22 მაისი, ხუთშაბათი, 2025

„დე­და­მი­წას ატ­მოს­ფე­რო ლა­მაზ კა­ბად ჩა­უც­ვამს“

spot_imgspot_img

შალ­ვა ბე­დო­ი­ძის სა­ხე­ლო­ბის გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სარ­თი­ჭა­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-8 კლა­სებ­ში ჩა­ტარ­და სტა­ტი­ე­ბის კონ­კურ­სი – „დე­და­მი­წას ატ­მოს­ფე­რო ლა­მაზ კა­ბად ჩა­უც­ვამს“.

მოს­წავ­ლე­ებ­მა აღ­წე­რეს ატ­მოს­ფე­როს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა დე­და­მი­წა­ზე ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი­სა და ეკო­სის­ტე­მის­თ­ვის. კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და ფი­ზი­კის პე­და­გო­გის, ცი­რა ასა­თი­ა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბით.

კონ­კურ­ს­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა ორ­მა მოს­წავ­ლემ: გი­ორ­გი დოხ­ტუ­რიშ­ვილ­მა და ას­მარ ნოვ­რუ­ზო­ვამ.

ას­მარ ნოვ­რუ­ზო­ვა

VIII კლა­სის მოს­წავ­ლე

 

„დე­და­მი­წას ატ­მოს­ფე­რო ლა­მაზ კა­ბად ჩა­უც­ვამს“

დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რუ­ლი ფე­ნე­ბი ჩვენ გარ­შე­მო მუდ­მი­ვად არის, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად ვა­ღი­ა­რებთ მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. თა­ვი­დან, თე­მის წა­კითხ­ვი­სას, ვი­ფიქ­რე, რომ ის უბ­რა­ლოდ ჰა­ე­რის მა­სებ­ზე იყო, თუმ­ცა, ში­ნა­არ­სის გა­აზ­რე­ბი­სას მივ­ხ­ვ­დი, ეს ჩვე­ნი სი­ცოცხ­ლი­სა და დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბო­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს სა­კითხებს მო­ი­ცავ­და.

ატ­მოს­ფე­რო ხუთ ფე­ნად იყო­ფა: ტრო­პოს­ფე­რო, სტრა­ტოს­ფე­რო, მე­ზოს­ფე­რო, თერ­მოს­ფე­რო და ეგ­ზოს­ფე­რო. თი­თო­ე­უ­ლი ფე­ნა რა­ღაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს. ტრო­პოს­ფე­რო, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ, შე­ი­ცავს ჰა­ერს და იქ ყა­ლიბ­დე­ბა დე­და­მი­წის ჰა­ვაც. სტრა­ტოს­ფე­რო­ში კი ოზო­ნის ფე­ნაა, რო­მე­ლიც მზის მავ­ნე გა­მოს­ხი­ვე­ბის შე­ჩე­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მოხ­დე­ბო­და, თუ ეს ფე­ნე­ბი უცებ კოს­მოს­ში გა­ი­ფან­ტე­ბო­და.

ერ­თი მხრივ, ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე ჰა­ე­რი და ჟან­გ­ბა­დი, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია სი­ცოცხ­ლი­სათ­ვის, უბ­რა­ლოდ გაქ­რე­ბო­და. მე­ო­რე მხრივ, დე­და­მი­წე­ლებს მზე დაგ­ვ­წ­ვავ­და, რად­გან ვე­ღა­რა­ფე­რი დაგ­ვი­ცავ­და ულ­ტ­რა­ი­ის­ფე­რი და რა­დი­ა­ცი­უ­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბი­სა­გან. მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვის გა­რე­შე, წყა­ლი მთლი­ა­ნად აორ­თ­ქ­ლ­დე­ბო­და, გახ­რი­ოკ­დე­ბო­და და უდაბ­ნოდ გა­და­იქ­ცე­ო­და ჩვე­ნი ცის­ფე­რი პლა­ნე­ტა. დღი­სით მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ღა­მით კი ყინ­ვა და­ი­სად­გუ­რებ­და, მე­ტე­ო­რე­ბი­სა და ას­ტე­რო­ი­დე­ბის წვი­მა წა­მო­ვი­დო­და და დე­და­მი­წა გა­და­იქ­ცე­ო­და ისეთ ცივ, უსი­ცოცხ­ლო ად­გი­ლად, რო­გო­რიც მარ­სი ან მთვა­რეა. აღ­წე­რი­ლი გა­რე­მო, და­მე­თან­ხ­მე­ბით, შემ­ზა­რა­ვია.

ვფიქ­რობ, ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი სუ­რა­თის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა:

⇒ ნივ­თი­ე­რე­ბა-ფრე­ო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა, რად­გან ის აზი­ა­ნებს ოზო­ნის შრეს;

⇒ ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბა, რად­გან ის აზი­ა­ნებს ატ­მოს­ფე­როს;

⇒ ხე­ე­ბი­სა და მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გ­ვა და ტყის მოვ­ლა, ჰა­ე­რის ჟან­გ­ბა­დით გამ­დიდ­რე­ბის­თ­ვის.

რა სა­ო­ცა­რია, რომ „ატ­მოს­ფე­რო, რო­მე­ლიც დე­და­მი­წას ლა­მაზ კა­ბად ჩა­უც­ვამს“, გვი­ცავს მზის მავ­ნე გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან, აყა­ლი­ბებს კლი­მატს დე­და­მი­წა­ზე და წყალს თხე­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ინა­ხავს. ეს ქმნის და­ცულ და მო­სა­ხერ­ხე­ბელ გა­რე­მოს სი­ცოცხ­ლი­სა და ეკო­სის­ტე­მის­თ­ვის.

გა­ვუფ­რ­თხილ­დეთ დე­და­მი­წის „ლა­მაზ კა­ბას“ ჩვე­ნი­ვე სი­ცოცხ­ლი­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის.

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია:
♦  „ChatGPT“ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის­თ­ვის.
♦  ფი­ზი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. ქ. ტა­ტიშ­ვი­ლი. 2012 წე­ლი.

 

გი­ორ­გი დოხ­ტუ­რიშ­ვი­ლი

VIII კლა­სის მოს­წავ­ლე

 

რა მოხ­დე­ბა, თუ ატ­მოსფე­რუ­ლი ფე­ნე­ბი კოს­მოს­ში გა­ი­ფან­ტე­ბა?

დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო მრა­ვალ­შ­რი­ან სის­ტე­მას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფორ­მირ­დე­ბო­და და ბუ­ნებ­რი­ვად მო­ერ­გო სი­ცოცხ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას. ის არა მხო­ლოდ ჟან­გ­ბა­დით ამა­რა­გებს ცოცხალ ორ­გა­ნიზ­მებს, არა­მედ გვი­ცავს მზის გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან, არე­გუ­ლი­რებს ტემ­პე­რა­ტუ­რულ ბა­ლანსს დე­და­მი­წა­ზე და ქმნის კლი­მა­ტურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ატ­მოს­ფე­რო – ეს გახ­ლავთ დე­და­მი­წის ირ­გ­ვ­ლივ მოქ­ცე­უ­ლი აირის ფე­ნა­თა სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მრა­ვალ­მ­ხ­რივ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს სი­ცოცხ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და ჩვე­ნი პლა­ნე­ტის სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სათ­ვის. ის შედ­გე­ბა რამ­დე­ნი­მე ფე­ნის­გან: ტრო­პოს­ფე­რო, სტრა­ტოს­ფე­რო, მე­ზოს­ფე­რო, თერ­მოს­ფე­რო და ეგ­ზოს­ფე­რო. თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცია აქვს – დაწყე­ბუ­ლი კლი­მა­ტის რე­გუ­ლი­რე­ბი­დან, მავ­ნე კოს­მო­სუ­რი სხი­ვე­ბის­გან დაც­ვით დას­რუ­ლე­ბუ­ლი.

წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ სცე­ნა­რი, რო­ცა ეს ფე­ნე­ბი გა­ი­ფან­ტე­ბა ან სრუ­ლი­ად გაქ­რე­ბა. რას გა­მო­იწ­ვევს ეს? პირ­ველ რიგ­ში, ჰა­ე­რი, რო­მელ­საც ვსუნ­თ­ქავთ, აღარ იქ­ნე­ბა ისე­თი შედ­გე­ნი­ლო­ბის, რო­გო­რიც სი­ცოცხ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია. ატ­მოს­ფე­რუ­ლი ფე­ნე­ბის გა­ფან­ტ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჟან­გ­ბა­დი შე­საძ­ლოა გა­ფან­ტუ­ლი­ყო კოს­მოს­ში, რის შე­დე­გა­დაც ადა­მი­ანს სუნ­თ­ქ­ვა გა­უძ­ნელ­დე­ბო­და ან სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და, რად­გან ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი უჟან­გ­ბა­დო არე­ში ვერ იარ­სე­ბე­ბენ. გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ფე­ნე­ბის გა­ფან­ტ­ვა გა­მო­იწ­ვევ­და მზის ულ­ტ­რა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის გაზ­რ­დას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სტრა­ტოს­ფე­რო­ში, დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი­დან 20-25კმ-ის სი­მაღ­ლე­ზე არ­სე­ბობს ოზო­ნის შრე. ოზო­ნი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მელ­საც სპე­ცი­ფი­კუ­რი და თა­ვი­სე­ბუ­რი სუ­ნი აქვს. ატ­მოს­ფე­როს ზე­და ფე­ნებ­ში, მზის გა­მოს­ხი­ვე­ბის გავ­ლე­ნით, ჟან­გ­ბა­დი გარ­და­იქ­მ­ნე­ბა ოზო­ნად. ამ რე­აქ­ცი­ის პრო­ცეს­ში შთა­ინ­თ­ქ­მე­ბა მზის გა­მოს­ხი­ვე­ბის ულ­ტ­რა­ი­ის­ფე­რი ნა­წი­ლი და ამ­გ­ვა­რად, ულ­ტ­რა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ აღ­წევს ოზო­ნის შრის ქვე­მოთ, დე­და­მი­წა­ზე. ამ­რი­გად, ოზო­ნის შრე გვი­ცავს მზის ულ­ტ­რა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის და­მან­გ­რე­ვე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან. ფე­ნე­ბის გა­ფან­ტ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, ატ­მოს­ფე­რო­ში ოზო­ნის „ხვრე­ლის“ პრობ­ლე­მა უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი და სა­ში­ში გახ­დე­ბო­და.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ატ­მოს­ფე­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რგო­ლია პლა­ნე­ტის ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. მი­სი გა­ფან­ტ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დღი­სით და ღა­მით, მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბო­და – შე­საძ­ლოა დღი­სით აუტან­ლად ცხე­ლი, ხო­ლო ღა­მით ყინ­ვამ­დე გა­ცი­ვე­ბუ­ლი ჰა­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო. ასეთ პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნი­სა და ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და. ატ­მოს­ფე­როს გა­რე­შე, ასე­ვე, ვერ მოხ­დე­ბო­და ნა­ლე­ქის წარ­მოქ­მ­ნა, რაც დე­და­მი­წა­ზე წყლის წრებ­რუნ­ვის შე­ჩე­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. წყლის გა­რე­შე მცე­ნა­რე­ე­ბი ვერ იარ­სე­ბებ­დ­ნენ, რაც სა­ბო­ლო­ოდ მიგ­ვიყ­ვან­და საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტამ­დე, სა­ბო­ლო­ოდ კი სი­ცოცხ­ლის ეკო­ლო­გი­უ­რი წრე და­იშ­ლე­ბო­და.

დე­და­მი­წას მზე ათ­ბობს. მზის სხი­ვე­ბის სით­ბუ­რი ენერ­გია დე­და­მი­წა­ზე რჩე­ბა, ნა­წი­ლი კი დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი­დან აირეკ­ლე­ბა და კოს­მოს­ში ბრუნ­დე­ბა. ამ ორი პრო­ცე­სის შე­დე­გად დე­და­მი­წა­ზე მყარ­დე­ბა სით­ბუ­რი ბა­ლან­სი. ასე­თი სით­ბუ­რი ბა­ლან­სის შე­დე­გად, ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა, სა­შუ­ა­ლოდ, 15oC-ია, რაც მას­ზე სი­ცოცხ­ლის არ­სე­ბო­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პი­რო­ბაა. ატ­მოს­ფე­რო­ში ნახ­ში­რორ­ჟან­გი­სა და სხვა მავ­ნე, გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვი/სა­წარ­მოო აირე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის გაზ­რ­და საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის პლა­ნე­ტა­სა და კოს­მოსს შო­რის არ­სე­ბულ სით­ბურ ბა­ლანსს. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, სათ­ბო­ბის წვის შე­დე­გად, ატ­მოს­ფე­რო­ში, სხვა აირებ­თან ერ­თად, ნახ­ში­რორ­ჟან­გიც გა­მო­ი­ყო­ფა.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ნახ­ში­რორ­ჟან­გი მუდ­მივ წრებ­რუნ­ვა­შია – ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წვის შე­დე­გად წარ­მოქ­მ­ნი­ლი CO2 ზღვი­სა და ოკე­ა­ნის წყალ­ში იხ­ს­ნე­ბა, ფო­ტო­სინ­თე­ზის გავ­ლე­ნით კი ისევ ცოცხალ სამ­ყა­როს უბ­რუნ­დე­ბა. ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ყო­ფი­სა და შთან­თ­ქ­მის პრო­ცე­სებს შო­რის მყარ­დე­ბა დი­ნა­მი­კუ­რი წო­ნას­წო­რო­ბა. დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში ეს დი­ნა­მი­კუ­რი წო­ნას­წო­რო­ბა დარ­ღ­ვე­უ­ლია. ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად, სათ­ბუ­რი აირე­ბი ზედ­მე­ტად იმა­ტებს – ქვა­ნახ­ში­რის წვა, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვი, ტყე­ე­ბის გა­ჩეხ­ვა და მრეწ­ვე­ლო­ბა წარ­მოქ­მ­ნის ჭარბ CO2-ს, რაც ბუ­ნებ­რივ ბა­ლანსს არ­ღ­ვევს. ყო­ვე­ლი­ვე ამან კი, ატ­მოს­ფე­რო­ში ნახ­ში­რორ­ჟან­გის დაგ­რო­ვე­ბა და დე­და­მი­წა­ზე „სათ­ბუ­რის ეფექ­ტი“ გა­მო­იწ­ვია.

სით­ბოს მი­მოც­ვ­ლა დე­და­მი­წა­სა და კოს­მოსს შო­რის მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს: ნახ­ში­რორ­ჟან­გი ატა­რებს მზის სხი­ვებს და ხელს არ უშ­ლის დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის გათ­ბო­ბას. ამა­ვე დროს, ის აკა­ვებს სით­ბოს დე­და­მი­წა­ზე. ამ პრო­ცეს­ში ატ­მოს­ფე­რო ზე­მოქ­მე­დებს, რო­გორც სათ­ბუ­რის კე­დე­ლი. რომ არა ნახ­ში­რორ­ჟან­გის ფე­ნა, სით­ბო კოს­მოს­ში გა­ი­ფან­ტე­ბო­და. მაგ­რამ რო­დე­საც ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის შემ­ც­ვე­ლო­ბა ატ­მოს­ფე­რო­ში ნორ­მა­ზე მე­ტია, ფერ­ხ­დე­ბა სით­ბოს მი­მოც­ვ­ლა დე­და­მი­წა­სა და კოს­მოსს შო­რის, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია პლა­ნე­ტა­ზე კლი­მა­ტის სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­ვ­ლა გა­მო­იწ­ვი­ოს.

სა­ბო­ლო­ოდ, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ატ­მოს­ფე­რუ­ლი ფე­ნე­ბის გა­ფან­ტ­ვა გა­მო­იწ­ვევს: დე­და­მი­წა­ზე აზო­ტი­სა და ჟან­გ­ბა­დის გაქ­რო­ბას, და­ბა­ლი წნე­ვის გა­მო წყლის სწრაფ აორ­თ­ქ­ლე­ბას, ულ­ტ­რა­ი­ის­ფე­რი და კოს­მო­სუ­რი სხი­ვე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის გაზ­რ­დას, ტემ­პე­რა­ტუ­რულ უკი­დუ­რე­სო­ბებს და სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის და­ღუპ­ვას.

ატ­მოს­ფე­რუ­ლი ფე­ნე­ბის გა­ფან­ტ­ვა და გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა არ წარ­მო­ად­გენს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის გარ­და­უ­ვალ შე­დეგს – ეს, უმე­ტე­სად, ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მაა და შე­სა­ბა­მი­სად, მას გა­აჩ­ნია გა­დაჭ­რის შე­საძ­ლო გზე­ბი, რომ­ლე­ბიც გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის შე­ჩე­რე­ბა­სა და ატ­მოს­ფე­რუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია.

  1. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სათ­ბუ­რის აირე­ბის ემი­სი­ის შემ­ცი­რე­ბა.
  2. გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­რო­ე­ბის (მზის ენერ­გია, ქა­რის ენერ­გია, ჰიდ­რო­ე­ნერ­გია, ბირ­თ­ვუ­ლი ენერ­გია, გე­ო­თერ­მუ­ლი ენერ­გია, ზღვის მიქ­ცე­ვა-მოქ­ცე­ვის ენერ­გია) აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა.
  3. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის ხელ­შეწყო­ბა და საწ­ვავ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ელექ­ტ­რო­მო­ბი­ლე­ბით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა.
  4. ტყე­ე­ბის დაც­ვა და ტყის გა­შე­ნე­ბა. ტყე­ე­ბის გა­ჩეხ­ვის მკაც­რი რე­გუ­ლა­ცია, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ტყე­ე­ბის აღ­დ­გე­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბის ხელ­შეწყო­ბა/გაძ­ლი­ე­რე­ბა.
  5. ოზო­ნის შრის დაც­ვა და ფრე­ო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა. ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ჰა­ე­რის გა­მაგ­რი­ლებ­ლე­ბი­სა და სა­მა­ცივ­რე ტექ­ნი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.
  6. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს სას­კო­ლო და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მებ­ში კლი­მა­ტის თე­მე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას, სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ებს ეკო­ლო­გი­ურ სა­კითხებ­ზე და ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას.
  7. მწვა­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ხელ­შეწყო­ბა.
  8. სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხ­მე­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის გამ­კაც­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს გლო­ბა­ლურ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას ქვეყ­ნებს შო­რის და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის ეფექ­ტი­ან შეს­რუ­ლე­ბას.

შე­ჯა­მე­ბი­სას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ატ­მოს­ფე­რუ­ლი ფე­ნე­ბის კოს­მოს­ში გა­ფან­ტ­ვა კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბით დას­რულ­დე­ბა არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, არა­მედ პლა­ნე­ტა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის. და რად­გან დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო არა­გა­ნახ­ლე­ბა­დი რე­სურ­სია, მას ზუს­ტად ისე­ვე უნ­და მო­ვუფ­რ­თხილ­დეთ, რო­გორც სი­ცოცხ­ლეს. თი­თო­ე­უ­ლი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე პა­ტა­რა წვე­თად მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ რო­ცა ის გლო­ბა­ლუ­რად ხდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა უდი­დე­სი ცვლი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა
  1. ქ. ტა­ტიშ­ვი­ლი. ფი­ზი­კა.VIII კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო
  2. მ. ვარ­დი­აშ­ვი­ლი. ქი­მია. IX კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“, თბი­ლი­სი, 2012 წე­ლი.
  3. ინ­ტერ­ნეტ­ჟურ­ნა­ლი intermedia.ge. „გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა და სათ­ბუ­რის ეფექ­ტი“. 2013, 15 მა­ი­სი.
  4. ი. აბა­ში­ძე, ქარ­თუ­ლი საბ­ჭო­თა ენ­ციკ­ლო­პე­დია. ტო­მი 7. 1975 წ.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება