21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე

spot_img

ირმა გრიგალაშვილი

ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რე­ბა უამ­რა­ვი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აყე­ნებს გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს. ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლია, ტრა­დი­ცი­უ­ლი ტექ­ს­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყო­ველ­დღი­უ­რად გვი­წევს შე­ხე­ბა მულ­ტი­მე­დი­ურ ტექ­ს­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც გა­ფორ­მე­ბუ­ლია ხმო­ვა­ნი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. უწინ­დელ­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნა­დაა გა­ი­ო­ლე­ბუ­ლი სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სიც. ერ­თი მხრივ, ეს ყვე­ლა­ფე­რი დი­დი პროგ­რე­სია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სფე­როს­თ­ვის, მე­ო­რე მხრივ კი, იწ­ვევს ახალ სირ­თუ­ლე­ებს: უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბის ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს და­მაბ­ნე­ვე­ლი და ძნე­ლად „გა­სა­ფილ­ტ­რი“. სა­ჭი­რო ხდე­ბა ახა­ლი ცოდ­ნი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­ძე­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად, რე­ა­ლუ­რი ამ­ბე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სარ­ჩე­ვად. სწო­რედ ამას მო­ი­აზ­რებს მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა.

მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა არის იმ უნა­რე­ბის კომ­პ­ლექ­სი, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კრი­ტი­კუ­ლად აღ­ქ­მა­ში, ანა­ლიზ­სა და შე­ფა­სე­ბა­ში. ეს კომ­პე­ტენ­ცია მო­ი­ცავს არა მხო­ლოდ მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბი­სა და გა­გე­ბის უნარს, არა­მედ მი­სი სან­დო­ო­ბის შე­მოწ­მე­ბის, კონ­ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის ამოც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც. მე­დი­ა­წიგ­ნი­ერ­მა მო­ქა­ლა­ქემ იცის, რო­გორ გა­არ­ჩი­ოს ფაქ­ტი მო­საზ­რე­ბის­გან და ამო­იც­ნოს მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მცდე­ლო­ბე­ბი.

ამ­დე­ნად, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა ერთ-ერ­თია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ცხრა პრი­ო­რი­ტე­ტულ გამ­ჭოლ კომ­პე­ტენ­ცი­ა­თა­გან, „რო­მელ­თა ფლო­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტია თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში თვით­რე­ა­ლი­ზე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო ად­გი­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სათ­ვის“ (ესგ, 2018). რო­გორც წე­სი, „გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის“ გა­მო­მუ­შა­ვე­ბა არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბით, არა­მედ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა დის­ციპ­ლი­ნა­ში და ვი­თარ­დე­ბა მთე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში. ერ­თი­ან ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის რო­ლი შემ­დეგ­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა აღ­ვ­წე­როთ, ის ხელს უწყობს:

√ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მის გან­ვი­თა­რე­ბას – მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ელე­მენ­ტე­ბი ჩარ­თუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რივ პროგ­რა­მა­ში, მა­გა­ლი­თად, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ის­ტო­რი­ა­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში და სხვა.

√ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას – ესგ მო­ი­აზ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ის კრი­ტი­კუ­ლად შე­ფა­სე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას. სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის ფარ­გ­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ სან­დო წყა­რო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას და მის გან­ს­ჯას, რაც მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია.

√ ციფ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას – ესგ ით­ვა­ლის­წი­ნებს მოს­წავ­ლე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბას ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს­თ­ვის, მაგ., მე­დი­აპ­რო­დუქ­ტე­ბის შექ­მ­ნის სწავ­ლე­ბას.

√ ეთი­კუ­რი და სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სა­კითხე­ბის სწავ­ლე­ბას – მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი ეც­ნო­ბი­ან მე­დი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ეთი­კურ და სა­მარ­თ­ლებ­რივ სა­კითხებს, მათ შო­რის, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს და ონ­ლა­ინ უსაფ­რ­თხო­ე­ბას.

√ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გაზ­რ­დას – მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს აყა­ლი­ბებს აქ­ტი­ურ და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ობი­ექ­ტურ სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­ღებ პი­როვ­ნე­ბე­ბად.

წე­რი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მსურს მკითხ­ველს გა­ვუ­ზი­ა­რო ჩე­მი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის სწავ­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე ვუჩ­ვე­ნო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ძი­რი­თა­დი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე.

საგ­ნის სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი თე­მა­ტუ­რი ბლო­კის „ადა­მი­ა­ნი და მი­სი ცხოვ­რე­ბა“ და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში სას­წავ­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია მარკ ტვე­ნის ნა­წარ­მო­ე­ბი „გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბი“. ეს არის სა­ტი­რუ­ლი მოთხ­რო­ბა, რო­მე­ლიც მკა­ფი­ოდ ასა­ხავს მე­დი­ა­მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის უარ­ყო­ფით ზე­მოქ­მე­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რ­ზე. მოქ­მე­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა პა­ტა­რა ამე­რი­კულ ქა­ლაქ­ში. მთა­ვა­რი გმი­რი აღ­მო­ა­ჩენს, რომ კან­დი­და­ტა­დაა წარ­დ­გე­ნი­ლი ნიუ-იორ­კის გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩევ­ნებ­ზე. ის, რო­გორც პა­ტი­ო­სა­ნი და მი­ა­მი­ტი კა­ცი, თავ­და­პირ­ვე­ლად, ენ­თუ­ზი­აზ­მით ეკი­დე­ბა ამ იდე­ას, თუმ­ცა, მა­ლე­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თე­ბი იწყე­ბენ მის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ას, აქ­ვეყ­ნე­ბენ გა­მო­გო­ნილ, ცრუ და უსა­ფუძ­ვ­ლო ბრალ­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კო­მი­კუ­რიც კია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სოს ეს აშ­კა­რად ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, იწყებს მათ და­ჯე­რე­ბას. გმი­რის რე­პუ­ტა­ცია სწრა­ფად ილა­ხე­ბა და მძიმ­დე­ბა მი­სი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ბო­ლო­ოდ იგი იძუ­ლე­ბუ­ლია, უარი თქვას კან­დი­და­ტო­ბა­ზე. მოთხ­რო­ბა მძაფ­რად აკ­რი­ტი­კებს მე­დი­ის უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო ქცე­ვას, პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის მან­კი­ე­რე­ბებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიდ­რე­კი­ლე­ბას და­უ­ფიქ­რებ­ლად და­ი­ჯე­როს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია (ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, მოს­წავ­ლის წიგ­ნი, 2021).

მარკ ტვე­ნის „გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბი“ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კითხე­ბის სას­წავ­ლად და მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­საც­ნო­ბი­ე­რებ­ლად. ამ მოთხ­რო­ბის გან­ხილ­ვი­სას, ვცდი­ლობ მოს­წავ­ლე­ებს ვაჩ­ვე­ნო, თუ რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა ის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ის გა­მოწ­ვე­ვებს:

◊ მე­დი­ის გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რ­ზე – მოთხ­რო­ბა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, თუ რო­გორ მა­ნი­პუ­ლი­რებს პრე­სა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რით. ვთხოვ მოს­წავ­ლე­ებს, მო­იყ­ვა­ნონ თა­ნა­მედ­რო­ვე მა­გა­ლი­თე­ბი, რო­ცა მე­დი­ას შე­უძ­ლია გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე.

◊ ფაქ­ტე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა – მოთხ­რო­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბი არ ამოწ­მე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ვმსჯე­ლობთ, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ფაქ­ტე­ბის გა­და­მოწ­მე­ბას დღე­ვან­დელ ციფ­რულ ეპო­ქა­ში.

◊ სა­ტი­რის რო­ლი – ვსა­უბ­რობთ, რო­გორ იყე­ნებს ტვე­ნი სა­ტი­რას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად. ვა­და­რებთ ამას თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ტი­რულ მე­დი­ას.

◊ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა – ვა­ა­ნა­ლი­ზებთ პერ­სო­ნა­ჟე­ბის ქმე­დე­ბებს და ვმსჯე­ლობთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და სი­ტუ­ა­ცი­ის თა­ვი­დან არი­დე­ბა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

◊ ეთი­კუ­რი სა­კითხე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში – გან­ვი­ხი­ლავთ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის სა­კითხებს და ვა­და­რებთ მათ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ის სტან­დარ­ტებს.

გთა­ვა­ზობთ კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის გეგ­მას, რო­გორც რე­სურ­ს­სა და ინ­ს­ტ­რუ­მენტს მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბის­თ­ვის:

აქ­ტი­ვო­ბა „დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ტექ­ტი­ვე­ბი“

სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი: მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის ტექ­ნი­კებს. შეძ­ლე­ბენ ობი­ექ­ტუ­რად გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო­ე­ბი, გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ ფაქ­ტე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის პრაქ­ტი­კულ უნა­რებს.

სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი: სა­ი­ლუს­ტ­რა­ციო ტექ­ს­ტე­ბი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მა­გა­ლი­თე­ბით, სა­მუ­შაო ფურ­ც­ლე­ბი ჯგუ­ფუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის, პრო­ექ­ტო­რი/და­ფა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის­თ­ვის, ფე­რა­დი მარ­კე­რე­ბი და სა­ნიშ­ნე­ბი.

I. შე­სა­ვა­ლი: მას­წავ­ლე­ბე­ლი წა­რად­გენს წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ ცი­ტა­ტებს — ჭო­რე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის მა­გა­ლი­თებს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვებს, არა­სან­დო წყა­რო­ე­ბი­დან მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ვფიქ­რობ, ამ მხრივ, სა­ჭი­რო მა­სა­ლი­სა და თვალ­სა­ჩი­ნო ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლებს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ეხ­მა­რე­ბათ შემ­დე­გი პორ­ტა­ლე­ბი: მი­თე­ბის დე­ტექ­ტო­რი (mythdetector.com) და ფაქტ-მეტ­რი (factcheck.ge).

II. სა­დის­კუ­სიო კითხ­ვე­ბი: რა გა­ფიქ­რე­ბი­ნებთ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს არა­სან­დო? რა მიზ­ნით შე­იძ­ლე­ბა ვრცელ­დე­ბო­დეს ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია? რა გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს ასეთ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე?

III. ჯგუ­ფუ­რი სა­მუ­შაო: ჯგუ­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის შემ­დეგ, თი­თო­ე­ულს მი­ე­ცე­მა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტექ­ს­ტი ანა­ლი­ზის­თ­ვის და და­უ­რიგ­დე­ბათ სა­მუ­შაო ფურ­ც­ლე­ბი — შაბ­ლო­ნე­ბი სა­კონ­ტ­რო­ლო ნუს­ხი­სა (ე.წ. „ჩეკ­ლის­ტე­ბი­სა“) და მა­თი შევ­სე­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი.

  1. წყა­როს ანა­ლი­ზი

ა) ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი:

• ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ზე­თი • რე­დაქ­ტო­რე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი

• ანო­ნი­მუ­რი ავ­ტო­რე­ბი • პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი

ბ) გა­მავ­რ­ცე­ლებ­ლის მო­ტი­ვა­ცია:

• კან­დი­და­ტის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა •  სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა

• არ­ჩევ­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა  • პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტის დის­კ­რე­დი­ტა­ცია

  1. ში­ნა­არ­სის ანა­ლი­ზი

) ბრალ­დე­ბე­ბის ტი­პე­ბი:

• პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი •  მთვრა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა • ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი

•  ფი­ნან­სუ­რი სა­კითხე­ბი •  პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა • კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი

•  არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა • მო­რა­ლუ­რი მხა­რე

•  ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა • სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოტყუ­ე­ბა

ბ) გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ნი­კე­ბი:

• გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი • კონ­ტექ­ს­ტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი ცი­ტა­ტე­ბი

• ემო­ცი­უ­რი ენის გა­მო­ყე­ნე­ბა • გან­ზო­გა­დე­ბე­ბი • ჭო­რე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა

  1. გავ­ლე­ნის ანა­ლი­ზი

ა) მიზ­ნობ­რი­ვი აუდი­ტო­რია:

• ამომ­რ­ჩევ­ლე­ბი • პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბი • ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა

ბ). მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი:

• სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შეც­ვ­ლა • არ­ჩევ­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა

• კან­დი­და­ტის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა

  1. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზი

ა) წარ­მოდ­გე­ნი­ლი „მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი“:

• თვით­მ­ხილ­ველ­თა ჩვე­ნე­ბე­ბი • დო­კუ­მენ­ტე­ბი

• ფო­ტო­ე­ბი/სუ­რა­თე­ბი • მოწ­მე­ე­ბის ნათ­ქ­ვა­მი

ბ) მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სან­დო­ო­ბა:

• გა­და­მოწ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა • წყა­რო­ე­ბის სან­დო­ო­ბა • ფაქ­ტე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და­დას­ტუ­რე­ბა

  1. დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ტექ­ნი­კის იდენ­ტი­ფი­კა­ცია

ა) გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი:                  

• ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი • ნა­ხევ­რად სი­მარ­თ­ლე • გაზ­ვი­ა­დე­ბა

• კონ­ტექ­ს­ტის და­მა­ხინ­ჯე­ბა • პი­რა­დი თავ­დას­ხ­მე­ბი

ბ) მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ხერ­ხე­ბი:

• ემო­ცი­უ­რი ზე­წო­ლა • მო­რა­ლუ­რი მსჯავ­რის და­დე­ბა

• სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა

ინ­ს­ტ­რუქ­ცია მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის: მო­ნიშ­ნეთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა, და­აჯ­გუ­ფეთ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ნი­კე­ბის მი­ხედ­ვით, შე­ა­ფა­სეთ თი­თო­ე­უ­ლი ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნო­ბა.

და­ვა­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის: მო­ი­ძი­ეთ მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ი­დან, შე­ა­და­რეთ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ნი­კე­ბი, გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ შე­დე­გე­ბი.

IV. შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს პრე­ზენ­ტა­ცია – ჯგუ­ფე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ მთა­ვარ მიგ­ნე­ბებს, ავ­ლე­ბენ პა­რა­ლე­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან.

V. შე­ჯა­მე­ბა: დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა, კლა­სი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ძი­რი­თად ნიშ­ნებს, მოს­წავ­ლე­ე­ბი გან­საზღ­ვ­რა­ვენ მათ გავ­ლე­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე და შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ თავ­დაც­ვით სტრა­ტე­გი­ებს.

მარკ ტვე­ნის „გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბის“ სწავ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქ­ტი­ვო­ბა – „დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ტექ­ტი­ვე­ბი“ – აჩ­ვე­ნებს, რომ კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ხი­დი წარ­სულ­სა და აწ­მ­ყოს შო­რის. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ მსგავ­სი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მით მოს­წავ­ლე­ე­ბი არა მხო­ლოდ სწავ­ლო­ბენ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებს, არა­მედ, პა­რა­ლე­ლუ­რად, ივი­თა­რე­ბენ პრაქ­ტი­კულ უნა­რებს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად.

რაც მთა­ვა­რია, ამ­რი­გად სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ხდე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი და ორ­გა­ნუ­ლი — მოს­წავ­ლე­ე­ბი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ეუფ­ლე­ბი­ან რო­გორც საგ­ნობ­რივ ცოდ­ნას, ისე თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში ორი­ენ­ტი­რე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბელ კომ­პე­ტენ­ცი­ებს. ეს კი, სა­ბო­ლო­ოდ, ხელს უწყობს კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზ­რ­დას.

ლი­ტე­რა­ტუ­რა

⇒ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, ესგ-2018 –  https://www.mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo

⇒ ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, IX კლა­სი, მოს­წავ­ლის წიგ­ნი, ნი­ნო ნა­კუ­დაშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ არა­ბუ­ლი, მა­რი­ნე ხუ­ციშ­ვი­ლი, სწავ­ლა­ნი, თბი­ლი­სი, 2021 –  https://www.calameo.com/read/0056301207f171477fbea

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები