23 ნოემბერი, შაბათი, 2024

დამხმარე სახელმძღვანელოები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისთვის

spot_img

„სწავ­ლა­ში ძი­რი­თა­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა იმ პრო­დუქტს კი არა აქვს, რო­მელ­საც იგი კონ­კ­რე­ტუ­ლი ჩვე­ვის ან კონ­კ­რე­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე ცოდ­ნის სა­ხით გვაძ­ლევს, არა­მედ გან­საზღ­ვ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოს­წავ­ლის ძა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.“  ქარ­თ­ვე­ლი ფსი­ქო­ლო­გის, დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის ეს სიტყ­ვე­ბი ეპიგ­რა­ფად ჰქონ­და წამ­ძღ­ვა­რე­ბუ­ლი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას.

„ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბის“ მე­სა­მე წე­რილ­ში სწო­რედ ისეთ დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე გი­ამ­ბობთ, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებ­ში იმ უნარ-ჩვე­ვებს ავი­თა­რებს, იმ ცოდ­ნი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის ფლო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც მათ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­აჩ­ნ­დეთ. მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ვკითხუ­ლობთ, რომ მოს­წავ­ლე უნ­და იყოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დეს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, ამას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლის ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა,  ცოდ­ნის ეტა­პობ­რი­ვად კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა, ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბა, სწავ­ლის სტრა­ტე­გი­ე­ბის და­უფ­ლე­ბა (სწავ­ლის სწავ­ლა), მყა­რი, დი­ნა­მი­კუ­რი და ფუნ­ქ­ცი­უ­რი ცოდ­ნის შე­ძე­ნა და სხვა.

დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც უნ­და ვი­სა­უბ­როთ, ამ მიზ­ნებ­თან მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ისი­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ძა­ლებს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით  სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­ს­ტე­ბის გაც­ნო­ბით, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­თა და მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით ცდი­ლობს.

„წე­რა-კითხ­ვის ლა­ბო­რა­ტო­რია“

ავ­ტორ-შემ­დ­გენ­ლე­ბი: დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი, ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ზი­ნა გა­ბიჩ­ვა­ძე, გვან­ცა შუ­ბი­თი­ძე

„წე­რა-კითხ­ვის ლა­ბო­რა­ტო­რია“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არ­ტა­ნუჯ­მა“ 2022 წელს გა­მოს­ცა. ავ­ტორ-შემ­დ­გენ­ლე­ბი წლე­ბია, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბენ. ისი­ნი  წე­რენ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და ბავ­შ­ვებ­ზე, არი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ფი­ლო­ლო­გე­ბი და გა­მომ­ცემ­ლე­ბი.

„წე­რა-კითხ­ვის ლა­ბო­რა­ტო­რია“ დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა, რო­მე­ლიც ნამ­დ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მსგავ­სად, სა­თა­ნა­დო­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თე­მა­ტუ­რი სა­კითხე­ბით, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, მო­ზარ­დე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი­თა და მარ­ტი­ვი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბით, რა­თა მათ ტექ­ს­ტის კითხ­ვა და წე­რა გა­უ­ად­ვი­ლოს. მი­სი ჩარ­თ­ვა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში წარ­მა­ტე­ბით და­ეხ­მა­რე­ბა სა­მი­ვე რგოლს: მოს­წავ­ლეს, მას­წავ­ლე­ბელ­სა და მშო­ბელს.

ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი, რაც ამ გა­მო­ცე­მის კითხ­ვი­სას მოგ­ხიბ­ლავთ, ტრა­დი­ცი­უ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებ­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი შერ­წყ­მაა. დღეს, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში, რო­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ავ­ტო­რე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, რომ­ლის  სტრუქ­ტუ­რა და ში­ნა­არ­სი ტრა­დი­ცი­ულ მე­თო­დებ­თან ერ­თად, თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ზარ­დე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას ერ­გე­ბა და ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წიგ­ნი შედ­გე­ბა 11 თე­მა­ტუ­რი თა­ვის­გან, რომ­ლე­ბიც ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ სა­კითხებს აერ­თი­ა­ნებს.

პირ­ვე­ლი თა­ვის სა­ხელ­წო­დე­ბაა , „პო­ე­ზია უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა“. ჩვენ ვცხოვ­რობთ ისეთ სა­უ­კუ­ნე­ში, სა­დაც ხში­რად სა­უბ­რო­ბენ, ისევ არის თუ არა ამ თა­ნა­მედ­რო­ვე, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვან სამ­ყა­რო­ში  პო­ე­ზი­ის ად­გი­ლი. ამას­თა­ნა­ვე, და­ვო­ბენ, სა­ჭი­როა თუ არა ლექ­სის და­ზე­პი­რე­ბა, დი­დი პო­ე­ტუ­რი ტექ­ს­ტე­ბი­დან სა­ზე­პი­რო­ე­ბის სწავ­ლა…

აქ კი, პირ­ვე­ლი­ვე თა­ვი­დან წიგ­ნი მოს­წავ­ლეს აახ­ლო­ებს პო­ე­ზი­ას­თან, ას­წავ­ლის, რომ ის თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბას­თან იმა­ზე უფ­რო ახ­ლო­საა, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია; რომ პო­ე­ზია, ესაა დარ­დის, სი­ხა­რუ­ლის, ტკი­ვი­ლი­სა თუ გან­საც­დე­ლის გა­მომ­ხატ­ვე­ლი და ამ­ხ­ს­ნე­ლი; აფიქ­რებს, რას ვკითხუ­ლობთ, რო­ცა პო­ე­ზი­ას ვკითხუ­ლობთ?

პირ­ველ თავ­ში ახ­ს­ნი­ლია, რო­გორ ვლინ­დე­ბა  პო­ე­ზი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ენის გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რი, რო­გორ გა­მო­დი­ან ენობ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან პო­ე­ტე­ბი და ლექ­სის მუ­სი­კა­ლუ­რო­ბი­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის რა სი­ახ­ლე­ებს უდე­ბენ სა­ფუძ­ველს. აქ­ვე ვეც­ნო­ბით ლექ­სის ფორ­მებს, მათ შო­რის, ჰა­ი­კუ­სა და ტან­კას. თუ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს გა­დავ­ხე­დავთ, ვიგ­რ­ძ­ნობთ, რომ ახა­ლი თა­ო­ბა სუ­ლაც არაა და­შო­რე­ბუ­ლი ლექ­სებს ისე და იმ დო­ზით, რო­გორც ამას ზოგ­ჯერ წარ­მო­ვიდ­გენთ ხოლ­მე. საქ­მე ისაა, რომ ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თუ სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი  მოს­წავ­ლე­ებს აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ პო­ე­ზია მხო­ლოდ წარ­სუ­ლის სა­კუთ­რე­ბაა და პო­ე­ტე­ბი მხო­ლოდ ძვე­ლად არ­სე­ბობ­დ­ნენ. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში იშ­ვი­ა­თად შევ­ხ­ვ­დე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ტურ ნი­მუ­შებს, თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ტე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ებს ან მა­თი ლექ­სე­ბი­დან ცი­ტა­ტებს. ხო­ლო „წე­რა-კითხ­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის“ კითხ­ვი­სას, მოს­წავ­ლე-მკითხ­ვე­ლი გრძნობს უშუ­ა­ლო კავ­შირს პო­ე­ზი­ას­თან, იხ­სე­ნებს, რამ­დენ­ჯერ მოს­წო­ნე­ბია ტან­კა თუ ჰა­ი­კუ, რამ­დენ­ჯერ გა­უ­ზი­ა­რე­ბია აფო­რიზ­მე­ბი „ვეფხის­ტყა­ოს­ნი­დან“, ხში­რად ზე­პი­რა­დაც  და­უ­მახ­სოვ­რე­ბია. ეს ჩვენს ემო­ცი­ურ ინ­ტე­ლექ­ტ­სა და ლექ­სი­კურ მა­რაგ­საც უწევს დახ­მა­რე­ბას. ბევ­რ­ჯერ ალ­ბათ,  „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ აფო­რიზ­მე­ბის გახ­სე­ნე­ბა რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­კ­ლა­ვე­ბა­ში დაგ­ვ­ხ­მა­რე­ბია. ეს თა­ვი სწო­რედ ამის გა­აზ­რე­ბას ეძღ­ვ­ნე­ბა.

აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ფა­ქი­ზად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და­ნახ­ვე­ბა ახა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის. ვფიქ­რობ, ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს კითხ­ვი­სას, დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დის წიგ­ნის „ჩვენ, ვეფხის­ტყა­ოს­ნე­ბი“ გაც­ნო­ბის შემ­დეგ, რუს­თა­ვე­ლი ახა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის კი­დევ უფ­რო მახ­ლო­ბე­ლი გახ­დე­ბა.

პო­ე­ზი­ის სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად, „წე­რა-კითხ­ვის ლა­ბო­რა­ტო­რია“ მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს,  თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცე­სებს მი­ა­დევ­ნონ თვა­ლი, გა­ეც­ნონ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ველ ავ­ტო­რებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ნი­ნო ხა­რა­ტიშ­ვი­ლი, ბე­სიკ ხა­რა­ნა­უ­ლი, ზა­ალ სა­მა­დაშ­ვი­ლი, თა­მარ გე­გე­ში­ძე, დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი… გა­იც­ნონ ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ხე­ლე­ბი უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან, რო­გო­რე­ბიც არი­ან, მა­გა­ლი­თად, ვის­ლა­ვა შიმ­ბორ­ს­კა და ფო­რუყ ფა­როხ­ზა­დი.

„წე­რა-კითხ­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის“ მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე­ებს ას­წავ­ლოს რო­გორ და­წე­რონ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე, პრო­ექ­ტი, რე­ცენ­ზია, რო­გორ ის­წავ­ლონ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წე­რა. და­საწყის­ში ვახ­სე­ნეთ, რომ ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს დახ­მა­რე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბით შეძ­ლე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა შე­დეგ­ზე  გას­ვ­ლას.  ასე მა­გა­ლი­თად, რე­ცენ­ზი­ის და­წე­რის ნი­მუ­შე­ბი­სა და წე­სე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, ავ­ტო­რე­ბი მკითხ­ვე­ლებს ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას სთა­ვა­ზო­ბენ, აც­ნო­ბენ სა­იტს goodreads.com-ს, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან ბევ­რი წიგ­ნია ატ­ვირ­თუ­ლი, მის მომ­ხ­მა­რებ­ლებს კი შე­უძ­ლი­ათ ისი­ნი შე­ა­ფა­სონ და, თუ­კი სურ­ვი­ლი აქვთ, თა­ვი­ან­თი შე­ფა­სე­ბა, მოკ­ლე ან ვრცე­ლი ტექ­ს­ტის სა­ხით, კო­მენ­ტა­რის ველ­ში ჩა­წე­რონ. ატ­ვირ­თულ წიგ­ნებს თა­ვა­დაც ახ­ლავს მოკ­ლე ანო­ტა­ცი­ე­ბი. მა­გა­ლი­თის ძა­ლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია  სწავ­ლის პრო­ცეს­ში, სწო­რედ ამი­ტომ, თუ პირ­ველ ეტაპ­ზე მოს­წავ­ლეს ვრცე­ლი რე­ცენ­ზი­ის და­წე­რა შე­ა­ში­ნებს,  შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გად­მო­ცე­მა მოკ­ლე კო­მენ­ტა­რე­ბის წე­რით შე­უძ­ლია და­იწყოს.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წე­რის სწავ­ლას­თან  ერ­თად, თი­თო­ე­ულ თავ­ში გვხვდე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც წე­რი­სას სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის ნორ­მე­ბის დაც­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, მო­ცე­მუ­ლია ტექ­ს­ტე­ბი, რო­მელ­თა რე­დაქ­ტო­რე­ბა­დაც უნ­და ვიქ­ცეთ. თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა  ხომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ამ­ტ­კი­ცებს ცოდ­ნას.

მრა­ვალ­ფე­რო­ვან აქ­ტი­ვო­ბებს შო­რის, რო­მელ­საც კრე­ბუ­ლი გვთა­ვა­ზობს, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი მინ­და გა­მოვ­ყო: ფო­ტო­ე­ბით მოთხ­რო­ბი­ლი ამ­ბა­ვი და ერ­თი ნივ­თის თავ­გა­და­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც ნამ­დ­ვილ შე­მოქ­მე­დე­ბად გვაქ­ცევს; მე­ოთხე თა­ვი კი სრუ­ლად პრო­ექ­ტის წე­რის სწავ­ლას ეთ­მო­ბა. ერ­თ­დ­რო­უ­ლად, წიგ­ნი­სა და გუგ­ლის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მის დახ­მა­რე­ბით, გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, ნი­კო ნი­კო­ლა­ძის, ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძის, ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი­სა და სხვა­თა პრო­ექ­ტებს გვაც­ნობს. ამ პრო­ექ­ტებ­მა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს. მათ მა­გა­ლით­ზე კი, თა­ვად მოს­წავ­ლე­ე­ბი უნ­და იქ­ც­ნენ პრო­ექ­ტის იდე­ის, მი­სი და­გეგ­მ­ვი­სა თუ გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლის როლ­ში.  ნა­ბი­ჯე­ბა­დაა და­ყო­ფი­ლი პრო­ექ­ტის წე­რის დამ­ხ­მა­რე ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი.

VIII და IX თა­ვი, „ერ­თი მოთხ­რო­ბის სამ­ყა­რო­ში“ და „ერ­თი ლექ­სის სამ­ყა­რო“ გვაქ­ცევს დაკ­ვირ­ვე­ბულ მკითხ­ვე­ლე­ბად, რომ­ლე­ბიც ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ, იძი­ე­ბენ და ეც­ნო­ბი­ან ლექ­სი­სა თუ მოთხ­რო­ბის და­წე­რის ეპო­ქას, ავ­ტო­რის ბი­ოგ­რა­ფი­ულ დე­ტა­ლებს, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, ტექ­ს­ტის და­წე­რის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და, ხდე­ბი­ან ნამ­დ­ვი­ლი მკვლევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პერ­სო­ნაჟ­თა რე­ა­ლუ­რო­ბას იკ­ვ­ლე­ვენ, იკ­ვ­ლე­ვენ და­წე­რის მი­ზე­ზებ­სა თუ მი­ზანს, რად­გან ერ­თი ლექ­სი ზოგ­ჯერ უფ­რო მეტ ამ­ბავს ინა­ხავს, ვიდ­რე ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მთე­ლი დავ­თა­რი. წიგ­ნ­ში ამის ნა­თელ მა­გა­ლი­თად მოყ­ვა­ნი­ლია აკა­კი წე­რეთ­ლის „გან­თი­ა­დი“ , რო­მე­ლიც დი­მიტ­რი ყი­ფი­ანს ეძღ­ვ­ნე­ბა.

ეს ორი თა­ვი დაკ­ვირ­ვე­ბულ მკითხ­ვე­ლე­ბად გვზრდის. გვას­წავ­ლის, რომ ტექ­ს­ტის ბო­ლომ­დე გა­სა­გე­ბად ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია: ეპო­ქა, ავ­ტო­რის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი, პერ­სო­ნა­ჟე­ბი, მა­თი რე­ა­ლუ­რო­ბა, ტექ­ს­ტის და­წე­რის მი­ზე­ზი და მი­ზა­ნი და ა.შ.

და­სას­რულს, ცალ­კე თა­ვი ეძღ­ვ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წე­რის უმოკ­ლეს კურსს, რო­მე­ლიც ამ წიგ­ნის მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. რო­გორც ავ­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, „სა­ი­დუმ­ლოდ“ და „მხო­ლოდ შენ­თ­ვის.“

წიგ­ნის ბო­ლოს ავ­ტო­რე­ბი გვაც­ნო­ბენ მარ­თ­ლ­წე­რის შემ­მოწ­მე­ბელ შე­სა­ნიშ­ნავ პროგ­რა­მას, რო­მელ­საც „მცდარ­ბეჭ­დილ­მ­ძებ­ნი“ ეწო­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით პროგ­რა­მას მხო­ლოდ მორ­ფო­ლო­გი­უ­რი შეც­დო­მის აღ­მო­ჩე­ნა შე­უძ­ლია. ასე მა­გა­ლი­თად, წი­ნა­და­დე­ბა­ში „ბა­ლა­ხი აბი­ბინ­და“ თუ სიტყ­ვა ბა­ლახს „მცდარ­ბეჭ­დილ­მ­ძებ­ნის“ ტექ­ს­ტის ველ­ში არას­წო­რად ჩავ­წერთ, სულ ერ­თია, რო­მე­ლი ბრუნ­ვის ფორ­მა­ში იქ­ნე­ბა ის, პროგ­რა­მა მას აღ­მო­ა­ჩენს და ქვეშ წი­თელ ხაზს გა­უს­ვამს. ამ წი­თელ ხაზ­თან კურ­სორს თუ მი­ვი­ტანთ, ახა­ლი ფან­ჯა­რა გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რო­მელ­შიც სწო­რი ფორ­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია და მცდა­რის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბას შევ­ძ­ლებთ.

ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, წიგ­ნ­ში მო­ცე­მუ­ლი ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შებ­თან ერ­თად, წიგ­ნის ბო­ლო გვერ­დებ­ზე მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მოზ­რ­დილ სი­ა­საც ნა­ხავთ, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი­სა და გე­მოვ­ნე­ბის მკითხ­ვე­ლი იპო­ვის სა­სურ­ველ სა­კითხავს.

ტეს­ტე­ბი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში – V-VI კლა­სე­ბი

ავ­ტო­რე­ბი: მაია ოღ­რა­პიშ­ვი­ლი, ეთერ მეს­ტ­ვი­რიშ­ვი­ლი

2024 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ტეს­ტე­ბის  ორი კრე­ბუ­ლი გა­მოს­ცა, ამ­ჯე­რად V-VI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ეს ტეს­ტე­ბი გაგ­რ­ძე­ლე­ბაა მაია ოღ­რა­პიშ­ვი­ლი­სა და ეთერ მეს­ტ­ვი­რიშ­ვი­ლის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი კრე­ბუ­ლე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც I-იდან IV კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი.

ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბლებლ­მა თა­ვი­ან­თი მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სე­ბად აქ­ცი­ეს. პე­და­გო­გი­ურ­მა პრაქ­ტი­კამ თა­ვი­სე­ბუ­რი ასახ­ვა პო­ვა მათ შექ­მ­ნილ სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში.

ავ­ტო­რე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ მო­ზარ­დის ასა­კობ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

V-VI კლა­სე­ბის ტეს­ტე­ბის კრე­ბუ­ლებ­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­შე­ბი­სა თუ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტე­ბის გაც­ნო­ბით, ამას­თა­ნა­ვე, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი იმ­დიდ­რე­ბენ ლექ­სი­კურ მა­რაგს, უვი­თარ­დე­ბათ წა­კითხუ­ლის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის, პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და მას­ზე მსჯე­ლო­ბის, სა­კუ­თა­რი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მის უნა­რე­ბი.

მაია ოღ­რა­პიშ­ვი­ლი: „ჩვენ ვცხოვ­რობთ გა­რე­მო­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა და ვი­თარ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუცი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ახა­ლი ცოდ­ნი­თა და უნარ-ჩვე­ვე­ბით იყ­ვ­ნენ აღ­ჭურ­ვილ­ნი, შეძ­ლონ პრობ­ლე­მის სწო­რად გა­აზ­რე­ბა და სწრა­ფი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ეს მას­წავ­ლე­ბელს დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს. ის მუდ­მი­ვად უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს, რომ შეძ­ლოს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნოს მოს­წავ­ლე­ე­ბი, ას­წავ­ლოს სწავ­ლის სწავ­ლა. სწავ­ლე­ბის დროს სა­ჭი­როა სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ის მო­სინ­ჯ­ვა, მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, სურ­ვი­ლე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან კავ­შირ­ში.

ტეს­ტე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა­ზე, ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბა­ზე, მარ­თ­ლ­წე­რის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, კრი­ტი­კუ­ლი და სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბას­თან ერ­თად გა­მო­იკ­ვე­თა მოს­წავ­ლე­ებ­ში ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის სიმ­წი­რე, ად­ვი­ლად არ­თ­მე­ვენ თავს ფაქ­ტობ­რივ ცოდ­ნა­ზე დამ­ყა­რე­ბულ კითხ­ვებს, შე­და­რე­ბით უჭირთ სა­აზ­როვ­ნო კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ფაქ­ტია, რომ ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა მა­სობ­რი­ვი პრობ­ლე­მაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყ­ვი­ტე მოს­წავ­ლე­ე­ბის ამ კუთხით გან­ვი­თა­რე­ბა, რად­გან ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა მათ ყვე­ლა სა­გან­ში დას­ჭირ­დე­ბათ და სა­კითხის სწო­რად და მარ­თე­ბუ­ლად გა­აზ­რე­ბა მათ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას შეს­ძენთ. ტეს­ტე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი და­ეხ­მა­რე­ბათ იყ­ვ­ნენ აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, და­იც­ვან და გა­უფ­რ­თხილ­დ­ნენ ბუ­ნე­ბას, იყ­ვ­ნენ მზრუნ­ვე­ლე­ბი, ის­წავ­ლონ სწავ­ლის სწავ­ლა. ტეს­ტებ­ში მო­ცე­მუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბათ ანა­ლი­ტი­კუ­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.“

მე­ხუ­თე კლა­სის ტეს­ტე­ბის კრე­ბუ­ლი რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბე­ბით იწყე­ბა. ავ­ტო­რე­ბის­თ­ვის რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი მწე­რა­ლია. თვლი­ან, რომ მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც ინა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბებს გა­ეც­ნო­ბა, და­ა­ფა­სებს სი­კე­თეს, მე­გობ­რო­ბას, თა­ნად­გო­მას, ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბას. ეს მწე­რა­ლი მათ სამ­ყა­როს ფე­რა­დოვ­ნე­ბი­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბის აღ­ქ­მა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ. მოთხ­რო­ბებს თან ერ­თ­ვის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი, ღია და და­ხუ­რუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას უწყობს ხელს. სა­პი­რის­პი­რო და მსგავ­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სიტყ­ვე­ბის დაწყ­ვი­ლე­ბა, სუ­ლი­ე­რი და უსუ­ლო საგ­ნე­ბის გარ­ჩე­ვა, კუმ­შ­ვა და კვე­ცა, სა­კუ­თა­რი და სა­ზო­გა­დო სა­ხე­ლე­ბი, კონ­კ­რე­ტუ­ლი და აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი, მეტყ­ვე­ლე­ბის ნა­წი­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა, სიტყ­ვე­ბის ბრუ­ნე­ბა, ფუ­ძეხ­მოვ­ნი­ა­ნი და ფუ­ძე­თან­ხ­მოვ­ნი­ა­ნი სიტყ­ვე­ბის ამოც­ნო­ბა, ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად ღია და და­ხუ­რუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა. ამას­თა­ნა­ვე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გა­საღ­ვი­ვებ­ლად ავ­ტო­რე­ბი მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზო­ბენ წა­კითხულ ტექ­ს­ტებ­ზე მა­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას.

ტეს­ტე­ბის კრე­ბუ­ლებ­ში მოგ­ხიბ­ლავთ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფორ­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა:  შეხ­ვ­დე­ბით რო­გორც მოთხ­რო­ბებს, ისე სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტებს, ზღაპ­რებ­სა და ლექ­სებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო და­ვა­ლე­ბე­ბის სიმ­რავ­ლე, რო­გო­რი­ცაა ზღაპ­რის და­წე­რა, კო­მიქ­სის შექ­მ­ნა თუ კროს­ვორ­დე­ბის შევ­სე­ბა.

კო­მიქ­სი, რო­მე­ლიც მსუ­ბუ­ქი, ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­თავ­გა­და­სავ­ლო ში­ნა­არ­სის მქო­ნე პა­ტა­რა ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი ან ნა­ხა­ტე­ბის სე­რიაა, მოს­წავ­ლე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. ისი­ნი არა მარ­ტო ხა­ლი­სით კითხუ­ლო­ბენ, არა­მედ ასე­თი­ვე გა­ტა­ცე­ბით თა­ვა­დაც ქმნი­ან მას. მე-5 კლა­სის კრე­ბულ­ში გვხვდე­ბა სა­ის­ტო­რიო ტექ­ს­ტი ფარ­ნა­ვაზ მე­ფე­ზე, ერთ-ერთ და­ვა­ლე­ბად  კი ფარ­ნა­ვაზ მე­ფის თავ­გა­და­სავ­ლი­დან ერ­თი ეპი­ზო­დის შერ­ჩე­ვა და მას­ზე კო­მიქ­სის შექ­მ­ნაა. ტრა­დი­ცი­ულ სას­წავ­ლო მე­თო­დებ­თან თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის ამ­გ­ვა­რი შერ­წყ­მა სას­წავ­ლო პრო­ცესს მრა­ვალ­ფე­რო­ვან­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბულს ხდის.

⇒  ეთერ მეს­ტ­ვი­რიშ­ვი­ლი: „VI კლა­სის კრე­ბუ­ლი ამოწ­მებს წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის უნარს. კერ­ძოდ, რამ­დე­ნად იგებს, იაზ­რებს მე-6 კლა­სე­ლი მოს­წავ­ლე სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ტექ­ს­ტე­ბი­დან მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, შე­უძ­ლია თუ არა ტექ­ს­ტის სხვა­დას­ხ­ვა ნა­წილ­ში მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის  ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა და ამა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნა, პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბი­სა და ქცე­ვის მო­ტი­ვის ამოც­ნო­ბა მი­სი მოქ­მე­დე­ბის მი­ხედ­ვით, ტექ­ს­ტის ძი­რი­თა­დი აზ­რის წვდო­მა შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი ასე­ვე ამოწ­მებს მოს­წავ­ლე­თა ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ა­სა და ლექ­სი­კურ მა­რაგს.

ავ­ტო­რე­ბი შე­ვე­ცა­დეთ, რომ მა­სა­ლა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ყო­ფი­ლი­ყო. სა­კითხა­ვი მა­სა­ლის შერ­ჩე­ვი­სას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ მოს­წავ­ლე­თა ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი, ტექ­ს­ტე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე, უც­ნო­ბი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.“

VI კლა­სის ტეს­ტე­ბის კრე­ბულ­ში შე­ტა­ნი­ლია რო­გორც ქარ­თ­ველ, ისე უცხო­ელ ავ­ტორ­თა მხატ­ვ­რუ­ლი და სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის ტექ­ს­ტე­ბი.

ჩეს­ტერ­ფილ­დის წე­რი­ლი შვილს, გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის „წვი­მის­მოყ­ვა­რუ­ლი კა­ცი“, რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლის „ნა­წი­ბუ­რე­ბი გულ­ზე“, მარკ ტვე­ნის „ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი“, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტი გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბა­ზე, ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტექ­ს­ტი ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­ზე… თან­მ­დევ და­ვა­ლე­ბებ­თან ერ­თად და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­გეგ­მონ წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

აქ­ვე გვხვდე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შე­სავ­სე­ბი მოთხ­რო­ბი­სა და პერ­სო­ნა­ჟის რუ­კა – კითხ­ვის მე­თო­დე­ბის სწავ­ლა და დაკ­ვირ­ვე­ბულ მკითხ­ვე­ლე­ბად გა­დაქ­ცე­ვა მოს­წავ­ლე­ებს ნამ­დ­ვილ შე­მოქ­მე­დე­ბად აქ­ცევთ. შემ­დეგ მათ აღარ  გა­უ­ჭირ­დე­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა მაგ., პა­ტა­რა ამ­ბის აგე­ბა, ზღაპ­რის და­წე­რა და სხვა. ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ტეს­ტე­ბის კრე­ბუ­ლებ­ში მრავ­ლად გვხვდე­ბა.

და­ბო­ლოს, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს წიგ­ნე­ბი კავ­შირს ამ­ყა­რებს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სხვა საგ­ნებ­თან. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, VI კლა­სის ტეს­ტე­ბის კრე­ბულ­ში გვხვდე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის შე­სა­ხებ, შემ­დეგ უკ­ვე შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბა: მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და მო­ი­ფიქ­რონ ღო­ნის­ძი­ე­ბა დე­და­მი­წის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს მა­გა­ლი­თი ცხად­ყოფს ავ­ტო­რე­ბის სურ­ვილს, გა­აღ­ვი­ვონ მოს­წავ­ლე­ებ­ში კარ­გი მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბი, და­ა­ფიქ­რონ ისი­ნი დე­და­მი­წის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, იპო­ვონ მა­თი რო­ლი გა­რე­მოს გა­ჯან­სა­ღე­ბის საქ­მე­ში.

მელანო კობახიძე 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები