24 ნოემბერი, კვირა, 2024

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 – არჩევითი საგნების სტატისტიკა

spot_img

2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება:

ისტორია აირჩია 22 200-მდე  აბიტურიენტმა;

მათემატიკა – 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ბიოლოგია – 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ქიმია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

გეოგრაფია – 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ფიზიკა – 700-მდე აბიტურიენტმა;

ლიტერატურა – 1 300-მდე აბიტურიენტმა;

სამოქალაქო განათლება – 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 3  აპრილს დასრულდა, თუმცა აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეტანათ ცვლილებები ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალში ან შეეცვალათ გამოცდის ენა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 45 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღემდე შეეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები