მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და გამოცდის ჩაბარების ვადები შეიცვალა. ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად განხორციელდება.
რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა – მიმდინარე წლის 21 მაისიდან 24 მაისი ჩათვლით პერიოდი;
გამოცდის ჩატარების ვადად კი მიმდინარე წლის 27 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით პერიოდი დადგინა.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში, კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება.