23 ნოემბერი, შაბათი, 2024

დი­ლა და­იწყეთ ჯან­სა­ღი სა­უზ­მით

spot_img

მე­ოთხე წე­ლია, რაც ეკა­ტე­რი­ნე პა­პუ­აშ­ვი­ლი, დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სამ­რეკ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის ექი­მია. მი­სი უმ­თავ­რე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა იმ სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი და სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სრულ­ყო­ფას. ექი­მი, დი­ლით, სკო­ლა­ში მის­ვ­ლის­თა­ნა­ვე, ამოწ­მებს რამ­დე­ნა­დაა და­ცუ­ლი სკო­ლის ში­და თუ გა­რე სივ­რ­ცე­ში ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი. მოს­წავ­ლე­ებ­თან მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­თი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ, რაც ამარ­ტი­ვებს ამა თუ იმ პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რას.

 

ეკა­ტე­რი­ნე პა­პუ­აშ­ვი­ლი:

„სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩე­მი სკო­ლის ექი­მო­ბის პე­რი­ოდ­ში მოს­წავ­ლე­ებ­ში ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა არ მქო­ნია.

სკო­ლა­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ტარ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს მა­თი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­მოწ­მე­ბას, კერ­ძოდ: მხედ­ვე­ლო­ბა, სი­მაღ­ლე, წო­ნა რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ნორ­მის ფარ­გ­ლებს. გა­დახ­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვატყო­ბი­ნებ მშო­ბელს, რა­თა დრო­უ­ლად აღ­მო­იფხ­ვ­რას პრობ­ლე­მა. ასე­ვე, ვაძ­ლევ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის რე­კო­მენ­და­ცი­ებს სკო­ლის გა­რეთ დღის რე­ჟი­მის და­გეგ­მ­ვის შე­სა­ხებ, ვუხ­ს­ნი პე­და­გო­გებს, რო­გორ უნ­და ის­ხ­დ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი მერ­ხებ­თან, ვა­მოწ­მებ მერ­ხე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ასაკ­სა და სი­მაღ­ლეს­თან.

მოს­წავ­ლე­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, თა­ვის ტკი­ვილს და ზო­გად სი­სუს­ტეს უჩი­ვი­ან, რაც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკავ­შირ­დე­ბა გა­დატ­ვირ­თულ რე­ჟიმს, ასე­ვე, ხში­რია მუც­ლის ან კბი­ლის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის ფრი­ა­ლი, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, ემო­ცი­უ­რი ფო­ნი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი; ხში­რია ეზო­ში თა­მა­შის დროს მი­ღე­ბუ­ლი მცი­რე ტრავ­მუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი“.

სო­ფელ სამ­რეკ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში 185 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, მა­თი სრულ­ფა­სო­ვა­ნი სწავ­ლე­ბი­სა და ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის 28 პე­და­გო­გი ზრუ­ნავს. სკო­ლას ჰყავს 5 სსსმ მოს­წავ­ლე. სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი, ასის­ტენ­ტ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი რე­სურ­სო­თა­ხი აღ­ჭურ­ვი­ლია ისე­თი ინ­ვენ­ტა­რი­თა და ნივ­თე­ბით, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს მათ გან­ვი­თა­რე­ბას. ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე მოს­წავ­ლე სკო­ლას არ ჰყავს, თუმ­ცა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ­თ­ვის გა­რე­მო ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია. სკო­ლის ექი­მის კა­ბი­ნე­ტი აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რი­თა და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბით.

რო­გორც ყველ­გან, აქაც, ერთ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა მოს­წ­ავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ჯან­სა­ღი კვე­ბი­თი გა­რე­მოს შექ­მ­ნაა. ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მო­ზარ­დის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ ვრცე­ლია. ის, რომ საკ­ვე­ბი მო­ზარდს ამა­რა­გებს ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ენერ­გი­ით, რაც ხელს უწყობს მის სრულ­ფა­სო­ვან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას და დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე, თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლამ კარ­გად იცის. თუმ­ცა, მო­ზარ­დე­ბი ხში­რად უპი­რა­ტე­სო­ბას მა­ინც არა­ჯან­საღ საკ­ვებს ანი­ჭე­ბენ. ამ მხრივ, არც სამ­რეკ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი. „მოს­წავ­ლე­ე­ბი დღის უმე­ტეს ნა­წილს სკო­ლა­ში ატა­რე­ბენ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ უწევთ მზა და არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მო­ზარ­დე­ბი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბის­კენ, რო­გო­რი­ცაა: ჩიფ­სი, ბურ­გე­რი, ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი და ა.შ.

ჩე­მი რჩე­ვაა, დი­ლა და­იწყონ ჯან­სა­ღი სა­უზ­მით. მი­ირ­თ­ვან ხი­ლი და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღონ ბევ­რი წყა­ლი. სკო­ლა­ში უნ­და ატა­რონ ისე­თი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს რკი­ნას, რაც ააქ­ტი­უ­რებს გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს“.

სკო­ლის ექი­მი მოს­წავ­ლე­ებს პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის, სა­ჭი­რო და სა­ვალ­დე­ბუ­ლო იმუ­ნი­ზა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა და თვით­შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბის გარ­და, ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზეც ესა­უბ­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა ძა­ლა­დო­ბა და ბუ­ლინ­გი. თუმ­ცა ამ­ბობს, რომ მსგავს შემ­თხ­ვე­ვებს სკო­ლა­ში ად­გი­ლი არა­სო­დეს ჰქო­ნია.

სამ­რეკ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის ექი­მი სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა-გა­ნახ­ლე­ბის მიზ­ნით, ქალ­ბა­ტო­ნი ეკა­ტე­რი­ნე არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ტრე­ნინგს ეს­წ­რე­ბა, რა­თა მე­დი­ცი­ნის სი­ახ­ლე­ებს არ ჩა­მორ­ჩეს და ახა­ლი მე­თო­დე­ბი პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნოს. „ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სკო­ლის ექი­მე­ბის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტრე­ნინ­გი ტარ­დე­ბა, რო­მე­ლიც ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. აღ­ნიშ­ნულ ტრე­ნინ­გებს აქ­ტი­უ­რად ვეს­წ­რე­ბი. მუდ­მი­ვად ვზრუ­ნავ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად უნ­და შევ­ძ­ლოთ, ქვე­ყა­ნას ჰყავ­დეს ჯან­სა­ღი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა,“ – ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ეკა­ტე­რი­ნე.

თა­მარ ყო­ჩი­აშ­ვი­ლი, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „ჩვე­ნი სკო­ლის ექი­მი თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. მუ­დამ სა­ჭი­რო დროს და ად­გილ­ზეა, მუ­დამ მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე. სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ წევრს გვაქვს მი­სი იმე­დი, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და ვა­ფა­სებთ“.

თეკ­ლა წიკ­ლა­უ­რი, X კლა­სის მოს­წავ­ლე: „სკო­ლა­ში აუცი­ლე­ბე­ლია, იყოს უსაფ­რ­თხო და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ეკა ექი­მი ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ზრუ­ნავს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე. ის ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მია. მი­სი ჩვენ­და­მი თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აფე­რა­დებს სას­კო­ლო გა­რე­მოს“.

ანი ბოს­ტო­ღა­ნაშ­ვი­ლი, XII კლა­სის მოს­წავ­ლე: „მოს­წავ­ლე­თათ­ვის და სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბულ პირ­თათ­ვის ჯან­სა­ღი და უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სკო­ლის ექი­მი უდა­ვოდ სა­ჭი­როა. ჩვე­ნი სკო­ლის ექი­მი გა­მო­ირ­ჩე­ვა მზრუნ­ვე­ლო­ბი­თა და ყუ­რადღე­ბით. ეკა ექი­მი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და თა­ვი­სი საქ­მის კარ­გი მცოდ­ნეა. ის ყვე­ლა იმ თვი­სე­ბი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ექი­მის­თ­ვის უპი­რო­ბოდ აუცი­ლე­ბე­ლია“.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები