14 სექტემბერი, კვირა, 2025

დასრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე დღე

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე დღემ, ქვეყნის მასშტაბით, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. პირველ სესიაზე, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან,  გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი, ხოლო  მეორე სესიაზე –  აბიტურიენტთა 95% პროცენტი.

ორივე სესიაზე თითო გამოსაცდელმა დაიგვიანა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს არ დაიგვიანონ და ბარათზე მითითებულ დროს გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღე ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება