13 მაისი, სამშაბათი, 2025

და­ვა­რი – მედ­ლის ორი მხა­რე

spot_imgspot_img

„ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ერ­თ­სა და იმა­ვე სა­კითხ­ზე მოს­წავ­ლე­ებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ე­ბი უჩ­ნ­დე­ბათ, ამ­ჯე­რად მათ და­ვარ-ქაჯ­ზე იმ­ს­ჯე­ლეს, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ვა­ცა­ნი ყვე­ლა წე­რი­ლი, რომ­ლე­ბიც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში ამ დრო­ი­სათ­ვის იყო ხელ­მის­წ­ვ­დო­მი აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე. გთა­ვა­ზობთ ორი მათ­გა­ნის სა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბას.

მაია გვი­ჩია

ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

◊ ◊ ◊

შო­თა რუს­თა­ვე­ლის უკ­ვ­და­ვი პო­ე­მა „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგ­ლია, რო­მე­ლიც შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის იდე­ა­ლებს, რა­ინ­დულ ღირ­სე­ბა­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბას ასა­ხავს. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თი­თო­ე­ულ მათ­განს კი სა­კუ­თა­რი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა გა­აჩ­ნია.

ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემ­თ­ვის ნაკ­ლე­ბად მო­სა­წო­ნი პერ­სო­ნა­ჟიც კი, თა­ვის მხრივ, საკ­მა­ოდ უნი­კა­ლუ­რი და უც­ნა­უ­რია. ერ­თი შე­ხედ­ვით, ის მზრუნ­ვე­ლი მა­მი­დაა, ნეს­ტა­ნის აღ­ზ­რ­დის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სწო­რედ მას ერ­გო. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოს კი­დეც, რომ მან თა­ვი შეს­წი­რა ძმიშ­ვილს, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, მა­შინ კარ­გად არ იც­ნობთ  პერ­სო­ნა­ჟის ქვე­ტექსტს. მცი­რე გა­დახ­ვე­ვა გა­ვა­კე­თოთ და გა­ვიხ­სე­ნოთ სი­უ­ჟე­ტი: ფარ­სა­და­ნი, ინ­დო­ე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ტახ­ტის მე­ფე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ორ შეც­დო­მას უშ­ვებს: 1. ნეს­ტანს ქა­ჯე­თი­დან გა­მოთხო­ვილ დაქ­ვ­რი­ვე­ბულ დას მი­ა­ბა­რებს გა­საზ­რ­დე­ლად, 2. სა­სი­ძოდ ხვა­რაზ­მე­ლი უფ­ლის­წუ­ლი მოჰ­ყავს. ნეს­ტა­ნი, და­ვა­რის ერ­თ­გ­ვა­რი მო­წა­ფე და ოჯა­ხის წევ­რი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ა­ბამს რო­მანს ტა­რი­ელ­თან, ასე­ვე ინ­დო­ე­თის ტახ­ტის მემ­კ­ვიდ­რე­სა და ლაშ­ქ­რის მხე­დარ­თ­მ­თა­ვარ­თან. ფარ­სა­და­ნის არ­ც­თუ ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­მო კი ორი, თა­ვი­დან ყუ­რე­ბამ­დე სიყ­ვა­რუ­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი სატ­რ­ფო, ერ­თო­ბის­თ­ვის ბრძო­ლა­სა და უფ­ლის­წუ­ლის მკვლე­ლო­ბას გა­ნიზ­რა­ხავს. მა­თი აზ­რით, რო­ცა უფ­ლის­წულს მო­აკ­ვ­დი­ნე­ბენ, მე­ფე ტახტს ნეს­ტან­სა და ტა­რი­ელს გა­დას­ცემს და სა­მარ­თა­ლიც იზე­ი­მებს, ე.ი. „ქმნა მარ­თ­ლი­სა სა­მარ­თ­ლი­სა ხე­სა შე­იქმს ხმელ­სა ნედ­ლად“. ამ ამ­ბის უდა­ვოდ კარ­გი და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და, და­ვა­რი რომ არ არ­სე­ბობ­დეს, ეს და­უნ­დო­ბე­ლი მა­მი­და, ეგო­იზ­მის სი­დი­ა­დით აღ­სავ­სე. მო­დით, ტექსტს მივ­ყ­ვეთ, მას შემ­დეგ, რაც ფარ­სა­და­ნი იგებს, რომ ნეს­ტან­მა და ტა­რი­ელ­მა ეს სა­ში­ნე­ლი გეგ­მა და­სა­ხეს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, გა­დაწყ­ვეტს, რომ სა­მე­ფო სის­ხ­ლი უნ­და და­იღ­ვა­როს და ნეს­ტა­ნის აღ­ზ­რ­დით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი, თა­ვის დას არ­ჩევს და­სას­ჯე­ლად, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს შო­რის ომის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მას სხვა გზა, უბ­რა­ლოდ, არ რჩე­ბა. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ქა­ლი, ნამ­დ­ვი­ლად რომ „ქა­ჯი“, შურს იძი­ებს ნეს­ტან­ზე, შე­უ­რაცხ­ყოფს, სცემს და, მას სა­მუ­და­მო სა­ტან­ჯ­ვე­ლად, ზღვა­ში უშ­ვებს მო­ნებ­თან ერ­თად.

ცალ­კე აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია მი­სი სა­ხე­ლი. და­ვა­რი ბერ­ძ­ნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ით ენა­თე­სა­ვე­ბა ჰე­კა­ტეს, რო­მე­ლიც მა­გი­უ­რი ცოდ­ნის მფლო­ბე­ლია. და­ვა­რიც სწო­რედ ქა­ჯეთ­თან, მა­გი­ურ ხალ­ხ­სა და სა­ბერ­ძ­ნეთ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მას­ში „ღვთის მტე­რი“ იმა­ლე­ბა. თა­ვი­სი ბო­რო­ტი სუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­დე­საც ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნი – მზე წა­არ­თ­ვა ინ­დო­ეთს და „სიბ­ნე­ლე“ მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას. და­ვარ­მა სა­მა­რად­ჟა­მო ტყვე­ო­ბა უწი­ლა­და სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის მებ­რ­ძოლ ახალ­გაზ­რ­და ქალს. ზღვა მხატ­ვ­რულ ტექ­ს­ტებ­ში, მი­თოს­სა და რე­ლი­გი­ა­ში ბო­რო­ტე­ბის სა­უფ­ლოდ ით­ვ­ლე­ბა, რად­გან ის მრის­ხა­ნე და და­უნ­დო­ბე­ლია, სა­სი­ცოცხ­ლოდ უვარ­გი­სი. პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა კარ­გად შე­იძ­ლე­ბა ჩვენ მი­ერ გან­ხი­ლულ პერ­სო­ნაჟ­თან, მას არ გა­აჩ­ნია ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბი­სა და მიმ­ტე­ვებ­ლო­ბის უნა­რი, სა­კუ­თარ სის­ხ­ლ­სა და ხორცს სწი­რავს სა­სიკ­ვ­დი­ლოდ. და­ვა­რი ქვრი­ვი, უიმე­დო ქა­ლია. შე­იძ­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბამ გა­ხა­და ასე­თი, შე­იძ­ლე­ბა, ბუ­ნე­ბა სა­ერ­თო­დაც არ შეს­ც­ვ­ლია. მთა­ვა­რი ისაა, რომ მა­მი­დამ „მურ­მა­ნის ეკ­ლის“ რო­ლი მო­ირ­გო და ბო­რო­ტე­ბა ჩა­ი­დი­ნა. ზო­გი თვლის, რომ მან ძმა დის­მ­კ­ვ­ლე­ლის სირ­ცხ­ვი­ლი­სა და ცოდ­ვი­სა­გან იხ­ს­ნა, მე კი არ ვე­თან­ხ­მე­ბი ამ მო­საზ­რე­ბას. პირ­ველ რიგ­ში, ეს ხომ ის ადა­მი­ა­ნია, ვინც სა­კუ­თა­რი ძმის­შ­ვი­ლი გა­წი­რა. თქვე­ნი აზ­რით, ეს ბო­რო­ტი, გაშ­მა­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იფიქ­რებ­და იმა­ზე, ძმის­თ­ვის სირ­ცხ­ვი­ლი რო­გორ აეცი­ლე­ბი­ნა? და­ვა­რი ამ­ბობს: „უბ­რა­ლო ვარ, იცის ღმერ­თ­მან სა­ხი­ერ­მან,“ – რო­გორ ფიქ­რობთ, ის ნამ­დ­ვი­ლად „მორ­წ­მუ­ნეა“? თუ­კი მის რწმე­ნა­ში ეჭ­ვი გე­პა­რე­ბათ, მეც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გე­თან­ხ­მე­ბით, და­ვარ­მა ხომ თა­ვი მო­იკ­ლა, უდი­დე­სი ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა, ყუ­რადღე­ბა არ მი­ვაქ­ცი­ოთ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში იმ ფაქტს, რომ შუ­რი იძია და მიჯ­ნურ­ნი და­ა­შო­რა.

და­ბო­ლოს, და­ვა­რის ქმე­დე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ იყო არც ღირ­სე­ბის დაც­ვა და არც თავ­გან­წირ­ვა. ის არ ყო­ფი­ლა კე­თი­ლი მა­მი­და, რო­მე­ლიც ოჯა­ხის სიწ­მინ­დის­თ­ვის იბ­რ­ძო­და. პი­რი­ქით, მან, თა­ვი­სი შუ­რის­ძი­ე­ბი­თა და ქა­ჯუ­რი ხა­სი­ა­თით, ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნი სა­სიკ­ვ­დი­ლოდ გა­ი­მე­ტა და, სა­ბო­ლო­ოდ, სა­კუ­თა­რი თა­ვი იმა­ვე გან­გე­ბის მსხვერ­პ­ლად აქ­ცია.

ნი­ნი ბიგ­ვა­ვა

Xა კლა­სის მოს­წავ­ლე

◊ ◊ ◊

სულ რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც შე­ვა­ბი­ჯე „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში, ბევ­რი რამ გა­ვი­გე და წინ კი­დევ უფ­რო მე­ტი მე­ლის. ეს პო­ე­მა თა­ვი­სი არ­სით, ში­ნა­არ­სით, მე­სი­ჯე­ბით და მის­ტი­კუ­რო­ბით თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვია მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, ერ­თი ეპი­ზო­დის ეფექ­ტი ჯერ არ არის გას­რუ­ლე­ბუ­ლი ბო­ლომ­დე, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბი­დან ვერ გა­მოვ­სულ­ვართ, რომ უკ­ვე მე­ო­რე, უფ­რო მე­ტად გა­სა­ო­ცა­რი მო­დის, პერ­სო­ნა­ჟე­ბი ხომ ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რია, ორი­გი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი­თა და გან­ც­დე­ბით, გრძნო­ბე­ბი­თა და მიზ­ნე­ბით. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რო­მელ­ხა­რის­ხო­ვა­ნი გმი­რია, ყვე­ლას აქვს ად­გი­ლი მკითხ­ვე­ლის გო­ნე­ბა­ში. არც ერთს არ ტო­ვებს ავ­ტო­რი ისე, რომ არ გაგ­ვიჩ­ნ­დეს კითხ­ვე­ბი ან უფ­რო მე­ტის გა­გე­ბის სურ­ვი­ლი მათ­ზე. დას­ვე­ნე­ბა­ზე ხში­რად ვკა­მა­თობთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლამ­დე ან შემ­დეგ… ახ­ლა კი, მინ­და თით­ქოს­და რამ­დე­ნი­მე თავ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს, და­ვარს შე­ვე­ხო. „და­ვარ იყო და მე­ფი­სა, ქვრი­ვი ქა­ჯეთს გათხო­ვი­ლი, მას სიბ­რ­ძ­ნი­სა სას­წავ­ლებ­ლად თვით მე­ფე­მან მის­ცა შვი­ლი“. რო­გორც ვხე­დავთ, ეს ქა­ლი ერ­თი ქა­ჯი ვინ­მე უნ­და იყოს, სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო­ში გათხო­ვი­ლი და დაქ­ვ­რი­ვე­ბის შემ­დეგ შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, გა­მოთხო­ვი­ლი. მაგ­რამ, არის კი მი­სი რო­ლი ასე­თი მცი­რე? და­ვა­რი ხომ ის ქა­ლია, მე­ფის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი რომ ცე­მით და­ა­ლურ­ჯა, ზღვა­ში ყუ­თით მო­ის­რო­ლა და ბო­ლოს თა­ვი მო­იკ­ლა. პირ­ვე­ლა­დი დაკ­ვირ­ვე­ბით, ალ­ბათ, ყვე­ლას ბრა­ზი მოგ­ვი­ვა მას­ზე. მეც თა­ვი­დან გავ­ბ­რაზ­დი, მე­რე გა­მიკ­ვირ­და და ბო­ლოს მი­ვე­დი დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ მა­მი­და და­ვა­რი სუ­ლაც არ არის ან­ტა­გო­ნის­ტი. პი­რი­ქით, მას იმ­დე­ნად ღრმა მი­სია აქვს, რო­გორც პერ­სო­ნაჟს, რომ ბევ­რის­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რიც კია მი­სი ში­ნა­გა­ნი პორ­ტ­რე­ტის წარ­მოდ­გე­ნა. და­ვაკ­ვირ­დეთ, ის მკაც­რად მო­ექ­ცა ნეს­ტანს, უდა­ნა­შა­უ­ლო კა­ცის სის­ხ­ლით ხე­ლის გას­ვ­რის­თ­ვის. ჭეშ­მა­რი­ტად, მსგავ­სი მოპყ­რო­ბა შე­ნი გაზ­რ­დი­ლი­სა და,ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნის მი­მართ და­უშ­ვე­ბე­ლია, მაგ­რამ მას ჰქონ­და წყრო­მის საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზი. არც მი­სი ძმა აღ­მოჩ­ნ­და ის, რა­საც ელო­და და არც ნეს­ტა­ნი, მან იცის, რომ სა­კუ­თარ­მა ძმამ გას­ცა და­ვა­რის მოკ­ვ­ლის ბრძა­ნე­ბა სა­მე­ფო სის­ხ­ლის ზღვე­ვის­თ­ვის, ვის არ გა­აშ­მა­გებს ეს ყო­ვე­ლი­ვე? ბო­ლოს კი, თა­ვი­სი ძმის სა­ხე­ლის და­სა­ცა­ვად, უფუნ­ქ­ცი­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი, სი­ცოცხ­ლეს მო­ის­წ­რა­ფავს, თავ­საც იკ­ლავს. თუმ­ცა თვი­თო­ნაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, რა გა­ა­კე­თა ისე­თი, სა­სიკ­ვ­დი­ლო გა­ნა­ჩე­ნი რომ გა­მო­უ­ტა­ნა მე­ფემ, ამი­ტო­მაც სვამს კითხ­ვებს ნეს­ტან­თან: „არ ცუ­დად მომ­კ­ლავს ჩე­მი ძმა, რა გი­ყავ რა გაქ­მ­ნე­ვი­ნე?“ თით­ქოს უმა­დუ­რო­ბით გულ­დაწყ­ვე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი ჩი­ვის მკითხ­ვე­ლის წი­ნა­შე. არა­და მთა­ვა­რი მი­სია ხომ მის­თ­ვის ეს იყო, აღე­ზარ­და ნეს­ტა­ნი სა­მე­ფო კა­რის წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სიკ­ვ­დი­ლის წინ სი­ცოცხ­ლე­გა­საწყი­ნა­რე­ბუ­ლი, ეულად მი­ტო­ვე­ბუ­ლი, გებ­რა­ლე­ბა. და­ვა­რი ჩემ­თ­ვის მა­გი­უ­რი, ძლი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი და მის­ტი­კუ­რი ქა­ლის სიმ­ბო­ლოა, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟი პო­ე­მა­ში. არც სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში გა­უ­მარ­თ­ლა,არც ძმა­ში, არც აღ­ზ­რ­დილ­ში, რო­მე­ლიც მი­სი ცხოვ­რე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლა იყო, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ის ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლია, ვინ იცის,რამ­დენ ტკი­ვილს, დარ­დ­სა და სევ­დას იტევს, გა­უ­ხა­რე­ლი ცხოვ­რე­ბის აჩ­რ­დი­ლი ხომ არა­სო­დეს შორ­დე­ბა მას, იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლია და გა­მო­ცა­ნა­სა­ვით ამო­უც­ნო­ბი… ეკა შა­რა­ში­ძე, კრი­ტი­კულ წე­რილ­ში, მსგავს რა­მეს ამ­ბობს: „ქა­ლი გრძნე­უ­ლი, ბო­რო­ტი და ცოდ­ვი­ლი თუ ერ­თ­გუ­ლი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის უდი­დე­სი გრძნო­ბით სავ­სე პი­როვ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი აღ­ზ­რ­დი­ლის შეც­დო­მა­ზე სი­ცოცხ­ლით აგებს პა­სუხს“. სწო­რედ ესაა ჩე­მი სათ­ქ­მე­ლიც. და მა­ინც, ბო­ლოს ვინ არის და­ვა­რი? და? მა­მი­და? ქა­ჯი? ბო­რო­ტი? კე­თი­ლი? ამ აზ­რე­ბი­სა და კითხ­ვე­ბის გა­ჩე­ნის გა­მოა ზუს­ტად ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. და­ვა­რი, თა­ვი­სი არ­სე­ბი­თა და აზ­რე­ბით, სა­მუ­და­მოდ რჩე­ბა პო­ე­მა­ში, რო­გორც ქა­ლი, რომ­ლის ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მკითხ­ველს ახალ იდე­ას უჩენს და აშ­კა­რად აიძუ­ლებს იპო­ვოს პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე, ვინ არის და­ვა­რი?

ანი მატ­კა­ვა

Xა კლა­სის მოს­წავ­ლე

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება