24 ნოემბერი, კვირა, 2024

ექი­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­მოც­დი­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის გა­რან­ტიაა

spot_img

ოჯა­ხის ექი­მი/ზო­გა­დი პრაქ­ტი­კის ექი­მი-პე­დი­ატ­რი ნა­ნა ქვა­თა­ძე, 19-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, მერ­ვე წე­ლია, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ექი­მია. თავ­და­პირ­ვე­ლად, რე­გი­ო­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის ცენ­ტ­რის კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და. მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ეხ­მა­რე­ბა სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის/მოს­წავ­ლე­ე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა თუ ცხოვ­რე­ბის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. „ექი­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­მოც­დი­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის გა­რან­ტიაა,“ – ამ­ბობს ნა­ნა ექი­მი, რომ­ლის­თ­ვი­საც მოს­წავ­ლე­ე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მად­ლი­ე­რი პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი კი – უპირ­ვე­ლე­სი.

„ჩე­მი, რო­გორც სკო­ლის ექი­მის, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა; პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და პრე­ვენ­ცია. გარ­და ამი­სა, რო­გორც სკო­ლის ექიმს, მრა­ვა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მა­კის­რია, მა­გა­ლი­თად, იმუ­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბა, სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ში მოს­წავ­ლე­თა ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, შემ­დ­გო­მი რე­ა­გი­რე­ბა და მო­ნი­ტო­რინ­გი. ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში ისე­თი სიმ­პ­ტო­მე­ბი­სა და სინ­დ­რო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად და გა­და­უ­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას მო­ითხოვს – ტრავ­მის, დამ­წ­ვ­რო­ბის, ას­პი­რა­ცი­ის, მო­ტე­ხი­ლო­ბის, ჭრი­ლო­ბის, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი დის­ტ­რე­სის, შო­კის, კო­მის, კრუნ­ჩხ­ვის, ცხე­ლე­ბის, ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღ­ვე­ვის, ტკი­ვი­ლი­სა და სხვა რი­გი შემ­თხ­ვე­ვე­ბის დროს.“

ნა­ნა ექი­მის სა­მუ­შაო დღე, სკო­ლა­ში, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბით, დაც­ვა-ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით იწყე­ბა. „საკ­ლა­სო ოთა­ხი ხში­რად უნ­და ნი­ავ­დე­ბო­დეს და სვე­ლი წე­სით მუ­შავ­დე­ბო­დეს. სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის და საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა უმ­თავ­რე­სია. გარ­და ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი­სა, ყუ­რადღე­ბას ვაქ­ცევ ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას; ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის (მა­გა­ლი­თად: სქო­ლი­ო­ზი, მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბი და სხვა) გა­მოვ­ლე­ნას და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინგს. ვა­მოწ­მებ მერ­ხე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას მოს­წავ­ლის ასაკ­სა და სი­მაღ­ლეს­თან, რომ არ მოხ­დეს ძვალ­სახ­ს­რო­ვა­ნი და კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მე­ბის ზედ­მე­ტად გა­დატ­ვირ­თ­ვა.“

მოს­წავ­ლე­თა, სკო­ლის პერ­სო­ნა­ლის და მშო­ბელ­თა/მე­ურ­ვის სა­მე­დი­ცი­ნო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა (ჰი­გი­ე­ნის, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის და სხვა) მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რის შე­სა­ხე­ბაც მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­უ­ბარს სკო­ლის ექი­მი აწარ­მო­ებს, რო­გორც სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ა­თის ფარ­გ­ლებ­ში, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად.

„ჩემ­თ­ვის, რო­გორც სკო­ლის ექი­მის­თ­ვის და ასე­ვე, ექი­მი-პე­დი­ატ­რის­თ­ვის მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვებ­ში გეგ­მუ­რი იმუ­ნი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა, რის­თ­ვი­საც მუდ­მივ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას ვა­წარ­მო­ებ ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბით და სა­მე­დი­ცი­ნო იმუ­ნი­ზა­ცი­ის პორ­ტა­ლის დახ­მა­რე­ბით ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს, რამ­დე­ნად დრო­უ­ლად აიც­რა მოს­წავ­ლე გეგ­მ­უ­რი, სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი აც­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი კა­ლენ­დ­რის მი­ხედ­ვით, რომ სკო­ლას არ ჰყავ­დეს აუც­რე­ლი ბავ­შ­ვი. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ას/რე­კო­მენ­და­ცი­ას ვაწ­ვ­დი მშო­ბელს, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს აც­რის აუცი­ლებ­ლო­ბას და აუც­რე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რის­კებს.

გვქო­ნია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­სინ­ჯ­ვე­ბი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით სას­კო­ლო სპორ­ტუ­ლი ოლიმ­პი­ა­დე­ბის წინ, სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბი­სას, აღ­მოგ­ვი­ჩე­ნია, მა­გა­ლი­თად, ტა­ნა­დო­ბის დარ­ღ­ვე­ვა, სი­მაღ­ლე­ში ჩა­მორ­ჩე­ნა, ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბა, კი­სერ­მ­რუ­დო­ბა, სქო­ლი­ო­ზი, რა­ქი­ტის ნიშ­ნე­ბი, შუ­ი­ლი გულ­ზე (მოს­მე­ნი­სას), კა­ნის და თა­ვის თმი­ა­ნი ნა­წი­ლის სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა და სხვა, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც მშო­ბელს არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია და პირ­ვე­ლად სკო­ლის ექი­მის­გან შე­იტყო.“

სკო­ლის ექი­მის კა­ბი­ნე­ტი სტან­დარ­ტუ­ლი კომ­პ­ლექ­ტი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­თა­ნა­დო გა­ნა­თე­ბით და ტემ­პე­რა­ტუ­რით, შე­სა­ბა­მი­სი ჰა­ე­რი­ზა­ცი­ით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს სკო­ლის ექი­მის სა­თა­ნა­დო მუ­შა­ო­ბას. ექი­მი აწარ­მო­ებს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა სა­რე­გის­ტ­რა­ციო და სკო­ლა­ში გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­აღ­რიცხ­ვო ფორ­მას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, სკო­ლის ბა­ზა­ზე, სკო­ლის ექი­მის კა­ბი­ნე­ტის გარ­და, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ბავ­შ­ვ­თა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი, რო­მე­ლიც სკო­ლის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს უფა­სოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა. რო­გორც სკო­ლის ექი­მი აღ­ნიშ­ნავს, მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა აქვს სკო­ლის ექიმ-სტო­მა­ტო­ლოგ­თან, ისი­ნი ერ­თობ­ლი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბით აგ­ვა­რე­ბენ მოს­წავ­ლის სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებს.

ექი­მის კა­ბი­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბა, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­და, მას­წავ­ლებ­ლებს და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ. რო­გორც წე­სი, სკო­ლა­ში ყვე­ლა ახ­ლად შე­მო­სუ­ლი მოს­წავ­ლე ეც­ნო­ბა ექი­მის კა­ბი­ნეტს, რა­თა იცო­დეს, რომ სა­ჭი­რო­ე­ბი­სას შეუძლია მი­მარ­თოს ექიმს. მოს­წავ­ლე­ებს ამ სა­კითხ­ში სკო­ლის მან­და­ტუ­რიც ეხ­მა­რე­ბა.

ყო­ველ­დღი­უ­რად, პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა, დღე­ში, 10-15-ს აღ­წევს. მოს­წავ­ლე­ებ­ში ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დია „ნუ­რო­ფე­ნის“, „პი­რე­ტი­კო­ლის“ და „ნოშ­პას“ ტაბ­ლე­ტე­ბი.

სკო­ლის ექი­მის კა­ბი­ნეტს მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ჩი­ვი­ლე­ბით აკითხა­ვენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიხ­ში­რით მსუ­ბუ­ქი ფი­ზი­კუ­რი მიკ­როტ­რავ­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ, ასე­ვე, ცხვი­რი­დან სის­ხ­ლ­დე­ნა და ნა­კაწ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი კან­ზე, რო­მე­ლიც ცელ­ქო­ბის/სირ­ბი­ლის დროს საკ­მა­ოდ ხში­რია ბავ­შ­ვებ­ში.

ლა­დოს მუ­ცე­ლი სტკი­ვა, თეკ­ლამ ტრავ­მა მი­ი­ღო ხელ­ზე იმი­ტომ, რომ თოვ­ლის გუნ­და მოხ­ვ­და, ლა­ზა­რეს პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­სინ­ჯ­ვა ჩა­უ­ტარ­და, სი­მაღ­ლი­სა და წო­ნის გან­საზღ­ვ­რა, ყე­ლის ნუ­შუ­რა ჯირ­კ­ვ­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და ა.შ.

არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ექი­მის კა­ბი­ნეტს მოს­წავ­ლე­ე­ბი „ცრუ გან­გა­შით“, უმი­ზე­ზო­დაც აკითხა­ვენ. „მქონ­და, შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი ბი­ჭი ყო­ველ­დღი­უ­რად მა­კითხავ­და, მუც­ლის ან თა­ვის ტკი­ვი­ლის ჩი­ვი­ლე­ბით. თუმ­ცა, მა­ლე­ვე მივ­ხ­ვ­დი, რომ ბავშვს უბ­რა­ლოდ სი­ა­მოვ­ნებ­და ჩემს კა­ბი­ნეტ­ში სტუმ­რო­ბა. ისე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხ­ვე­ვე­ბიც მქო­ნია, რო­მე­ლიც არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა. ერ­თხელ, მე­სა­მეკ­ლა­სელ­მა ბიჭ­მა, სკო­ლის ეზო­ში, მინ­დ­ვ­რის სო­კო იპო­ვა და შე­ჭა­მა. პრობ­ლე­მა მა­ლე­ვე მო­ვაგ­ვა­რეთ, სას­წ­რა­ფოდ ჩა­ვუ­ტა­რე კუ­ჭის ამო­რეცხ­ვის პრო­ცე­დუ­რა და თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი; ორ­მა პირ­ველ­კ­ლა­სელ­მა გო­გო­ნამ სა­ხე სა­ნი­ტა­ი­ზერ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით ჩა­მო­ი­ბა­ნა. მა­თაც ჩა­უ­ტარ­დათ პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და თვა­ლის ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია; მე­ხუ­თეკ­ლა­სელ­მა ბიჭ­მა სახ­ლი­დან მო­ტა­ნი­ლი ენერ­გო­ სას­მე­ლი და­ლია, რის შე­დე­გა­დაც ბავ­შ­ვი შე­უძ­ლოდ გახ­და. პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შემ­დეგ სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ვი­ძა­ხეთ და ბავ­შ­ვი კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­ვიდ პან­დე­მი­ის დროს, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მათ შო­რის, ჩვენს სკო­ლა­ში, უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თერ­მოს­კ­რი­ნინ­გი, დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბის და სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, აქ­ტი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას ვუ­წევ­დი პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბის წესს. ასე­ვე, უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა Covid-19-ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბა, PCR და სწრა­ფი ან­ტი­გენ-ტეს­ტით, დად­გე­ნი­ლი წე­სის მი­ხედ­ვით. ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, კო­ვიდ ტეს­ტი­რე­ბა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ოთახ­ში. ტეს­ტი­რე­ბის დროს, რამ­დე­ნი­მე კო­ვიდ და­დე­ბი­თი შემ­თხ­ვე­ვა გა­მოვ­ლინ­და სრუ­ლი­ად უსიმ­პ­ტო­მო პე­და­გო­გებ­თან, რომ­ლე­ბიც დრო­უ­ლად იქ­ნენ იზო­ლი­რე­ბუ­ლი, სიმ­პ­ტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე.“

ნა­ნა ექი­მის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის­კენ მო­წო­დე­ბა: სწო­რი კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, კომ­პი­უ­ტე­რის, ტე­ლე­ვი­ზო­რის, მო­ბი­ლუ­რის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა, დღის რე­ჟი­მის მო­წეს­რი­გე­ბა, სუფ­თა ჰა­ერ­ზე ფე­ხით/ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბა. გარ­და იმი­სა, რომ მას სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ხელმ­წი­ფო სერ­ტი­ფი­კა­ტი აქვს სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში – პე­დი­ატ­რია, სა­ო­ჯა­ხო მე­დი­ცი­ნა, ზო­გა­დი პრო­ფი­ლის ექი­მი პე­დი­ატ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის ორი ათე­უ­ლი წლის გა­მოც­დი­ლე­ბა, ასე­ვე, აქვს ექი­მის უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბე­ბი, სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი და სხვა. მუდ­მი­ვად სარ­გებ­ლობს BMJ-სა­მე­დი­ცი­ნო პორ­ტა­ლით, სა­ი­და­ნაც უახ­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მარ­თ­ვი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ. ექიმს გავ­ლი­ლი აქვს, ტრე­ნინგ კურ­სი Covid-19-ის ბი­ნა­ზე მარ­თ­ვა პე­დი­ატ­რი­ულ კონ­ტინ­გენ­ტ­ში; ეს­წ­რე­ბო­და Covid-19-ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტის – „პაქ­ს­ლო­ვი­დის“ ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ას; ქუ­თა­ის­ში მო­ის­მი­ნა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის  ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გ­კურ­სი თე­მა­ზე – სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აპვ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის (გო­გო­ნა­თა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის) ჩა­ტა­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 10-11-12 წლის ასაკ­ში ტარ­დე­ბა და მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტი.

სკო­ლის სას­წავ­ლო ნა­წი­ლი, ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გო­გი ხა­თუ­ნა ბე­ში­ძე ამ­ბობს, რომ ექი­მი სკო­ლა­ში აუცი­ლე­ბე­ლია, მით უფ­რო გახ­ში­რე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ე­ბი­სა და და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი კვე­ბის პი­რო­ბებ­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი და სკო­ლის პერ­სო­ნა­ლი და­ცუ­ლად და უსაფ­რ­თხოდ უნ­და გრძნობ­დეს თავს. „ჩვენს სკო­ლას ჰყავს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ექი­მი, რო­მე­ლიც ზუსტ და სა­ჭი­რო რჩე­ვებს გვაძ­ლევს, გუ­ლის­ყუ­რით ეკი­დე­ბა საქ­მეს და ჩვენც იმე­დი­ა­ნად ვგრძნობთ თავს. თვალ­ში­სა­ცე­მია მი­სი გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბა მოს­წავ­ლე­თა ჩი­ვი­ლე­ბის მი­მართ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ კო­ვიდ პან­დე­მი­ის დროს, რო­ცა ექი­მე­ბი ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ ყვე­ლა ზარ­ზე პა­სუხს, ნა­ნა ექი­მი მუ­დამ მზად იყო ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად, რის გა­მოც მი­სი მად­ლი­ერ­ნი ვართ. ჩვე­ნი სკო­ლის მი­ერ პრი­ო­რი­ტე­ტულ თე­მა­დაა არ­ჩე­უ­ლი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი, ამი­ტომ სკო­ლის ექი­მი ხში­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში, აწყობს სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებს კლა­სებ­თან, რის გა­მოც სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ მად­ლო­ბის სი­გე­ლიც გა­დას­ცა.“

სკო­ლის მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე კე­სო შა­რა­ბი­ძე და მი­სი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ნა­ნა ექი­მი მე­ტად სა­ჭი­რო და ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის გვერ­დი­თაც არაფ­რის ეში­ნი­ათ და თავს და­ცუ­ლად გრძნო­ბენ. მი­სი მზრუნ­ვე­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რ­ძ­ნო­ბო­და პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში. „ნა­ნა ექი­მი და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ობს, არა­სა­მუ­შაო სა­ა­თებ­შიც კი სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ებს იძ­ლე­ვა, რა­თა ჩვე­ნი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და­იც­ვას რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე მენ­ტა­ლუ­რი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გვქონ­და მას­თან სკო­ლის პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გ­ლებ­ში – „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა – გო­ნივ­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი“ და „ვი­ტა­მი­ნე­ბის ზარ­დახ­შა“ – შე­მა­ჯა­მე­ბელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­მა (მე-10 კლა­სი და სხვა), ექიმ­თან ერ­თად, გან­ვი­ხი­ლეთ და წარ­მო­ვად­გი­ნეთ თი­თო­ე­უ­ლი ვი­ტა­მი­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მო­ზარ­დის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის. ჩვენ მი­მართ გა­წე­უ­ლი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი, უზო­მოდ მად­ლი­ერ­ნი ვართ ნა­ნა ექი­მის.“

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები