21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ვიფიქროთ არა იმაზე, თუ რას გვაძლევს სამშობლო, არამედ თავად რას ვაძლევთ მას

spot_img

რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია, პრაღის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის სტუდენტი ალექსანდრე პეტრიაშვილი

?ალექსანდრე, როგორ გახსენდება სკოლაში გატარებული წლები, შენი მასწავლებლები… რამდენად წარმატებული მოსწავლე იყავი… განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენს გაზეთში სტუმრად მოწვევისთვის. არ შემიძლია, არ გამოვხატო დიდი სიმპათია თქვენი გაზეთისადმი, თქვენდამი და იმ საქმისადმი, რასაც ემსახურებით. ჩემი აზრით, განათლების სფერო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ქვეყნისთვის. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: ბედი იმისია, ვინც ძლიერია, ძლიერი მხოლოდ მცოდნე კაცია”.

ვსწავლობდი თბილისის182-ე საჯარო სკოლაში. სიმართლე გითხრათ, ეს სკოლა სახელით შეიძლება პირველ კლასიკურგიმნაზიას ვერ შეედაროს, მაგრამ იქ, დღემდე, საქართველოში საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიან. მათი დამსახურებით, ბავშვობიდანვე ჩამომიყალიბდა შრომისმოყვარეობის, აკადემიური დისციპლინისა და პასუხიმგებლობის უნარი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს პედაგოგებს. სწავლის პროცესი ჩემთვის ბავშობიდანვე სასიამოვნოდა საინტერესო იყო, ამავდროულად, წარმატების მომტანიც. პირველიდიდი წარმატება ინტელექტუალურ თამაშში “ეტალონი” მონაწილეობადა გამარჯვება იყო, შემდეგ სკოლის სტიპენდიანტი გავხდი.

?განათლების მიღება საზღვარგარეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ნებისმიერ სტუდენტს სურს საზღვარგარეთ სწავლა, თუმცა,ეს არც ისე ადვილია, მხოლოდ სურვილი და არჩევანი არ კმარა. გვიამბე, რა გზა გაიარე საქართველოდან ჩეხეთის რესპუბლიკამდე და რატომ აირჩიე განათლების მისაღებად ქალაქი პრაღა?

მოხარული ვარ, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დამეთანხმებით, ალბათ,რომ განათლებული პროფესიონალებიჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება, რადგან განათლებული საზოგადოება ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საწინდარია. ყოველთვის მინდოდა საზღვარგარეთგანათლების მიღება, მსურდა, საინტერესო,მრავალფეროვან და წარმატებულ გარემოში მესწავლა.სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარეეროვნული გამოცდები და, სრულიდაფინანსებით, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათასახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისადა მართვის ფაკულტეტზეჩავირიცხე. სწავლა ახალიდაწყებული მქონდა, როდესაცჩეხეთის რესპუბლიკის სასტიპენდიოპროგრამის შესახებ შევიტყვე.ბევრი არც მიფიქრია, განაცხადი იმ დღესვე შევიტანე, მაგრამ, სამწუხაროდ,გრანტის მისაღებად ძალიანცოტა დამაკლდა. არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, ვინც ფარ-ხმალსმალე ყრის, ამიტომ გადავწყვიტე, შემდეგ წელს ბედი ისევ მეცადა. შეიძლება თამამადითქვას, რასაც მიზნადდავისახავ, ყოველთვის ვაღწევ.მიზნის მისაღწევად მთავარია, არ დანებდე და გქონდეს ბრძოლის უნარი.მეორე კურსზე ვიყავი, ჩეხეთისსაელჩომ კონკურსი ისევ რომ გამოაცხადა,მაგრამ საკონკურსო პირობებიშეცვლილი იყო, მხოლოდ ერთ სტუდენტს ირჩევდნენ, ოთხის ნაცვლად.პირველ ეტაპზე, საუკეთესომოსწრების სტუდენტები აგვარჩიესდა გასაუბრებაზე დაგვიბარეს.რუსულისა და ინგლისური ენის ცოდნის შემოწმების გარდა,ასევე გამოგვკითხეს ჩეხეთისრესპუბლიკის შესახებ. ძლიერიკონკურენტები მყავდა და ცოტა მეშინოდა,ვაითუ, ამჯერადაც არ გამმართლებოდა, მაგრამ იმ იღბლიან სამეულში მოვხვდი, ვისაცუფლება ჰქონდა, ჩეხეთისრესპუბლიკის განათლების სამინისტროშიგაეგზავნა საბუთები. ამავდროულად, ძირითადკანდიდატად დავსახელდი, დანარჩენიორი – რეზერვად. ნახევარი წელი ველოდე პასუხს და ძალიან კარგად მახსოვსის დღე, როდესაც დამირეკეს – 2009 წლის 25 ივნისი იყო, დროც კი მახსოვს ზუსტად – 10 საათი და 49 წუთი. პირველწელს ვისწავლე ჩეხურიენა პატარა სტუდენტურქალაქ პოდებრადში. ენის კურსების დამთავრების შემდეგ, წარმატებით ჩავაბარე გამოცდები პრაღის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის ფინანსებისა და ბუღალტერიის ფაკულტეტზე.

?გვიამბე პრაღის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის ისტორია

პრაღის უმაღლესი ეკონომიკური სკოლა 1953 წელს დაარსდა და, დღესდღეობით, ჩეხეთში ყველაზე დიდი ეკონომიკური უნივერსიტეტია (სიდიდის მიხედვით მესამე ადგილზეა), 6 ფაკულტეტისა და მის ბაზაზე არსებული 10 ინსტიტუტისგან შედგება. ბაკალავრიატი 3-წლიანია, მაგისტრატურა – 2 და დოქტორანტურა – 3. სწავლის საფასურს რაც შეეხება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩეხურ ენაზე სწავლა უფასოა. სტიპენდიის შესანარჩუნებლად საჭიროა დაკმაყოფილდეს პროგრამის პირობები. ენის შესწავლის შემდეგ  კონკურსანტმა უნდა ჩააბაროს და ისწავლოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩეხურ ენაზე; ბაკალავრიატი უნდა დაამთავროს სამ წელიწადში, შესაძლებელია უფრო ადრე დამთავრებაც, მაგრამ თუ ამ ვადას გადააჭარბებს, ავტომატურად ეხსნება სტიპენდია; ბაკალავრიატის სამ წელში დამთავრების შემდეგ, ავტომატურად აფინანსებენ მაგისტრატურასაც. თუ გსურს, გააგრძელო დოქტორანტურაზე სწავლა, ამ შემთხვევაში, საელჩოში განაცხადი სტიპენდიაზე ახლიდან შეგაქვს.

?რა პროფესიას ეუფლები და რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?

ვარ საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. ბაკალავრიატიც ამავე განხრით დავამთავრე, ამავე უნივერსიტეტში. იმდენად მიყვარს ციფრები და მათთან მუშაობა, რომ ბავშვობიდან ვიცოდი, ფინანსების განხრით გავაგრძელებდი სწავლას. მიყვარს ჩემი პროფესია და ვიცი, ყოველთვის სიამოვნებით ვიმუშავებ ჩემი სპეციალობით.

?როგორ ხდება სტიპენდიების და გრანტების გაცემა უცხოელ სტუდენტებზე, რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები, არის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები?

პირველ რიგში, ჩემს უნივერსიტეტში მოხვედრა და შემდეგ მაღალი აკადემიური მოსწრებით სწავლა ადვილი არაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ჩეხეთის სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ჩვენთანაც წარჩინებულ სტუდენტებს შიდა სტიპენდია აქვთ. მაქვს, ასევე, დამატებით, მცირე სტიპენდია, ვინაიდან ვცხოვრობ საერთო საცხოვრებელში. ასეთი სტუდენტებისთვისაც უნივერსიტეტი თვითონ გასცემს სტიპენდიებს. სხვა დამატებითი პრივილეგიით წარჩინებული სტუდენტები არ სარგებლობენ, მაგრამ, ზოგადად, სტუდენტის სტატუსი, დამატებით, კიდევ ბევრ შეღავათს იძლევა.

?პრაღის უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში, ალბათ, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდა. გვიამბე მათ შესახებ.

არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, აქ სწავლობდა ფირმა “Bata”-ს დამაარსებელი ტომაშ ბატა, თანამედროვე მენეჯმენტის ფუძემდებელი პიტერ დრუკერი, ევროკომისიის წევრი გიუნტერ ვირჰიუგენი, ჩეხეთის რესპუბლიკის ახლანდელი პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ნობელის პრემიის 3 ლაურეატი, ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ვილიამ ნისკანი, ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი (ამჟამად უნივერსიტეტში მუშაობს) და კიდევ ჩეხეთის მრავალი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

?რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ. მსგავს სასწავლებლებში ლექციების წასაკითხად ცნობილ ადამიანებს იწვევენ, ვინ არიან ისინი?

სასწავლო პროცესი სტუდენტისინტერესებზე მაქსიმალურადაა მორგებული,რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს. ლექციებზედასწრება თავისუფალია, ამიტომვისაც არ სურს იქ ყოფნა, შეუძლია არ დაესწროს. ეს, ჩემი აზრით, კარგია,იმიტომ რომ ლექციის ჩასატარებლად ხელისშემშლელიფაქტორი ფაქტობრივად ნულზეადაყვანილი. საგნები იყოფასავალდებულო და თავისუფალ საგნებად. თავისუფალისაგნების არსებობა არჩევანის შესაძლებლობას გვიტოვებს, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის საინტერესო საგნებიუნივერსიტეტში მოწვეული მსოფლიოსსხვადასხვა წამყვანი სპეციალისტისგანვისწავლოთ. მაგალითად, მქონდა საგანი, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი სააუდიტორო კომპანიის Ernst&Young მთავარი ბუღალტერი მიკითხავდა. ხშირად სტუმრობენ და კითხულობენ ლექციებს ჩეხეთის ყოფილი და ახლანდელი პრეზიდენტები.

?რა როლი უჭირავს ჩეხეთში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს?

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში. ჩემი აზრით, სასწავლო პროცესი, მდიდარი და კომფორტული ბიბლიოთეკის გარეშე, წარმოუდგენელია. პრაღის უმაღლეს ეკონომიკურ სკოლას ლიტერატურის მდიდარი ბაზა აქვს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს, ხელი მიუწვდებოდეს სასურველ ლიტერატურაზე. ბიბლიოთეკებში წიგნების რამდენიმე ეგზემპლარია, ამიტომ სტუდენტს აღარ უწევს მისი ყიდვა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძალიან ხშირი სტუმარი ვარ, განსაკუთრებით წინასაგამოცდო პერიოდში.

?როგორ ფიქრობ, რა უპირატესობა აქვს ევროპულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებით?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სასწავლოპროცესი ევროპაში სტუდენტზეა მორგებული. უნივერსიტეტებში ისეთი გარემოა შექმნილი, რომ სტუდენტს მოტივაცია ყოველდღიურად ეზრდება. აქვთ უამრავი გაცვლითი პროგრამა.ჩემი აზრით, საქართველოში დასახვეწია სასწავლო პროცესი, კადრების სწორი მენეჯმენტი. აუცილებელია ბიბლიოთეკებისა და სასწავლო გარემოს შესაფერისდონეზე მოწყობა და შემდეგ მისი შენარჩუნება.

?უცხოეთში, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაწესებულებაში რეგისტრაციის შედეგად, უცხოელ სტუდენტებს, სწავლის პირველივე წლიდან, უფლება აქვთ იმუშაონ ნახევარ განაკვეთზე, გაქვს თუ არა მუშაობის შესაძლებლობა?

რა თქმა უნდა, როგორც მსოფლიოსსხვა ქვეყნებში, ჩეხეთშიც უცხოელ სტუდენტებს ნახევარგანაკვეთზე მუშაობის უფლება აქვთ. ძალიან ბევრი სტუდენტი მუშაობს სწავლის პარალელურად. მეც, როდესაც ბაკალავრიატზე ვსწავლობდი, ვმუშაობდი კონსულტანტად, არდადეგებზე – თარჯიმნად, მაგრამ მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში იმდენად ვარ დატვირთული, რომ მუშაობისთვის დრო არ მრჩება.

?პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული, რამდენიმე მეტსახელიც აქვს, დროისა და კონტექსტის მიხედვით, მათ შორის: “ოქროს ქალაქი”,”ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო”, “ქალაქთა დედა”,”ევროპის გული”… შენ რას დაარქმევდი ამ ქალაქს? სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს?

მე შემიძლია, დამატებით, ვუწოდო “პრაღა – ლიტერატურის ქალაქი”. არშეიძლება, აღუნიშნავად დავტოვო ისფაქტი, თუ როგორ უყვართ კითხვა ჩეხებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, საუზმობენ თუ სადილობენ, ჩეხებს ცალ ხელში წიგნი უჭირავთ. აქ პატარა ბავშვიც კი კითხულობს, რამაც, თავდაპირველად, ჩემზე დიდიშთაბეჭდილება მოახდინა. არ შემიძლია არ აღვნიშნო პრაღის სილამაზე, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს ნებისმიერ დამთვალიერებელზე. სამწუხაროდ, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს, მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე ვარ და სადიპლომო ნაშრომზე ვმუშაობ. 2013 წელს მეგობრებმა ჩამოვაყალიბეთ სტუდენტური ორგანიზაცია `ქართველ სტუდენტთა გაერთიანება ჩეხეთის რესპუბლიკაში~. მას შემდეგ თავისუფალი დროის ნაწილიც სხვადასხვა პროექტების მომზადებაზე მიდის. ამავდროულად, წელს, ჩემი საერთო საცხოვრებლის თვითმმართველობის თავჯდომარედ დავსახელდი და თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, აღარ მაქვს, მაგრამ როგორც კი გამოვნახავ ხოლმე დროს, მეგობრებთან ერთად, მივდივარ კინოში, გამოფენაზე ან ლაშქრობაზე.

?როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს? როგორ გესახება მომავალი, სად აპირებ დამკვიდრებას?

ჩემი აზრით, ერთ-ერთი გადამწყვეტიფაქტორი იქნება, მაგრამ, დიპლომზე მეტად, საზღვარგარეთმიღებულ გამოცდილებას მიექცევაყურადღება, ვინაიდან ამას, მხოლოდსაქართველოში კი არა, ჩეხეთშიც დიდ ყურადღებას აქცევენ. ამიტომ ვცდილობ, თეორიასთან ერთად, პრაქტიკულიგამოცდილებაც მივიღო, ამასვევურჩევ ყველა სტუდენტს.როდესაც თავისუფალ საგნებსვირჩევ, ვცდილობ იყოს უფრო პრაქტიკული, ვიდრეთეორიული.

რაც შეეხება მომავლის გეგმებს,მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, დოქტორანტურაზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. მსურს ძირ-ფესვიანად დავეუფლო ჩემს პროფესიას და ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი გავხდე. სწავლის დამთავრების შემდეგ, საქართველოში დავბრუნდები, მსურს მის წინსვლაში მეც შევიტანო წვლილი.

?რას ურჩევ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ.

ვურჩევ, სანამ საზღვარგარეთ წავლენ, მანამდე ზუსტად იცოდნენ, რა მიზანი აქვთ, რისი მიღწევა სურთ. ამასთანავე, უნდა იყვნენ ფსიქოლოგიურად და გონებრივად მზად, თუ უცხოეთში სწავლა და ცხოვრება სურთ, ვინაიდან ეს სულაც არაა ისე ადვილი, როგორც შორიდან ჩანს. დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული,მაგრამ მთავარია, ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, რათა დასახულ მიზანსმიაღწიონ. საკუთარი გამოცდილებიდან შეიძლება ვურჩიო, თუ დაისახავენ მიზანს, ეჭვი არ შეეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, არ შეუშინდებიან დაბრკოლებებს, ექნებათ ბრძოლის უნარი მიზნისმისაღწევად, აუცილებლად მიიღებენიმას, რაც სურთ. ადამიანისთვის ხომ დაუძლეველი არაფერია. მთავარია საკუთარ თავზე მუშაობა.იყავით მიზანსწრაფულები, აქტიურები,ნუ შეგაშინებთ შეცდომები, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, მოტივაცია და თქვენი სურვილი რეალობად იქცევა.

?დაბოლოს,როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ალბათ მეტს და ღრმად ფიქრობს სამშობლოზე. მონატრებაც დიდია… საზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი, ადამიანი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს, შენი აზრით, რა შეიძლება მივიღოთ ევროპისგან ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული?

პირველ რიგში, ძალიან მენატრება ოჯახი,მეგობრები, ქართული სამზარეულოდა ამიტომ, როგორცკი არდადეგები მეწყება, დაუყოვნებლივვბრუნდები ხოლმე საქართველოში. როდესაც საკუთარი ქვეყნიდან შორს იმყოფები, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ფიქრობსამშობლოზე. ჩემი აზრით,უფრო ობიექტურადაც აფასებმოვლენებს. საჭიროა ვისწავლოთერთმანეთის მოსმენა, განსხვავებულიაზრის პატივისცემა. ნუ შეგვეშინდებასაკუთარი აზრის გამოთქმის, ვიყოთ განათლებულები, რათა არ მოვექცეთბრბოს ზეგავლენის ქვეშ. ნუ დავივიწყებთ ღირებულებებს, ტრადიციებს. ვიფიქროთარა იმაზე, თუ რას გვაძლევს სამშობლო, არამედ თავადრას ვაძლევთ მას. როცა ამ ყველაფერს ვისწავლით, ჩამოვყალიბდებით დამოუკიდებელ ერად და შევქმნით ღირსეულ დემოკრატიულ ქვეყანას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი ევროპაზე. ევროპაში ვისწავლე დამოუკიდებელი ცხოვრება, სხვაგვარი აზროვნება, განსხვავებული კულტურის, მენტალიტეტისა და რელიგიის ადამიანებთან ურთიერთობა მიწევს, შევიძინე მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარიდა, რაც მთავარია, ვისწავლე დროის ფასი.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები