25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

ეს არის ბო­ლო შან­სი, რომ ვი­თა­რე­ბა გა­მოს­წორ­დეს – თა­მარ ჯა­ყე­ლი

spot_img

 

თა­მარ ჯა­ყე­ლი, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს სკო­ლამ­დე­ლი და სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტი: „ჩვენ ვმუ­შა­ობთ პროგ­რა­მა­ზე, რო­მელ­საც „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ ჰქვია და რო­მე­ლიც დღეს უმ­თავ­რე­სი პროგ­რა­მაა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან დიდ შე­დე­გებ­ზე გა­ვალთ გა­ცი­ლე­ბით უფ­რო სწრა­ფად, ვიდ­რე ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰგო­ნია. ამ პროგ­რა­მის ირ­გ­ვ­ლივ გა­ერ­თი­ან­და სა­მი­ნის­ტ­როს ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლი, რო­მე­ლიც აქამ­დე   ძი­რი­თა­დად, დაშ­ლი­ლი და დაქ­საქ­სუ­ლი იყო. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა უფ­რო ურჩ სა­ფე­ო­და­ლო­ებს ჰგავ­და, სა­დაც ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლი თა­ვის კორ­პო­რა­ცი­ულ ინ­ტე­რე­სებს უფ­რო ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ვიდ­რე სა­ერ­თო საქ­მეს. ერ­თი­ა­ნო­ბა იყო სრუ­ლი­ად ფორ­მა­ლუ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, პროგ­რა­მის ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მი­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბიც ჰარ­მო­ნი­ზე­ბუ­ლია და სის­ტე­მუ­რი. ამ­ჟა­მად, თა­ნად­რო­უ­ლად და ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლად ვმუ­შა­ობთ ხუთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია ეს? პირ­ვე­ლი — სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბა. სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მი არის მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის გზის გეგ­მა. აქ დი­დი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და. რა­ტომ? მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ფსი­ქო­პე­და­გო­გი­კა­ში — მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­ულ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ 4-5 ძი­რი­თა­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ცი­პი. ეს პრინ­ცი­პე­ბი სკო­ლა­ში არ ინერ­გე­ბო­და, რის გამოც ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ცოდ­ნის სტრუქ­ტუ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია მარ­თ­ლაც რომ იქ­ცეს ცოდ­ნად, მი­სი კოგ­ნი­ტურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა უნ­და მოხ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, იყო სრუ­ლი­ად ზე­და­პი­რუ­ლი სწავ­ლე­ბა — ისე­ვე გა­და­დი­ო­და ეს ზე­და­პი­რუ­ლი, ზე­რე­ლე ცოდ­ნა ბავ­შ­ვის თავ­ზე, რო­გორც წყა­ლი გა­და­დის იხ­ვის ბუმ­ბუ­ლო­ვან სა­ფარ­ზე, ამ ცოდ­ნის შეღ­წე­ვა არ ხდე­ბო­და ცნო­ბი­ე­რე­ბის ღრმა შრე­ებ­ში. რო­დე­საც ცოდ­ნა არ არის ორ­გა­ნუ­ლი, მას ძა­ლა არ აქვს, ამ ცოდ­ნას ჩვენ ვერ ვი­ყე­ნებთ. სწო­რედ ამ პრინ­ცი­პებს და­ვა­ფუძ­ნეთ სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მი და ეს პრინ­ცი­პე­ბი შე­ით­ვი­სეს მას­წავ­ლებ­ლებ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, გვაქვს გა­რან­ტია, რომ საკ­ლა­სო ოთახ­ში ბავ­შ­ვე­ბის   „გო­ნებ­რი­ვი სა­ამ­ქ­რო­ე­ბი“ ამოქ­მედ­დე­ბა ისე­ვე, რო­გორც 150-ე სკო­ლა­ში ამოქ­მედ­და (იგი­ვე უნ­და მოხ­დეს   ახ­ლა 50 სკო­ლა­ში). ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბუ­ნებ­რი­ვად დევს ჩვენს კოგ­ნი­ტურ სის­ტე­მა­ში, უსაზღ­ვ­როა და თუ ამოქ­მედ­დე­ბა, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი შე­უძ­ლია, ვიდ­რე ჩვენ გვგო­ნია.

მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბაა წინ­ს­ვ­ლა­ზე და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის შექ­მ­ნა. ეს კონ­ცეფ­ცია და სის­ტე­მა შექ­მ­ნი­ლია და 50 სკო­ლა­ში მოქ­მე­დებს. ეს იქ­ნე­ბა არა კონ­ტ­რო­ლი და შე­ფა­სე­ბა გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად, არა­მედ კონ­ტ­რო­ლი და შე­ფა­სე­ბა დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, წინ­ვ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად — სკო­ლა ნა­ხავს მე­ოთხე, მე­ექ­ვ­სე, მეცხ­რე კლა­სებ­ში რა პრობ­ლე­მე­ბია თი­თო­ე­ულ სა­გან­ში, რო­მელ ბავშვს რა უჭირს და შე­სა­ბა­მი­სად შევ­ძ­ლებთ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. სკო­ლებს შე­ვა­ფა­სებთ, რო­გორც ერ­თი­ან გუნდს და არა ცალ­კე­ულ მას­წავ­ლე­ბელს. სკო­ლის წინ­ს­ვ­ლის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის მი­ხედ­ვით გავ­ზო­მავთ რო­გო­რია კონ­რე­ტუ­ლი სკო­ლის წინ­ს­ვ­ლა წი­ნა წლის მო­ნაცე­მებ­თან შე­და­რე­ბით. წინ­ს­ვ­ლის და­ნახ­ვა შიგ­ნი­დან გა­ა­აქ­ტი­უ­რებს თვი­თონ სკო­ლას, რო­გორც გუნდს, გაზ­რ­დის ში­ნა­გან მო­ტი­ვა­ცი­ას და გა­სა­ქანს მის­ცემს დათ­რ­გუ­ნულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ჩვენ გვქონ­და მიდ­გო­მე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩა­კე­ტა ადა­მი­ა­ნებ­ში — მოზ­რ­დი­ლებ­სა და მო­ზარ­დებ­ში — ში­ნა­გა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ახ­ლა შევ­ქ­მე­ნით სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გახ­ს­ნის, მოქ­მე­დე­ბა­ში მო­იყ­ვანს, რაც წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები