პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების გრანტი მოიპოვა.
პროექტი სახელწოდებით „LIFESTRAND” ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინაში პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლება/ტრენინგს.
პროექტში ჩაერთვებიან მონაწილე უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
პროექტი შეიქმნა, დაიგეგმა და წარიმართება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 10 უნივერსიტეტი:
⇒ საქართველო:
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
ალტე უნივერსიტეტი.
⇒ უკრაინა:
ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი;
პოლტავას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
ლუჰანსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
⇒ ესპანეთი:
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი;
ასოციაცია „სემერხენი“.
⇒ პორტუგალია:
პორტოს უნივერსიტეტი.