22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

თავისუფალი, ინტერაქტიული, არა დოგმირებული საუბრები

spot_img

ტრენინგების ციკლი, რომელსაც ფონდი „სოხუმი“ საერთაშორისო ორგანიზაციის „პური მსოფლიოსათვის“ (Brot für die Welt)  მხარდაჭერით ატარებს, ბევრ საინტერესო და აქტუალურ თემას მოიცავს. ტრენინგების მსვლელობისას, გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც ინიცირებული ღონისძიებების ჩატარებას ჩაუდგნენ სათავეში. აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები, დირექტორები, მშობლები – ინიცირებულ ღონისძიებებში 1255 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

დეკემბერში ტრენინგები 10 მუნიციპალიტეტში (ვანი, თერჯოლა, ბაღდათი, ტყიბული, ჩოხატაური, წალენჯიხა, სამტრედია, ქობულეთი, ზუგდიდი, სენაკი) გაგრძელდა, ამჯერად თემა იყო ტოლერანტობა და ნაადრევი ქორწინება. ახალგაზრდულ ცენტრებში აქტიური განხილვები მიმდინარეობდა, იმართებოდა დისკუსია და, რაც ყველაზე მთავარია, დიდი იყო ნდობა მონაწილეთა  მხრიდან, რასაც პედაგოგები აღნიშნავენ.

 „ტრენინგის მსვლელობის პროცესი არის თავისუფალი, ინტერაქტიული, არ მივყვებით დოგმირებულად, სტანდარტულად, მონაწილეებს აქვს სრული თავისუფლება, ჩაერთონ ტრენინგის თემის სადისკუსიო მსჯელობაში, გამოხატონ მათი აზრი თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ყველა მონაწილე ჩაერთოს თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით. ეს მიდგომა კი ხელს უწყობ მონაწილეთა გააქტიურებას, მათ დაინტერესებასა და თავისუფალი აზის გამოხატვას. ჩემთვის ყველა მონაწილე ინდივიდუალურია, მათთან მუშაობა სასიამოვნო და შთამბეჭდავია, ვცდილობ მარტივად და გასაგებ ენაზე ვისაუბრო რადგან სხვადასვა ასაკის მოზარდებთან გვიწევს მუშაობა. ახალგაზრდული ჯგუფები ყველაზე მომზადებული და მოტივირებული სეგმენტია, ამიტომ მათთან მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოწვევაა, – ტრენერი ანჟელა ჩიხლაძე

პედაგოგის, ბელა ცქიტიშვილის თქმით, ტრენინინგზე დასწრება მისთვისაც სასიამოვნოა, რადგან ძალიან ახარებს მისი მოსწავლეების ჩართულობა-აქტიურობა: „ძალიან მადლიერი ვართ თქვენი ორგანიზაციის, ისეთ თემებს ეხებით, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია, ჩვენს მოსწავლეებს ემატებათ მოტივაცია, გამბედაობა, იძენენ საჯარო გამოსვლების უნარებს, სამოქალაქო განათლებას. ჩვენი სკოლა მხარს გიჭერთ და მადლობას გიხდით ახალგაზრდულ რგოლთან მუშაობისათვის. ფონდი „სოხუმი“ ყოველთვის გამოირჩევა ინოვაციებით, კრეატიული მიდგომებით და თქვენთან თანამშრომლობა სასიამოვნო და მისაღებია ჩვენთვის. ბავშვები სატრენინგო თემას, მეორე დღეს, სკოლაში განიხილავენ, მსჯელობენ და ინიცირებული ღონისძიებების გეგმებს ადგენენ – უნდათ, მეტი ადამიანი გახადონ ინფორმირებული“.

„ჩემთვის ასეთი ტიპის ტრენინგებში ჩართულობა პირველია. ძალიან მომწონს. სწორედ ამ ტრენინგის დამსახურებით დავეუფლე საჯარო გამოსვლების, პრეზენტირების და დისკუსიაში ჩართულობის უნარ-ჩვევებს, გავხდი უფრო თვითდაჯერებული, მოტივირებული, გამბედავი, ინფორმირებული, მივეჩვიე კამერის წინ მუშაობას, მთელი ჩემი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ვუდგები ყველა დავალებას, მინდა წარმოვაჩინო ჩემი სკოლა. უკვე იმდენად მომწონს ეს ყოველივე, ყოველ თვე ველოდების სიახლეებს, ახალ თემებს, ვმუშაობ ჩემს თავზე, რომ ყოველი ახალი დავალება იყოს მრავალფეროვანი და მაღალ დონეზე შესრულებული. სწორედ ამ არაფორმალური განათლების დამსახურებით შევძელი ჩემი თავის წარმოჩენა და კომპლექსების დაძლევა, რისთვისაც მადლობას ვეუბნები ქალთა ფონდ „სოხუმს“, მინდა მოვუწოდო ჩემს თანატოლებს ჩაერთონ ასეთი ტიპის ტრენინგებში, ეს აუცილებლად დაეხმარებათ სამომავლოდ სკოლაშიც და ცხოვრებაშიც.“ – მარიამ კაშია, 12 წლის, ბაშის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე.

იხ. ბმული ⇒ https://www.facebook.com/fsokhumi/videos/1000512154146582

ახალგაზრდებთან მუშაობის მხარდამჭერია საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“ (Brot für die Welt)

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები