დღეს და ხვალ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მისაღები გამოცდები ტარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი პროცესის მიმდინარეობას №207 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დააკვირდა.



12 ივლისს ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლეები მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ, ხოლო 13 ივლისს – ზოგადი უნარების გამოცდას. გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრალიზებულად ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ატარებს.