31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ვა­ჟა­ო­ბა 2024

spot_img

დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო­ქედ­ში „ვა­ჟა­ო­ბის“ სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბით და­ი­ყო. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი და სა­მახ­სოვ­რო თა­სე­ბი გა­დაე­ცათ. ამის შემ­დეგ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა და ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, სოფ­ლის ცენ­ტ­რის სკვერ­ში, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას  ძეგ­ლი გვირ­გ­ვი­ნით შე­ამ­კეს. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თ­ვის მო­ეწყო ნა­ხა­ტე­ბის და ტრა­დი­ცი­უ­ლი რეწ­ვის ნი­მუ­შე­ბის გა­მო­ფე­ნა – წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მირ­ზა­ა­ნის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე დე­დე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი; სო­ფელ ქვე­მო­ქე­დის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ცხოვ­რე­ბის და შე­მოქ­მე­დე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ეპი­ზო­დე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

„თა­ვის ჩო­ხა­ზე უფ­რო ღა­რი­ბი“ – ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ მწე­რალს, რო­მე­ლიც 1888 წლი­დან ჩარ­გალ­ში ცხოვ­რობ­და, სხვა გლე­ხე­ბი­ვით ხნავ­და მი­წას, უვ­ლი­და სა­ქო­ნელს და ნა­დი­მობ­და. ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა იმ ხე­ლო­ვან­თა რიცხვს ეკუთ­ვ­ნის, რო­მელ­თა პი­როვ­ნე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი  დრო­ის გას­ვ­ლას­თან ერ­თად კი არ ნელ­დე­ბა, არა­მედ სულ უფ­რო მა­ტუ­ლობს. დი­დი შე­მოქ­მე­დის გარ­და, ეს იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო უკა­ნას­კ­ნე­ლი ჩო­ხა მე­ზობ­ლის­თ­ვის ეჩუ­ქე­ბი­ნა, ხე­ლით და­ეწ­ნა ყვა­ვი­ლე­ბის გვირ­გ­ვი­ნი ნე­ფე-პა­ტარ­ძ­ლი­სათ­ვის, ენა­დი­რა გლე­ხებ­თან ერ­თად და ამას­თა­ნა­ვე ეკა­მა­თა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეს­თან თავისუფალი ფი­ლო­სო­ფი­ის პრობ­ლე­მებ­ზე.

სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­ულ­ზე თა­ვი­ან­თი შე­მოქ­მე­დე­ბა წარ­მო­ად­გი­ნეს ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლო­ვა­ნებ­მა: ანა წიკ­ლა­ურ­მა – ნა­ქარ­გე­ბი და ხე­ლით ნაქ­სო­ვი ნივ­თე­ბი, მხატ­ვარ­მა ნო­დარ დარ­ძულ­მა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პორ­ტ­რე­ტი გა­მო­ფი­ნა; სადღე­სას­წა­უ­ლო კონ­ცერ­ტ­ში, ად­გი­ლობ­რივ მუ­სი­კა­ლურ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: დუ­შე­თის კულ­ტუ­რის სახ­ლ­თან არ­სე­ბუ­ლი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლი „ლა­შა­რე­ლა“ და თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კულ­ტუ­რის სახ­ლ­თან არ­სე­ბუ­ლი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლი „აონი“. მათ­მა მუ­სი­კა­ლურ­მა ნომ­რებ­მა დამ­ს­წ­რე­თა დი­დი ოვა­ცი­ე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა.

    

ქვე­მო­ქე­დე­ლებს ვა­ჟა­ო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცეს: დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა, ნი­კო­ლოზ ჯა­ნი­აშ­ვილ­მა, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, ნუგ­ზარ პა­პი­აშ­ვილ­მა, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა, მა­ცა­ცო ნა­რი­მა­ნი­ძემ, თი­ა­ნე­თის  მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა, ლე­ვან წიკ­ლა­ურ­მა და სა­ბერ­ძ­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ჭი­და­ო­ბა­ში ნი­კო­ლა­ოს ილი­ა­დის­მა. მან სიტყ­ვი­თაც მი­მარ­თა ქვე­მო­ქე­დე­ლებს: „ძა­ლი­ან მი­ხა­რია ჩემ თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­თან ერ­თად ვა­ჟა­ო­ბის სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვ­ნა. დი­დი ხა­ნია საზღ­ვარ­გა­რეთ ვცხოვ­რობ, ამი­ტო­მაც გან­სა­კუთ­რე­ბით ამა­ღელ­ვე­ბე­ლია ასე­თი და­ფა­სე­ბა მშობ­ლი­უ­რი რა­ი­ო­ნის მხრი­დან –  მო­მე­ნი­ჭა დე­დოფ­ლის­წყა­როს სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა. აქ და­ვი­ბა­დე, აქ გა­ვი­ზარ­დე და აქ დავ­დი­ო­დი სკო­ლა­ში, ყვე­ლა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას აქე­დან ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მად­ლო­ბე­ლი ვარ ამის­თ­ვის და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ თქვენ გვერ­დით ვარ“.

და­სას­რულ, ღო­ნის­ძი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტორ­მა, ნუგ­ზარ პა­პი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ვა­ჟა­ო­ბა აქ ყო­ველ წელს გა­ი­მარ­თე­ბა. თა­ო­ბე­ბი იზ­რ­დე­ბი­ან და უკე­თეს დღე­სას­წა­უ­ლებ­საც მო­აწყო­ბენ დი­დი ვა­ჟას სა­ხე­ლის უკ­ვ­დავ­სა­ყო­ფად, დას­ძი­ნა  მან.

მა­რი­კა პო­პი­აშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები