3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ეპი­ლეფ­სია ბავ­შ­ვებ­ში

spot_img

ეპი­ლეფ­სია ქრო­ნი­კუ­ლი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის დრო­საც თა­ვის ტვი­ნის ნე­ი­რო­ნე­ბის უჩ­ვე­უ­ლო აღ­გ­ზ­ნე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, სიმ­პ­ტო­მურ დო­ნე­ზე, გულ­ყ­რით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ეპი­ლეფ­სია ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს და სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით, მაგ­რამ რად­გან მე ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ, ბავ­შ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­სა­უბ­რებ. ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სოა თუ რა გა­მოწ­ვე­ვებს ხვდე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბი და მშობ­ლე­ბი, ეპი­ლეფ­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ად­რე­ულ ასაკ­ში, რო­გო­რია ბა­ღის და შემ­დ­გომ, უკ­ვე სკო­ლის მზა­ო­ბა ეპი­ლეფ­სი­ის მქო­ნე ბავ­შ­ვის მი­სა­ღე­ბად.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რომ გულ­ყ­რა ავ­ტო­მა­ტუ­რად არ გუ­ლის­ხ­მობს ეპი­ლეფ­სი­ის დი­აგ­ნოზს, ბავ­შ­ვებს შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მო პი­რო­ბე­ბით გა­ნუ­ვი­თარ­დეთ გულ­ყ­რა, რო­გო­რი­ცაა: მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, სტრე­სი, სხვა­დას­ხ­ვა მე­დი­კა­მენ­ტის ჭარ­ბი დო­ზა და სხვა. მა­შინ რო­დის შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ საქ­მე გვაქვს ეპი­ლეფ­სი­ას­თან? რო­ცა გვაქვს ორი ან მე­ტი არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი გულ­ყ­რის გა­მოვ­ლე­ნა, 24 სა­ათ­ზე მე­ტი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის შუ­ა­ლედ­ში.

ეპი­ლეფ­სი­ის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა, იყოს თან­და­ყო­ლი­ლი თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მე­ბი ან ინ­ფექ­ცი­ე­ბი, სიმ­სივ­ნე­ე­ბი, გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა (ოჯა­ხუ­რი გულ­ყ­რე­ბი), პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მუც­ლად­ყოფ­ნის დროს, რო­ცა მშო­ბე­ლი იღებს სას­მელს ან რა­ი­მე და­მა­ზი­ა­ნე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბას. ასე­ვე, ეპი­ლეფ­სია შე­საძ­ლოა, გან­ვი­თარ­დეს ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბ­ლის, აუტიზ­მის, სხვა­დას­ხ­ვა მე­ტა­ბო­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბის დრო­საც.

ეპი­ლეფ­სი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, პე­დი­ატრს უნ­და მი­მარ­თოთ, რო­მელ­საც დე­ტა­ლუ­რად უნ­და მი­ა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია გულ­ყ­რის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ. შემ­დ­გომ კი, ხდე­ბა ნევ­რო­ლოგ­თან და ეპი­ლეფ­ტო­ლოგ­თან გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა. დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დროს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც გულ­ყ­რის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, ასე­ვე სის­ხ­ლის ანა­ლი­ზი, ელექ­ტ­რო­ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია და და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გულ­ყ­რის კა­ტე­გო­რი­ზა­ცია. გულ­ყ­რე­ბი ორ დიდ ჯგუ­ფად იყო­ფა, ესე­ნია: გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი და პარ­ცი­ა­ლუ­რი (ფო­კა­ლუ­რი) გულ­ყ­რე­ბი. მო­დით ავ­ხ­ს­ნათ, რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა მათ შო­რის და რა კა­ტე­გო­რი­ის გულ­ყ­რებს მო­ი­ცავს ორი­ვე მათ­გა­ნი.

გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გულ­ყ­რა გუ­ლის­ხ­მობს, რო­ცა თა­ვის ტვინ­ში ნე­ი­რო­ნუ­ლი აღ­გ­ზ­ნე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა ორი­ვე ჰე­მის­ფე­როს მი­მართ და შე­უძ­ლე­ბე­ლია ეპი­ლეფ­სი­უ­რი კე­რის და­ფიქ­სი­რე­ბა. ასეთ გულ­ყ­რებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა აბ­სან­სი, მი­ოკ­ლო­ნუ­რი, კლო­ნუ­რი, ტო­ნუ­რი, ტო­ნურ-კლო­ნუ­რი და ატო­ნუ­რი გულ­ყ­რე­ბი.

♦აბ­სან­სის ტი­პის გულ­ყ­რა 3-12 წლამ­დე ბავ­შ­ვებ­ში გვხვდე­ბა და გუ­ლის­ხ­მობს მზე­რის უეცარ ფიქ­სა­ცი­ას ერთ წერ­ტილ­ზე, რაც ხში­რად უყუ­რადღე­ბო­ბას და „ფიქ­რებ­ში წას­ვ­ლას“ გვა­გო­ნებს. ამ დროს, თუ ბავშვს გა­ე­სა­უბ­რე­ბით და რა­ი­მე ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას მის­ცემთ, ვერ შე­ას­რუ­ლებს. აბ­სან­სის ტი­პის გულ­ყ­რა, ასე­ვე, გუ­ლის­ხ­მობს რამ­დე­ნი­მე თან­მიდ­მევ­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რა­საც ხში­რად ჩვენ სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ქცე­ვით ან დაბ­ნე­უ­ლო­ბით ვხსნით. შე­სა­ბა­მი­სად, აბ­სან­სის ტი­პის გულ­ყ­რა დაკ­ვირ­ვე­ბას სა­ჭი­რო­ებს, რად­გან ხში­რად გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თ­ვის შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლია ან სხვა ტი­პის დარ­ღ­ვე­ვას მი­ა­წე­რენ ხოლ­მე.

♦ მი­ოკ­ლო­ნუ­რი გულ­ყ­რის დროს ვი­თარ­დე­ბა კუნ­თე­ბის უეცა­რი შე­კუმ­შ­ვა და ბავ­შ­ვი სხე­უ­ლის ზე­და ნა­წილს და თავს უკან სწევს, ეს მოძ­რა­ო­ბა მხო­ლოდ 1-2 წა­მი გრძელ­დე­ბა.

♦ ატო­ნურ გულ­ყ­რებს „და­ვარ­დ­ნის გულ­ყ­რებ­საც“ უწო­დე­ბენ, ხა­სი­ათ­დე­ბა კუნ­თე­ბის უეცა­რი მო­დუ­ნე­ბით და ცნო­ბი­ე­რე­ბის და­კარ­გ­ვით. პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე წა­მი გრძელ­დე­ბა და შემ­დეგ ბავშვს ისევ უბ­რუნ­დე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბა.

♦ ტო­ნურ-კლო­ნურ გულ­ყ­რებს „დიდ გულ­ყ­რებ­საც“ უწო­დე­ბენ. გულ­ყ­რა იწყე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბის უეცა­რი და­კარ­გ­ვით, და­ვარ­დ­ნით, კუნ­თე­ბის და­ჭი­მუ­ლო­ბით, რაც გა­და­დის კრუნ­ჩხ­ვა­ში, რთულ­დე­ბა სუნ­თ­ქ­ვის პრო­ცე­სი, კა­ნი ლურ­ჯ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, გან­ვი­თარ­დეს უეცა­რი შარ­დ­ვა ან დე­ფე­კა­ცია. გულ­ყ­რა გრძელ­დე­ბა არა­უ­მე­ტეს 5 წუ­თი­სა, შემ­დეგ კი, გა­და­დის ძი­ლის ფა­ზა­ში. გაღ­ვი­ძე­ბის შემ­დ­გომ, ადა­მი­ანს არა­ფე­რი არ ახ­სოვს და უჩ­ვე­უ­ლო დაღ­ლი­ლო­ბას გრძნობს, შე­საძ­ლოა, გა­უგ­რ­ძელ­დეს თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბიც.

♦ მე­ო­რე დიდ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა პარ­ცი­ა­ლუ­რი (ფო­კა­ლუ­რი) გულ­ყ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ხა­სი­ათ­დე­ბა თა­ვის ტვინ­ში ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ით. პარ­ცი­ა­ლუ­რი გულ­ყ­რე­ბი იწყე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი აურის შეგ­რ­ძ­ნე­ბით – ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი სუ­ნი, ხმა­უ­რი ყუ­რებ­ში, უც­ნა­უ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მუ­ცელ­ში. პარ­ცი­ა­ლურ გულ­ყ­რებს ახა­სი­ა­თებს სენ­სო­რუ­ლი, ქცე­ვი­თი, მო­ტო­რუ­ლი და გო­ნებ­რი­ვი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა.

პარ­ცი­ა­ლუ­რი გულ­ყ­რე­ბიც ორ ჯგუ­ფად იყო­ფა: მარ­ტი­ვი და კომ­პ­ლექ­სუ­რი. მარ­ტი­ვი პარ­ცი­ა­ლუ­რი გულ­ყ­რის დროს ცნო­ბი­ე­რე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ ადა­მი­ანს სპე­ცი­ფი­კუ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი ეუფ­ლე­ბა – ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ტკი­ვი­ლის, შიმ­ში­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი, ტაქ­ტი­ლუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი კან­ზე, ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა. თუ გულ­ყ­რა გრძელ­დე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბის შეც­ვ­ლით, რო­მელ­საც თან სდევს გა­უ­გე­ბა­რი მო­ტო­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი — პი­რის, თვა­ლე­ბის, კბი­ლე­ბის, სა­ხის გრი­მა­სე­ბი, ღეჭ­ვა, მა­შინ სა­ხე­ზეა კომ­პ­ლექ­სუ­რი პარ­ცი­ა­ლუ­რი გულ­ყ­რა.

 

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ ეპი­ლეფ­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იმ სინ­დ­რო­მე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ეპი­ლეფ­სი­ის კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, მაგ­რამ სპე­ცი­ფი­კუ­რი კლი­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა – ასე­თია „ახალ­შო­ბილ­თა სპაზ­მე­ბი – ვეს­ტის სინ­დ­რო­მი“, 3 თვი­დან 1 წლამ­დე, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა ქვე­და კი­დუ­რე­ბის უეცა­რი გა­ჭიმ­ვით და თა­ვი­სა და მხრე­ბის წინ წა­მო­წე­ვით. მე­ო­რე სინ­დ­რო­მი კი – „ლე­ნოქს გას­ტოს სინ­დ­რო­მი“ რამ­დე­ნი­მე ტი­პის გულ­ყ­რის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა და, ასე­ვე, ხში­რად თან ახ­ლავს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა.

ეპი­ლეფ­სი­ის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის გულ­ყ­რე­ბის მი­მო­ხილ­ვის შემ­დეგ, ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სოა ვი­ცო­დეთ, თუ რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რო­ცა ჩვენ თვალ­წინ ბავშვს ეპი­ლეფ­სი­უ­რი შე­ტე­ვა აქვს? პირ­ველ რიგ­ში, და­ვა­ფი­ნოთ იატაკ­ზე რბი­ლი ნა­ჭე­რი და ბავ­შ­ვი გვერ­დუ­ლად და­ვაწ­ვი­ნოთ, შევ­ხ­ს­ნათ სა­ყე­ლოს ღი­ლი და მივ­ცეთ თა­ვი­სუფ­ლად სუნ­თ­ქ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა; ამო­ვუ­დოთ თავ­ქ­ვეშ პა­ტა­რა ნა­ჭე­რი, გა­ვა­ღოთ ფან­ჯ­რე­ბი. არ ჩა­უ­დოთ ბავშვს პირ­ში არა­ფე­რი, რად­გან ხში­რად ჰგო­ნი­ათ, რომ ამ დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია, ბავ­შ­ვ­მა ენა გა­დაყ­ლა­პოს, რაც ეპი­ლეფ­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ერთ-ერთ სტე­რე­ო­ტი­პულ შე­ხე­დუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. არ სცა­დოთ კრუნ­ჩხ­ვის გა­კა­ვე­ბა, რად­გან ეს არა­ფერს შეც­ვ­ლის ამ დროს და შე­საძ­ლოა, ბავ­შ­ვ­მა რა­მე და­ი­ზი­ა­ნოს.

გულ­ყ­რა რამ­დე­ნი­მე წუ­თი გრძელ­დე­ბა, არა უმე­ტესს 5 წუ­თი­სა, თუ მე­ტად გაგ­რ­ძელ­და, აუცი­ლე­ბად გა­მო­უ­ძა­ხეთ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას. გულ­ყ­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბას „ეპი­ლეფ­სი­უ­რი სტა­ტუ­სი“ ჰქვია, რაც სა­ში­შია სი­ცოცხ­ლის­თ­ვის. უჟან­გ­ბა­დო­ბა თა­ვის ტვინ­ში ნე­ი­რო­ნე­ბის კვდო­მას იწ­ვევს, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით სრულ­დე­ბა.

ეპი­ლეფ­სი­ის დი­აგ­ნო­ზი ავ­ტო­მა­ტუ­რად არ გუ­ლის­ხ­მობს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ დარ­ღ­ვე­ვას, ხში­რად ეპი­ლეფ­სი­ის მქო­ნე ბავ­შ­ვებს სა­შუ­ა­ლო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვთ. ეპი­ლეფ­სი­ის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას უკა­ვია. მკურ­ნა­ლო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ან­ტი­კონ­ვულ­სან­ტე­ბის (გულ­ყ­რის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი) მი­ღე­ბით. გარ­და გულ­ყ­რე­ბის შე­კა­ვე­ბი­სა, ამ მე­დი­კა­მენ­ტებს ხში­რად გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბიც აქვთ – რო­გო­რი­ცაა ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის სირ­თუ­ლე, მო­დუ­ნე­ბა, ძი­ლი­ა­ნო­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ, ნე­გა­ტი­უ­რად აისა­ხე­ბა ეპი­ლეფ­სი­ის მქო­ნე ბავ­შ­ვის აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ეპი­ლეფ­სია ერთ-ერ­თი საკ­მა­ოდ სტიგ­მა­ტი­ზე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ზე მოქ­მე­დებს და ხში­რად მათ იზო­ლი­რე­ბას იწ­ვევს. გულ­ყ­რე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ეფექ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად, მშობ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ბავ­შ­ვი სულ სახ­ლ­ში იყოს, არ ჩა­ერ­თოს სხვა­დას­ხ­ვა, მი­სი ასა­კის შე­სა­ბა­მის,. აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რაც ზრდის ბავ­შ­ვის სხვებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ხა­რისხს. ასე­ვე, ხში­რად მშობ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, თუ ბავშვს ყვე­ლა სურ­ვილს შე­უს­რუ­ლე­ბენ და არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ქცე­ვის მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ებს, ამით გულ­ყ­რის პრო­ცესს თა­ვი­დან აირი­დე­ბენ, რაც სა­ბო­ლო­ოდ იწ­ვევს ბავ­შ­ვის ქცე­ვით პრობ­ლე­მებს.

ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­კო­მენ­და­ციაა, რომ ეპი­ლეფ­სი­ის მქო­ნე ბავშვს ჰქონ­დეს რუ­ტი­ნა — ყო­ველ­დღი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც წი­ნას­წა­რა არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი; მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ძი­ლის და კვე­ბის გან­რი­გი, მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა; იყოს ჩარ­თუ­ლი სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა­ში, რაც მის­თ­ვის უსაფ­რ­თხოა, კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე,

სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს კი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვ­თან მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს ჰქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია ეპი­ლეფ­სი­ის შე­სა­ხებ, ბავ­შ­ვის გულ­ყ­რის ტი­პის შე­სა­ხებ და შე­ეძ­ლოთ პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დამ­ხა­რე­ბის გა­წე­ვა. ბავ­შ­ვი აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი ბა­ღის და სკო­ლის აქ­ტი­ვო­ბებ­ში. მშო­ბელ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­აც­ნოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტებს ნევ­რო­ლო­გის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად ის „თრი­გე­რე­ბი“, რო­მე­ლიც ხში­რად გულ­ყ­რის პრო­ვო­ცი­რე­ბას იწ­ვევს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ ბავშვს, დი­დი გულ­ყ­რის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი, ტო­ნურ-კლო­ნუ­რი გულ­ყ­რა ახა­სი­ა­თებს, ეს მა­ინც არაა მი­სი ბა­ღის­გან და სკო­ლის­გან იზო­ლი­რე­ბის მი­ზე­ზი. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყონ ბავ­შ­ვი სუფ­თა ტან­საც­მ­ლით და, გულ­ყ­რის შემ­დ­გომ, დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცენ.

სწავ­ლის პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშო­ბელ­მა მი­მარ­თოს ნე­ი­როფ­სი­ქო­ლოგ­საც, რა­თა მან შე­ა­ფა­სოს ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კუ­რი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა: აღ­ქ­მა, ყუ­რადღე­ბა, მეტყ­ვე­ლე­ბა, მეხ­სი­ე­რე­ბა და ა.შ. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნ­და და­ი­გეგ­მოს ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მა. ასე­ვე, სა­სურ­ვე­ლია, თა­ნაკ­ლა­სე­ლებს მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ეპი­ლეფ­სი­ის შე­სა­ხებ, არა ბავ­შ­ვ­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბით, არა­მედ რო­გორც მდგო­მა­რე­ო­ბით, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა მათ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ.

7 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვებ­თან, ეპი­ლეფ­სი­ის დი­აგ­ნო­ზის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია/აბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, ასე­ვე, ად­რე­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვა, მაგ­რამ თუ ბავშვს, ეპი­ლეფ­სი­ის გარ­და, გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფე­რე­ხე­ბა ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მე­ბით სარ­გებ­ლობს.

სო­ფო მე­ლა­ძე – ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები