21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ელენე ბახტაძის 25-წლიანი პედაგოგიური საქმიანობა

spot_img
„იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლია თქვენ მი­ერ გა­მოზ­რ­დი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბით.“
ელენე ბახტაძე

ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, ელე­ნე ბახ­ტა­ძე, 1874 წელს, ღა­რი­ბი და მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი მღვდლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­მა მა­მამ, ლუ­კა ბახ­ტა­ძემ, ელე­ნეს ოჯახ­ში შე­ას­წავ­ლა ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე წე­რა-კითხ­ვა. ოჯახ­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნი­ათ ქარ­თ­ვე­ლი და რუ­სი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ამის სა­ფუძ­ვე­ლი იყო დაწყე­ბი­თი სკო­ლა, რო­მე­ლიც ლუ­კა ბახ­ტა­ძეს სა­კუ­თარ სახ­ლ­ში ჰქონ­და გახ­ს­ნი­ლი. 1885 წელს, 11 წლის ელე­ნე ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლე­ბო გიმ­ნა­ზი­ა­ში მი­ა­ბა­რეს სას­წავ­ლებ­ლად, რო­მე­ლიც 1892 წელს წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა და პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის და­იწყო მზა­დე­ბა. რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, მას დიდ დახ­მა­რე­ბას უწევ­და უფ­რო­სი ძმა, ილია ბახ­ტა­ძე-ხო­ნე­ლი. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, 1894 წელს, და-ძმამ, და­ბა ხონ­ში, ერ­თად და­ა­არ­სეს ქალ-ვაჟ­თა პირ­ველ­დაწყე­ბი­თი სკო­ლა, რო­მე­ლიც შემ­დეგ პრო­გიმ­ნა­ზი­ად გა­და­კეთ­და. ასე­თი ტი­პის სკო­ლა მთელ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი ყო­ფი­ლა, რის გა­მოც მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ყუ­რადღე­ბას იქ­ცევ­და. 1902 წლის გა­ზეთ „ტიფ­ლის­კი ლის­ტოკ­მა“ სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლიც კი მი­უძღ­ვ­ნა ელე­ნე ბახ­ტა­ძის პრო­გიმ­ნა­ზი­ას. მის პი­რად არ­ქივ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლია ვინ­მე ეფ­რო­სი ჯა­ფა­რი­ძის მი­ერ მი­წე­რი­ლი წე­რი­ლი ელე­ნე­სად­მი, რო­მე­ლიც 1899 წლის 12 ოქ­ტომ­ბ­რით თა­რიღ­დე­ბა: „იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლია თქვენ მი­ერ გა­მოზ­რ­დი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბით. ისი­ნი პირ­ვე­ლე­ბი არი­ან… გო­გე­ბაშ­ვილს უნ­და, წე­რი­ლი და­ი­ბეჭ­დოს თქვე­ნი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ“.

სკო­ლის მუ­შა­ო­ბა ივა­ნე გო­მარ­თელს შე­უ­მოწ­მე­ბია, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ნი­ლა და ამის შე­სა­ხებ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის­თ­ვი­საც უც­ნო­ბე­ბია, რო­მე­ლიც დი­დად გა­ხა­რე­ბუ­ლა ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გის ასე­თი თავ­და­დე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბით და სურ­ვი­ლიც გა­მო­უთ­ქ­ვამს, ბახ­ტა­ძის პრო­გიმ­ნა­ზი­ის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ხონ­ში ჩა­სუ­ლი­ყო. იაკობ გო­გე­ბაშ­ვილს სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის­თ­ვის 71 ცა­ლი თა­ვი­სი გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნიც უჩუ­ქე­ბია.

1902 წლის 24 იან­ვარს, ელე­ნე ბახ­ტა­ძემ სა­მად­ლო­ბე­ლი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა გა­ზეთ „ივე­რი­ა­ში“:

„ბ. რე­დაქ­ტო­რო!
ნე­ბა მი­ბო­ძეთ, თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­მო­ვუცხა­დო ჩვენს პა­ტივ­ცე­მულ პე­და­გოგს ბ. იაკობ სი­მო­ნის ძე გო­გე­ბაშ­ვილს ჩე­მი უგუ­ლი­თა­დე­სი მად­ლო­ბა, რო­მელ­მაც კე­თი­ლი ინე­ბა და შე­მოს­წი­რა ჩე­მის პრო­გიმ­ნა­ზი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კას 71 ცა­ლი თა­ვი­სი გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი­სა.
გარ­და ნივ­თი­ერ შე­მო­წი­რუ­ლო­ბი­სა, ბ.ი.ს. გო­გე­ბაშ­ვი­ლის ყუ­რადღე­ბა ჩე­მის პრო­გიმ­ნა­ზი­ი­სად­მი მით უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნო და ზნე­ობ­რი­ვად გა­მამ­ხ­ნე­ვე­ბე­ლია ჩემ­თ­ვის, რომ ჩვენ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, კერ­ძო პი­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა გამ­ხ­ნე­ვე­ბას არ არის დაჩ­ვე­უ­ლი.“

ელე­ნე ბახ­ტა­ძემ და ილია ხო­ნელ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, პრო­გიმ­ნა­ზი­ას­თან, ღა­რიბ მოს­წავ­ლე­თა დამ­ხ­მა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­არ­სე­ბა და ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წეს­დე­ბაც შე­ად­გი­ნეს.

ოთხი წლის შემ­დეგ, 1898 წლის პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბ­რი­დან, და­ბა ხონ­ში არ­სე­ბუ­ლი ელე­ნე ბახ­ტა­ძის ქალ-ვაჟ­თა სკო­ლა ოთხ­კ­ლა­სი­ან სა­ქა­ლე­ბო გიმ­ნა­ზი­ად გა­და­კე­თე­ბუ­ლა. ამის შე­სა­ხებ გან­კარ­გუ­ლე­ბა კავ­კა­სი­ის სა­მოს­წავ­ლო ოლ­ქის მზრუნ­ველს გა­უ­ცია. ოთხ­კ­ლა­სი­ან სა­ქა­ლე­ბო პრო­გიმ­ნა­ზი­ულ კლა­სებ­ში სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი, წე­ლი­წად­ში, 50 მა­ნე­თი იყო, ხო­ლო მო­სამ­ზა­დე­ბელ კლა­სებ­ში – 30 მა­ნე­თი, რის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცია, ელე­ნე ბახ­ტა­ძის მი­ერ, 1898 წლის 29 აგ­ვის­ტოს, „ცნო­ბის ფურ­ცელ­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ შე­მო­ი­ნა­ხა.

 

ელე­ნე ბახ­ტა­ძის სას­წავ­ლე­ბელს ძა­ლი­ან ბევ­რი მსურ­ვე­ლი ჰყო­ლია არა მხო­ლოდ ხო­ნი­დან, არა­მედ სხვა კუთხე­ე­ბი­და­ნაც. გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს ისიც იწ­ვევ­და, რომ პრო­გიმ­ნა­ზი­ა­ში, თე­ო­რი­ულ სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად, დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ო­და ხელ­საქ­მის, ხელ­გარ­ჯი­ლო­ბის შეს­წავ­ლას, მის პო­პუ­ლა­რო­ბას ამა­საც უკავ­ში­რე­ბენ.

პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, ელე­ნე ბახ­ტა­ძე გულ­მოდ­გი­ნედ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სა­ხალ­ხო საქ­მეს და ხონ­ში არც ერ­თი კულ­ტუ­რუ­ლი წა­მოწყე­ბა არ ყო­ფი­ლა, რომ­ლის ერთ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე არ ყო­ფი­ლი­ყო. გან­სა­კუთ­რე­ბულ მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩენ­და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­სა და წიგ­ნე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის საქ­მე­ში. ჟურ­ნალ „ჯე­ჯი­ლის“ რე­დაქ­ცი­ის ერ­თი წე­რი­ლი­დან, რო­მე­ლიც და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 1896 წლის 10 ნო­ემ­ბ­რით, ვგე­ბუ­ლობთ, რომ ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ის სამ­ზ­რუნ­ვე­ლო კო­მი­სი­ის კრე­ბას ელე­ნე ბახ­ტა­ძე ერ­თხ­მად აურ­ჩე­ვია და­ბა ხონ­ში „ჯე­ჯი­ლის“ გავ­რ­ცე­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად. „კო­მი­სი­ას იმე­დი აქვს, რომ თქვენ სრულ თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას აღ­მო­უ­ჩენთ ამ ერ­თა­დერთ ქარ­თულ საყ­მაწ­ვი­ლო ჟურ­ნალს და ეც­დე­ბით მის გავ­რ­ცე­ლე­ბას“ – წე­რილს ხელს აწე­რენ: ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი, ეფე­მია მეს­ხი, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი და ალ. მი­ქა­ბე­რი­ძე.

რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი აღ­მავ­ლო­ბის წლებ­ში, ხონ­ში, პრო­გიმ­ნა­ზია რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­თა ერთ-ერთ თავ­შე­საფ­რად და კრე­ბე­ბის გა­მარ­თ­ვის ად­გი­ლად ქცე­უ­ლა. 1904-1905 წლებ­ში, სკო­ლა­ში, ფა­რულ კრე­ბებს მარ­თავ­დ­ნენ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი – ალი­ო­შა ჯა­ფა­რი­ძე და ალექ­სან­დ­რე წუ­ლუ­კი­ძე. ბე­ნებ­რი­ვია, ეს ელე­ნე ბახ­ტა­ძის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ვერ მოხ­დე­ბო­და, ეს ფაქ­ტი კი მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბო­და. ელე­ნე ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნა­ტორ­თა­ნაც და­უს­მე­ნი­ათ, რომ­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით, პრო­გიმ­ნა­ზი­ის ჩხრეკ­ა ბევ­რ­ჯერ ჩა­ა­ტა­რეს. ამ ფაქ­ტე­ბის გა­მო, ელე­ნე ბახ­ტა­ძე პო­ლი­ცი­ის მუდ­მი­ვი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ მო­ექ­ცა. ალი­ხა­ნო­ვის დამ­ს­ჯე­ლი რაზ­მის „თა­რე­შის“ პე­რი­ოდ­ში, პირ­ვე­ლი სა­ი­ე­რი­შო და მო­სახ­ლე­ო­ბის და­სა­ში­ნე­ბე­ლი უბა­ნი სწო­რედ სკო­ლე­ბი იყო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ დარ­ბე­ვას ვერც ელე­ნე ბახ­ტა­ძის პრო­გიმ­ნა­ზია გა­და­ურ­ჩა. 1906 წელს, მა­შინ­დელ­მა მთვა­რო­ბამ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ბევ­რი სკო­ლა და­ხუ­რა, მათ შო­რის, ელე­ნე ბახ­ტა­ძის პრო­გიმ­ნა­ზი­აც. ასე მოწყ­ვი­ტა მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თავ­და­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი საყ­ვა­რელ საქ­მეს, მაგ­რამ ელე­ნე სუ­ლი­ე­რად არ და­ცე­მუ­ლა და, იმა­ვე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნით, საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ემ­გ­ზავ­რა. სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ი­ა­რა ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი: შვე­ი­ცა­რია, გერ­მა­ნია და საფ­რან­გე­თი.

ევ­რო­პა­ში ყოფ­ნის შემ­დეგ, 1910 წელს, ელე­ნე რუ­სეთ­ში ჩა­ვი­და და ნო­ვო­რო­სი­ის­კ­ში და­სახ­ლ­და. იქაც გა­აგ­რ­ძე­ლა თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა. დი­დი ბრძო­ლის შემ­დეგ, მო­ა­ხერ­ხა ნო­ვო­რო­სი­ის­კის მუ­შა­თა შვი­ლე­ბის­თ­ვის დაწყე­ბი­თი სკო­ლის გახ­ს­ნა, რო­მელ­საც ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. მხო­ლოდ 9 წლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, თუმ­ცა, ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ გა­უგ­რ­ძე­ლე­ბია საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, ოც­და­ხუ­თი წე­ლი ემ­სა­ხუ­რა ახალ­გაზ­რ­დო­ბის აღ­ზ­რ­დას. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ზო­გავ­და ენერ­გი­ა­სა და დიდ პე­და­გო­გი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც მას მო­ზარ­დი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­დის საქ­მე­ში და­უგ­როვ­და.

ელე­ნე ბახ­ტა­ძე, 1940 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია ლე­ლა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით 

განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები (webbreeze.net)

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები