11 ოქტომბერი, შაბათი, 2025

თა­ნა­მედ­რო­ვე დი­დაქ­ტი­კა – ახა­ლი სიტყ­ვა გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­ში

ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­მოს­ცა ამა­ვე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის პე­და­გო­გი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის, პრო­ფე­სო­რის, იმე­რი ბა­სი­ლა­ძი­სა და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის თვალ­სა­ჩი­ნო მეც­ნი­ე­რე­ბის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის – ქე­თე­ვან ძო­წე­ნი­ძის, მაია ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის, ნი­ნო ჭო­ხო­ნე­ლი­ძი­სა და ნი­ნო ყან­ჩე­ლის მე­ტად სა­ყუ­რადღე­ბო ნაშ­რო­მი „გა­ნათ­ლე­ბის, სწავ­ლა/სწავ­ლე­ბი­სა და აღ­ზ­რ­დის სა­კითხე­ბი, II ნა­წი­ლი (თა­ნა­მედ­რო­ვე დი­დაქ­ტი­კა)“.

რე­დაქ­ტო­რე­ბი: პრო­ფე­სო­რი ლე­ლა თავ­დ­გი­რი­ძე, პრო­ფე­სო­რი იმე­რი ბა­სი­ლა­ძე;

რე­ცენ­ზენ­ტე­ბი: პრო­ფე­სო­რი ავ­თან­დილ ასა­თი­ა­ნი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი: ნა­ტო შე­რო­ზია, ნი­ნო ორ­ჯო­ნი­კი­ძე და სო­ფიო მო­რა­ლიშ­ვი­ლი.

ეს 496-გვერ­დი­ა­ნი ნაშ­რო­მი, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ახალ, მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­ბუ­თე­ბულ მსჯე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­ში.

წიგ­ნის ანო­ტა­ცია გვამ­ც­ნობს, რომ ავ­ტო­რებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი  ლი­ტე­რა­ტუ­რა, ახ­ლე­ბუ­რი თვალ­საზ­რი­სით გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს და გა­ი­აზ­რეს მას­ში მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა და სა­ლექ­ციო კურ­სი წარ­მო­ად­გი­ნეს თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. წიგ­ნის სტრუქ­ტუ­რა მე­ტად ტე­ვა­დია. იგი შედ­გე­ბა 12 თა­ვის, 79 ქვე­თა­ვი­სა და მათ­ში შე­მა­ვა­ლი 51 ქვე­თე­მი­სა­გან. ყვე­ლა ეს სა­კითხი ავ­ტო­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე აქვთ წა­კითხუ­ლი და სა­ჯა­როდ გან­ხი­ლუ­ლი.

ნაშ­რო­მი სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­თაც, რომ თი­თო­ე­ულ თე­მას თვით­კონ­ტ­რო­ლის­თ­ვის კითხ­ვე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბი ახ­ლავს სა­თა­ნა­დო პრაქ­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თის რჩე­ვე­ბით; წიგ­ნის ბო­ლოს დარ­თუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და პრობ­ლე­მუ­რი ამო­ცა­ნე­ბი ცოდ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ძე­ნას, პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტას, სა­ბუ­თი­ე­რი მსჯე­ლო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას, შე­სა­ბა­მი­სი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბას უწყობს ხელს, რაც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნას წარ­მო­ად­გენს.

წიგნს ამ­შ­ვე­ნებს სრუ­ლად მი­სა­და­გე­ბუ­ლი, ღრმა­ში­ნა­არ­სი­ა­ნი ეპიგ­რა­ფი: „დღეს თუ ვას­წავ­ლით ისე, რო­გორც ვსწავ­ლობ­დით გუ­შინ, ჩვენს შვი­ლებს ვარ­თ­მევთ მო­მა­ვალს.“ (ჯონ დიუი). და მარ­თ­ლაც, ოც­და­ა­თი წე­ლი­წა­დია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი ჯე­რაც არ ჩანს, თით­ქოს ერ­თ­სა და იმა­ვე წრე­ზე დავ­დი­ვართ. ყვე­ლა­ფე­რი ეს გა­ნათ­ლე­ბის „მა­მე­ბის“ უნი­ა­თო­ბა­სა და სი­სუს­ტეს უნ­და მი­ე­წე­როს, თავ­დად­რე­კით და მორ­ჩი­ლე­ბით, ყო­ველ­გ­ვა­რი კრი­ტი­კის გა­რე­შე რომ იღებ­დ­ნენ უმ­წი­ფა­რი და გა­მო­უც­დე­ლი ავ­ტო­რე­ბის პროგ­რა­მებ­სა და წი­ნა­და­დე­ბებს, რა­საც და­ე­მა­ტა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა – ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა პე­და­გო­გი­უ­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ერ­თი ხე­ლის მოს­მით და­ხურ­ვა, პე­და­გო­გი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბა, პე­და­გო­გი­კის, რო­გორც სას­წავ­ლო საგ­ნის სას­წავ­ლო გეგ­მი­დან ამო­ღე­ბა.

ახ­ლად­ჩე­ნილ­მა რე­ფორ­მა­ტო­რებ­მა პე­და­გო­გი­კის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი ცნე­ბა, ტერ­მი­ნი – „აღ­ზ­რ­და“  სრუ­ლად უგუ­ლე­ბელ­ყ­ვეს. მათ­თ­ვის უც­ნო­ბი იყო მეც­ნი­ერ­თა დი­დი ხნის წი­ნან­დე­ლი შე­გო­ნე­ბა, რომ პე­და­გო­გი­კა არა მარ­ტო  ბავ­შ­ვის, მო­ზარ­დის, არა­მედ, სა­ზო­გა­დოდ, ადა­მი­ა­ნის აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბაა. შე­დე­გიც სა­ვა­ლა­ლოა – გა­ნათ­ლე­ბის კრი­ზი­სი, სრუ­ლად გა­უცხო­ე­ბუ­ლი, ფსი­ქი­კა­გამ­რუ­დე­ბუ­ლი, ეროვ­ნულ ტრა­დი­ცი­ებს, მშობ­ლი­ურ ნი­ა­დაგს მოწყ­ვე­ტი­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის დი­დი მა­სა, რო­მელ­საც „აღა­რა­ფე­რი ეს­მის მშობ­ლი­სა“.

ცნო­ბი­ლია, რომ გა­ნათ­ლე­ბა ურ­თუ­ლე­სი, ამას­თან მე­ტად კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ბუ­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მია. იგი დაჩ­ქა­რე­ბულ, ხე­ლა­ღე­ბით შე­მო­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებს ვერ ჰგუ­ობს.

წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბი, რე­დაქ­ტო­რე­ბი და რე­ცენ­ზენ­ტე­ბი გა­ნათ­ლე­ბის იმ მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ სპე­ცი­ა­ლის­ტებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან, ვის მხრებ­ზეც გა­და­ი­ა­რა უხე­ი­რო რე­ფორ­მებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის სიმ­ძი­მემ და ვფიქ­რობთ, უკ­რი­ტი­კოდ მი­სა­ღე­ბია მა­თი გა­ნაცხა­დი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პირ მი­ვი­ღოთ ამა თუ იმ ქვეყ­ნის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი და სრუ­ლად მარ­თე­ბუ­ლად და­ას­კ­ვ­ნი­ან, რომ „აუცი­ლე­ბე­ლია წამ­ყ­ვა­ნი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, ეკო­ნო­მი­კი­სა და მარ­თ­ვის ძი­რი­თა­დი ცნე­ბე­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის, დი­დაქ­ტი­კუ­რი მო­დე­ლე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვ­ლე­ბის, სკო­ლის შე­ფა­სე­ბის და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ნო­ბა-გა­ზი­ა­რე­ბა და მა­თი ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა, რამ­დე­ნად, წა­ად­გე­ბა იგი ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას“.

დღეს, რო­გორც არას­დ­როს, კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე მთე­ლი პრინ­ცი­პუ­ლო­ბით დგას მსოფ­ლიო წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, ზემ­ძ­ლავ­რი და გან­ვი­თა­რე­ბა­დი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­არ­სე­ბო­ბის, ადა­მი­ან­თა შო­რის ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის, 21-ე სა­უ­კუ­ნის ქვეყ­ნის აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბის, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში პა­ტა­რა ერის თვით­გა­დარ­ჩე­ნი­სა და ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­კითხე­ბი, რო­მე­ლიც ახალ­მა თა­ო­ბამ უნ­და გა­დაჭ­რას, რაც სას­კო­ლო აღ­ზ­რ­და-გა­ნათ­ლე­ბას ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს.

ავი­ღოთ თუნ­დაც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი  ჰო­ლის­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. იგი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­ურ და სო­ცი­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და მო­ი­ცავს კოგ­ნი­ტურ, ფი­ზი­კურ, ემო­ცი­ურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ, სუ­ლი­ერ ას­პექ­ტებს, ყო­ფი­ე­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი კუთ­ვ­ნი­ლე­ბას, ტო­ლე­რენ­ტო­ბას, სხვა­თა გა­გე­ბა­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას, გახ­დეს მო­ზარ­დი ადაპ­ტი­რე­ბა­დი და მოქ­ნი­ლი, გა­აჩ­ნ­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის უნა­რი და სხვ.

ამ ურ­თუ­ლე­სი სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სის მარ­თ­ვა, საგ­ნის სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად, უპირ­ვე­ლე­სად, მას­წავ­ლებ­ლის პრე­რო­გა­ტი­ვაა და სრუ­ლად ნა­თე­ლია, რომ სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად ვე­რაფ­რით იკ­მა­რებს 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა.

დღის წეს­რიგ­ში დი­დი ხა­ნია დგას იმის აუცი­ლებ­ლო­ბა, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნი­ნის­ტ­რომ გულ­დას­მით მო­ის­მი­ნოს გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მოთხოვ­ნა – „უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ოს მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის ხუთ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მა, რომ­ლებ­შიც პერ­მა­ნენ­ტუ­ლად იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი პე­და­გო­გი­კის, ფსი­ქო­ლო­გი­ის, ეთი­კა-ეს­თე­ტი­კის სა­გან­თა სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კის კურ­სე­ბი“, რომ­ლე­ბიც არა მარ­ტო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა-დას­წავ­ლა­ზე, არა­მედ ღირ­სე­უ­ლი, მო­მავ­ლის ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

სა­რე­ცენ­ზიო „სა­ლექ­ციო კურ­სი“ ავ­ტორ­თა ჯგუ­ფის მი­ერ სრუ­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­თაა შედ­გე­ნი­ლი და იგი გო­ნივ­რულ მეგ­ზუ­რო­ბას გა­უ­წევს საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტებს,ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლებს, სა­მა­გი­დო წიგ­ნი გახ­დე­ბა სწავ­ლე­ბი­სა და აღ­ზ­რ­დის საქ­მით და­კა­ვე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი პი­რი­სათ­ვის. იგი ან­თ­რო­პო­ლო­გი­ურ პე­და­გო­გი­კას­თან ერ­თად პე­და­გო­გი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის თე­ო­რი­ულ ბა­ზა­დაც უნ­და იქ­ნეს მიჩ­ნე­უ­ლი. სწავ­ლე­ბა-სწავ­ლი­სა და აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ში მი­სი შე­მო­ტა­ნა ქარ­თულ სა­გან­მან­თ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვას შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის.

ლუ­ბა ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი

პრო­ფე­სო­რი

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება