­ეკ­ლე­სიო თუ კერ­ძო. ყვე­ლას თა­ვი­სი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი აქვს, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად, სტუ­დენტს სას­წავ­ლო პე­რი­ო­დის, მი­ნი­მუმ, ნა­ხე­ვა­რი წარ­მა­ტე­ბით უნ­და ჰქონ­დეს გან­ვ­ლი­ლი. ასე­ვე სა­ჭი­როა პრო­ფე­სო­რე­ბის და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია, საკ­მა­ოდ დი­დი და ფორ­მა­ლუ­რი მხა­რე­ე­ბი, მაგ­რამ სავ­სე­ბით და­საძ­ლე­ვი. 6 წე­ლია, მეც ასე ვცხოვ­რობ, სტი­პენ­დი­ე­ბით.
— რა რო­ლი უჭი­რავს გერ­მა­ნი­ა­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს, კონ­კ­რე­ტუ­ლად რა შე­გიძ­ლია გვითხ­რა ლუდ­ვიგ-მაქ­სი­მი­ლი­ა­ნეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ზე?
— უბ­რა­ლოდ სა­ოც­რე­ბაა. ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში ისე­თი გა­რე­მოა, რომ სწავ­ლას მო­გაწყუ­რებს. მი­უნ­ხე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტე­ტებს ცალ­კე ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვთ, 4-სარ­თუ­ლი­ა­ნი უზარ­მა­ზა­რი კორ­პუ­სი, წიგ­ნებ­თან პირ­და­პი­რი შე­ხე­ბა შეგ­ვიძ­ლია, ანუ რომც არ ვი­ცო­დე ამა თუ იმ წიგ­ნის არ­სე­ბო­ბა, თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით მივ­დი­ვარ თა­რო­ებ­თან და ვე­ძებ სა­სურ­ველ ლი­ტე­რა­ტუ­რას. ყვე­ლა­ფე­რი კა­ტა­ლო­გი­ზი­რე­ბუ­ლია, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მე­ბი ძებ­ნის სა­სურ­ველ კონ­დი­ცი­ამ­დე მიყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლი­ცენ­ზი­ით, წვდო­მა გვაქვს ფა­სი­ან პროგ­რა­მებ­ზე. არ არ­სე­ბობს წიგ­ნი თუ სტა­ტია, რო­მელ­საც, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვერ მო­ვი­ძი­ებ. თუ პი­რა­დად ვერ შევ­ძ­ლებ, სპე­ცი­ა­ლურ ან­კე­ტას ვავ­სებ და უნი­ვერ­სი­ტე­ტი ეძებს ჩემ­თ­ვის. მოკ­ლედ, ევ­რო­პუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი ეს დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.
— რაც შე­ე­ხე­ბა სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას და პრაქ­ტი­კას. გვი­ამ­ბე, შე­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ.
— ამ მხრივ, თე­ო­ლო­გი­ის სტუ­დენ­ტებს, დოქ­ტო­რან­ტებს არ გვაქვს დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბა. თე­ო­ლო­გი­უ­რი დის­ციპ­ლი­ნა არ მო­ითხოვს რა­ი­მე სპე­ცი­ფი­კურ პრაქ­ტი­კებს და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სე­მი­ნა­რე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, სიმ­პო­ზი­უ­მე­ბი მრავ­ლა­დაა და ეს ზო­გა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის ნა­წი­ლია, მაგ­რამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ტექ­ნი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტე­ბის­გან, ჰუ­მა­ნი­ტა­რებ­თან ცო­ტა სხვა­ნა­ი­რა­დაა, ძი­რი­თა­დად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა.
— რო­გორც ვი­ცი, სას­წავ­ლო ვი­ზი­ტით იყა­ვი ვა­ტი­კან­ში და პი­რა­დად შეხ­ვ­დი რო­მის პაპს, ასე­ვე იყა­ვი ათო­ნის წმინ­და მთა­ზე, სა­დაც წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მო­ნის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თ­ველ ბერს, ერ­მო­ლა­ოსს (ჭე­ჟია) შეხ­ვ­დი და გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მას­თან გა­ა­ტა­რე. რა მიზ­ნით გა­ემ­გ­ზავ­რე, გაგ­ვი­ზი­ა­რე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და გვი­ამ­ბე იმა­ზე, რაც გა­მორ­ჩე­უ­ლად და­გა­მახ­სოვ­რ­და ამ პე­რი­ო­დი­დან.
— დი­ახ, შვე­ი­ცა­რი­ა­ში სწავ­ლის დროს, ერ­თი კვი­რით, სას­წავ­ლო ვი­ზი­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც თა­ვად პონ­ტი­ფი­კა­ლუ­რი საბ­ჭოს („ქრის­ტი­ან­თა ერ­თო­ბის ხელ­შეწყო­ბი­სათ­ვის“) მი­ერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ვა­ტი­კან­სა და რომ­ში ვი­ყა­ვი. ვეწ­ვი­ეთ მრა­ვალ პონ­ტი­ფი­კა­ლურ საბ­ჭოს, მუ­ზე­უ­მებს, ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს, გა­ვე­ცა­ნით ვა­ტი­კა­ნის მუ­შა­ო­ბას, ასე­ვე, იყო გე­ნე­რა­ლუ­რი აუდი­ენ­ცია პაპ ფრან­ცის­კეს­თან. სწო­რედ აქ შევ­ხ­ვ­დი მას პი­რა­დად და ხან­მოკ­ლე სა­უბ­რი­სას გა­ვი­გე მის­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­სი ვი­ზი­ტის გეგ­მებ­ზე, რო­მე­ლიც უკ­ვე გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლად შედ­გა.
რაც შე­ე­ხე­ბა ათო­ნის წმინ­და მთას, აქ, პირ­ვე­ლად, სა­მეც­ნი­ე­რო მოგ­ზა­უ­რო­ბის ფარ­გ­ლებ­ში ვი­ყა­ვი გაგ­ზავ­ნი­ლი მი­უნ­ხე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, პრო­ფე­სო­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით. გა­ვე­ცა­ნი ზო­გა­დად ათო­ნის მთის სა­მო­ნას­ტ­რო ყო­ფას, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, არ­ქი­ვებს. ვი­ყა­ვი ასე­ვე ივე­რო­ნის მო­ნას­ტ­რის ხელ­ნა­წერ­თა სა­ცავ­ში. სა­ო­ცა­რი იყო ქარ­თულ ხელ­ნა­წე­რებ­თან შე­ხე­ბა, რო­მელ­თაც ესო­დენ დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვთ (თუმ­ცა ხელ­ნა­წე­რე­ბი არ მიკ­ვ­ლე­ვია). ამა­ვე ვი­ზი­ტის დროს, შევ­ხ­ვ­დი მა­მა ერ­მო­ლა­ოსს. არა ერ­თხელ მით­ქ­ვამს და გავ­მე­ორ­დე­ბი, რომ ამ ადა­მი­ან­მა ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. მი­სი აზ­როვ­ნე­ბის ფარ­თო ჰო­რი­ზონ­ტი, ინ­ტე­ლექ­ტი, სუ­ლი­ე­რე­ბა და ღვთა­ებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი ჰარ­მო­ნი­უ­ლა­დაა შერ­წყ­მუ­ლი ერ­თ­მა­ნეთ­ში. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი. სწო­რედ მის გა­მო ათო­ნის მთას ხელ­მე­ო­რე­დაც ვეწ­ვიე, რა­თა მას­თან მე­ტი ურ­თი­ერ­თო­ბა მქო­ნო­და, ნე­ბა დამ­რ­თო, მას­თან ერ­თად, ყო­ველ­დღი­უ­რად, მე­მუ­შა­ვა ბიბ­ლი­ო­თე­კა­სა და არ­ქივ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რა ჩემ­თ­ვის და­უ­ვიწყა­რი და მრავ­ლის­მომ­ცე­მია.
— „თე­ო­ლო­გია არ არის დრო­ში, რად­გან ის ყო­ველ­თ­ვის იკ­ვ­ლევს და გან­მარ­ტავს, ამი­ტო­მაც ის ყო­ველ­თ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვეა. თე­ო­ლო­გი­ის წყა­რო ღმერ­თია. ამ­დე­ნად თე­ო­ლო­გია არის მუდ­მი­ვი, მა­რა­დი­უ­ლი და მი­სი მი­ზა­ნია ადა­მი­ა­ნის ხსნა.“ — რამ­დე­ნად ეთან­ხ­მე­ბი ამ მო­საზ­რე­ბას და რას ნიშ­ნავს თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში თე­ო­ლო­გო­ბა, რა არის თე­ო­ლო­გი­ის მი­ზა­ნი?
— ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და ეს ცი­ტა­ტა რომ მო­იყ­ვა­ნეთ — ის ხომ ჩემს ახ­ლო მე­გო­ბარს, თე­ო­ლოგ­სა და ის­ტო­რი­კოსს, ლე­ვან ბუ­კი­ას ეკუთ­ვ­ნის. მი­სი სტა­ტია „ზო­გი რამ თე­ო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ“ პირ­ვე­ლად სწო­რედ ჩვენ მი­ერ და­არ­სე­ბულ ბიბ­ლი­უ­რი თე­ო­ლო­გი­ის შემ­ს­წავ­ლელ ცენტრ „ბარ­ძი­მის“ ბლოგ­ზე და­ი­დო. დი­ახ, რა თქმა უნ­და, ვი­ზი­ა­რებ ამ მო­საზ­რე­ბას, რად­გან ის არ­სე­ბულ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას გად­მოს­ცემს და სწო­რედ რომ თე­ო­ლო­გი­ის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ღმრთის შე­მეც­ნე­ბაა და ამით ჩვე­ნი, ადა­მი­ა­ნე­ბის მა­რა­დი­უ­ლი ხსნა. ამას­თან უნ­და დავ­ძი­ნო, რომ არის აკა­დე­მი­უ­რი თე­ო­ლო­გია, რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო დარ­გი, რო­მელ­საც, რო­გორც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო დარგს, გარ­კ­ვე­უ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი, გნე­ბავთ სტან­დარ­ტე­ბი, აქვს. ამით ის უფ­რო ვიწ­რო, შე­მო­საზღ­ვ­რუ­ლი ხდე­ბა, ვიდ­რე თე­ო­ლო­გი­ის ფარ­თო გა­გე­ბა.
მთა­ვა­რი კითხ­ვა, თუ რას ნიშ­ნავს თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში თე­ო­ლო­გო­ბა, ესაა იყო გზამ­კ­ვ­ლე­ვი, ერ­თ­გ­ვა­რი ხი­დი, და­ცე­მულ ადა­მი­ან­სა და ღმერთს შო­რის. შეძ­ლო, რო­გორც თე­ო­ლოგ­მა, და­ა­ფიქ­რო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ დრო­ის, ეპო­ქის, თა­ნა­მედ­რო­ვე რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ­სე­ბობს მა­რა­დი­უ­ლი, უკ­ვ­და­ვი სუ­ლი, დას­ვან ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი კითხ­ვე­ბი, რი­თაც და­იწყე­ბა ღვთის ძი­ე­ბის პრო­ცე­სი.
— რო­გო­რია თე­ო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ევ­რო­პა­ში, რო­გორ შე­ა­და­რებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს ევ­რო­პა­ში არ­სე­ბულ­თან?
— თე­ო­ლო­გი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­სა და „სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბას“ გავ­მიჯ­ნავ­დი ერ­თ­მა­ნე­თის­გან. რა­ტომ? თე­ო­ლო­გი­ას, რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო დარგს, სჭირ­დე­ბა სე­კუ­ლა­რუ­ლი გა­რე­მო, სა­დაც ის სა­მეც­ნი­ე­რო დის­კუ­სი­ა­სა და კა­მათ­ში შე­ვა სხვა მეც­ნი­ე­რებ­ებთან, დას­ვამს კრი­ტი­კულ კითხ­ვებს, იკ­ვ­ლევს და ეძი­ებს სი­ახ­ლე­ებს, მი­ი­ღებს გა­მოწ­ვე­ვებს სხვა დარ­გე­ბის­გან, რო­მელ­ზეც ადეკ­ვა­ტურ, კვლე­ვი­თი ხა­სი­ა­თის პა­სუ­ხებს გას­ცემს და ა.შ. ასე­თი გა­რე­მოა ევ­რო­პა­ში და არ არის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა „სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბას“, რო­მელ­საც მე სუ­ლი­ერ გა­მოც­დი­ლე­ბას უფ­რო და­ვარ­ქ­მევ­დი, ცალ­სა­ხად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სუ­ლი­ერ სწავ­ლე­ბას კი გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან უნ­და იღებ­დ­ნენ თე­ო­ლო­გი­ის სტუ­დენ­ტე­ბი. ამი­სათ­ვის არ­სე­ბობს სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ე­ბი, რო­მელ­თა უპირ­ვე­ლე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი, სუ­ლი­ე­რი სწავ­ლე­ბი­სა და სა­მოძღ­ვ­რო პრაქ­ტი­კის მი­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბაა. ვფიქ­რობ, ორი­ვე თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ერ­თი მხრივ, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო დარ­გის თე­ო­ლო­გია, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ — მა­ღა­ლი სუ­ლი­ე­რი გა­მოც­დი­ლე­ბით წარ­მარ­თუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია.
— რას ურ­ჩევ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ…
— მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კარ­გად შე­ვის­წავ­ლოთ ის გა­რე­მო, სა­დაც ვა­პი­რებთ წას­ვ­ლას. დღე­ვან­დე­ლი ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ყვე­ლა წვრილ­მა­ნი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, პირ­ველ რიგ­ში, უმ­თავ­რე­სია დავ­ს­ვათ კითხ­ვა სა­კუ­თარ თავ­თან — „რა შე­მიძ­ლია მე?“ სა­კუ­თა­რი თა­ვის სწო­რი შე­ფა­სე­ბა სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. არც ძა­ლი­ან რთულ­სა და და­უძ­ლე­ველს არ უნ­და ჩა­ვებღა­უ­ჭოთ და არც ძა­ლი­ან სუსტს. უნ­და იყოს გა­მოწ­ვე­ვა, რა­ღაც სირ­თუ­ლე, რო­მე­ლიც ზრდა­ში, წინ­ს­ვ­ლა­ში და­გეხ­მა­რე­ბა. ყვე­ლა­ფერს ვერ გათ­ვ­ლი და ვერ გან­საზღ­ვ­რავ. შე­იძ­ლე­ბა ისე­თი რამ გა­მოჩ­ნ­დეს, რა­ზეც არ გი­ფიქ­რია, ეს ახალ რე­ა­ლო­ბას აჩენს და მეტ ინ­ტე­რეს­საც. ცხა­დია, ამან არ უნ­და შე­გა­ში­ნოს და ზო­გა­დად, ყო­ველ­გ­ვარ გა­მოწ­ვე­ვას შეხ­ვ­დე ინ­ტე­რე­სით და მი­სი გა­და­ლახ­ვის სურ­ვი­ლით — ასე თუ იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია მიზ­ნის მი­საღ­წევ გზა­ზე გან­მ­ტ­კი­ცე­ბა, რაც აუცი­ლე­ბე­ლია.
— რო­გო­რია გერ­მა­ნი­ა­ში სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა, სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს?
— ძა­ლი­ან მომ­წონს აქა­უ­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა, სწო­რედ იმი­ტომ, რომ ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. დი­დი არ­ჩე­ვა­ნია და ამ არ­ჩე­ვან­ში სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარ. შე­ნი პი­როვ­ნე­ბაც ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში იზ­რ­დე­ბა — მარ­ტო მყო­ფი, სა­კუ­თარ თავ­თან დარ­ჩე­ნი­ლი, ყო­ველ­გ­ვა­რი ზე­გავ­ლე­ნის გა­რე­შე. ერ­კ­ვე­ვი იმა­ში, რა გინ­და, რა არის შენ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კუ­თარ არ­ჩე­ვან­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ხდე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში, შე­ნი არ­ჩე­ვა­ნით, ყა­ლიბ­დე­ბი პი­როვ­ნე­ბად. თუ რო­გორ, ამა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი თა­ვად ხარ.
— რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას — სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ რო­გორც მღვდელ­მ­სა­ხუ­რი. რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— მინ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დე და იქ და­ვი­ხარ­ჯო სრუ­ლად. სურ­ვი­ლი მაქვს, უმაღ­ლე­სი საღ­მ­რ­თის­მეტყ­ვე­ლო გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღო, რაც ცხა­დია, ხელს არ უშ­ლის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რო­ბას, უმალ პი­რი­ქით. ფიქ­რით ამ გზა­ზეც ვფიქ­რობ. ცხა­დია, აქ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გარ­კ­ვე­ულ როლს ითა­მა­შებს და­საქ­მე­ბა­ში, თუმ­ცა არ­სე­ბობს გარ­კ­ვე­უ­ლი დის­ტან­ცია, გარ­კ­ვე­უ­ლი ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბა, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს პრობ­ლე­მებს ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­კითხებ­ში, ეს კი აუცი­ლებ­ლად გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია.
— და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ის ალ­ბათ მეტს ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს?
— ევ­რო­პამ ჩვენ უკ­ვე მიგ­ვი­ღო. უფ­რო სწო­რი იქ­ნე­ბა ვთქვათ, და­ვუბ­რუნ­დით ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის გზას. თუმ­ცა, ეს გუ­ლის­ხ­მობს პი­როვ­ნუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გაზ­რ­დას, რი­სი ნაკ­ლე­ბო­ბაც ჩვენ­თან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სამ­წუ­ხა­როდ ჯერ კი­დევ დი­დია. შე­სა­ბა­მი­სად, ასე უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. ევ­რო­პამ მიგ­ვი­ღო და ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ გან­ვიმ­ტ­კი­ცებთ ად­გილს ევ­რო­პულ ოჯახ­ში, რაც არა­ნა­ი­რად არ გუ­ლის­ხ­მობს ათ­ქ­ვე­ფას და აღ­რე­ვას სხვა კულ­ტუ­რა­ში, ან კი­დევ სა­კუ­თა­რის და­ვიწყე­ბას, უმალ პი­რი­ქით, სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ით ევ­რო­პის და მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გამ­დიდ­რე­ბას. გე­თან­ხ­მე­ბით, საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან ბევ­რი რა­მის, და მათ შო­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, გა­და­ფა­სე­ბა მოხ­და. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტო­მაც, რომ აქ ბევ­რად ახალ­გაზ­რ­და, 21 წლი­სა ჩა­მო­ვე­დი. სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნაც, თით­ქოს, აქე­დან უფ­რო გა­ვი­ცა­ნი. ამ­ბო­ბენ, სა­ქარ­თ­ვე­ლო გად­მოტ­რი­ა­ლე­ბულ წიგნს გავ­სო, ხო­და ჩვენც საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან ამ წიგნს ვკითხუ­ლობთ. ამას გარ­კ­ვე­უ­ლი ობი­ე­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბიც აქვს. მა­გა­ლი­თად, ხში­რად მი­წევს სა­ქარ­თ­ვე­ლოს, მი­სი ის­ტო­რი­ის, ეკ­ლე­სი­ის, კულ­ტუ­რის პრე­ზენ­ტა­ცია (ყო­ველ­დღი­უ­რად კი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუდ­მი­ვი ელ­ჩე­ბი ვართ). მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში კი თა­ვად ვუღ­რ­მავ­დე­ბი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბის არ­ს­საც. ამა­ზე რეფ­ლექ­სი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას ხში­რად მსმე­ნე­ლის­გან წა­მო­სუ­ლი კითხ­ვე­ბიც გა­ნა­პი­რო­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, მექ­მ­ნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უფ­რო ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, ვიდ­რე საზღ­ვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თულ დი­ას­პო­რას დი­დი რო­ლი აქვს, თუმ­ცა ეს რო­დი ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ­თან ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რა­დაა. ჩვენ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი, უნ­და გავ­თა­ვი­სუფ­ლ­დეთ მო­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბის­გან, და­ვუბ­რუნ­დეთ იმ თა­ვი­სუ­ფალ აზ­როვ­ნე­ბას, რო­მელ­ზე­დაც ამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნეა დგას ჩვე­ნი კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი, ადა­თი. სწო­რედ ეს გვხდის ჩვე­ნის­თა­ნა პა­ტა­რა ერს გა­მორ­ჩე­ულს და სწო­რედ ასე­თე­ბი უნ­და დავ­რ­ჩეთ ევ­რო­პა­ში. ევ­რო­პა ხომ საზღ­ვ­რე­ბის გა­რე­შე არ­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა.
ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები